თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი (რ)
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება. ღონისძიება აერთიანებს გამომცემლობებს, ავტორებსა და წიგნის მოყვარულებს, რომლებსაც ახალი გამოცემების გაცნობისა და სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს კითხვის მოყვარულებს 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში უმასპინძლებს.
ლიტერატურის ყოველწლიური დღესასწაული სამი დღის განმავლობაში გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ავტორებს, ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და წიგნის მოყვარულებს გააერთიანებს.
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:
გაეცნონ ახალ გამოცემებს;
დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს;
შეხვდნენ ავტორებს;
ჩაერთონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებში;
დაესწრონ საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებს;
შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.