ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება •

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ ქვეყანა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს, რათა თავიდან აიცილოს თავად სომხეთის სანქციების ქვეშ აღმოჩენის რისკი.

ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება •
ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება •POSTV

Screenshot

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ ერევანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.

როგორც სომხეთის პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სომხეთი მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს მეგობრულად ექცევა, თუმცა არსებობს ხაზები, რომელთა გადაკვეთაც შეუძლებელია.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციათა პაკეტს სწავლობს და მაქსიმალურად გამჭვირვალედ იქცევა.

„ჩვენ ყველა პარტნიორს ძალიან გამჭვირვალედ ვექცევით. განსაკუთრებით, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ურთიერთობები იმავე დონეზე დარჩეს. მაგრამ არსებობს ხაზი, რომელსაც ვერ გადავაბიჯებთ – ეს არის რისკი, რომ თავად სომხეთი აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც ფაშინიანმა განმარტა, თუ მთავრობა დაინახავს, რომ სომხეთი შეიძლება თავად დასანქცირდეს, მაშინ „გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ყველა პარტნიორს ძალიან გამჭვირვალედ ვექცევით. განსაკუთრებით, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ურთიერთობები იმავე დონეზე დარჩეს. მაგრამ არსებობს ხაზი, რომელსაც ვერ გადავაბიჯებთ – ეს არის რისკი, რომ თავად სომხეთი აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები