“ადამიანებს ასამართლებენ ქუჩაში სიმღერის გამო – 2026 წელი, საქართველო” – თემურ გორგაძე
გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის, თემურ გორგაძის განცხადებით, 2026 წლის 23 სექტემბერს თბილისში მოქალაქე Ana ChikovAni ქუჩაში სიმღერის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და 166-ე მუხლით ასამართლებენ.

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, თემურ გორგაძე:
წელი 2026. საქართველო.
ადამიანებს ასამართლებენ…
მიზეზი? ქუჩაში სიმღერა.
კიიი, კიიი სწორად წაიკითხე.
ქუჩაში სიმღერის გამო ადამიანები სასამართლოში დაიბარეს.
თან ეს არ არის ვიღაცის მოყოლილი ამბავი.
იქაა ოფიციალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2026 წლის 23 სექტემბერი, თბილისი. მოქალაქე Ana ChikovAni ქუჩაში მღეროდა და ამის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.
მუხლი 166. დანაშაული?! ქუჩაში სიმღერა.
აღარ ვიცი, საბჭოთა კავშირს შევადაროთ თუ ბოდიში მოვუხადოთ კიმ ჩენ ინს. მგონი, ისიც კი არ ასამართლებს ხალხს ქუჩაში სიმღერის გამო.
ამას რომ რამდენიმე წლის წინ ვამბობდი, დამცინოდნენ. “კარგი რააა, რა ზღაპრებს ყვები, ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთო?!“
აჰა. თუ არ ვცხოვრობთ. აჰა თუ არ ვცოხოვრობთ.
2026 წელია. საქართველოა.
და ყველაზე საშიში ის კი არ არის, რომ ასეთი რამ დღეს ხდება. ყველაზე საშიში ის არის, რომ ნელ-ნელა ამ აბსურდსაც შევეჩვევით და ერთ დღეს ჩვეულებრივ ამბად ჩავთვლით.
დღეს ქუჩაში სიმღერა.
ხვალ სხვა რამე.
მომდევნო წლებში ბიძინას ხატზე ლოცვა იქნება სავალდებულო. კიი კიი იქნება.
იმის მომდევნო წლებში პუტინის ხატზე ლოცვაც იქნება სავალდებულო. კიი კიი ესეც იქნება. შეიძლება რიგითობა ამერია და ჯერ პუტინის ხატით დავიწყოთ.
იმის მომდევნო წლებში კი მთავრობა დადგენილებას გამოსცემს, თმის ვარცხნილობის რომელი მოდელები იქნება დაშვებული.
და მერე ვიღაცას რომ გაუჩნდება კითხვა “აქამდე როგორ მოვედით?“
პასუხი მარტივი იქნება. ჩვენ ქუჩაში სიმღერა აგვიკრძალეს თქვენ კი ეს გეკიდათ. რა მოხდა მერე ერთი სიმღერა იყო არ იმღეროს მაგ უზრდელმა აკაცუკმაო. არაუშავს. პუტინის ხატზე რომ გალოცვებენ მერეც იტყვით რა მოხდა მერე ლოცვა დაგვავალეს წყევლა ხომ არაო. პუტინი არც ისე ცუდი კაცი არააო. კი კიი მაგასაც იზამთ. მაგასაც გაგახსენებთ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…