ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვის შესახებ: “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის,

ქართული ოცნებალელო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ IRI-ის კვლევის შედეგები დამალა, რადგან მათ დაბალი მხარდაჭერა აქვთ და საზოგადოებისთვის მთავარი მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლაა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციას დაბალი მაჩვენებლები აქვს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ალეკაციით 55% უჭირავს.

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვის შესახებ: “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის,
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვის შესახებ: “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის,POSTV

“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის, უბედურებისა და ცეცხლის წვიმის მხარეს დგას, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართველი საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი დამალა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვის შეფასებისას.

„უბრალოდ, ეს გაჟღერდა საჯარო სივრცეში, რომ დიახ, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მთავარია, მშვიდობა იყოს, იყოს ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა.

ამ ინფორმაციის გაჟღერება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელს არ აძლევს და ამიტომაც მიიყუჟნენ, დაიმალნენ, რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მიღწევის – მშვიდობისა და ამაზე დაშენებული ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ ბრძოლა მიზანს ვერ აღწევს. ამას რა თქმა უნდა, ვერ გააჟღერებენ ვერც თავიანთი მხარდამჭერებისა და ვერც თავიანთი პატრონების წინაშე და არიან ახლა ჩირგვებში დამალულები“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის: IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს – 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე, „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი – 36% აქვს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უბრალოდ, ეს გაჟღერდა საჯარო სივრცეში, რომ დიახ, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მთავარია, მშვიდობა იყოს, იყოს ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა. ამ ინფორმაციის გაჟღერება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელს არ აძლევს და ამიტომაც მიიყუჟნენ, დაიმალნენ, რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მიღწევის – მშვიდობისა და ამაზე დაშენებული ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ ბრძოლა მიზანს ვერ აღწევს. ამას რა თქმა უნდა, ვერ გააჟღერებენ ვერც თავიანთი მხარდამჭერებისა და ვერც თავიანთი პატრონების წინაშე და არიან ახლა ჩირგვებში დამალულები“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციამ IRI-ის კვლევა დამალა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები