ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობს

სურსათის ეროვნული სააგენტო

ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებისკენ მიგრირებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს, კერძოდ მუყაოს ყუთების და ინსექტიციდიანი ბადეების გამოყენებას აცნობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობსრუსთავი 2

ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა მოზამთრე ფაზაში გადადის და ტყის მასივებიდან და ნარგავებიდან მიგრაციას საცხოვრებელი სახლებისკენ იწყებს. მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში "კარდაკარის" პრინციპით ადგილობრივებს საკარმიდამო ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.

გამოსაზამთრებლად ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება შესაძლებელია მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციებით, რომლებიც საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას თავსდება;

ეფექტურია ე.წ. მოიზიდე და გაანადგურე მეთოდიც - ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი ნადგურდება.

ზამთრის პერიოდში განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის აზიური ფაროსანას რიცხოვნობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის შემცირებას. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.