,, 188 000 ლარი აქვს მხოლოდ 4 წელში, (2024-2020) შვილების სწავლაში გადახდილი” – სალომე სიმონია მაია ბითაძეზე
სალომე სიმონია სოციალურ ქსელში კულტურის ახალ მინისტრად მაია ბითაძის დანიშვნას ეხმაურება. ის აკრიტიკებს ბითაძის წარსულს და აცხადებს, რომ მას წინა ხელისუფლების დროს თანამდებობები ეკავა და მის პოლიტიკაზე პრეტენზია არ ჰქონია. სიმონია ასევე აღნიშნავს ბითაძის მიერ შვილების სწავლაში გადახდილ თანხებს და მის შვილს, რომელიც გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.

სალომე სიმონია კულტურის ახალ მინისტრზე სოციალურ ქსელში წერს:
,,ოცნებას ისე გაუჭირდა კადრებში, რომ უკვე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს კულტურის მინისტრად ნიშნავს.
მაია ბითაძე, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, პარლამენტში მთავარი სპეციალისტი იყო.
2011 წლის ბოლოს, გარემოს დაცვის სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გახდა.
მას არასდროს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ნაცების პოლიტიკის გამო, ვიდრე მათ ხელისუფლებაში იყო.
შემდეგ, წლების განმავლობაში ე.წ. დიფსტეიტთან თანამშრომლობდა.
188 000 ლარი აქვს მხოლოდ 4 წელში, (2024-2020) შვილების სწავლაში გადახდილი. ავსტრიაში ასწავლიდა.
ბითაძის შვილი ჯემალ ზაბახიძე არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.