თორნიკე ფაღავა: ქართული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის რიგებში თვითმხილების სასარგებლო პროცესი მიმდინარეობს. მისი თქმით, ნიკა გვარამიასგან გაირკვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მანდატებს ყიდის და ამომრჩევლის ნებით ვაჭრობს, ხოლო თავად გვარამია ნინო წილოსანს დაემუქრა.

"სულ ახლახან, ნიკა გვარამიასგან დადასტურებულად გავიგეთ, რომ წინასაარჩევნოდ, "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მანდატებს ყიდის და პარტიის ოფისში პოლიტიკური დახლი აქვს მოწყობილი. ეს ნამდვილად არის ქართული საზოგადოებისა და პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" მცირე, მაგრამ მაინც მხარდამჭერების შეურაცხყოფა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ამომრჩევლის ნებით ვაჭრობს და მათთვის ცნება - "საკუთარი ამომრჩეველი და ქართული საზოგადოების ინტერესი" არ არსებობს, რაც დამამცირებელია უპირველესად მათი მხარდამჭერებისათვის და მკაფიოდ წარმოაჩენს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მორალურ სახეს", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა ნინო წილოსანთან დაკავშირებით, სადაც ის საქართველოს პარლამენტის წევრს პირდაპირ ეთერში დაემუქრა.
"სწორედ ამათზეა ნათქვამი - ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ახალი ვერ ისწავლეს. ეს ხალხი ძალადობდა მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ხალხი ძალადობს ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. ეს ხალხი ქართულ საზოგადოებას ჰპირდება ძალადობას იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ ხელისუფლებაში მოვლენ.
სწორედ ამიტომ, ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ, ისინი ვერასოდეს აიღებენ ძალაუფლებას ხელში და სწორედ ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ ისინი გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში.
საბოლოო ჯამში, ქართული საზოგადოებისათვის, ქართული სახელმწიფოსა და ქართული დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვითმხილების პროცესი მიგვიყვანს რადიკალური ოპოზიციის თვითგანადგურებამდე", - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.
ციტატები სტატიიდან
„არ არსებობს, რაც დამამცირებელია უპირველესად მათი მხარდამჭერებისათვის და მკაფიოდ წარმოაჩენს“
„სწორედ ამათზეა ნათქვამი - ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ახალი ვერ ისწავლეს. ეს ხალხი ძალადობდა მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ხალხი ძალადობს ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. ეს ხალხი ქართულ საზოგადოებას ჰპირდება ძალადობას იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ ხელისუფლებაში მოვლენ. სწორედ ამიტომ, ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ, ისინი ვერასოდეს აიღებენ ძალაუფლებას ხელში და სწორედ ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ ისინი გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში. საბოლოო ჯამში, ქართული საზოგადოებისათვის, ქართული სახელმწიფოსა და ქართული დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვითმხილების პროცესი მიგვიყვანს რადიკალური ოპოზიციის თვითგანადგურებამდე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…