წყნეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება
წყნეთში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება. ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 315 000 ლარამდე გამოიყო, სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობამ განახორციელა.

წყნეთში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება. მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევდა, რაც გადაადგილებისას გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
პროექტის პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა, რის შემდეგაც ვაკის რაიონის გამგეობამ გზის საფარის მოწესრიგება დაახლოებით 3 000 კვ.მ ფართობზე დაიწყო.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარამდე გამოიყო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება.
მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასა და მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.