დააკავეს “ოცნების“ დეპუტატის შვილი - ბრალი პოლიციელის შეურაცხყოფაა
სამართალდამცველების შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის დავით სამსონიძის შვილი ვლადიმერ (ვაკო) გარსევანიშვილი დააკავეს. ინციდენტი რესტორანში 26 სექტემბერს მოხდა. 28 სექტემბერს მოსამართლის გადაწყვეტილებით ის დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით სამსონიძის შვილი დააკავეს.
ინფორმაცის “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 173-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ხულიგნობას, სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას გულისხმობს.
რესტორანში დაპირისპირება 26 სექტემბერს მოხდა. დაკავებული ვლადიმერ (ვაკო) გარსევანიშვილი დღეს, 28 სექტემბერს მოსამართლის გადაწყვეტილებით, სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე, დარბაზიდან გაათავისუფლეს.
როგორც სასამართლო პროცესზე სამართალდამცველმა განმარტა, პოლიცია „ედემში“ 26 სექტემბერს გამოიძახეს. სწორედ მაშინ მიაყენა დეპუტატის შვილმა პოლიციელების შეურაცხყოფა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.