კომპანია "ნოვა" გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომპანია "ნოვა" გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად შენობის ფასადის ნაწილი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

კომპანია "ნოვა", გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ, საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად, შენობის ფასადის ნაწილი დაზიანდა.
განცხადების თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"დღეს, "ნოვას" გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი. საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. "ნოვას" გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…