"ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა" - „ნოვა“ განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ნოვას“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე ტექნიკური ინციდენტი მოხდა. კომპანიის განცხადებით, საწარმოს ეზოში არსებული CO2-ის რეზერვუარის დაზიანებამ შენობის ფასადის ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია, ხოლო ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომპანია „ნოვას“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე ტექნიკური ინციდენტი მოხდა.
კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის (ნახშირბადის ორჟანგის) რეზერვუარი დაზიანდა, რამაც შენობის ფასადის ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"დღეს, „ნოვას“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი. საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.
„ნოვას“ გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ", - წერს კომპანია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.