ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კომპანია “ნოვა” საწარმოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გურამიშვილის გამზირზე მდებარე კომპანია „ნოვას“ საწარმოში CO₂-ის რეზერვუარი დაზიანდა, რამაც შენობის ფასადის ნაწილი დააზიანა. კომპანიის განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

კომპანია “ნოვა” საწარმოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომპანია “ნოვა” საწარმოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსალია

გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანია „ნოვა“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად შენობის ფასადის ნაწილი დაზიანდა.

კომპანიის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ამ დროისთის მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

„დღეს, „ნოვას“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი. საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. „ნოვას“ გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კომპანია „ნოვას“ საწყობის ეზოში აფეთქება მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები