ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ

ლელო

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას ხვდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრების მთავარ პრობლემებს სასმელი წყალი, გზის გაუმართაობა, უმუშევრობა და სოფლის დაცლა წარმოადგენს.

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენინტერპრესნიუსი

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, პარტიის ლიდერები მოსახლეობისგან „იმ პრობლემების შესახებ ისმენენ, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან, წლების განმავლობაში, უგულებელყოფილია“.

მათი თქმით, ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასმელი წყალი და გზის გაუმართაობაა. მოსახლეობის მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და ის ფაქტი, რომ სოფელში ახალგაზრდებისთვის დარჩენისა და ცხოვრების გაგრძელებისთვის საჭირო პირობები არ არსებობს.

„ადგილობრივების თქმით, ყოველწლიურად ათობით სახლი იკეტება და სოფელი თანდათან იცლება. ადგილობრივები ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ მალავენ და ამბობენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი აღარ აქვთ“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ძლიერი საქართველოს - ლელოს“ ინფორმაციით, მოსახლეობა განსაკუთრებით მწვავედ სოფლის დაცლის პრობლემაზე საუბრობენ.

"თერჯოლა არის ხუთი კაცის. ყველა ტენდერი, ყველა პროექტი, რაც ამ ქალაქში კეთდება, სწორედ ამ ხუთი ადამიანისაა. მიტოვებულია მოსახლეობა უსამართლობისა და უკანონობის წინაშე" - განაცხადა "ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თერჯოლა არის ხუთი კაცის. ყველა ტენდერი, ყველა პროექტი, რაც ამ ქალაქში კეთდება, სწორედ ამ ხუთი ადამიანისაა. მიტოვებულია მოსახლეობა უსამართლობისა და უკანონობის წინაშე“
ირაკლი კუპრაძემ
„ადგილობრივების თქმით, ყოველწლიურად ათობით სახლი იკეტება და სოფელი თანდათან იცლება. ადგილობრივები ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ მალავენ და ამბობენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი აღარ აქვთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი!”წაიკითხე

უახლესი ამბები