ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში გამართულ აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიზანია მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად გარდაიქმნას. მან შუა დერეფნის პოტენციალზე, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებასა და კოორდინირებულ ძალისხმევაზე ისაუბრა.

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებადრუსთავი 2

ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში მიმდინარე აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.

შუა დერეფნის შესაძლებლობებზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ შუა დერეფნის სრული პოტენციალის რეალიზება მხოლოდ კოორდინირებული და ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, ვაჭრობის ხელშეწყობის გაუმჯობესება, ციფრული დაკავშირებადობის განვითარება და ინფრასტრუქტურისა და სერვისების ჰარმონიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება დერეფნის უფრო ეფექტიან, კონკურენტუნარიან და მდგრად სისტემად ჩამოსაყალიბებლად.

ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციასთან ერთად, ამ ძალისხმევას შეუძლია წვლილი შეიტანოს უფრო უსაფრთხო და საიმედო ღირებულებათა ჯაჭვების შექმნასა და ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთის, ევროპისა და ჩინეთის ბაზრებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაში. შესაბამისად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა უბრალოდ სატრანზიტო მოცულობების გაზრდა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მზარდი დაკავშირებადობა გარდაიქმნას მეტ ინვესტიციად, ხელი შეუწყოს პროდუქტიულობისა და დამატებული ღირებულების ზრდას და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მთელ რეგიონში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პანელურ დისკუსიაში ვახტანგ ცინცაძესთან ერთად მონაწილეობდნენ თურქმენეთის, ყაზახეთის, გერმანიის, ჩინეთის მთავრობების წარმომადგენლები, ასევე Kibar Holding-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ხელმძღვანელი პირები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები