კახა კალაძე რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს: როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ გიყენებენ - ძალიან მძიმეა
თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას რუსთაველის პროტესტის მონაწილეების შესახებ და აღნიშნა, რომ სამწუხაროა ქვეყნის მოქალაქეების სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენება.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ რუსთაველის პროტესტის მონაწილეების "ფსევდორელიგიურ სექტად" მოხსენიებას.
მისი განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს, რომ რუსთაველის პროტესტის მონაწილეები უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იმართებიან.
"ვხედავთ, როგორ აორგანიზებენ საპროტესტო აქციებს. ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გიყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ ეს ძალიან მძიმეა. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს ზოგადად მსოფლიოში რა გამოწვევებია. მოქალაქეების უმრავლესობა დგას იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება," - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიკახა კალაძე რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს: როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ გიყენებენ - ძალიან მძიმეა
- პირველი არხიკახა კალაძე – ვხედავთ, როგორ აორგანიზებენ საპროტესტო აქციებს, ვიცით, ვინ დგას ამის უკან, ძალიან მძიმეა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ გიყენებენ
- ინტერპრესნიუსიკახა კალაძე - როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გიყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად სამშობლოს წინააღმდეგ, ეს ძალიან მძიმეა
ციტატები სტატიიდან
„ვხედავთ, როგორ აორგანიზებენ საპროტესტო აქციებს. ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გიყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ ეს ძალიან მძიმეა. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს ზოგადად მსოფლიოში რა გამოწვევებია. მოქალაქეების უმრავლესობა დგას იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…