ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“ამ ოჯახს ვეძებ და თუ ვინმე იცნობთ, დამაკავშირეთ” – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას ბრიტანელი ოფიცრის, ლესლი ჰალსისა და მისი მეუღლის, ნინა მიქელაძის შესახებ, რომლებიც 1923 წელს პარიზში დაქორწინდნენ. 1941 წელს სსრკ-ში ვიზიტისას ლესლი ჰალსი მეუღლის ოჯახს შეხვდა, რის შემდეგაც ნკვდ-მ მასპინძელი ოჯახის წევრი, კონსტანტინე მიქელაძე დააკავა. კობახიძე ეძებს მიქელაძეების ოჯახის შთამომავლებს.

“ამ ოჯახს ვეძებ და თუ ვინმე იცნობთ, დამაკავშირეთ” – ბექა კობახიძე
“ამ ოჯახს ვეძებ და თუ ვინმე იცნობთ, დამაკავშირეთ” – ბექა კობახიძეალია

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:

ასეთი ისტორიაა: 1919 წელს დამოუკიდებელ საქართველოში მსახურობდა საქართველოზე შეყვარებული ბრიტანელი ოფიცერი – ლესლი ჰალსი. აქ გაიცნო და შეუყვარდა თავადის ასული ნინა მიქელაძე. წყვილი 1923 წელს დაქორწინდა პარიზში.

ნინას დედა გარდაიცვალა თბილისში, 1940 წელს. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის სექტემბერში, ლესლი სსრკ-ში ჩავიდა სამსახურებრივი დავალებით. სამსახურის საქმეები რომ მოითავა, ოფიციალურად მიმართა საბჭოთა ხელისუფლებას, რომ ჩემი ცოლი ქართველია, დედამისი შარშან გარდაიცვალა და მინდა მის საფლავზე გასვლა და ოჯახის წევრების ნახვაო. თუ ეს ჩემი ვიზიტი ოდნავ საფრთხეს მაინც შეუქმნის ოჯახს, პირდაპირ მითხარით და არავის არ ვნახავო. როგორ გეკადრებაო, უპასუხეს, შეხვდი ოჯახსო. მივიდა ოჯახში, გავიდნენ საფლავზე, მაგრამ ნკვდ-მ მომდევნო დღეს მასპინძელი ოჯახის წევრი დააკავა, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, დახვრიტეს.

ამ ოჯახს ვეძებ და, თუ ვინმე იცნობთ, დამაკავშირეთ: ნინო მიქელაძე (დაბადებული 1964 წელს) და მაია მიქელაძე (დაბადებული 1966 წელს). ესენი ნინას ძმის შვილთაშვილები არიან.

1941 წელს ნკვდ-ს მიერ დაკავებული კონსტანტინე მიქელაძე იყო ცნობილი არქეოლოგის, პროფესორ თეიმურაზ (გული) მიქელაძის მამა. ბნ. გული ცოცხალი აღარ არის, მაგრამ თუ ვინმე იცნობთ მის ვაჟ კონსტანტინეს ან ქალიშვილ ქეთევანს, მათთანაც დამაკავშირეთ.

წინასწარ დიდი მადლობა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.