"საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება" - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება და სააგენტოს ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე.
"ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, რათა სააგენტომ ბიზნესოპერატორთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს. ამ ეტაპზე სააგენტოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.
სურსათის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ციტატები სტატიიდან
„ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, რათა სააგენტომ ბიზნესოპერატორთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს. ამ ეტაპზე სააგენტოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია. სურსათის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.