ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნული სააგენტო - საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. უწყება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში ატარებს ლაბორატორიულ კვლევებსა და მონიტორინგს.

სურსათის ეროვნული სააგენტო - საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება
სურსათის ეროვნული სააგენტო - საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდებაინტერპრესნიუსი

საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ აღინიშნება.

„აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, რათა სააგენტომ ბიზნესოპერატორთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს. ამ ეტაპზე სააგენტოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს”, - აღნიშნულია ინფორმაცაისი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა - სურსათის ეროვნული სააგენტოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები