ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა, ხოლო გირვანქა სტერლინგთან მიმართებით გაუფასურდა.

24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6218 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.11 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.18 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9807 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.17 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4665 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.37 თეთრი შეადგინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…