თერჯოლაში, მე-12 კლასელს ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა და დაიღუპა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაშირღლელეში მე-12 კლასის მოსწავლეს ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა. ის კლინიკაში სამი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაშირღლელეში, მე-12 კლასის მოსწავლეს ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა და მომხდარიდან 3 კვირის შემდეგ, კლინიკაში დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ის ახლობლებთან ერთად სანადიროდ იყო წასული, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანის მიერ ნასროლი საფანტი მოხვდა.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.