გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობის დროს ბრმა ტყვია მოხვდა
თერჯოლის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ნადირობის დროს ახლობლის თოფიდან გასროლილი საფანტი მოხვდა და მიღებული დაზიანებების შედეგად, სამი კვირის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

თერჯოლაში გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობის დროს ბრმა ტყვია მოხვდა.
გარდაცვლილი თერჯოლის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო.
„ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია,პედაგოგიური კოლექტივი,ტექნიკური პერსონალი იუწყება რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან ლუკა, დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები,ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული. იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის … ნათელი შენ სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს“, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთ ახლობელს საფანტის თოფი გაუვარდა და მას მოხვდა. დაშავებული მოსწავლე მომხდარიდან 3 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია,პედაგოგიური კოლექტივი,ტექნიკური პერსონალი იუწყება რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან ლუკა, დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები,ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული. იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის … ნათელი შენ სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.