საუდის არაბეთის ეროვნული დღე საქართველოში - საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა
საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნულ დღესთან დაკავშირებით საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა. სტუმრებმა შეძლებდნენ გაცნობოდნენ ქვეყნის კულტურას, სამზარეულოსა და პროექტებს.

საუდის არაბეთის სამეფო 96-ე ეროვნულ დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს ორგანიზებით, ოფიციალური მიღება გაიმართა.
შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საუდის არაბეთის კულტურას, სამზარეულოსა და მიმდინარე პროექტებს.
"ვამაყობთ ჩვენი ბუნებით" - ასეთია სამეფოს წლევანდელი ეროვნული დღის სლოგანი. თარიღი საუდის არაბეთის მონარქის მიერ მეოცე საუკუნეში სამეფოს გაერთიანებას უკავშირდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.