ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციისთვის შესაბამისი გარანტიებია ჩადებული, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს 61 მანდატი ფაქტობრივად "მიაყარეს სახეში" საკუთარ ამომრჩეველს - თორნიკე ჭეიშვილი

რუსთავი 2

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმის საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ბოიკოტით საკუთარი ამომრჩეველი დაჩაგრა და კონსტიტუციური გარანტიების მიუხედავად, მანდატები არ გამოიყენა.

საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციისთვის შესაბამისი გარანტიებია ჩადებული, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს 61 მანდატი ფაქტობრივად "მიაყარეს სახეში" საკუთარ ამომრჩეველს - თორნიკე ჭეიშვილი
საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციისთვის შესაბამისი გარანტიებია ჩადებული, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს 61 მანდატი ფაქტობრივად "მიაყარეს სახეში" საკუთარ ამომრჩეველს - თორნიკე ჭეიშვილირუსთავი 2

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ოპოზიციის მიერ არჩევნებსა და პარლამენტში მანდატებზე უარის თქმის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან რაიმე პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, რადგან ამომრჩეველს შანსი სწორედ იმ პოლიტიკურმა ძალებმა ჩამოართვეს, რომლებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს

"დავიწყებ აი ბოლო დასმული საკითხიდან, რაც ბატონმა არჩილმა ( გამზარდია) გააჟღერა - 61 მანდატთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ, ამ პროცესის გათვალისწინებით, ვართმევთ შესაძლებლობას პოლიტიკური არჩევანისა.

ჩვენ კი არ ვართმევთ ქართველ ამომრჩეველს ამით რაიმე შანსს, არამედ სწორედ იმ პარტიებმა, კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" (მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის ეს ტერმინი ჟარგონია, კონსტიტუციურ სამართალშიც არის ამაზე საუბარი და პოლიტიკური საუბრისას ამის გამოყენება პრობლემა არ არის), გამოაცხადეს ბოიკოტი.

რაც შეეხება 61 მანდატს, სწორედ ამ პარტიებმა ბოიკოტი პარლამენტს და დემოკრატიულ პროცესს კი არ გამოუცხადეს, არამედ ყველაზე მეტად მათივე ამომრჩეველი დაჩაგრეს. იმიტომ, რომ დატოვეს სახტად. 61 მანდატი - როგორც თქვენ თვითონვე ავითარებდით რიტორიკას პარლამენტისთვის არ არის მცირე შემადგენლობა, რომელმაც ადგილზე შეიძლება ბევრი პროცესი განავითაროს, თუნდაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ასე შემდეგ.

საქართველოს კონსტიტუციაში ოპოზიციისთვის შესაბამისი გარანტიებია ჩადებული. მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს 61 მანდატი ფაქტობრივად "მიაყარეს სახეში" საკუთარ ამომრჩეველს.

ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ მათ ანალოგიური რეიტინგი აქვთ, თუნდაც რაც გააჩნდათ 2024 წელს არასწორი და გადაჭარბებულია. 2025 წელს ბევრმა მათგანმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაც კი აღარ მიიღო.

რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა გადაჭარბებული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რა შიდა პრობლემებიც წარმოიშვა ამის შემდგომ და გასაგებია, რატომაც მძლავრობს ეს დაპირისპირება ყოველდღიურად,"- აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკუთარ ამომრჩეველს. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ მათ ანალოგიური რეიტინგი აქვთ, თუნდაც რაც გააჩნდათ 2024 წელს არასწორი და გადაჭარბებულია. 2025 წელს ბევრმა მათგანმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაც კი აღარ მიიღო. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა გადაჭარბებული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რა შიდა პრობლემებიც წარმოიშვა ამის შემდგომ და გასაგებია, რატომაც მძლავრობს ეს დაპირისპირება ყოველდღიურად,“
თორნიკე ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.