ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მათი მიზნები იმთავითვე ჩანდა, უბრალოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, რომელიც ხელიდან გაუშვეს - თორნიკე ჭეიშვილი პარტია "გახარია საქართველოზე"

რუსთავი 2

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს მმართველმა გუნდმა მას შემდეგ დაუმატა სარჩელი, რაც აღნიშნულმა პარტიამ პარლამენტში შემოსვლის შანსი ხელიდან გაუშვა.

მათი მიზნები იმთავითვე ჩანდა, უბრალოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, რომელიც ხელიდან გაუშვეს - თორნიკე ჭეიშვილი პარტია "გახარია საქართველოზე"
მათი მიზნები იმთავითვე ჩანდა, უბრალოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, რომელიც ხელიდან გაუშვეს - თორნიკე ჭეიშვილი პარტია "გახარია საქართველოზე"რუსთავი 2

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, თორნიკე ჭეიშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს ეხმაურება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული. თორნიკე ჭეიშვილი საუბრობს, რა პრინციპით დაემატა მმართველი გუნდის სარჩელს პარტია "გახარია საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად ცნობა.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მმართველმა ძალამ გახარიას პოლიტიკურ გუნდს პარლამენტში შემოსვლისა და გულწრფელობის დამტკიცების შანსი მისცა, თუმცა მათ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს:

"ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ 2025 წელს უკვე, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, მოგეხსენებათ, გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ გადაწყვიტეს საპარლამენტო მანდატები, ის რომელიც იყო გახარიას პოლიტიკური გუნდისთვის განკუთვნილი, გამოეყენებინათ და შემოვიდნენ პარლამენტში. რეალურად, ჩვენ სახელისუფლებო ძალამ, მათ მივეცით ერთგვარი შანსი, ასე ვუწოდოთ, საშუალება იმისა, რომ დაედასტურებინათ ის, თუ რამდენად გულწრფელად მოქმედებდნენ მაშინ, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ეს ნაბიჯი გადადგეს.

ანუ, ხომ არ იყო პარლამენტში შემოსვლა განპირობებული იმით, რომ პირველი - შიგნით პარლამენტშივე მოეწყოთ იმგვარი ობსტრუქცია, რომელიც იქნებოდა წინააღმდეგობრივი დემოკრატიული სტანდარტების, თუნდაც საპარლამენტო განხილვების წარმართვისა და ზოგადად, დემოკრატიული განვითარების ინტერესის, და მეორე, ხომ არ იყო ამით მცდელობა, რომ გარკვეულწილად თავი დაეძვრინათ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისთვის.

ჩვენ, აბსოლუტურად გონივრული ვადა გვქონდა გათვალისწინებული. ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, რომ როგორც კი დასრულდა საგაზაფხულო სესია და საშემოდგომო სესიის განახლება მოხდა, მაშინვე განვახორციელეთ ეს რეაგირება. იმიტომ, რომ ერთი საპარლამენტო სესია არის სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ და საზოგადოებამ ამოვიკითხოთ, რეალური მოტივი, თუ რატომ შემოდის კონკრეტული ძალა პარლამენტში. ეს, რეალურად, იმავე მოტივებით იყო ნაკარნახევი, რომლითაც მოქმედებდნენ გარე რადიკალური დაჯგუფებები, უბრალოდ, გარკვეულწილად მოხდა დივერსიფიცირება მათი კურატორების თუ პატრონების მხრიდან. ოპოზიციის ერთ ნაწილს მოარგეს შედარებით უფრო კონსტრუქციული როლი, მეორე მხარე დატოვეს ქუჩაში, მაგრამ მათი მიზნები იმთავითვე ჩანდა, უბრალოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, რომელიც მათ ხელიდან გაუშვეს," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ 2025 წელს უკვე, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, მოგეხსენებათ, გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ გადაწყვიტეს საპარლამენტო მანდატები, ის რომელიც იყო გახარიას პოლიტიკური გუნდისთვის განკუთვნილი, გამოეყენებინათ და შემოვიდნენ პარლამენტში. რეალურად, ჩვენ სახელისუფლებო ძალამ, მათ მივეცით ერთგვარი შანსი, ასე ვუწოდოთ, საშუალება იმისა, რომ დაედასტურებინათ ის, თუ რამდენად გულწრფელად მოქმედებდნენ მაშინ, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ეს ნაბიჯი გადადგეს. ანუ, ხომ არ იყო პარლამენტში შემოსვლა განპირობებული იმით, რომ პირველი - შიგნით პარლამენტშივე მოეწყოთ იმგვარი ობსტრუქცია, რომელიც იქნებოდა წინააღმდეგობრივი დემოკრატიული სტანდარტების, თუნდაც საპარლამენტო განხილვების წარმართვისა და ზოგადად, დემოკრატიული განვითარების ინტერესის, და მეორე, ხომ არ იყო ამით მცდელობა, რომ გარკვეულწილად თავი დაეძვრინათ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისთვის. ჩვენ, აბსოლუტურად გონივრული ვადა გვქონდა გათვალისწინებული. ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, რომ როგორც კი დასრულდა საგაზაფხულო სესია და საშემოდგომო სესიის განახლება მოხდა, მაშინვე განვახორციელეთ ეს რეაგირება. იმიტომ, რომ ერთი საპარლამენტო სესია არის სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ და საზოგადოებამ ამოვიკითხოთ, რეალური მოტივი, თუ რატომ შემოდის კონკრეტული ძალა პარლამენტში. ეს, რეალურად, იმავე მოტივებით იყო ნაკარნახევი, რომლითაც მოქმედებდნენ გარე რადიკალური დაჯგუფებები, უბრალოდ, გარკვეულწილად მოხდა დივერსიფიცირება მათი კურატორების თუ პატრონების მხრიდან. ოპოზიციის ერთ ნაწილს მოარგეს შედარებით უფრო კონსტრუქციული როლი, მეორე მხარე დატოვეს ქუჩაში, მაგრამ მათი მიზნები იმთავითვე ჩანდა, უბრალოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, რომელიც მათ ხელიდან გაუშვეს,“
თორნიკე ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.