გურამ მაჭარაშვილი: “ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ შეძლო უნგრეთში ხელისუფლების შეცვლა იმის გამო, რომ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით ქვეყანა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნგრეთს ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გაუქმება აიძულეს.

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
„უნგრეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლო ევრობიუროკრატიამ, შეეცვალა ქვეყნის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ უნგრეთის წინა ხელისუფლება, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა.
დავფიქრდეთ, ჩვენ, საქართველო, რა მოცემულობაში ვართ, როდესაც უნგრეთს, ევროკავშირის წევრ და ვეტოს უფლების მქონე ქვეყანასაც კი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გაუქმება აიძულეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„უნგრეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლო ევრობიუროკრატიამ, შეეცვალა ქვეყნის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ უნგრეთის წინა ხელისუფლება, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა. დავფიქრდეთ, ჩვენ, საქართველო, რა მოცემულობაში ვართ, როდესაც უნგრეთს, ევროკავშირის წევრ და ვეტოს უფლების მქონე ქვეყანასაც კი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გაუქმება აიძულეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…