,, მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება …” – სალომე ზურაბიშვილი
ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ კადრები გამოელიათ, რასაც სუს-ის ხელმძღვანელად კარიერ-გამოვლილი ადამიანის დანიშვნა მოჰყვა. ის ასევე აკრიტიკებს ირაკლი კობახიძის განცხადებას ინსტიტუტების გაძლიერებაზე.

ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ანუ პოლიტიკურმა , პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და “პირველად 30 წლის მანძილზეო” სუს-ის ხელმძღვსნელად ვნიშნავთო კარიერ-გამოვლილ ადამიანსო … ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე ?!!! რეალურად მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება …
თორემ ინსტიტუტები ვინ დაშალა, ვინ წაართვა დამოუკიდებლობა და კარიერიდან წამოსულ პროფესიონალებს თავზე ვინ დაუსვა ახლად გამოჩეკილი “გენერალი” და მისი კლანი ?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.