ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მმართველ გუნდს კადრები გამოელია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის მხრიდან კადრების გამოლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე კარიერ-გამოვლილი ადამიანის დანიშვნა პოლიტიკური ნიშნის მარცხზე მიუთითებს. გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა და შს მინისტრის მოადგილედ გადავიდა, ხოლო ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

მმართველ გუნდს კადრები გამოელია - სალომე ზურაბიშვილი
მმართველ გუნდს კადრები გამოელია - სალომე ზურაბიშვილიTV პირველი

მმართველ გუნდს კადრები გამოელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გეკა გელაძის წასვლას და სუს-ის ახალი უფროსის კანდიდატურის წარდგენას.

როგორც ზურაბიშვილი წერს, კადრების “გამოლევა“ აღარ და ვეღარ იმალება.

ანუ პოლიტიკურმა , პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და “პირველად 30 წლის მანძილზეო” სუს-ის ხელმძღვანელად ვნიშნავთო კარიერ-გამოვლილ ადამიანსო … ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე ?!!! რეალურად მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება …

თორემ ინსტიტუტები ვინ დაშალა, ვინ წაართვა დამოუკიდებლობა და კარიერიდან წამოსულ პროფესიონალებს თავზე ვინ დაუსვა ახლად გამოჩეკილი “გენერალი” და მისი კლანი ?,- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

დღესვე ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები