ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირაკლი კობახიძის გადადგომას, თუმცა აღნიშნა, რომ პოსტებზე მყოფ პირებს მნიშვნელობა არ აქვთ, რადგან ქვეყანას რეალურად ბიძინა ივანიშვილი მართავს.

ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადება
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებაTV პირველი

ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს. ამის შესახებ მან მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ირაკლი კობახიძე წავა თუ პოსტზე დარჩება, რადგან ქვეყანას რეალურად, ბიძინა ივანიშვილი მართავს.

შეიძლება, ეს იყოს მისი ანდერძი, შეიძლება იყოს მისი ერთადერთი ანგარიში საზოგადოების წინაშე, თუმცა ის არ არის რეალური ანგარიში, იმიტომ, რომ ანგარიში მოიცავს იმასაც, რაც არ გაკეთდა ან ცუდად გაკეთდა და ძალიან ბევრი ამ კუთხით არის სათქმელი თუკი ანგარიშია საზოგადოების წინაშე. მაგრამ, ეს არაფერს ცვლის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კობახიძე წავა თუ მოვა, როგორც თავის დროზე ღარიბაშვილი ერთხელ წავიდა თუ ორჯერ წავიდა, დააბრალებენ რამე კორუფციას თუ არ დააბრალებენ, ციხეში აღმოჩნდება თუ არა, რეალურად, ამ ქვეყანას მართავს ივანიშვილი და მართავს უფრო და უფრო ნათლად რუსული სცენარებით, - ამბობს ზურაბიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.