ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ მეტრეველი: “განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ ე.წ „ანალიტიკური ცენტრებისთვის” მთავარი პოლიტიკური

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერვიუს. მისი თქმით, ოპოზიციურმა ე.წ. „ანალიტიკურმა ცენტრებმა“ მინისტრის გამოსვლის კრიტიკის მიზნით სიტყვების თვლა დაიწყეს, რაც, მეტრეველის შეფასებით, ავტორების რეალურ ინტელექტუალურ მდგომარეობას აჩვენებს.

ნიკოლოზ მეტრეველი: “განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ ე.წ „ანალიტიკური ცენტრებისთვის” მთავარი პოლიტიკური
ნიკოლოზ მეტრეველი: “განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ ე.წ „ანალიტიკური ცენტრებისთვის” მთავარი პოლიტიკურიPOSTV

“როგორც ჩანს, საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ: დასხდნენ და დაითვალეს, რამდენჯერ თქვა მინისტრმა სიტყვა „მაქსიმალური”,- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ მათთვის მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“.

“როგორც ჩანს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ: დასხდნენ და დაითვალეს, რამდენჯერ თქვა მინისტრმა სიტყვა „მაქსიმალური“.

დიახ, სწორად გაიგეთ, ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმაზე, სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, მასწავლებლებზე, ახალგაზრდებზე და განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ მათთვის მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“.

ეტყობა, როდესაც სათქმელის შინაარსთან საკამათო აღარაფერი გაქვს, ლექსიკოგრაფად უნდა გადაკეთდე და სიტყვების თვლა დაიწყო.

საინტერესოა, შემდეგ ეტაპზე რას შემოგვთავაზებენ, რამდენჯერ ჩაისუნთქა მინისტრმა, რამდენჯერ გაიხედა მარჯვნივ, ან რომელ წუთზე თქვა ერთი და იგივე სიტყვა მეორედ?

სინამდვილეში ასეთი „კრიტიკა“ გივი მიქანაძეს კი არ აზიანებს, არამედ თავად მისი ავტორების რეალურ ინტელექტუალურ მდგომარეობას აჩვენებს”,-წერს მეტრეველი.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნიკოლოზ მეტრეველი: „გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები