ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

#გამომყევიაჭარაში: კონკურსში გუგა გიორგობიანმა გაიმარჯვა და ₾150 000-ს მიიღებს ბიუჯეტიდან

კონკურსში „გამომყევი აჭარაში“ გუგა გიორგობიანმა გაიმარჯვა და ბიუჯეტიდან 150 000 ლარს მიიღებს. ოთხი საპრიზო ადგილისთვის ჯამში 300 000 ლარი იყო გამოყოფილი.

#გამომყევიაჭარაში: კონკურსში გუგა გიორგობიანმა გაიმარჯვა და ₾150 000-ს მიიღებს ბიუჯეტიდან
#გამომყევიაჭარაში: კონკურსში გუგა გიორგობიანმა გაიმარჯვა და ₾150 000-ს მიიღებს ბიუჯეტიდანრადიო თავისუფლება

2026 წლის კონკურსში, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მეოთხედ გამოაცხადა, ოთხი ადგილისთვის საპრიზო ფონდი 300 000 ლარი იყო.

გუგა გიორგობიანი, – რომლის ვიდეოებმაც 162 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა – ბიუჯეტიდან ჯილდოდ მიიღებს 150 000 ლარს (გადასახადების ჩათვლით).

ვინ არიან სხვა გამარჯვებულები

ვიდეოების 104-მილიონიაი ნახვით მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა ასამბაძე, რომელიც 70 000 ლარს მიიღებს (ასევე გადასახადების ჩათვლით).

მესამე-მეოთხე ადგილზე გასულებს, – ლიკა გელაშვილსა (92.5 მლნ ნახვა) და ჯაბა გოგიტიძეს (66 მლნ ნახვა) – შესაბამისად, 50 000 და 30 000 ლარი გადაეცემათ.

კიდევ ერთ მონაწილეს, სოფო ნიკოლაძეს, ერთ-ერთი კერძო კომპანიისგან ბათუმში ბინა გადაეცემა.

დაჯილდოვების ცერემონიალი 2026 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა ბათუმში.

„ეს სამი თვე იყო ჩემთვის ყველაზე მაგარი მოგონება ცხოვრებაში... აჭარა არის უსაზღვრო. არასდროს არ მთავრდება“, – განაცხადა გიორგობიანმა დაჯილდოვების შემდეგ აჭარის ტელევიზიასთან. ის კონკურსში მეგობრებთან ერთად მონაწილეობდა.

მიზანი: „შიდა ტურიზმის სტიმულირება“

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანახმად, პროექტის ფარგლებში გავრცელებული ვიდეოების ნახვებმა ერთ მილიარდს გადააჭარბა.

კონკურსი, რომელიც 2023 წლიდან ტარდება, წელს პირველ ივლისს დაიწყო.

მის ფარგლებში „ქართველი კონტენტ-კრეატორების, ბლოგერების, მოგზაურების, ინფლუენსერების, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებისა და ცნობილი სახეებისთვის“ დაწესებული იყო საპრიზო ფონდი ყველაზე მეტად ნახვადი ვიდეოებისათვის.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანახმად, სარეკლამო კამპანია შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით დაიწყო.

მონაწილეობის პირობა იყო, მონაწილეებს მოენახულებინათ წინასწარ განსაზღვრულ „სამოგზაურო პაკეტში“ მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე და თემაზე გადაეღოთ აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, „დადებითი შინაარსის, შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კონტენტი“.

2026 წელს ოთხი საპრიზო ადგილისათვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი იყო გამოყოფილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1
  1. NEWS.GE150 000 ლარი ბიუჯეტიდან – „გამომყევი აჭარაში“ კამპანიაში გუგა გიორგობიანმა გაიმარჯვა
  2. რუსთავი 2სამთავრობოკამპანიის "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ - პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა გუგა გიორგობიანმა აიღო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს სამი თვე იყო ჩემთვის ყველაზე მაგარი მოგონება ცხოვრებაში... აჭარა არის უსაზღვრო. არასდროს არ მთავრდება“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კამპანიის "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ - პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა გუგა გიორგობიანმა აიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები