ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში სუმოს განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდასპორტალი

24 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლერი ხაბელოვის და სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, ლეგენდარული იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვედრა.

შეხევდრას ესწრებოდნენ: სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია, სუმოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ზურაბ აქუბარდია.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სუმოს დღევანდელ მდგომარეობაზე, მისი განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა იოკუძუნა ჰაკუჰო შოს სტუმრობისთის, სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სახელმწიფოსგან სპორტის დიდ მხარდაჭერაზე, საქართველოს მდიდარ ოლიმპიურ ისტორიაზე, ქართველი სპორტსმენების მნიშვნელოვან მიღწევებსა და საქართველოში სუმოს განვითარების პერსპექტივებზე. მან გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სუმოს საერთაშორისო და საქართველოს ფედერაციებს საქართველოში ამ სპორტის შემდგომი განვითარებისთვის.

თავის მხრივ, სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, იოკუძუნა ჰაკუჰო შომ მადლობა გადაუხადა სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს გულთბილი მასპინძლობისთვის და სუმოს განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

იოკუძუნა ჰაკუჰო შო, სუმოს სამყაროში ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად ითვლება, მას ყველაზე მეტჯერ-45 ჯერ აქვს იმპერატორის თასის მოგებული.შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები