ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასტუმროს მშენებლობა მკვეთრად გაძვირდა, დღეს სხვა ბიზნესები უფრო მოგებიანია - პაატა კოკაია

„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებლის, პაატა კოკაიას განცხადებით, სასტუმროების მშენებლობა და ექსპლუატაცია მკვეთრად გაძვირდა, რასაც ტურისტული ნაკადები ვერ აკომპენსირებს და დღეს საქართველოში სხვა ბიზნესები უფრო მოგებიანია.

სასტუმრო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განთავსების ობიექტების მშენებლობა მკვეთრად გაძვირდა, რაც დარგში ინვესტირებას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში “ინნ ჯგუფის” დამფუძნებელმა განაცხადა, მშენებლობის თვითღირებულების ზრდაზე გავლენა აქვს როგორც უშუალოდ სამშენებლო მასალების გაძვირებას, ასევე დასაქმებულებისთვის ხელფასების მატებას.

პაატა კოკაია ამბობს, რომ გაზრდილ ხარჯებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის ტემპი ვერ აკომპენსირებს.

“დღესდღეობით, სასტუმროს აშენება ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება, ხარჯები გაზრდილია თუნდაც 3 წლის წინ არსებულ ვითარებას თუ შევადარებთ. გაზრდილია როგორც სარემონტო, ასევე ექსპლუატაციის ხარჯები და კომუნალური გადასახადები. [დასაქმებულების] ხელფასებმაც მოიმატა, კვების პროდუქტების ხარჯებიც გაზრდილია და [ტურისტების რაოდენობის] 2.5%-იანი ზრდა ვერაფერი შეღავათია მთლიანობაში. ვისაც აქვს ეს ბიზნესი, უნდა გააგრძელოს, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა ბიზნესი დღეს საქართველოში უფრო მოგებიანია, ვიდრე სასტუმრო სექტორი”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.

“ინნ ჯგუფის” დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ფასების ზრდასაც ვერ ახერხებენ.

“[ფასების] ზრდა შეიძლება მცირედით დაიგეგმოს, თუმცა მაგალითად, ჩვენი გუდაურის სასტუმროში 5 დოლარით გავაძვირეთ [ნომერი] ზაფხულის სეზონზე და რამდენიმე ტურისტული [კომპანია] დაიკარგა. სამწუხაროდ, 5-დოლარიანი ზრდაც ვერ აიტანა [ბაზარმა]. ამასთან, Airbnb-ს თუ გადავხედავთ, შეიძლება სტამბოლში არ იყოს იმდენი შეთავაზება, რამდენიც თბილისშია. ყველა კერძო ბინა, კერძო სახლი ჩვენი, სასტუმროების კონკურენტია, ძალიან ბევრი შეთავაზება აქვს Airbnb-ს”, - აღნიშნა პაატა კოკაიამ.

ნახვა Facebook-ზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღესდღეობით, სასტუმროს აშენება ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება, ხარჯები გაზრდილია თუნდაც 3 წლის წინ არსებულ ვითარებას თუ შევადარებთ. გაზრდილია როგორც სარემონტო, ასევე ექსპლუატაციის ხარჯები და კომუნალური გადასახადები. [დასაქმებულების] ხელფასებმაც მოიმატა, კვების პროდუქტების ხარჯებიც გაზრდილია და [ტურისტების რაოდენობის] 2.5%-იანი ზრდა ვერაფერი შეღავათია მთლიანობაში. ვისაც აქვს ეს ბიზნესი, უნდა გააგრძელოს, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა ბიზნესი დღეს საქართველოში უფრო მოგებიანია, ვიდრე სასტუმრო სექტორი“
პაატა კოკაია
„[ფასების] ზრდა შეიძლება მცირედით დაიგეგმოს, თუმცა მაგალითად, ჩვენი გუდაურის სასტუმროში 5 დოლარით გავაძვირეთ [ნომერი] ზაფხულის სეზონზე და რამდენიმე ტურისტული [კომპანია] დაიკარგა. სამწუხაროდ, 5-დოლარიანი ზრდაც ვერ აიტანა [ბაზარმა]. ამასთან, Airbnb-ს თუ გადავხედავთ, შეიძლება სტამბოლში არ იყოს იმდენი შეთავაზება, რამდენიც თბილისშია. ყველა კერძო ბინა, კერძო სახლი ჩვენი, სასტუმროების კონკურენტია, ძალიან ბევრი შეთავაზება აქვს Airbnb-ს“
პაატა კოკაია
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ლაშა ფარულავა - „ოცნება“ ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა, ვითხოვთ სატარიფო ცვლილებების შეჩერებას!წაიკითხე

უახლესი ამბები