ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგა ფარულავა - სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, რომ ლექსიკა გაასწოროს, თვალი გაუსწოროს ობიექტურ რეალობას, რაც არის ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, მისი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ - დაეშვას ღრუბლებიდან

გახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი გიგა ფარულავა სალომე ზურაბიშვილს „ღრუბლებიდან დაშვებასა“ და ლექსიკის გასწორებას ურჩევს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესი განსხვავებული აზრისა და მოქალაქეების არჩევანის წინააღმდეგ არის მიმართული.

გიგა ფარულავა - სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, რომ ლექსიკა გაასწოროს, თვალი გაუსწოროს ობიექტურ რეალობას, რაც არის ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, მისი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ - დაეშვას ღრუბლებიდან
გიგა ფარულავა - სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, რომ ლექსიკა გაასწოროს, თვალი გაუსწოროს ობიექტურ რეალობას, რაც არის ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, მისი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ - დაეშვას ღრუბლებიდანინტერპრესნიუსი

მოქალაქეებს ართმევენ არჩევანის საშუალებას, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ არის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მიმართული, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის საპარლამენტო დეპუტატმა, გიგა ფარულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ფარულავამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც გახარიას პარტია “ქართულ ოცნებასთან” კეკლუცობაში დაადანაშაულა. ფარულავამ ზურაბიშვილს ლექსიკის გასწორებისკენ მოუწოდა.

“სალომეს, პირველ რიგში, ვურჩევ, რომ ლექსიკა გაასწოროს, თვალი გაუსწოროს იმ ობიექტურ რეალობას და ჰქონდეს ობიექტური რეალობის აღქმა იმაზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში.

ჩვენ თუ თავს არ ვესხმით სალომე ზურაბიშვილს და არ ვაკეთებთ რაიმე შეფასებას მის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოღვაწეობასა და გადადგმულ ნაბიჯებზე, პირველ რიგში, პატივს ვცემთ, როგორც ქალს და პატივს ვცემთ მის ასაკს. გაიხსენოს კარგად თუნდაც ერთი წლის წინ ბოიკოტისკენ რომ მოუწოდებდა საზოგადოებას, მოქალაქეებს მოუწოდებდა იმისკენ, რომ დილით გამოსულიყვნენ და რევოლუციური პროცესებით ამთავრებდა “ოცნების" ხელისუფლებას, საღამოს კი სახლში შეხვდა ამ პროცესებს და თითი არ გაუნძრევია საერთოდ ამ პროვოკაციული რევოლუციური სცენარის შედეგად დაკავებული მოქალაქეების დასახმარებლად, შესაბამისად, ლექსიკა გაასწოროს და თვალი გაუსწოროს იმ ობიექტურ რეალობას, რაც არის.

ბოლოს და ბოლოს, მისი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის მთელი ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, სამეგრელოში. დაეშვას ღრუბლებიდან და თვალი გაუსწოროს ობიექტურად არსებულ პროცესებს.

ჩვენ როდესაც ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ, აქ არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიული ინტერესები. საქმე ეხება მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს. მოქალაქეებს ართმევენ არჩევანის საშუალებას, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ არის ეს პროცესი მიმართული, ჩვენ კი აქ წარმოდგენილი ვართ, როგორც მხარე და ჩვენ სამართლებრივად რა გზასაც ვხედავთ, იქნება ეს კონკრეტულად ერთი შუამდგომლობა, რაც გუშინ დავაყენეთ, თუ ხვალ ან ზეგ რა სამართლებრივ ბერკეტებს გამოვიყენებთ, ეს ჩვენი ტაქტიკაა”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სალომეს, პირველ რიგში, ვურჩევ, რომ ლექსიკა გაასწოროს, თვალი გაუსწოროს იმ ობიექტურ რეალობას და ჰქონდეს ობიექტური რეალობის აღქმა იმაზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში. ჩვენ თუ თავს არ ვესხმით სალომე ზურაბიშვილს და არ ვაკეთებთ რაიმე შეფასებას მის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოღვაწეობასა და გადადგმულ ნაბიჯებზე, პირველ რიგში, პატივს ვცემთ, როგორც ქალს და პატივს ვცემთ მის ასაკს. გაიხსენოს კარგად თუნდაც ერთი წლის წინ ბოიკოტისკენ რომ მოუწოდებდა საზოგადოებას, მოქალაქეებს მოუწოდებდა იმისკენ, რომ დილით გამოსულიყვნენ და რევოლუციური პროცესებით ამთავრებდა “ოცნების" ხელისუფლებას, საღამოს კი სახლში შეხვდა ამ პროცესებს და თითი არ გაუნძრევია საერთოდ ამ პროვოკაციული რევოლუციური სცენარის შედეგად დაკავებული მოქალაქეების დასახმარებლად, შესაბამისად, ლექსიკა გაასწოროს და თვალი გაუსწოროს იმ ობიექტურ რეალობას, რაც არის. ბოლოს და ბოლოს, მისი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის მთელი ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, სამეგრელოში. დაეშვას ღრუბლებიდან და თვალი გაუსწოროს ობიექტურად არსებულ პროცესებს. ჩვენ როდესაც ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ, აქ არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიული ინტერესები. საქმე ეხება მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს. მოქალაქეებს ართმევენ არჩევანის საშუალებას, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ არის ეს პროცესი მიმართული, ჩვენ კი აქ წარმოდგენილი ვართ, როგორც მხარე და ჩვენ სამართლებრივად რა გზასაც ვხედავთ, იქნება ეს კონკრეტულად ერთი შუამდგომლობა, რაც გუშინ დავაყენეთ, თუ ხვალ ან ზეგ რა სამართლებრივ ბერკეტებს გამოვიყენებთ, ეს ჩვენი ტაქტიკაა“
გიგა ფარულავა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიგა ფარულავა – მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გასაუქმებლად საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება, ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები