ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წელს ინდოელი ტურისტების რიცხვი განახევრდა

საქსტატისაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ინდოეთიდან ვიზიტები თითქმის 51%-ით შემცირდა, რაც ავიაკომპანია „ინდიგოს“ მიერ ფრენების შეწყვეტას უკავშირდება. ამ ფონზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ინდური ქორწილების პოპულარიზებაზე 880 ათასამდე დოლარს ხარჯავს.

წელს ინდოელი ტურისტების რიცხვი განახევრდა
წელს ინდოელი ტურისტების რიცხვი განახევრდაBM.GE

2026 წლის 9 თვეში ინდოეთიდან ვიზიტები თითქმის 51%-ით 51 365-მდე შემცირდა. ამის მიზეზი თებერვლის ბოლოს ირანში დაწყებული ომია, რის გამოც ინდურმა ავიაკომპანია "ინდიგომ" საქართველოდან ფრენები შეწყვიტა. თუმცა BMG-თან ინტერვიუში "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ თქვა, რომ ავიაკომპანია ოპერირებას ზამთრის სეზონიდან განაახლებს.

ქართული ტურიზმისთვის ჩინეთთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარი ინდოეთია. 2025 წელს ინდოეთიდან ჯამში 142.5 ვიზიტი შედგა, წლიურად ზრდა აქ 15%-ს შეადგენს. ინდოეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ჯამში 290 მლნ ლარი დახარჯეს, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2 034 ლარი იყო. საქსტატის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილი სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ 2024 წელთან შედარებით ინდოელი ვიზიტორების დანახარჯები შემცირებულია. ასე მაგალითად თუ 2024 წელს ვიზიტზე საშუალო ხარჯი 3 733 ლარი იყო, შარშან 2 034.5 ლარამდე შემცირდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ინდოეთი მნიშვნელოვანი ბაზარია და წელს საქართველოში ინდური ქორწილების პოპულარიზებაზე ჯამში 880 ათასამდე დოლარი დაიხარჯება. უწყებამ დუბაიში რეგისტრირებულ კომპანიას VIVAAH WEDDING PARTIES ORGANAZING-ს ორი 592 613 დოლარისა და 286 691 დოლარის კონტრაქტი წელს გაუფორმა. ხელშეკრულების დანართების თანახმად, სარეკლამო ღონისძიებები ძირითადად საქორწინო მიმართულებით საქართველოს პოპულარიზებას ეხება. ღონისძიებები დუბაისა და ინდოეთის სამ ქალაქში გაიმართება: მუმბაიში, დელიში და აჰმედაბადში. კიდევ ერთი ღონისძიების ჩატარება იგეგმება დუბაიში.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში? | TOP-15 ქვეყანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები