ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: „ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ FARA-ს რეგულაციების გამკაცრება გასაგებია მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე და აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ ხალხზე. მისი თქმით, საქართველოს გამჭვირვალობის კანონი მსგავს პრინციპებს ეფუძნება და საზოგადოების ინფორმირება დაფინანსების შესახებ აუცილებელია.

კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: „ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან
კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: „ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდანPOSTV

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.

როგორც კახა კალაძემ მედიას განუცხადა, ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სახელმწიფოსა და საკუთარ ხალხზე.

„გახსოვთ, წლების წინ როდესაც მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, როგორი შემოტევა და ზეწოლა იყო. სხვათა შორის, ეს დღესაც გრძელდება – დღესაც მიზანმიმართულად ვისმენთ არასწორ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გაჯერებულია ტყუილითა და სიცრუით, მიგვითითებენ იმაზე, რომ აღნიშნული კანონები უნდა იყოს გაუქმებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.

გამჭვირვალობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი დემოკრატიის. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ საჭიროა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, თუ ვინ და რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება, რა კონკრეტულ პროექტებზე ეგზავნებათ თანხები, ამის საჯაროობა არის მნიშვნელოვანი.

ისიც, რომ აშშ-ში აღნიშნულ კანონს, რომლის ასლიც ჩვენ გადმოვიტანეთ და ზუსტად ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, დღეს კიდევ უფრო ამკაცრებენ, აბსოლუტურად გასაგებია, რატომ და რისთვის, რადგან მთელ მსოფლიოში ისეთი გამოწვევებია, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ თავსა და საკუთარ ხალხზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი „გამჭვირვალობის კანონისთვის“ რუსულის წოდება, ამაში იყვნენ ჩართული ელჩები, ახლა კი აშშ თავად უზრუნველყოფს საკუთარ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობაში უფრო მკაფიო ნორმების შეტანასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები