ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ქაჯაია FARA-ს გამკაცრებაზე: „მივიჩნევ, რომ კანონი, პირიქით, გასამკაცრებელია - ისევ და ისევ ჩვენი

ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს FARA-ს კანონის და საქართველოში არსებული რეგულაციების გამკაცრებას ქვეყნის უსაფრთხოებისა და შემოსული დაფინანსების კონტროლის მიზნით.

გიორგი ქაჯაია FARA-ს გამკაცრებაზე: „მივიჩნევ, რომ კანონი, პირიქით, გასამკაცრებელია - ისევ და ისევ ჩვენი
გიორგი ქაჯაია FARA-ს გამკაცრებაზე: „მივიჩნევ, რომ კანონი, პირიქით, გასამკაცრებელია - ისევ და ისევ ჩვენიPOSTV

„მივიჩნევ, რომ კანონი, პირიქით, გასამკაცრებელია — ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ეს კანონი ძალიან ეფექტურად მუშაობს დღესაც“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონს თავის დროზე უსაფრთხოების ინსტრუმენტს უწოდებდნენ, ვინაიდან მათ უნდა გაეკონტროლებინათ ყველა შემოსული დაფინანსება და ყველა ის პირი, რომელიც უცხოურ დაფინანსებაზე იყო. ანალოგიური, ქართულ რეალობაზე მორგებული კანონი მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამაც. შემდგომში, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ოპოზიციურმა პარტიამ – ვინაიდან მიხვდნენ, რომ დაფინანსების წყაროების გასაჯაროება მოუწევდათ – ხალხი შეცდომაში შეიყვანა და რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტის წინ „რუსული კანონი“ აძახებინა.

ამის შემდეგ, როდესაც დაიდო მტკიცებულებები, რომ ეს არანაირ რუსულ კანონს არ წარმოადგენს და ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგია, უკან დაიხიეს და გადაწყვიტეს, სხვადასხვა თემით სპეკულირებით ეს საკითხი მიეჩქმალათ.

რაც შეეხება ამერიკული „ფარას“ გამკაცრებას, მე მივესალმები, რომ საქართველოშიც გამკაცრდეს ეს კანონი, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა თანხები შემოდის ქვეყანაში. თუ ვინმე არ მიესალმება იმ კანონს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ეს ძალიან ცუდია. მივიჩნევ, რომ კანონი, პირიქით, გასამკაცრებელია – ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ეს კანონი ძალიან ეფექტურად მუშაობს დღესაც“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მივიჩნევ, რომ კანონი, პირიქით, გასამკაცრებელია — ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ეს კანონი ძალიან ეფექტურად მუშაობს დღესაც“
გიორგი ქაჯაია
„ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონს თავის დროზე უსაფრთხოების ინსტრუმენტს უწოდებდნენ, ვინაიდან მათ უნდა გაეკონტროლებინათ ყველა შემოსული დაფინანსება და ყველა ის პირი, რომელიც უცხოურ დაფინანსებაზე იყო. ანალოგიური, ქართულ რეალობაზე მორგებული კანონი მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამაც. შემდგომში, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ოპოზიციურმა პარტიამ – ვინაიდან მიხვდნენ, რომ დაფინანსების წყაროების გასაჯაროება მოუწევდათ – ხალხი შეცდომაში შეიყვანა და რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტის წინ „რუსული კანონი“ აძახებინა. ამის შემდეგ, როდესაც დაიდო მტკიცებულებები, რომ ეს არანაირ რუსულ კანონს არ წარმოადგენს და ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგია, უკან დაიხიეს და გადაწყვიტეს, სხვადასხვა თემით სპეკულირებით ეს საკითხი მიეჩქმალათ. რაც შეეხება ამერიკული „ფარას“ გამკაცრებას, მე მივესალმები, რომ საქართველოშიც გამკაცრდეს ეს კანონი, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა თანხები შემოდის ქვეყანაში. თუ ვინმე არ მიესალმება იმ კანონს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ეს ძალიან ცუდია. მივიჩნევ, რომ კანონი, პირიქით, გასამკაცრებელია – ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ეს კანონი ძალიან ეფექტურად მუშაობს დღესაც“
გიორგი ქაჯაია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე - აშშ-ში კანონს, რომლის ასლიც ჩვენ გადმოვიტანეთ, კიდევ უფრო ამკაცრებენ, აბსოლუტურად გასაგებია, რადგან მსოფლიოში გამოწვევებიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები