ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ, ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სარაგბო კლუბ "ფოთის" ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს შეხვდა. მისი თქმით, დასრულდა გუნდის დაკომპლექტება და კლუბს შეუერთდნენ გამოცდილი ფოთელი მორაგბეები, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები ზურაბ ჟვანია და დიმა ბასილაია, რომლებიც გუნდის გაძლიერებასა და მომავალი თაობების აღზრდაში მიიღებენ მონაწილეობას.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სარაგბო კლუბ "ფოთის" ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს შეხვდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლუბს შეუერთდნენ გამოცდილი ფოთელი მორაგბეები, რომლებიც წლების შემდეგ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ და დღეს უკვე ფოთის გუნდის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანას აგრძელებენ.
"დავასრულეთ სარაგბო კლუბ "ფოთის" გუნდის დაკომპლექტება და წელს ნამდვილად ძლიერი შემადგენლობა გვყავს.
ყველაზე მეტად მიხარია, რომ ბევრი წარმატებული ფოთელი მორაგბე საკუთარ ქალაქში ბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები და ქართული რაგბის გამორჩეული წარმომადგენლები - ზურაბ ჟვანია, რომელიც გუნდს მოთამაშის რანგში შეუერთდა და დიმა ბასილაია, რომელიც მწვრთნელის რანგში დაგვეხმარება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი გამოცდილი მორაგბეები ბავშვებთან და ასაკობრივ გუნდებთანაც იმუშავებენ და საკუთარ გამოცდილებას მომავალ თაობას გაუზიარებენ.
ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ.
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს. მჯერა, ფოთის რაგბის წინ ბევრი საინტერესო და წარმატებული ეტაპი ელოდება", - განაცხადა შეხვედრისას ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ციტატები სტატიიდან
„გუნდის დაკომპლექტება და წელს ნამდვილად ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ყველაზე მეტად მიხარია, რომ ბევრი წარმატებული ფოთელი მორაგბე საკუთარ ქალაქში ბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები და ქართული რაგბის გამორჩეული წარმომადგენლები - ზურაბ ჟვანია, რომელიც გუნდს მოთამაშის რანგში შეუერთდა და დიმა ბასილაია, რომელიც მწვრთნელის რანგში დაგვეხმარება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი გამოცდილი მორაგბეები ბავშვებთან და ასაკობრივ გუნდებთანაც იმუშავებენ და საკუთარ გამოცდილებას მომავალ თაობას გაუზიარებენ. ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს. მჯერა, ფოთის რაგბის წინ ბევრი საინტერესო და წარმატებული ეტაპი ელოდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…