ნუკა არველაძე: რომელი ერთი არ გააკეთეთ მდინარაძე-კობახიძის შემადგენლობამ?
ნუკა არველაძე: კორუფცია არის ბოროტმოქმედება ან არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომელსაც სჩადის ძალაუფლების მქონე პირი საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის უკანონო სარგებლის მისაღებად. ყველაზე ფართოდ აღიარებული და ზუსტი საერთაშორისო განმარტებით -კორუფცია არის მინდობილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლისთვის.

ჟურნალისტი ნუკა არველაძე:
კორუფცია არის
ბოროტმოქმედება ან არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომელსაც სჩადის ძალაუფლების მქონე პირი საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის უკანონო სარგებლის მისაღებად.
ყველაზე ფართოდ აღიარებული და ზუსტი საერთაშორისო განმარტებით -
კორუფცია არის მინდობილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლისთვის.
კორუფციის ძირითადი ფორმებია:
• ქრთამი: ფულის, საჩუქრის ან მომსახურების მიცემა ან მიღება გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად.
• ნეპოტიზმი და კრონიზმი: თანამდებობებზე ახლობლების, ოჯახის წევრების ან მეგობრების დანიშვნა მათი კვალიფიკაციის მიუხედავად.
• გაფლანგვა: მინდობილი საჯარო ან კერძო სახსრების და ქონების უკანონო მითვისება.
• გავლენით ვაჭრობა: საკუთარი პოზიციის გამოყენება მესამე პირისგან სარგებლის მისაღებად.
• გამოძალვა: იძულების, მუქარის ან ძალის გამოყენებით სარგებლის მოპოვება.
რომელი ერთი არ გააკეთეთ
მდინარაძე-კობახიძის შემადგენლობამ?
ფიქრობთ დრო გავა და ჩაიფარცხება თქვენი გმირობა?
განსაკუთრებით გავლენით და სხვისი, კერძოდ კი #ბიძინაივანიშვილი ს და მისი ოჯახის წევრების სახელის გამოყენებით სარგებლობა და სხვისი გამწარება? .
ათასიბით ოჯახის შემოსავალის გარეშე დატოვება და
მილიარდობით დავალიანების ჩამოწერა ენერგოკომპანიებზე და აზარტული თამაშების ბიზნესისთვის ოაზისის შექმნა
აბა ჰე
გააგრძელეთ პიარტაშფანდური!!!
არაფერი იმალება ამ სამყაროში, განსაკუთრებით საქართველოში
არც პარიზული გრანდიოზული დაბადების დღე, არც საყვარლების ელჩებად განმწესება და არც ფარული კავშირები
ასეა სამყარო მოწყობილი
მე არაფერ შუაში ვარ
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…