მერიოფერტი 75 სე
Meriofert 75 IU
ოვულაციის გამოწვევა: ოვულაციის სტიმულირება ამენორეულ ან ანოვულაციურ ქალებში, კლომიფენის ციტრატით არაეფექტიანი მკურნალობის დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Menotrophin (Human menopausal gonadotropin))
- ფორმა და შეფუთვა
- 75ს.ე. ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 1მლ გამხსნელი (0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №1
- მწარმოებელი
- IBSA Institut Biochimique S.A., შვეიცარია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადროტროპინები
- ATC კოდი
- G03GA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044508
- რეგისტრირებულია
- 24 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- IBSA Institut Biochimique S.A. (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს „ფიფ კომპანია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მერიოფერტი 75 სე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოვულაციის გამოწვევა: ოვულაციის სტიმულირება ამენორეულ ან ანოვულაციურ ქალებში, კლომიფენის ციტრატით არაეფექტიანი მკურნალობის დროს.
საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაცია (COH) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) ფარგლებში: მრავლობითი ფოლიკულის განვითარების სტიმულაცია ქალებში, რომლებიც იტარებენ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას, როგორიცაა in vitro ფერტილიზაცია (IVF).
მიღების წესი და დოზირება
სავარაუდო გვერდითი მოვლენები
უკუჩვენებები
გადიდებული საკვერცხეები ან ცისტები, რაც გამოწვეული არ იქნება ჰორმონალური ბალანსის დარღვევით (საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი).
დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული სისხლდენა.
საკვერცხეების, საშვილოსნოს ან მკერდის კიბო.
ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის (ტვინის) ანომალიური შეშუპება (სიმსივნე).
მენოტროპინის ან მერიოფერტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია).
მოცემული პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, თუ თქვენ გაქვთ ნაადრევი მენოპაუზა, სასქესო ორგანოების ანომალია ან საშვილოსნოში გარკვეული სიმსივნეები, რაც ნორმალურ ორსულობას შეუძლებელს გახდის.
სიფრთხილის ზომები
მიუხედავად იმისა, მერიოფერტთან დაკავშირებით რაიმე ალერგიული რეაქციის შესახებ არ ყოფილა წარმოდგენილი მონაცემები, თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი, თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქციები მსგავს პრეპარატებზე.
აღნიშნული მკურნალობა ზრდის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (OHSS) სახელწოდებით ცნობილი მდგომარეობის განვითარების რისკს (იხილეთ შესაძლო გვერდითი მოვლენები). საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის განვითარების შემთხვევაში, თქვენი მკურნალობის კურსი შეწყდება და ორსულობა თავიდან უნდა იქნას აცილებული. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის პირველ სიმპტომებს წარმოადგენს: ტკივილი მუცლის ღრუს ქვედა არეში, ასევე გულისრევა (შეუძლოდ ყოფნა), პირღებინება და წონაში მატება. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს შემოწმების მიზნით. სერიოზულ, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში, საკვერცხეები შეიძლება გადიდდეს და სითხე შეიძლება დაგროვდეს მუცლის ღრუში ან გულმკერდის არეში.
მომწიფებული კვერცხუჯრედის საბოლოო გამოთავისუფლების მიზნით გამოყენებულმა პრეპარატმა (რომელიც შეიცავს ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინს - hCG) შეიძლება გაზარდოს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების ალბათობა. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული hCG-ს გამოყენება იმ შემთხვევებში, როდესაც OHSS ვითარდება და თქვენ არ უნდა გქონდეთ სქესობრივი კავშირი მინიმუმ 4 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მიმართავთ კონტრაცეფტიულ ბარიერულ მეთოდს.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალები, მოსახლეობის ჩვეულებრივ ჯგუფებთან შედარებით, იმყოფებიან მუცლის მოშლის უფრო მაღალი რისკის ჯგუფში.
ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით, პაციენტებში, რომლებიც ოვულაციის ხელშემწყობ მკურნალობას გადიან, იზრდება მრავალჯერადი ორსულობის და მშობიარობის მაჩვენებელი. თუმცა, ამ რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზის გამოყენებით.
დაზიანებული ფალოპის მილების მქონე ქალებში არსებობს საშვილოსნოსგარე ორსულობის (ექტოპიური ორსულობის) მცირედ გაზრდილი რისკი.
თანდაყოლილი დეფექტების გაზრდილი რისკი შეიძლება უკავშირდებოდეს მრავალჯერად ორსულობასა და იმ მშობლების მახასიათებლებს, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ფერტილობაზე (მაგალითად, დედის ასაკი, სპერმის მახასიათებლები).
ორსულობის მსგავსად, მერიოფერტით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს თრომბოზის განვითარების ალბათობა. თრომბოზი არის სისხლძარღვებში სისხლის თრომბის ფორმირება, რომელიც უფრო ხშირად წარმოიქმნება ქვედა კიდურების ვენებში ან ფილტვებში.
გთხოვთ განიხილოთ შემდეგი საკითხები თქვენს ექიმთან მკურნალობის დაწყებამდე, განსაკუთრებით:
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ უკვე გაქვთ თრომბოზის განვითარების გაზრდილი ალბათობა;
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს აქვთ თრომბოზის ანამნეზი;
თუ თქვენ გაწუხებთ სერიოზული ჭარბწონიანობა.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პროდუქტი არაა განკუთვნილი ბავშვებში ან მოზარდებში გამოყენებისათვის.
მერიოფერტის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით, ან შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ადამიანებში მერიოფერტთან დაკავშირებით პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური გამოცდილება არ არის, მოსალოდნელია, რომ 75-150 სე მერიოფერტის და კლომიფენის ციტრატის ერთად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ფოლიკულური რეაქცია. ჰიპოფიზის დესენსიტიზაციისათვის GnRH-აგონისტების გამოყენებისას, ადექვატური ფოლიკულური რეაქციის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს 75-150 სე მერიოფერტის უფრო მაღალი დოზები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მერიოფერტის მიღება არ შეიძლება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
მერიოფერტი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. თუმცა, არ ჩატარებულა კვლევები პრეპარატის სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე გავლენის შესასწავლად.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებზე მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, მერიოფერტის ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ნაკლებად მოსალოდნელია.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე მნიშვნელოვან გვერდით მოვლენას მერიოფერტით კლინიკური კვლევების დროს წარმოადგენს (დოზა-დამოკიდებული) საკვერცხეების ჭარბი სტიმულაცია (OHSS), რომელიც ზოგადად მსუბუქ ხასიათს ატარებს საკვერცხეების მცირე გადიდებით, დისკომფორტით ან ტკივილით მუცლის ღრუში. OHSS-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო მძიმე.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები მერიოფერტით მკურნალობისას იყო თავის ტკივილი და მუცლის შებერილობა, ასევე გულისრევა, სისუსტე, თავბრისხვევა და ტკივილი ინექციის ადგილას.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია კლინიკური კვლევების დროს, მერიოფერტით ნამკურნალებ ქალებში გამოვლენილი ძირითადი გვერდითი მოვლენები (>1%) სხეულის სისტემისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
ორგანოთა სისტემების თითოეულ ჯგუფში, გვერდითი მოვლენები დალაგებულია სიხშირის მიხედვით, დაწყებული ყველაზე ხშირი მოვლენების მითითებით, და შემდეგი წესის გამოყენებით:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100; ≤1/10); არახშირი (≥1/1,000; ≤1/100); იშვიათი (≥1/10,000; ≤1/1,000); ძალიან იშვიათი (≤1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
სხეულის სისტემა*
სიხშირე
გვერდითი მოვლენა
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირი
ხშირი
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირი
ხშირი
მუცლის შებერილობა
მუცელში დისკომფორტი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირი
წელის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები
ხშირი
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, მენჯის ტკივილი, მკერდის მგძნობელობა
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე
ხშირი
ტკივილი ინექციის ადგილზე, რეაქცია ინექციის ადგილზე, სისუსტე, ადვილად დაღლილობა, წყურვილი
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
ხშირი
ალები
- კონკრეტული რეაქციის აღწერისათვის გამოიყენება ყველაზე შესაფერისი MedDRA ტერმინი; სინონიმები ან დაკავშირებული მოვლენები არ არის მოცემული, თუმცა მათი გათვალისწინება ასევე აუცილებელია.
გამოქვეყნებულ კვლევებში აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღენიშნებოდა ადამიანის მენოპაუზის გონადოტროპინებით ნამკურნალებ პაციენტებს.
- საკვერცხეების მძიმე ჰიპერსტიმულაცია (OHSS) საკვერცხეების გამოხატული გადიდებით და კისტების წარმოქმნით, მუცლის მწვავე ტკივილი, ასციტი, პლევრაში გამონაჟონი, ჰიპოვოლემია, შოკი და თრომბოემბოლიური დარღვევები (იხ. პუნქტი 4.4).
- საკვერცხეების შემოგრეხა, ჩვეულებრივ OHSS-ის მძიმე შემთხვევებთან კავშირში.
- საკვერცხეების კისტების გასკდომა ინტრაპერიტონეული სისხლჩაქცევით, კისტის გასკდომისას აღწერილია ლეტალური შემთხვევები.
- ალერგიული რეაქციები ასევე გენერალიზებულ სიმპტომებთან ერთად შეიძლება აღინიშნებოდეს გონადოტროპინების შემცველი პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.4).
ლოკალური რეაქციები ინექციის ადგილზე, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე, სისცლჩაქცევები, შეშუპება და/ან გაღიზიანება, წარმოადგენს მოსალოდნელ გვერდით მოვლენებს გონადოტროპინების მიღების შემდეგ.
ასეთი მოვლენების სიხშირე კუნთში ინექციის დროს უფრო მაღალია, ვიდრე კანქვეშ შეყვანისას.
ჭარბი დოზა
ადამიანებში მენოტროპინის მწვავე ტოქსიკურობის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა შარდის გონადოტროპინების პრეპარატების მწვავე ტოქსიკურობა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ძალიან დაბალია. მენოტროპინის ძალიან მაღალი დოზა იწვევს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციას (იხ. პუნქტი 4.4).
შემადგენლობა
ყოველი ლიოფილიზირებული ფლაკონი შეიცავს 75 სე ადამიანის ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) და 75 სე ადამიანის მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH).
მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სრული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით დამატებულია ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად არის წარმოდგენილი ორსული ქალების შარდში.
ყოველი ლიოფილიზირებული ფლაკონი შეიცავს 150 სე ადამიანის ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) და 150 სე ადამიანის მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH).
მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სრული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით დამატებულია ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად არის წარმოდგენილი ორსული ქალების შარდში.
იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ფხვნილის რამდენიმე ფლაკონი, 1 მლ აღდგენილ ხსნარში მენოტროპინის რაოდენობა იქნება შემდეგი:
მერიოფერტი 75 სე
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
გამოყენებული ფლაკონების რაოდენობა
1 მლ ხსნარში მენოტროპინის საერთო რაოდენობა
1
75 სე
2
150 სე
3
225 სე
4
300 სე
5
375 სე
6
450 სე
მერიოფერტი 150 სე
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
გამოყენებული ფლაკონების რაოდენობა
1 მლ ხსნარში მენოტროპინის საერთო რაოდენობა
1
150 სე
2
300 სე
3
450 სე
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ფხვნილისთვის: ლაქტოზას მონოჰიდრატი.
გამხსნელისთვის: ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება მერიოფერტი და შეფუთვის შიგთავსი
ფხვნილი: თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის ლიოფილიზირებული ფხვნილი
გამხსნელი: გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.
მერიოფერტი წარმოდგენილია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
1 ნაკრები შეიცავს:
თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილის ერთ ფლაკონს
გამჭირვალე და უფერო ხსნარის ერთ ამპულას (1 მლ).
პრეპარატი შეიძლება წარმოდგენილი იყოს 1 ან 10 ნაკრების ზომის შეფუთვის სახით. ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
IBSA Institut Biochimique S.A., Switzerland
მწარმოებლები
IBSA Institut Biochimique S.A.,Via Serta 12, 6814 Lamone (Switzerland)
გამხსნელი ამპულაში: Zambon SpA, Via della Chimica 9, 36100 Vicenza (Italy)
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის მერიოფერტი და რა შემთხვევაში გამოიყენება
მერიოფერტი გამოიყენება ოვულაციის სტიმულაციის მიზნით იმ ქალებში, რომელთაც არ აქვთ ოვულაცია და არ რეაგირებენ მკურნალობის სხვა მეთოდებზე (კლომიფენის ციტრატი).
მერიოფერტი გამოიყენება რამდენიმე ფოლიკულის (და შესაბამისად რამდენიმე კვერცხუჯრედის) განვითარებისთვის იმ ქალებში, რომლებიც მკურნალობენ ფერტილობაზე.
მერიოფერტი წარმოადგენს მაღალი ხარისხის სიწმინდის მქონე ადამიანის მენოპაუზურ გონადოტროპინს, რომელიც მიეკუთვნება გონადოტროპინების სახელწოდებით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.

აღნიშნული სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას თქვენი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
- რა უნდა იცოდეთ მერიოფერტის მიღებამდე
მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს თქვენი და თქვენი პარტნიორის ფერტილობა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გონადოტროპინები
ათქ კოდი: G03GA02
მერიოფერტის აქტიური ნივთიერება არის ძალიან გასუფთავებული ადამიანის მენოპაუზის გონადოტროპინი. ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) აქტივობა მერიოფერტში მიიღება პოსტ-მენოპაუზის ქალების შარდიდან; ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) აქტივობა მიიღება პოსტ-მენოპაუზის ქალების და ორსული ქალების შარდისგან. პრეპარატი სტანდარტიზებულია და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH)/ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) აქტივობის თანაფარდობა დაახლოებით 1-ს შეადგენს.
საკვერცხეებში, ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) კომპონენტი HMG-ში იწვევს მზარდი ფოლიკულების რიცხვის მომატებას და ასტიმულირებს მათ განვითარებას. ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) ზრდის ესტრადიოლის გამომუშავებას მარცვლოვან უჯრედებში არომატული ანდროგენებით, რომლებიც წარმოიქმნებიან თეკა უჯრედებში ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) კომპონენტის ზემოქმედებით.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მენოტროპინის ბიოლოგიურ ეფექტს ძირითადად განაპირობებს მისი ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) შემადგენლობა. კუნთში ან კანქვეშ ინექციის შემდეგ მენოტროპინის ფარმაკოკინეტიკა დიდ ინტერ-ინდივიდუალურ ვარიაბელობას ავლენს. კვლევებიდან მიღებული მონაცემების თანახმად, 300 სე ერთჯერადი ინიექციის შემდეგ, ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) მაქსიმალური დონე შრატში მიიღწევა კუნთში ინექციიდან დაახლოებით 19 საათის შემდეგ და კანქვეშ ინექციიდან 22 საათის შემდეგ. ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) პიკური კონცენტრაციები აღწევს 6.5±2.1 სე/ლ-ს და AUC0-t - 438.0 ± 124.0 სეxსთ/ლ-ს კუნთში შეყვანის შემდეგ. კანქვეშ შეყვანის შემდეგ, Cmax აღწევს 7.5±2.8 სე/ლ და AUC0-t - 485.0 ± 93.5 სეxსთ/ლ-ს.
AUC და Cmax დონეები ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) შემთხვევაში მნიშვნელოვნად უფრო დაბალია კანქვეშ შეყვანისას, ვიდრე კუნთში ინექციის დროს. აღნიშნული შედეგი შეიძლება განპირობებული იყოს ძალიან დაბალი გამოვლენილი დონით (დეტექციის დონე ან უფრო დაბალი) ორივე ჯგუფში და დიდი ინტრა- და ინტერინდივიდუალური ვარიაბელობით. ამის შემდეგ, შრატის დონე მცირება ნახევრად დაშლის პერიოდით დაახლოებით 45 საათში კუნთში შეყვანის შემდეგ და 40 საათში კანქვეშ ინექციის შემდეგ. მენოტროპინის გამოყოფა ძირითადად თირკმლების საშუალებით ხდება.
თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა.
- 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
მერიოფერტით არა-კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1. დამხმარე ნივთიერებები
ფხვნილი: ლაქტოზას მონოჰიდრატი
გამხსნელი: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი.
- 2. არათავსებადობა
თავსებადობის კვლევების არარსებოის გამო, აღნიშნული პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება.
- 3. ვარგისობის ვადა
2 წელი.
განზავების შემდეგ რეკომენდებულია დაუყოვნებლივ გამოყენება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
მერიოფერტი 75 /150 სე
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
მენოტროპინი
შეფუთვის ჩანართი
მერიოფერტი 75 სე
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
მერიოფერტი 150 სე
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
მენოტროპინი
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, რადგან მასში გათვალისწინებულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ სხვა პირებს. შესაძლებელია მათთვის საზიანო აღმოჩნდეს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენი დაავადების იდენტურია.
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდით მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში არ იქნება მითითებული. იხილეთ მე-4 პუნქტი.
წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მერიოფერტი 75 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად და მერიოფერტი 150 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მოხსენიებულია, როგორც მერიოფერტი.
წინამდებარე შეფუთვის ჩანართის შინაარსი:
რა არის მერიოფერტი და რა შემთხვევაში გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ მერიოფერტის მიღებამდე
მერიოფერტის მიღების წესი
სავარაუდო გვერდითი მოვლენები
მერიოფერტის შენახვის წესი
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის მერიოფერტი და რა შემთხვევაში გამოიყენება
მერიოფერტი გამოიყენება ოვულაციის სტიმულაციის მიზნით იმ ქალებში, რომელთაც არ აქვთ ოვულაცია და არ რეაგირებენ მკურნალობის სხვა მეთოდებზე (კლომიფენის ციტრატი).
მერიოფერტი გამოიყენება რამდენიმე ფოლიკულის (და შესაბამისად რამდენიმე კვერცხუჯრედის) განვითარებისთვის იმ ქალებში, რომლებიც მკურნალობენ ფერტილობაზე.
მერიოფერტი წარმოადგენს მაღალი ხარისხის სიწმინდის მქონე ადამიანის მენოპაუზურ გონადოტროპინს, რომელიც მიეკუთვნება გონადოტროპინების სახელწოდებით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
ყოველი ლიოფილიზირებული ფლაკონი შეიცავს 75 სე ადამიანის ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) და 75 სე ადამიანის მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH).
მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სრული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით დამატებულია ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად არის წარმოდგენილი ორსული ქალების შარდში.
ყოველი ლიოფილიზირებული ფლაკონი შეიცავს 150 სე ადამიანის ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) და 150 სე ადამიანის მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH).
მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სრული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით დამატებულია ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად არის წარმოდგენილი ორსული ქალების შარდში.
აღნიშნული სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას თქვენი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
- რა უნდა იცოდეთ მერიოფერტის მიღებამდე
მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს თქვენი და თქვენი პარტნიორის ფერტილობა.
არ გამოიყენოთ მერიოფერტი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღგენიშნებათ:
გადიდებული საკვერცხეები ან ცისტები, რაც გამოწვეული არ იქნება ჰორმონალური ბალანსის დარღვევით (საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი).
დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული სისხლდენა.
საკვერცხეების, საშვილოსნოს ან მკერდის კიბო.
ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის (ტვინის) ანომალიური შეშუპება (სიმსივნე).
მენოტროპინის ან მერიოფერტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია).
მოცემული პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, თუ თქვენ გაქვთ ნაადრევი მენოპაუზა, სასქესო ორგანოების ანომალია ან საშვილოსნოში გარკვეული სიმსივნეები, რაც ნორმალურ ორსულობას შეუძლებელს გახდის.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიუხედავად იმისა, მერიოფერტთან დაკავშირებით რაიმე ალერგიული რეაქციის შესახებ არ ყოფილა წარმოდგენილი მონაცემები, თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი, თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქციები მსგავს პრეპარატებზე.
აღნიშნული მკურნალობა ზრდის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (OHSS) სახელწოდებით ცნობილი მდგომარეობის განვითარების რისკს (იხილეთ შესაძლო გვერდითი მოვლენები). საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის განვითარების შემთხვევაში, თქვენი მკურნალობის კურსი შეწყდება და ორსულობა თავიდან უნდა იქნას აცილებული. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის პირველ სიმპტომებს წარმოადგენს: ტკივილი მუცლის ღრუს ქვედა არეში, ასევე გულისრევა (შეუძლოდ ყოფნა), პირღებინება და წონაში მატება. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს შემოწმების მიზნით. სერიოზულ, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში, საკვერცხეები შეიძლება გადიდდეს და სითხე შეიძლება დაგროვდეს მუცლის ღრუში ან გულმკერდის არეში.
მომწიფებული კვერცხუჯრედის საბოლოო გამოთავისუფლების მიზნით გამოყენებულმა პრეპარატმა (რომელიც შეიცავს ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინს - hCG) შეიძლება გაზარდოს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების ალბათობა. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული hCG-ს გამოყენება იმ შემთხვევებში, როდესაც OHSS ვითარდება და თქვენ არ უნდა გქონდეთ სქესობრივი კავშირი მინიმუმ 4 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მიმართავთ კონტრაცეფტიულ ბარიერულ მეთოდს.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალები, მოსახლეობის ჩვეულებრივ ჯგუფებთან შედარებით, იმყოფებიან მუცლის მოშლის უფრო მაღალი რისკის ჯგუფში.
ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით, პაციენტებში, რომლებიც ოვულაციის ხელშემწყობ მკურნალობას გადიან, იზრდება მრავალჯერადი ორსულობის და მშობიარობის მაჩვენებელი. თუმცა, ამ რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზის გამოყენებით.
დაზიანებული ფალოპის მილების მქონე ქალებში არსებობს საშვილოსნოსგარე ორსულობის (ექტოპიური ორსულობის) მცირედ გაზრდილი რისკი.
თანდაყოლილი დეფექტების გაზრდილი რისკი შეიძლება უკავშირდებოდეს მრავალჯერად ორსულობასა და იმ მშობლების მახასიათებლებს, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ფერტილობაზე (მაგალითად, დედის ასაკი, სპერმის მახასიათებლები).
ორსულობის მსგავსად, მერიოფერტით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს თრომბოზის განვითარების ალბათობა. თრომბოზი არის სისხლძარღვებში სისხლის თრომბის ფორმირება, რომელიც უფრო ხშირად წარმოიქმნება ქვედა კიდურების ვენებში ან ფილტვებში.
გთხოვთ განიხილოთ შემდეგი საკითხები თქვენს ექიმთან მკურნალობის დაწყებამდე, განსაკუთრებით:
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ უკვე გაქვთ თრომბოზის განვითარების გაზრდილი ალბათობა;
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს აქვთ თრომბოზის ანამნეზი;
თუ თქვენ გაწუხებთ სერიოზული ჭარბწონიანობა.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პროდუქტი არაა განკუთვნილი ბავშვებში ან მოზარდებში გამოყენებისათვის.
მერიოფერტის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით, ან შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
მერიოფერტის მიღება არ შეიძლება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
მერიოფერტი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. თუმცა, არ ჩატარებულა კვლევები პრეპარატის სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე გავლენის შესასწავლად.
- მერიოფერტის მიღების წესი
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა:
ყოველთვის მიიღეთ მოცემული პრეპარატი თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ქალები, რომელთაც არ აქვთ ოვულაცია და აქვთ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ან საერთოდ არ აქვთ მენსტრუალური ციკლი:
როგორც წესი, მერიოფერტი 75 სე-ს ერთი ფლაკონის პირველი ინექცია კეთდება მენსტრუალური ციკლის პირველი კვირის განმავლობაში, სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუაციის შემდეგ.
შესაბამისად, მერიოფერტის ინექციები კეთდება ყოველდღე, ექიმის მიერ დანიშნული დოზირებით და მკურნალობა გრძელდება მანამ, სანამ ერთი ან მეტი მომწიფებული ფოლიკული არ გამომუშავდება საკვერცხეში. თქვენი ექიმი დაარეგულირებს მერიოფერტის დოზას, საკვერცხეების რეაგირების საფუძველზე, რაც დგინდება კლინიკური გამოკვლევებით.
როგორც კი ერთი ფოლიკული მიაღწევს განვითარების საჭირო ეტაპს, მერიოფერტით მკურნალობა შეწყდება და ოვულაციის ინიცირებისთვის დაინიშნება სხვა ჰორმონი (ქორიონული გონადოტროპინი, hCG).
როგორც წესი, ოვულაცია იწყება 32-დან 48 საათის შემდეგ.
მკურნალობის ამ ეტაპზე შესაძლებელია განაყოფიერება. გაიცემა რეკომენდაცია ყოველდღიურ სქესობრივ კავშირთან დაკავშირებით, დაწყებული hCG-ს მიღებამდე ერთი დღით ადრე. ოვულაციის მიუხედავად ორსულობის არდადგომის შემთხვევაში, შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება.
ქალები, რომლებიც გადიან საკვერცხეების სტიმულირებას რამდენიმე ფოლიკულის განვითარებისათვის, რომელიც წინ უსწრებს in vitro განაყოფიერებას ან სხვა დამხმარე რეპროდუქციულ მეთოდებს:
ამ მეთოდის მიზანია უზრუნველყოს რამდენიმე ფოლიკულის პარალელური განვითარება. მკურნალობა იწყება მენსტრუალური ციკლის მე-2 ან მე-3 დღეს, 150 – 300 სე მერიოფერტის ინექციებით (მერიოფერტი 150 სე-ს 1-2 ფლაკონი). საჭიროების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატის გაზრდილი დოზა. მერიოფერტის საინექციო დოზა, ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით, უფრო მაღალია. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.
როგორც კი ფოლიკულების საჭირო რაოდენობა მიაღწევს განვითარების საჭირო დონეს, მერიოფერტით მკურნალობა შეწყდება და ოვულაციის ინიცირებისთვის დაინიშნება სხვა ჰორმონი (ქორიონული გონადოტროპინი, hCG).
მერიოფერტის მიღების წესი:
მერიოფერტის მიღება ხდება კანქვეშ (კანქვეშ შეღწევის გზით) ან კუნთში (კუნთშიდა) ინექციის გზით.
ყოველი ფლაკონი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ერთხელ და საინექციო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას მომზადებისთანავე.
შესაბამისი რეკომენდაციისა და სწავლების შემდეგ, თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ მერიოფერტის ინექციების დამოუკიდებლად გაკეთება.
პირველ ჯერზე თქვენმა ექიმმა უნდა:
გაგავარჯიშოთ კანქვეშა ინექციის დამოუკიდებლად გაკეთებაში,
გაჩვენოთ ის ადგილები, სადაც შეგიძლიათ დამოუკიდებლად ინექციის გაკეთება,
გაჩვენოთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ საინექციო ხსნარი,
აგიხსნათ, თუ როგორ მოამზადოთ საინექციო ხსნარის სათანადო დოზა.
მერიოფერტის ინექციის დამოუკიდებლად გაკეთებამდე, ყურადღებით წაიკთხეთ შემდეგი ინსტრუქცია.
მერიოფერტის მომზადების და ინექციის წესი ფხვნილის 1 ფლაკონის გამოყენებით:
ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ ინექციის გაკეთებამდე. ერთი ფლაკონი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად. სამედიცინო პროდუქტის აღდგენა უნდა მოხდეს ასეპტიკურ პირობებში.
მერიოფერტის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ შეფუთვაში წარმოდგენილი გამხსნელით.
ხსნარის აღდგენამდე მოამზადეთ სუფთა ზედაპირი და დაიბანეთ ხელები. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ხელები და თქვენს მიერ გამოყენებული საგნები იყოს მაქსიმალურად სუფთა.
სუფთა ზედაპირზე დაალაგეთ შემდეგი საგნები:
ორი სპირტიანი ბამბის ტამპონი (არ არის წარმოდგენილი შეფუთვაში),
ერთი ფლაკონი მერიოფერტის ფხვნილის შემცველობით,
ერთი გამხსნელი ამპულაში,
ერთი შპრიცი (არ არის წარმოდგენილი შეფუთვაში),
ერთი ნემსი ინექციის მოსამზადებლად (არ არის წარმოდგენილი შეფუთვაში),
წვრილთავიანი ნემსი კანქვეშა ინექციისთვის (არ არის წარმოდგენილი შეფუთვაში).
საინექციო ხსნარის აღდგენა ფხვნილის 1 ფლაკონის გამოყენებით
საინექციო ხსნარის მომზადება:
53389583760
3604828038
ამპულის ყელი არის სპეციალური დიზაინის, რაც ამარტივებს მის გატეხვას ფერადი წერტილის ქვემოთ. ნაზად დააკაკუნეთ ამპულის ზედა ნაწილზე წვერში შესაძლო სითხის ნარჩენების გამოდევნის მიზნით. დაიკავეთ ამპულა ისე, რომ ფერადი წერტილი იყოს თქვენს საპირისპირო მხარეს და მოტეხეთ ამპულის თავი, როგორც ეს სურათზეა მითითებული. ამპულის დაკავებისას ნაჭრის ან ამპულის დამჭერის გამოყენება დაიცავს თქვენს თითებს.
ფრთხილად მოათავსეთ გახსნილი ამპულა სუფთა ზედაპირზე, თავით ზემოთ.
მოხსენით ნემსის დამცავი ხუფი. დაამაგრეთ აღდგენისთვის საჭირო ნემსი (დიდი ნემსი) შპრიცზე.
ერთ ხელში შპრიცით, აიღეთ გამხსნელის ღია ამპულა, მოათავსეთ ნემსი ამპულაში და ბოლომდე ამოიღეთ გამხსნელი შპრიცში.
76493101600
დაამაგრეთ ნემსის დამცავი ხუფი. ფრთხილად დადეთ შპრიცი ზედაპირზე.
მოხსენით ფერადი პლასტმასის ხუფი (75 სე - ღია მწვანე, 150 სე - მუქი მწვანე) ფხვნილის ფლაკონიდან, მისი ნაზად მაღლა აწევის გზით.
სპირტიანი ტამპონით მოახდინეთ რეზინის საცობის დეზინფექცია და დააცადეთ გაშრობა.36439135939
აიღეთ შპრიცი, მოხსენით ნემსის დამცავი და ნელა შეიყვანეთ გამხსნელი ფხვნილის ფლაკონში, რეზინის საცობის ზედა ნაწილის შუაში.
ძლიერად დააჭირეთ დგუშს და ხსნარი სრულად შეუშვით ფხვნილში.
არ შეანჯღრიოთ, მაგრამ მსუბუქად დაატრიალეთ ფლაკონი ხელებს შორის, სანამ ფხვნილი ბოლომდე არ გაიხსნება; ეცადეთ თავიდან აირიდოთ ქაფის წარმოქმნა.5241252998
მას შემდეგ რაც ფხვნილი გაიხსნება (რაც, როგორც წესი ხდება დაუყოვნებლივ), ნელა ამოიღეთ ხსნარი შპრიცში:
ისე, რომ ნემსი ჯერ კიდევ ფლაკონში იყოს მოთავსებული, ამოატრიალეთ ფლაკონი ზემოდან ქვემოთ;
დარწმუნდით, რომ ნემსის წვერი არის სითხის ზედაპირის დაბლა;
ნელა გამოწიეთ დგუში, რათა შპრიცში ამოიღოთ მთლიანი ხსნარი;
შეამოწმეთ, რომ აღდგენილი ხსნარი იყოს გამჭვირვალე და უფერო.
უფრო მაღალი დოზის მომზადება ფხვნილის 1-ზე მეტი ფლაკონის გამოყენებით
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი რეკომენდაციას გაუწევს უფრო მაღალ დოზას, დოზირების გაზრდა შესაძლებელია ფხვნილის ერთზე მეტი ფლაკონის გამოყენებით გამხსნელის ერთ ამპულაზე.
მერიოფერტის 1-ზე მეტი ფლაკონის აღდგენისას, ზემოთ ნაჩვენები მე-4 ეტაპის ბოლოს, პირველი ფლაკონიდან უკან ამოიღეთ აღდგენილი შიგთავსი შპრიცში და ნელა შეიყვანეთ მეორე ფლაკონში. გაიმეორეთ მე-2 ეტაპიდან მე-4 ეტაპამდე მეორე და ყოველ მომდევნო ფლაკონზე, სანამ დანიშნული დოზირების ექვივალენტური ფლაკონების საჭირო რაოდენობის შიგთავსი არ გაიხსნება (450 სე-ს მაქსიმალური ჯამური დოზის ფარგლებში, რომელიც მოიცავს მაქსიმუმ მერიოფერტი 75 სე-ს 6 ფლაკონს ან მერიოფერტი 150 სე-ს 3 ფლაკონს).
თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 37.5 სე-ით, რაც წარმოადგენს მერიოფერტი 75 სე-ს ფლაკონის ნახევარს.
ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა მოახდინოთ 75 სე-ს ფლაკონის შიგთავსის აღდგენა ზემოთ აღწერილი მე-2 და მე-3 ეტაპების შესაბამისად, და შპრიცში ამოიღოთ აღნიშნული აღდგენილი ხსნარის ნახევარი (0.5 მლ) მე-4 ეტაპის შესაბამისად.
ამ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ ორი მომზადებული ხსნარის ინექცია: პირველი ხსნარი აღდგენილი 1 მლ-ში და მეორე, რომელიც შეიცავს 37.5 სე-ს - 0.5 მლ-ში.
ორივე მომზადებული ხსნარის ინექცია უნდა მოხდეს მათი საკუთარი შპრიცებით, ქვემოთ მოცემული ეტაპების მიხედვით.
ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო.
პრეპარატის კანქვეშ ინექცია:
15875025254
როდესაც შპრიცში წარმოდგენილია პრეპარატის ზემოთ აღწერილი დოზა, დაამაგრეთ ნემსზე დამცავი ხუფი. მოხსენით ნემსი შპრიციდან და დაამაგრეთ კანქვეშა ინექციისთვის განკუთვნილი წვრილთავიანი ნემსი, თავისი დამცავი ხუფით.
129540221468
მყარად დაამაგრეთ წვრილთავიანი ნემსი შპრიცის კორპუსზე, შემდეგ ოდნავ მოატრიალეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ნემსი სრულად არის დამაგრებული და არის კარგი ჰერმეტიზაცია.
მოხსენით ნემსს დამცავი ხუფი. დაიჭირეთ შპრიცი ნემსით მაღლა და მსუბუქად დააკაკუნეთ შპრიცზე, რათა გამოდევნოთ მასში არსებული ჰაერის ბუშტუკები;
დააწექით დგუშს მანამ, სანამ სითხის წვეთი არ გამოჩნდება ნემსის წვერზე;
არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი შეიცავს რაიმე ნაწილაკს ან არის ამღვრეული.
ინექციის ადგილი:
თქვენი ექიმი ან ექთანი უკვე გირჩევთ სხეულის იმ ადგილებს, სადაც უნდა გაიკეთოთ პრეპარატის ინექცია. როგორც წესი, ინექცია კეთდება ბარძაყზე ან მუცლის ქვედა კედელზე, ჭიპის ქვემოთ.
ინექციის ადგილი გაწმინდეთ სპირტიანი ტამპონით.
ნემსის მოთავსება:
მაგრად მოუჭირეთ კანს თითებით. მეორე ხელით შეიყვანეთ ნემსი სწრაფი მოძრაობით, 45° ან 90° დახრის კუთხით.
ხსნარის ინექცია:
7121756075
მოახდინეთ ხსნარის ინექცია კანქვეშ ისე, როგორც ნაჩვენებია. არ გაიკეთოთ ინექცია პირდაპირ ვენაში. ნელა და მყარად დააწექით დგუშს, რათა ხსნარი სწორად შევიდეს კანში და არ დააზიანოს კანის ქსოვილები.
დანიშნული ხსნარის საჭირო მოცულობის ინექციისთვის გამოიყენეთ იმდენი დრო, რამდენიც თქვენთვის იქნება საჭირო. ხსნარის მომზადების ინსტრუქციის და ექიმის მიერ დანიშნული დოზირების მიხედვით, შეიძლება არ დაგჭირდეთ ხსნარის სრული მოცულობით გამოყენება.
ნემსის ამოღება:
სწრაფად ამოიღეთ შპრიცი და ინექციის ადგილს დააწექით სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული ტამპონით. საინექციო ადგილის მსუბუქი მასაჟი - ისე, რომ ჯერ კიდევ ინარჩუნებდეთ ზეწოლას - ხელს უწყობს მერიოფერტის ხსნარის გახსნას და ხსნის დისკომფორტის ნებისმიერ შეგრძნებას.
პრეპარატის ინტრამუსკულარული გზით ინექცია:
ინტრამუსკულარული ინექციებისთვის, თქვენი სამედიცინო სპეციალისტი მოამზადებს და შემდეგ გააკეთებს მერიოფერტის ინექციას ბარძაყის გვერდით ან დუნდულზე.
ყველა გამოყენებული ნივთის განკარგვა:
ინექციის დასრულების შემდეგ, ყველა გამოყენებული ნემსი და ცარიელი შპრიცები უნდა მოთავსდეს შესაბამის კონტეინერში. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარის ან ნარჩენების განკარგვა უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
მერიოფერტის დოზის გადაჭარბება:
მერიოფერტის ჭარბი დოზირების შედეგები უცნობია, მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების ალბათობა (იხილეთ შესაძლო გვერდითი მოვლენები). საჭიროზე მეტი დოზით მერიოფერტის გამოყენების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მერიოფერტის დოზის გამოტოვება:
გაიკეთეთ ინექცია განრიგით მომდევნო ინექციის დროს. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
მერიოფერტის მიღების შეწყვეტა:
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება საკუთარი ინიციატივით: იმ შემთხვევაში, თუ განიხილავთ მოცემული პრეპარატის შეწყვეტას, კონსულტაციისთვის ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- სავარაუდო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა პრეპარატს, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა პაციენტში არ ვლინდება.
შემდეგი გვერდითი მოვლენა არის მნიშვნელოვანი და მისი გამოვლენის შემთხვევაში საჭირო იქნება დაუყოვნებლივი რეაგირება. შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას, დაუყვნებლივ შეწყვიტეთ მერიოფერტის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს:
ხშირი, შესაძლებელია განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე პაციენტში:
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სიმპტომები მოიცავს საკვერცხის ცისტის ფორმირებას ან არსებული ცისტების გადიდებას, მუცლის ქვედა არეში ტკივილს, წყურვილის და შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას და ზოგჯერ შეუძლოდ ყოფნასაც, კონცენტრირებული შარდის შემცირებულ რაოდენობას და წონის მომატებას) (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 პუნქტი).
აგრეთვე აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენებიც:
ძალიან ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
თავის ტკივილი
მუცლის შეშუპება ან შებერილობა
ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 100-დან 1 პაციენტსა და 10-დან 1 პაციენტს შორის):
მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი
მენჯის ტკივილი
ზურგის ტკივილი
სიმძიმის შეგრძნება
დისკომფორტი მკერდის მხრივ
თავბრუსხვევა
წამოხურება
წყურვილი
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება
დაღლილობა
ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება
ინექციის ადგილის რეაქცია, როგორიცაა ტკივილი და ანთება (სიხშირე უფრო მეტია ინტრამუსკულარული ინექციის შემთხვევაში, კანქვეშა ინექციასთან შედარებით)
იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10,000-დან 1 პაციენტსა და 1000-დან 1 პაციენტს შორის):
საკვერცხის მობრუნება (საკვერცხის შემოგრეხვა, რაც იწვევს მუცლის ქვედა არეში მწვავე ტკივილს).
ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100,000-დან 1 პაციენტსა და 10,000-დან 1 პაციენტს შორის):
თრომბოემბოლია (სისხლძარღვებში თრომბის ფორმირება, რომელიც წყდება და სისხლის ნაკადის მეშვეობით გადაადგილდება, რითიც ბლოკავს სხვა სისხლძარღვს).
- მერიოფერტის შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცვის მიზნით ფლაკონი და გამხსნელის ამპულა ინახება გარე მუყაოს კოლოფში.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი მისი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს კოლოფზე, ფლაკონსა და გამხსნელის ამპულაზე. ვარგისიანობის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი გამოიყენეთ აღდგენისთანავე.
არ გამოიყენოთ მერიოფერტი, თუ შენიშნავთ, რომ ხსნარი არ არის გამჭვირვალე. აღდგენის შემდეგ ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო.
არ გადაღვაროთ პრეპარატი კანალიზაციაში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი პრეპარატები. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მერიოფერტი
ყოველი ლიოფილიზირებული ფლაკონი შეიცავს 75 სე ადამიანის ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) და 75 სე ადამიანის მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH).
მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სრული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით დამატებულია ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად არის წარმოდგენილი ორსული ქალების შარდში.
ყოველი ლიოფილიზირებული ფლაკონი შეიცავს 150 სე ადამიანის ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) და 150 სე ადამიანის მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH).
მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სრული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით დამატებულია ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად არის წარმოდგენილი ორსული ქალების შარდში.
იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ფხვნილის რამდენიმე ფლაკონი, 1 მლ აღდგენილ ხსნარში მენოტროპინის რაოდენობა იქნება შემდეგი:
მერიოფერტი 75 სე
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
გამოყენებული ფლაკონების რაოდენობა
1 მლ ხსნარში მენოტროპინის საერთო რაოდენობა
1
75 სე
2
150 სე
3
225 სე
4
300 სე
5
375 სე
6
450 სე
მერიოფერტი 150 სე
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
გამოყენებული ფლაკონების რაოდენობა
1 მლ ხსნარში მენოტროპინის საერთო რაოდენობა
1
150 სე
2
300 სე
3
450 სე
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ფხვნილისთვის: ლაქტოზას მონოჰიდრატი.
გამხსნელისთვის: ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება მერიოფერტი და შეფუთვის შიგთავსი
ფხვნილი: თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის ლიოფილიზირებული ფხვნილი
გამხსნელი: გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.
მერიოფერტი წარმოდგენილია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
1 ნაკრები შეიცავს:
თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილის ერთ ფლაკონს
გამჭირვალე და უფერო ხსნარის ერთ ამპულას (1 მლ).
პრეპარატი შეიძლება წარმოდგენილი იყოს 1 ან 10 ნაკრების ზომის შეფუთვის სახით. ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
IBSA Institut Biochimique S.A., Switzerland
მწარმოებლები
IBSA Institut Biochimique S.A.,Via Serta 12, 6814 Lamone (Switzerland)
გამხსნელი ამპულაში: Zambon SpA, Via della Chimica 9, 36100 Vicenza (Italy)
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.