ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ვინრაცინი საინექციო

VINRACINE inj.

რეცეპტით1მგ/მლინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

ვინრაცინი ნაჩვენებია მწვავე ლეიკემიის დროს. დადგენილია, რომ ვინრაცინი ასევე სასარგებლოა სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან კომბინაციაში ჰოჯკინის დაავადების, ლიმფური სარკომის, რეტიკულურ- უჯრედოვანი გრანულომის, რაბდომიოსარკომის, ნეირობლასტომის და ვილმის სიმსივნის დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვინკრისტინი (vincristine)
ფორმა და შეფუთვა
1მგ/მლ 1მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
KOREA UNITED PHARM. INC, კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, გველის სუროს ალკალოიდები და მისი ანალოგები
ATC კოდი
L01CA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045472
რეგისტრირებულია
18 მაისი 2026, მოქმედებს 18 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
ურთიერთქმედების შემოწმებავინრაცინი საინექციო და სხვა წამალი ერთად

ვინრაცინი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვინრაცინი ნაჩვენებია მწვავე ლეიკემიის დროს.

დადგენილია, რომ ვინრაცინი ასევე სასარგებლოა სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან კომბინაციაში ჰოჯკინის დაავადების, ლიმფური სარკომის, რეტიკულურ- უჯრედოვანი გრანულომის, რაბდომიოსარკომის, ნეირობლასტომის და ვილმის სიმსივნის დროს.

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. ნეიროტოქსიკურობა, როგორც ჩანს, დოზასთან არის დაკავშირებული. ვინკრისტინის დოზის გამოთვლისა და გაკეთებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც დოზის გადაჭარბებას შეიძლება მოჰყვეს ძალიან სერიოზული ან ფატალური შედეგი.

ვინკრისტინის კონცენტრაციაა 1 მგ/მლ. არ დაამატოთ ფლაკონში დამატებითი სითხე დოზის ამოღებამდე. ვინკრისტინის ხსნარი ამოიღეთ ზუსტი ზომის მშრალ შპრიცში, ფრთხილად გაზომეთ დოზა. არ დაამატოთ ზედმეტი სითხე ფლაკონში მისი სრულად ამოღების მცდელობისას. პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად ერთკვირიანი ინტერვალებით.

ბავშვებისთვის ვინკრისტინის სტანდარტული დოზაა 2 მგ/მ2. 10 კგ ან ნაკლები წონის ბავშვებისთვის საწყისი დოზა უნდა იყოს 0.05 მგ/კგ, და გაკეთდეს კვირაში ერთხელ.

ვინკრისტინის სტანდარტული დოზა მოზრდილებისთვის არის 1.4 მგ/მ2.

ვინკრისტინის ინექცია უნდა დასრულდეს 1 წუთის განმავლობაში.

უკუჩვენებები

პაციენტებს შარკო-მარი-ტუტის სინდრომის დემიელინიზური ფორმით არ უნდა მიეცეთ ვინკრისტინი.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პრეპარატის მიმართ ზომიერი ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ინტრავენური ნემსი სწორად იყოს განთავსებული ვინკრისტინის ინექციამდე. ვინკრისტინის ინტრავენური შეყვანის დროს მისმა მიმდებარე ქსოვილებში გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გაღიზიანება. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დოზის დარჩენილი ნაწილი უნდა იქნას შეყვანილი სხვა ვენაში. ჰიალურონიდაზას ადგილობრივი ინექცია და გაჟონვის ადგილას ზომიერი სითბოს გამოყენება ხელს შეუწყობს პრეპარატის გაფანტვას და შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს დისკომფორტი და ცელულიტის შესაძლებლობა.

როდესაც ხსნარი და კონტეინერი საშუალებას იძლევა, პარენტერალური სამკურნალო საშუალებების გამოყენებამდე ისინი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებისა და ფერის შეცვლის არსებობაზე.

ვინრაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, თირკმლის დისფუნქციით, ძვლის ტვინის დათრგუნვით, გართულებული ინფექციის მქონე პაციენტებში, ანამნეზში ნეიროკუნთოვანი დაავადების არსებობისას, ჩუტყვავილას დროს (შეიძლება განვითარდეს ფატალური სისტემური დარღვევა). ვინკრისტინის გამოყენებისას ასევე დაფიქსირებულია მწვავე შარდმჟავა ნეფროპათია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ონკოლიზური საშუალებების მიღების შემდეგ. ლეიკოპენიის ან გართულებული ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ვინკრისტინის შემდეგი დოზის მიღება ფრთხილად გათვალისწინებას საჭიროებს.

ვინრაცინი გამოიყენება სიფრთხილით, რადგანაც ზოგჯერ დაფიქსირებულია ინფექცია, სისხლდენისადმი მიდრეკილების განვითარება და გამწვავება.

ვინკრისტინის სულფატის შემცველი MOPP თერაპიის დროს ჰოჯკინის დაავადების მქონე ბავშვებში აღინიშნა სასქესო ორგანოების მხრივი დარღვევა, როგორიცაა შეუქცევადი ასპერმატიზმი, და ბავშვებსა და რეპროდუქციული ასაკის პაციენტებში მისი გამოყენება უნდა მოხდეს სასქესო ჯირკვლებზე მისი პოტენციური ზემოქმედების გათვალისწინებით.

გაფრთხილებები

ვინკრისტინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სპეციალიზებული ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელობით, რომელსაც გააჩნია კლინიკური, ბიოქიმიური და ჰემატოლოგიური ეფექტების რეგულარული მონიტორინგის შესაძლებლობა გამოყენების დროს და მას შემდეგ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ინტრავენური ნემსი ან კათეტერი სწორად იყოს განთავსებული ვინკრისტინის ნებისმიერი ინექციის წინ. ვინკრისტინის ინტრავენური შეყვანის დროს მიმდებარე ქსოვილებში გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გაღიზიანება. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დოზის დარჩენილი ნაწილი შეყვანილი იქნას სხვა ვენაში. ჰიალურონიდაზას ადგილობრივი ინექცია და გაჟონვის ადგილას ზომიერი სითბოს გამოყენება ხელს უწყობს პრეპარატის გაფანტვას და ითვლება, რომ ამას მინიმუმამდე დაჰყავს დისკომფორტი და ცელულიტის შესაძლებლობა. ინტრათეკალურად შეყვანის შემთხვევაში პრეპარატი ფატალურია. ეს პრეპარატი მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

გვერდითი მოვლენები

ამ პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტები და მათი მშობლები/მეურვეები უნდა იყვნენ ინფორმირებულები არასასურველი სიმპტომების შესაძლებლობის შესახებ. ზოგადად, არასასურველი მოვლენები შექცევადია და დოზასთანაა დაკავშირებული.

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციაა ალოპეცია; ყველაზე შემაწუხებელი არასასურველი რეაქციები ნეირომუსკულური წარმოშობისაა. პრეპარატის ერთჯერადი, ყოველკვირეული დოზების გამოყენებისას, ვითარდება ლეიკოპენიის, ნევრიტული ტკივილის და ყაბზობის არასასურველი რეაქციები, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ხანმოკლეა (ანუ 7 დღეზე ნაკლებია). დოზის შემცირებისას, ეს რეაქციები შეიძლება შემცირდეს ან გაქრეს. ასეთი რეაქციების სიმძიმე, როგორც ჩანს, იზრდება, როდესაც პრეპარატის გამოთვლილი რაოდენობა გამოიყენება გაყოფილი დოზებით. სხვა არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ალოპეცია, მგრძნობელობის დაკარგვა, პარესთეზია, სიარულის გაძნელება, ფეხათრევით სიარული, ღრმა მყესების რეფლექსების დაკარგვა და კუნთების ატროფია შეიძლება გაგრძელდეს სულ მცირე თერაპიის დასრულებამდე.

მკურნალობის გაგრძელებისას გენერალიზებული სენსორმოტორული დისფუნქცია შეიძლება პროგრესულად დამძიმდეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიმპტომების უმეტესობა, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტიდან დაახლოებით მეექვსე კვირისთვის ქრება, ზოგიერთ პაციენტში ზოგიერთი ნეირომუსკულური დარღვევა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. თმის ხელახლა გაზრდა შეიძლება მოხდეს შემანარჩუნებელი თერაპიის გაგრძელებისას.

ჰემატოლოგიური ეფექტი: ვინკრისტინის დოზას, როგორც ჩანს, არა აქვს რაიმე მუდმივი ან მნიშვნელოვანი გავლენა თრომბოციტებზე ან ერითროციტებზე, ძვლის ტვინის სერიოზული დათრგუნვა, როგორც წესი, არ არის დოზის შემზღუდველი მნიშვნელოვანი მოვლენა. თუმცა, დაფიქსირებულია ანემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია.

ენდოკრინული ეფექტი: ვინკრისტინით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციით გამოწვეული სინდრომის იშვიათი შემთხვევები. ეს სინდრომი ხასიათდება შარდში ნატრიუმის მაღალი ექსკრეციით ჰიპონატრიემიის, თირკმლის ან თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების არსებობისას, ჰიპოტენზიის, დეჰიდრატაციის, აზოტემიის და კლინიკური შეშუპების არარსებობის შემთხვევაში. სითხის დეფიციტის დროს ხდება ჰიპონატრიემიის და თირკმლის მიერ ნატრიუმის დაკარგვის გაუმჯობესება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედება: დაფიქსირებულია ყაბზობა, მუცლის სპაზმები, გულისრევა, ღებინება, პირის ღრუს დაწყლულება, დიარეა, ნაწლავების პარალიზური გაუვალობა, ნაწლავის ნეკროზი და პერფორაცია, და ანორექსია. ყაბზობამ შეიძლება გამოიწვიოს ზედა მსხვილი ნაწლავის ჩაჭედვა და ფიზიკალური გამოკვლევისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სწორი ნაწლავი შეიძლება იყოს ცარიელი. მუცლის კოლიკასთან ერთად სწორი ნაწლავის სიცარიელემ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ექიმი. მუცლის სიბრტყული რენტგენოგრაფია სასარგებლოა ამ მდგომარეობის გამოსავლენად. ყველა შემთხვევაში რეაგირება ხდება მაღალი ოყნებისა და საფაღარათო საშუალებების მაღალ დოზაზე. ვინკრისტინის მიმღები ყველა პაციენტისთვის რეკომენდებულია ყაბზობის საწინააღმდეგო რუტინული პროფილაქტიკური რეჟიმის დაცვა. შესაძლოა განვითარდეს ნაწლავების პარალიზური გაუვალობა (რომელიც იძლევა „ქირურგიულ მუცლის“ იმიტაციას), განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში. გაუვალობა შექცევადი იქნება ვინკრისტინის დროებითი შეწყვეტით და სიმპტომური ზრუნვით.

კარდიოვასკულარული ეფექტი: დაფიქსირებულია ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია. ქიმიოთერაპიის კომბინაციები, რომლებიც მოიცავდა ვინრაცინს, როდესაც მათ აძლევენ შუასაყარის სხივური თერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებს, დაკავშირებული იყო კორონარული არტერიების დაავადებასთან და მიოკარდიუმის ინფარქტთან. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

სასუნთქ სისტემაზე ეფექტი: ვინკას ალკალოიდების მიღების შემდეგ დაფიქსირდა მწვავე ქოშინი და მძიმე ბრონქოსპაზმი. ეს რეაქციები ყველაზე ხშირად შეინიშნებოდა ვინკას ალკალოიდის მიტომიცინ C-სთან ერთად გამოყენებისას და შეიძლება საჭირო გახდეს აგრესიული მკურნალობა, განსაკუთრებით მანამდე არსებული ფილტვების დისფუნქციისას.

ეფექტი შარდ-სასქესო სისტემაზე: დაფიქსირდა პოლიურია, დიზურია და შარდის შეკავება შარდის ბუშტის ატონიის გამო. სხვა პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ შარდის შეკავებას (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), თუ ეს შესაძლებელია, უნდა შეწყდეს ვინკრისტინის მიღებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.

ნევროლოგიური ეფექტი: ხშირად, არსებობს ნერვ-კუნთოვანი გვერდითი მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა. თავდაპირველად, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ სენსორული დარღვევები და პარესთეზია. მკურნალობის გაგრძელებისას შეიძლება განვითარდეს ნევრიტული ტკივილი და მოგვიანებით, მოტორული გართულებები. არ არსებობს ინფორმაცია არცერთი საშუალების შესახებ, რომელსაც შეუძლია უკუგანავითაროს ვინკრისტინით თერაპიის თანმხლები ნერვ-კუნთოვანი გამოვლინებები. ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნა ღრმა მყესების რეფლექსების დაკარგვა, ტერფის დაშვება, ატაქსია და დამბლა. კრანიალური ნერვის მხრივი გამოვლინებები, მათ შორის იზოლირებული პარეზი და კრანიალური მოტორული ნერვებით კონტროლირებადი კუნთების დამბლა, შეიძლება განვითარდეს სხვა ადგილას მოტორული დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, ყველაზე ხშირად ზიანდება ექსტრაოკულარული და ხორხის კუნთები. დაფიქსირებულია ყბის ტკივილი, ხახის ტკივილი, ყბაყურა ჯირკვლის ტკივილი, ძვლების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი და მიალგიები, ამ ადგილებში ტკივილი შეიძლება იყოს ძლიერი. ვინკრისტინის მიმღებ რამდენიმე პაციენტში დაფიქსირებულია კრუნჩხვები, ხშირად ჰიპერტენზიასთან ერთად. ბავშვებში დაფიქსირებულია კრუნჩხვების რამდენიმე შემთხვევა, შემდგომი კომით.

კანის მხრივი ეფექტი: დაფიქსირებულია ალოპეცია, ჰიპერჰიდროზი და ექსფოლიაციური დერმატიტი.

თვალის მხრივი ეფექტი: დაფიქსირებულია გარდამავალი კორტიკალური სიბრმავე და მხედველობის ნერვის ატროფია სიბრმავით.

ჰიპერმგრძნობელობის ეფექტი: დაფიქსირებულია ალერგიული ტიპის რეაქციების, როგორიცაა ანაფილაქსია, გამონაყარი და შეშუპება, იშვიათი შემთხვევები, რომლებიც დროებით დაკავშირებულია ვინკრისტინით თერაპიასთან, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვინკრისტინს მრავალ-პრეპარატიანი ქიმიოთერაპიის რეჟიმის ნაწილის სახით.

სხვა: დაფიქსირებულია ცხელება, თავის ტკივილი, დისლოგია და წონაში კლება.

წამლებს შორის ურთიერთქმედება

ფენიტოინისა და ვინკრისტინის სულფატის შემცველი სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის კომბინაციების ერთდროული პერორალური ან ინტრავენური მიღება განმეორებით ჩატარდა სისხლში კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების დონის შესამცირებლად და კრუნჩხვითი აქტივობის გასაზრდელად. დოზის კორექცია უნდა იყოს დამყარებული სისხლში მისი დონის სერიულ მონიტორინგზე. ვინკრისტინის სულფატის წვლილი ამ ურთიერთქმედებაში გარკვეული არ არის. ურთიერთქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს ფენიტოინის აბსორბციის შემცირებით და მისი მეტაბოლიზმისა და ელიმინაციის სიჩქარის გაზრდით.

გამოყენება ორსულ და მეძუძურ დედებში

ვინკრისტინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება მისი ორსულ ქალებში გამოყენებისას. როდესაც ორსულ თაგვებსა და ზაზუნებს მიეცათ ვინკრისტინის დოზები, რომლებმაც გამოიწვია ნაყოფების 23%-დან 85%-მდე რეზორბცია, ცოცხლად გადარჩენილებში განვითრდა ნაყოფის მალფორმაციები. ხუთ მაიმუნს მიეცათ ვინკრისტინის ერთჯერადი დოზები მათი ორსულობის 27-ე და 34-ე დღეებს შორის, აქედან 3 ნაყოფი იყო ნორმალური ვადაზე, ხოლო 2 სიცოცხლისუნარიან ნაყოფს ვადაზე ჰქონდათ აშკარად გამოხატული მალფორმაციები. რამდენიმე ცხოველის სახეობაში ვინკრისტინმა შეიძლება გამოიწვიოს ტერატოგენეზი, ასევე ემბრიონის სიკვდილი, რაც არატოქსიკურია ორსული ცხოველისთვის. ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში არ არსებობს. თუ ეს პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დროს ან თუ პაციენტი დაორსულდება ამ პრეპარატის მიღების პერიოდში, მას უნდა ეცნობოს ნაყოფისთვის პოტენციური საფრთხის შესახებ. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ, რომ თავი აარიდონ დაორსულებას.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. რადგან მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და არსებობს ვინკრისტინით გამოწვეული სერიოზული არასასურველი რეაქციების პოტენციალი მეძუძურ ჩვილებში, დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ.

ეფექტები კლინიკურ ტესტებზე

რადგანაც დოზის შემზღუდველი კლინიკური ტოქსიკურობა ვლინდება ნეიროტოქსიკურობის სახით, დოზის მოდიფიკაციის საჭიროების დასადგენად აუცილებელია კლინიკური შეფასება (მაგ., ანამნეზი, ფიზიკალური გამოკვლევა). ვინკრისტინის გამოყენების შემდეგ, ზოგიერთ ადამიანში შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადრინდელმა თერაპიამ ან თავად დაავადებამ დააქვეითა ძვლის ტვინის ფუნქცია. ამიტომ, თითოეული დოზის მიღებამდე უნდა ჩატარდეს სისხლის სრული ანალიზი. შრატში შარდმჟავას მწვავე მომატება შეიძლება ასევე განვითარდეს მწვავე ლეიკემიისას რემისიის ინდუქციის დროს, ამიტომ ასეთი დონეები ხშირად უნდა განისაზღვროს მკურნალობის პირველი 3-4 კვირის განმავლობაში ან უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები შარდმჟავა ნეფროპათიის პრევენციისთვის. ამ ტესტების ჩამტარებელ ლაბორატორიასთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია მისი ნორმალური მაჩვენებლების დიაპაზონის შესახებ.

ჭარბი დოზა

ვინკრისტინის გამოყენების შემდეგ გვერდითი ეფექტები დოზაზეა დამოკიდებული. ვინკრისტინის დოზის გამოთვლისა და გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც დოზის გადაჭარბებას შეიძლება მოჰყვეს ძალიან სერიოზული ან ფატალური შედეგი. არ გადააჭარბოთ საერთო ერთჯერად დოზას- 2 მგ-ს.

აქედან გამომდინარე, რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ, პაციენტებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს გაძლიერებული გვერდითი ეფექტები.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

ვინკრისტინის გამოყენების შემდეგ გვერდითი ეფექტები დოზაზეა დამოკიდებული. 13 წლამდე ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა სიკვდილი ვინკრისტინის თერაპიისთვის რეკომენდებულ დოზებზე 10-ჯერ მეტი დოზების მიღების შემდეგ. პაციენტთა ამ ჯგუფში 3-დან 4 მგ/მ2-მდე დოზირების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე სიმპტომები. მოზრდილებში, მძიმე სიმპტომების განვითარება მოსალოდნელია 3 მგ/მ2 ან მეტი ერთჯერადი დოზების მიღების შემდეგ. ამიტომ, რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ, პაციენტებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს გაძლიერებული გვერდითი ეფექტები განვითარება.

დამხმარე მკურნალობა: შესაბამისი ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის სინდრომით გამოწვეული გვერდითი ეფექტების პრევენცია (პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა მოიცავდეს სითხის მიღების შეზღუდვას და შესაძლოა ჰენლეს მარყუჟისა და დისტალური მილაკის ფუნქციაზე მოქმედი შარდმდენის მიღებას).

ანტიკონვულსანტების გამოყენება.

ოყნების ან საფაღარათოების გამოყენება ნაწლავური გაუვალობის პრევენციისთვის. (ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დეკომპრესია).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგი.

ყოველდღიურად სისხლის ანალიზის განსაზღვრა ტრანსფუზიის საჭიროებების დასაზუსტებლად. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავას აქვს დამცავი ეფექტი ნორმალურ თაგვებში, რომლებსაც მიეცათ ვინკრისტინის ლეტალური დოზები. ცალკეული შემთხვევების ანგარიშები მიუთითებს, რომ ფოლინის მჟავა შეიძლება სასარგებლო იყოს დოზის გადაჭარბებისას ადამიანების სამკურნალოდ. რეკომენდებულია 15 მგ ფოლინის მჟავას ინტრავენურად შეყვანა ყოველ 3 საათში ერთხელ 24 საათის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 6 საათში ერთხელ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში. თეორიულად (ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე), მოსალოდნელია, რომ ვინკრისტინის დონე ქსოვილებში შეიძლება მნიშვნელოვნად მომატებული დარჩეს მინიმუმ 72 საათის განმავლობაში. ფოლინის მჟავით მკურნალობა არ გამორიცხავს ზემოთ აღნიშნული დამხმარე ზომების საჭიროებას.

ვინკრისტინის ინტრავენური დოზის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ნაღველში ქსოვილებთან სწრაფი შეკავშირების შემდეგ. რადგანაც დიალიზატში პრეპარატის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა გვხვდება, ჰემოდიალიზი, სავარაუდოდ, არ იქნება სასარგებლო დოზის გადაჭარბების შემთხვევებში. გვერდითი ეფექტების სიმძიმის მომატება შეიძლება აღენიშნებოდეთ ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც საკმაოდ მძიმეა, რომ შეამციროს ნაღვლით ექსკრეცია. პარენტერალურად შეყვანილი ვინკრისტინის ფეკალური გამოყოფის გაძლიერება გამოვლენილია ძაღლებში, რომლესაც წინასწარ მიეცათ ქოლესტირამინი. არ არსებობს გამოქვეყნებული კლინიკური მონაცემები ადამიანებში ქოლესტირამინის ანტიდოტის სახით გამოყენების შესახებ. არ არსებობს გამოქვეყნებული კლინიკური მონაცემები ვინკრისტინის პერორალური მიღების შედეგების შესახებ. პერორალურად მიღების შემთხვევაში, საჭიროა კუჭის დაცლა. დაცლას უნდა მოჰყვეს აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო საშუალების პერორალურად მიღება.

სიფრთხილე გამოყენებასთან დაკავშირებით

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. ის უნდა იქნას გამოყენებული იმ პირების მიერ, რომლებსაც აქვთ ვინკრისტინის გამოყენების გამოცდილება. ვინკრისტინის ინტრათეკალური შეყვანა, როგორც წესი, იწვევს სიკვდილს. ვინკრისტინის ინტრათეკალური შეყვანის შემდეგ პაციენტების მკურნალობით, რომელიც მოიცავდა ზურგის ტვინის სითხის დაუყოვნებლივ გამოღებას და რინგერ-ლაქტატის ხსნარით, და ასევე სხვა ხსნარებით გამორეცხვას, აღმავალი დამბლისა და სიკვდილის პრევენცია ვერ მოხდა. ერთ შემთხვევაში, მოზრდილში პროგრესირებადი დამბლა შეჩერდა შემდეგი მკურნალობით, რომელიც დაწყებული იქნა ინტრათეკალური ინექციის გაკეთებისთანავე დაუყოვნებლივ:

ლუმბალური მიდგომით ამოღებული იქნა იმდენი ზურგის ტვინის სითხე, რამდენის უსაფრთხოდ ამოღებაც იყო შესაძლებელი.

სუბარაქინოიდული სივრცე გამოირეცხა რინგერ-ლაქტატის ხსნარით, რომელიც უწყვეტი ინფუზიით შეჰყავდათ კათეტერის საშუალებით თავის ტვინის ლატერალურ პარკუჭში 150 მლ/სთ სიჩქარით. სითხე ამოღებული იქნა ლუმბალური მიდგომით. როგორც კი ახლად გაყინული პლაზმა ხელმისაწვდომი გახდა, ახლად გაყინული პლაზმა, 25 მლ, განზავებული რინგერ-ლაქტატის ხსნარის 1 ლ-ში, ინფუზიით შეჰყავდათ ცერებრალური პარკუჭის კათეტერის საშუალებით 75 მლ-1/სთ სიჩქარით, ლუმბალური მიდგომით ამოღებასთან ერთად. ინფუზიის სიჩქარე რეგულირდებოდა ისე, რომ შენარჩუნებულიყო ცილის დონე ზურგის ტვინის სითხეში 150 მლ/დლ-ზე.

გლუტამინის მჟავა, 100 გრ, კეთდებოდა ინტრავენურად 24 საათის განმავლობაში, შემდეგ 500 მგ 3-ჯერ დღეში პერორალურად 1 თვის განმავლობაში ან ნევროლოგიური დისფუნქციის სტაბილიზაციამდე. გლუტამინის მჟავას როლი ამ მკურნალობაში არ არის გარკვეული და შესაძლოა არ იყოს აუცილებელი.

ვინკრისტინის სულფატის ინტრავენური შეყვანის დროს მიმდებარე ქსოვილებში გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს ნეკროზი და ინექციის ადგილას ვაგინალური ნეკროზი. ამიტომ, ვინკრისტინის სულფატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალების დაბინძურება ვინკრისტინის კლინიკურად გამოყენებული კონცენტრაციით.

შემთხვევითი დაბინძურების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება (ან, თუ პრეპარატი შეყვანილია წნევის ქვეშ, რქოვანას დაწყლულებაც კი). თვალი უნდა გამოირეცხოს დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად.

სხვა

არც in vivo და არც in vitro ლაბორატორიულმა ტესტებმა დამაჯერებლად არ დაადასტურა ამ პროდუქტის მუტაგენურობა. ადამიანებში მხოლოდ ვინკრისტინით მკურნალობის შემდეგ ფერტილობა შესწავლილი არ არის. ვინკრისტინის შემცველი მრავალ-პრეპარატიანი ქიმიოთერაპიის მიმღები როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის პაციენტების კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ აზოოსპერმია და ამენორეა შეიძლება განვითარდეს პოსტპუბერტატულ პაციენტებში.

ზოგიერთ პაციენტში, თუმცა არა ყველაში, აღდგენა მოხდა ქიმიოთერაპიის დასრულებიდან მრავალი თვის შემდეგ. როდესაც იგივე მკურნალობა ტარდება პრეპუბერტატულ პაციენტებში, მუდმივი აზოოსპერმია და ამენორეა გაცილებით ნაკლები ალბათობისაა. პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია ვინკრისტინით კანცეროგენული სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში, განუვითარდათ მეორადი ავთვისებიანი სიმსივნეები. ვინკრისტინის წვლილი ამ განვითარებაში დადგენილი არ არის. ვირთაგვებსა და თაგვებში ვინკრისტინის ინტრაპერიტონეალურად შეყვანის შემდეგ კანცეროგენურობის მტკიცებულება არ აღმოჩნდა, თუმცა ეს კვლევა შეზღუდული იყო.

თუ დაისვა ცენტრალური ნერვული სისტემის ლეიკემიის დიაგნოზი, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი საშუალებების გამოყენება, რადგანაც ვინკრისტინის დოზა, როგორც ჩანს, ვერ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს საკმარისი რაოდენობით.

ქიმიოთერაპიის კომბინაციებში, რომლებიც მოიცავდა ვინკრისტინის ან ვინკას ალკალოიდის ერთჯერად გამოყენებას, აღწერილია მიოკარდიუმის ინფარქტის და ცერებრალური ინფარქტის შემთხვევები.

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი (1 მლ) შეიცავს:

ვინკრისტინის სულფატი............. 1 მგ

აღწერა

უფერო ან ღია ყვითელი ხსნარი ქარვისფერ ფლაკონში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ვინრაცინი ინექცია

ვინკრისტინის სულფატი 1 მგ/1 მლ

ანტინეოპლაზიური

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი (1 მლ) შეიცავს:

ვინკრისტინის სულფატი............. 1 მგ

აღწერა

უფერო ან ღია ყვითელი ხსნარი ქარვისფერ ფლაკონში.

ჩვენებები

ვინრაცინი ნაჩვენებია მწვავე ლეიკემიის დროს.

დადგენილია, რომ ვინრაცინი ასევე სასარგებლოა სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან კომბინაციაში ჰოჯკინის დაავადების, ლიმფური სარკომის, რეტიკულურ- უჯრედოვანი გრანულომის, რაბდომიოსარკომის, ნეირობლასტომის და ვილმის სიმსივნის დროს.

დოზირება და გამოყენების მეთოდი

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. ნეიროტოქსიკურობა, როგორც ჩანს, დოზასთან არის დაკავშირებული. ვინკრისტინის დოზის გამოთვლისა და გაკეთებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც დოზის გადაჭარბებას შეიძლება მოჰყვეს ძალიან სერიოზული ან ფატალური შედეგი.

ვინკრისტინის კონცენტრაციაა 1 მგ/მლ. არ დაამატოთ ფლაკონში დამატებითი სითხე დოზის ამოღებამდე. ვინკრისტინის ხსნარი ამოიღეთ ზუსტი ზომის მშრალ შპრიცში, ფრთხილად გაზომეთ დოზა. არ დაამატოთ ზედმეტი სითხე ფლაკონში მისი სრულად ამოღების მცდელობისას. პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად ერთკვირიანი ინტერვალებით.

ბავშვებისთვის ვინკრისტინის სტანდარტული დოზაა 2 მგ/მ2. 10 კგ ან ნაკლები წონის ბავშვებისთვის საწყისი დოზა უნდა იყოს 0.05 მგ/კგ, და გაკეთდეს კვირაში ერთხელ.

ვინკრისტინის სტანდარტული დოზა მოზრდილებისთვის არის 1.4 მგ/მ2.

ვინკრისტინის ინექცია უნდა დასრულდეს 1 წუთის განმავლობაში.

უკუჩვენებები

პაციენტებს შარკო-მარი-ტუტის სინდრომის დემიელინიზური ფორმით არ უნდა მიეცეთ ვინკრისტინი.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პრეპარატის მიმართ ზომიერი ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ინტრავენური ნემსი სწორად იყოს განთავსებული ვინკრისტინის ინექციამდე. ვინკრისტინის ინტრავენური შეყვანის დროს მისმა მიმდებარე ქსოვილებში გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გაღიზიანება. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დოზის დარჩენილი ნაწილი უნდა იქნას შეყვანილი სხვა ვენაში. ჰიალურონიდაზას ადგილობრივი ინექცია და გაჟონვის ადგილას ზომიერი სითბოს გამოყენება ხელს შეუწყობს პრეპარატის გაფანტვას და შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს დისკომფორტი და ცელულიტის შესაძლებლობა.

როდესაც ხსნარი და კონტეინერი საშუალებას იძლევა, პარენტერალური სამკურნალო საშუალებების გამოყენებამდე ისინი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებისა და ფერის შეცვლის არსებობაზე.

ვინრაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, თირკმლის დისფუნქციით, ძვლის ტვინის დათრგუნვით, გართულებული ინფექციის მქონე პაციენტებში, ანამნეზში ნეიროკუნთოვანი დაავადების არსებობისას, ჩუტყვავილას დროს (შეიძლება განვითარდეს ფატალური სისტემური დარღვევა). ვინკრისტინის გამოყენებისას ასევე დაფიქსირებულია მწვავე შარდმჟავა ნეფროპათია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ონკოლიზური საშუალებების მიღების შემდეგ. ლეიკოპენიის ან გართულებული ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ვინკრისტინის შემდეგი დოზის მიღება ფრთხილად გათვალისწინებას საჭიროებს.

ვინრაცინი გამოიყენება სიფრთხილით, რადგანაც ზოგჯერ დაფიქსირებულია ინფექცია, სისხლდენისადმი მიდრეკილების განვითარება და გამწვავება.

ვინკრისტინის სულფატის შემცველი MOPP თერაპიის დროს ჰოჯკინის დაავადების მქონე ბავშვებში აღინიშნა სასქესო ორგანოების მხრივი დარღვევა, როგორიცაა შეუქცევადი ასპერმატიზმი, და ბავშვებსა და რეპროდუქციული ასაკის პაციენტებში მისი გამოყენება უნდა მოხდეს სასქესო ჯირკვლებზე მისი პოტენციური ზემოქმედების გათვალისწინებით.

გაფრთხილებები

ვინკრისტინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სპეციალიზებული ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელობით, რომელსაც გააჩნია კლინიკური, ბიოქიმიური და ჰემატოლოგიური ეფექტების რეგულარული მონიტორინგის შესაძლებლობა გამოყენების დროს და მას შემდეგ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ინტრავენური ნემსი ან კათეტერი სწორად იყოს განთავსებული ვინკრისტინის ნებისმიერი ინექციის წინ. ვინკრისტინის ინტრავენური შეყვანის დროს მიმდებარე ქსოვილებში გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გაღიზიანება. ექსტრავაზაციის შემთხვევაში, ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დოზის დარჩენილი ნაწილი შეყვანილი იქნას სხვა ვენაში. ჰიალურონიდაზას ადგილობრივი ინექცია და გაჟონვის ადგილას ზომიერი სითბოს გამოყენება ხელს უწყობს პრეპარატის გაფანტვას და ითვლება, რომ ამას მინიმუმამდე დაჰყავს დისკომფორტი და ცელულიტის შესაძლებლობა. ინტრათეკალურად შეყვანის შემთხვევაში პრეპარატი ფატალურია. ეს პრეპარატი მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

არასასურველი ეფექტები

ამ პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტები და მათი მშობლები/მეურვეები უნდა იყვნენ ინფორმირებულები არასასურველი სიმპტომების შესაძლებლობის შესახებ. ზოგადად, არასასურველი მოვლენები შექცევადია და დოზასთანაა დაკავშირებული.

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციაა ალოპეცია; ყველაზე შემაწუხებელი არასასურველი რეაქციები ნეირომუსკულური წარმოშობისაა. პრეპარატის ერთჯერადი, ყოველკვირეული დოზების გამოყენებისას, ვითარდება ლეიკოპენიის, ნევრიტული ტკივილის და ყაბზობის არასასურველი რეაქციები, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ხანმოკლეა (ანუ 7 დღეზე ნაკლებია). დოზის შემცირებისას, ეს რეაქციები შეიძლება შემცირდეს ან გაქრეს. ასეთი რეაქციების სიმძიმე, როგორც ჩანს, იზრდება, როდესაც პრეპარატის გამოთვლილი რაოდენობა გამოიყენება გაყოფილი დოზებით. სხვა არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ალოპეცია, მგრძნობელობის დაკარგვა, პარესთეზია, სიარულის გაძნელება, ფეხათრევით სიარული, ღრმა მყესების რეფლექსების დაკარგვა და კუნთების ატროფია შეიძლება გაგრძელდეს სულ მცირე თერაპიის დასრულებამდე.

მკურნალობის გაგრძელებისას გენერალიზებული სენსორმოტორული დისფუნქცია შეიძლება პროგრესულად დამძიმდეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიმპტომების უმეტესობა, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტიდან დაახლოებით მეექვსე კვირისთვის ქრება, ზოგიერთ პაციენტში ზოგიერთი ნეირომუსკულური დარღვევა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. თმის ხელახლა გაზრდა შეიძლება მოხდეს შემანარჩუნებელი თერაპიის გაგრძელებისას.

ჰემატოლოგიური ეფექტი: ვინკრისტინის დოზას, როგორც ჩანს, არა აქვს რაიმე მუდმივი ან მნიშვნელოვანი გავლენა თრომბოციტებზე ან ერითროციტებზე, ძვლის ტვინის სერიოზული დათრგუნვა, როგორც წესი, არ არის დოზის შემზღუდველი მნიშვნელოვანი მოვლენა. თუმცა, დაფიქსირებულია ანემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია.

ენდოკრინული ეფექტი: ვინკრისტინით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციით გამოწვეული სინდრომის იშვიათი შემთხვევები. ეს სინდრომი ხასიათდება შარდში ნატრიუმის მაღალი ექსკრეციით ჰიპონატრიემიის, თირკმლის ან თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების არსებობისას, ჰიპოტენზიის, დეჰიდრატაციის, აზოტემიის და კლინიკური შეშუპების არარსებობის შემთხვევაში. სითხის დეფიციტის დროს ხდება ჰიპონატრიემიის და თირკმლის მიერ ნატრიუმის დაკარგვის გაუმჯობესება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედება: დაფიქსირებულია ყაბზობა, მუცლის სპაზმები, გულისრევა, ღებინება, პირის ღრუს დაწყლულება, დიარეა, ნაწლავების პარალიზური გაუვალობა, ნაწლავის ნეკროზი და პერფორაცია, და ანორექსია. ყაბზობამ შეიძლება გამოიწვიოს ზედა მსხვილი ნაწლავის ჩაჭედვა და ფიზიკალური გამოკვლევისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სწორი ნაწლავი შეიძლება იყოს ცარიელი. მუცლის კოლიკასთან ერთად სწორი ნაწლავის სიცარიელემ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ექიმი. მუცლის სიბრტყული რენტგენოგრაფია სასარგებლოა ამ მდგომარეობის გამოსავლენად. ყველა შემთხვევაში რეაგირება ხდება მაღალი ოყნებისა და საფაღარათო საშუალებების მაღალ დოზაზე. ვინკრისტინის მიმღები ყველა პაციენტისთვის რეკომენდებულია ყაბზობის საწინააღმდეგო რუტინული პროფილაქტიკური რეჟიმის დაცვა. შესაძლოა განვითარდეს ნაწლავების პარალიზური გაუვალობა (რომელიც იძლევა „ქირურგიულ მუცლის“ იმიტაციას), განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში. გაუვალობა შექცევადი იქნება ვინკრისტინის დროებითი შეწყვეტით და სიმპტომური ზრუნვით.

კარდიოვასკულარული ეფექტი: დაფიქსირებულია ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია. ქიმიოთერაპიის კომბინაციები, რომლებიც მოიცავდა ვინრაცინს, როდესაც მათ აძლევენ შუასაყარის სხივური თერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებს, დაკავშირებული იყო კორონარული არტერიების დაავადებასთან და მიოკარდიუმის ინფარქტთან. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

სასუნთქ სისტემაზე ეფექტი: ვინკას ალკალოიდების მიღების შემდეგ დაფიქსირდა მწვავე ქოშინი და მძიმე ბრონქოსპაზმი. ეს რეაქციები ყველაზე ხშირად შეინიშნებოდა ვინკას ალკალოიდის მიტომიცინ C-სთან ერთად გამოყენებისას და შეიძლება საჭირო გახდეს აგრესიული მკურნალობა, განსაკუთრებით მანამდე არსებული ფილტვების დისფუნქციისას.

ეფექტი შარდ-სასქესო სისტემაზე: დაფიქსირდა პოლიურია, დიზურია და შარდის შეკავება შარდის ბუშტის ატონიის გამო. სხვა პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ შარდის შეკავებას (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), თუ ეს შესაძლებელია, უნდა შეწყდეს ვინკრისტინის მიღებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.

ნევროლოგიური ეფექტი: ხშირად, არსებობს ნერვ-კუნთოვანი გვერდითი მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა. თავდაპირველად, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ სენსორული დარღვევები და პარესთეზია. მკურნალობის გაგრძელებისას შეიძლება განვითარდეს ნევრიტული ტკივილი და მოგვიანებით, მოტორული გართულებები. არ არსებობს ინფორმაცია არცერთი საშუალების შესახებ, რომელსაც შეუძლია უკუგანავითაროს ვინკრისტინით თერაპიის თანმხლები ნერვ-კუნთოვანი გამოვლინებები. ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნა ღრმა მყესების რეფლექსების დაკარგვა, ტერფის დაშვება, ატაქსია და დამბლა. კრანიალური ნერვის მხრივი გამოვლინებები, მათ შორის იზოლირებული პარეზი და კრანიალური მოტორული ნერვებით კონტროლირებადი კუნთების დამბლა, შეიძლება განვითარდეს სხვა ადგილას მოტორული დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, ყველაზე ხშირად ზიანდება ექსტრაოკულარული და ხორხის კუნთები. დაფიქსირებულია ყბის ტკივილი, ხახის ტკივილი, ყბაყურა ჯირკვლის ტკივილი, ძვლების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი და მიალგიები, ამ ადგილებში ტკივილი შეიძლება იყოს ძლიერი. ვინკრისტინის მიმღებ რამდენიმე პაციენტში დაფიქსირებულია კრუნჩხვები, ხშირად ჰიპერტენზიასთან ერთად. ბავშვებში დაფიქსირებულია კრუნჩხვების რამდენიმე შემთხვევა, შემდგომი კომით.

კანის მხრივი ეფექტი: დაფიქსირებულია ალოპეცია, ჰიპერჰიდროზი და ექსფოლიაციური დერმატიტი.

თვალის მხრივი ეფექტი: დაფიქსირებულია გარდამავალი კორტიკალური სიბრმავე და მხედველობის ნერვის ატროფია სიბრმავით.

ჰიპერმგრძნობელობის ეფექტი: დაფიქსირებულია ალერგიული ტიპის რეაქციების, როგორიცაა ანაფილაქსია, გამონაყარი და შეშუპება, იშვიათი შემთხვევები, რომლებიც დროებით დაკავშირებულია ვინკრისტინით თერაპიასთან, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვინკრისტინს მრავალ-პრეპარატიანი ქიმიოთერაპიის რეჟიმის ნაწილის სახით.

სხვა: დაფიქსირებულია ცხელება, თავის ტკივილი, დისლოგია და წონაში კლება.

წამლებს შორის ურთიერთქმედება

ფენიტოინისა და ვინკრისტინის სულფატის შემცველი სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის კომბინაციების ერთდროული პერორალური ან ინტრავენური მიღება განმეორებით ჩატარდა სისხლში კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების დონის შესამცირებლად და კრუნჩხვითი აქტივობის გასაზრდელად. დოზის კორექცია უნდა იყოს დამყარებული სისხლში მისი დონის სერიულ მონიტორინგზე. ვინკრისტინის სულფატის წვლილი ამ ურთიერთქმედებაში გარკვეული არ არის. ურთიერთქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს ფენიტოინის აბსორბციის შემცირებით და მისი მეტაბოლიზმისა და ელიმინაციის სიჩქარის გაზრდით.

გამოყენება ორსულ და მეძუძურ დედებში

ვინკრისტინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება მისი ორსულ ქალებში გამოყენებისას. როდესაც ორსულ თაგვებსა და ზაზუნებს მიეცათ ვინკრისტინის დოზები, რომლებმაც გამოიწვია ნაყოფების 23%-დან 85%-მდე რეზორბცია, ცოცხლად გადარჩენილებში განვითრდა ნაყოფის მალფორმაციები. ხუთ მაიმუნს მიეცათ ვინკრისტინის ერთჯერადი დოზები მათი ორსულობის 27-ე და 34-ე დღეებს შორის, აქედან 3 ნაყოფი იყო ნორმალური ვადაზე, ხოლო 2 სიცოცხლისუნარიან ნაყოფს ვადაზე ჰქონდათ აშკარად გამოხატული მალფორმაციები. რამდენიმე ცხოველის სახეობაში ვინკრისტინმა შეიძლება გამოიწვიოს ტერატოგენეზი, ასევე ემბრიონის სიკვდილი, რაც არატოქსიკურია ორსული ცხოველისთვის. ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში არ არსებობს. თუ ეს პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დროს ან თუ პაციენტი დაორსულდება ამ პრეპარატის მიღების პერიოდში, მას უნდა ეცნობოს ნაყოფისთვის პოტენციური საფრთხის შესახებ. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ, რომ თავი აარიდონ დაორსულებას.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. რადგან მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და არსებობს ვინკრისტინით გამოწვეული სერიოზული არასასურველი რეაქციების პოტენციალი მეძუძურ ჩვილებში, დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ.

ეფექტები კლინიკურ ტესტებზე

რადგანაც დოზის შემზღუდველი კლინიკური ტოქსიკურობა ვლინდება ნეიროტოქსიკურობის სახით, დოზის მოდიფიკაციის საჭიროების დასადგენად აუცილებელია კლინიკური შეფასება (მაგ., ანამნეზი, ფიზიკალური გამოკვლევა). ვინკრისტინის გამოყენების შემდეგ, ზოგიერთ ადამიანში შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადრინდელმა თერაპიამ ან თავად დაავადებამ დააქვეითა ძვლის ტვინის ფუნქცია. ამიტომ, თითოეული დოზის მიღებამდე უნდა ჩატარდეს სისხლის სრული ანალიზი. შრატში შარდმჟავას მწვავე მომატება შეიძლება ასევე განვითარდეს მწვავე ლეიკემიისას რემისიის ინდუქციის დროს, ამიტომ ასეთი დონეები ხშირად უნდა განისაზღვროს მკურნალობის პირველი 3-4 კვირის განმავლობაში ან უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები შარდმჟავა ნეფროპათიის პრევენციისთვის. ამ ტესტების ჩამტარებელ ლაბორატორიასთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია მისი ნორმალური მაჩვენებლების დიაპაზონის შესახებ.

დოზის გადაჭარბება

ვინკრისტინის გამოყენების შემდეგ გვერდითი ეფექტები დოზაზეა დამოკიდებული. ვინკრისტინის დოზის გამოთვლისა და გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც დოზის გადაჭარბებას შეიძლება მოჰყვეს ძალიან სერიოზული ან ფატალური შედეგი. არ გადააჭარბოთ საერთო ერთჯერად დოზას- 2 მგ-ს.

აქედან გამომდინარე, რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ, პაციენტებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს გაძლიერებული გვერდითი ეფექტები.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

ვინკრისტინის გამოყენების შემდეგ გვერდითი ეფექტები დოზაზეა დამოკიდებული. 13 წლამდე ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა სიკვდილი ვინკრისტინის თერაპიისთვის რეკომენდებულ დოზებზე 10-ჯერ მეტი დოზების მიღების შემდეგ. პაციენტთა ამ ჯგუფში 3-დან 4 მგ/მ2-მდე დოზირების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე სიმპტომები. მოზრდილებში, მძიმე სიმპტომების განვითარება მოსალოდნელია 3 მგ/მ2 ან მეტი ერთჯერადი დოზების მიღების შემდეგ. ამიტომ, რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ, პაციენტებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს გაძლიერებული გვერდითი ეფექტები განვითარება.

დამხმარე მკურნალობა: შესაბამისი ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის სინდრომით გამოწვეული გვერდითი ეფექტების პრევენცია (პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა მოიცავდეს სითხის მიღების შეზღუდვას და შესაძლოა ჰენლეს მარყუჟისა და დისტალური მილაკის ფუნქციაზე მოქმედი შარდმდენის მიღებას).

ანტიკონვულსანტების გამოყენება.

ოყნების ან საფაღარათოების გამოყენება ნაწლავური გაუვალობის პრევენციისთვის. (ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დეკომპრესია).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგი.

ყოველდღიურად სისხლის ანალიზის განსაზღვრა ტრანსფუზიის საჭიროებების დასაზუსტებლად. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავას აქვს დამცავი ეფექტი ნორმალურ თაგვებში, რომლებსაც მიეცათ ვინკრისტინის ლეტალური დოზები. ცალკეული შემთხვევების ანგარიშები მიუთითებს, რომ ფოლინის მჟავა შეიძლება სასარგებლო იყოს დოზის გადაჭარბებისას ადამიანების სამკურნალოდ. რეკომენდებულია 15 მგ ფოლინის მჟავას ინტრავენურად შეყვანა ყოველ 3 საათში ერთხელ 24 საათის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 6 საათში ერთხელ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში. თეორიულად (ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე), მოსალოდნელია, რომ ვინკრისტინის დონე ქსოვილებში შეიძლება მნიშვნელოვნად მომატებული დარჩეს მინიმუმ 72 საათის განმავლობაში. ფოლინის მჟავით მკურნალობა არ გამორიცხავს ზემოთ აღნიშნული დამხმარე ზომების საჭიროებას.

ვინკრისტინის ინტრავენური დოზის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ნაღველში ქსოვილებთან სწრაფი შეკავშირების შემდეგ. რადგანაც დიალიზატში პრეპარატის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა გვხვდება, ჰემოდიალიზი, სავარაუდოდ, არ იქნება სასარგებლო დოზის გადაჭარბების შემთხვევებში. გვერდითი ეფექტების სიმძიმის მომატება შეიძლება აღენიშნებოდეთ ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც საკმაოდ მძიმეა, რომ შეამციროს ნაღვლით ექსკრეცია. პარენტერალურად შეყვანილი ვინკრისტინის ფეკალური გამოყოფის გაძლიერება გამოვლენილია ძაღლებში, რომლესაც წინასწარ მიეცათ ქოლესტირამინი. არ არსებობს გამოქვეყნებული კლინიკური მონაცემები ადამიანებში ქოლესტირამინის ანტიდოტის სახით გამოყენების შესახებ. არ არსებობს გამოქვეყნებული კლინიკური მონაცემები ვინკრისტინის პერორალური მიღების შედეგების შესახებ. პერორალურად მიღების შემთხვევაში, საჭიროა კუჭის დაცლა. დაცლას უნდა მოჰყვეს აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო საშუალების პერორალურად მიღება.

სიფრთხილე გამოყენებასთან დაკავშირებით

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის. ის უნდა იქნას გამოყენებული იმ პირების მიერ, რომლებსაც აქვთ ვინკრისტინის გამოყენების გამოცდილება. ვინკრისტინის ინტრათეკალური შეყვანა, როგორც წესი, იწვევს სიკვდილს. ვინკრისტინის ინტრათეკალური შეყვანის შემდეგ პაციენტების მკურნალობით, რომელიც მოიცავდა ზურგის ტვინის სითხის დაუყოვნებლივ გამოღებას და რინგერ-ლაქტატის ხსნარით, და ასევე სხვა ხსნარებით გამორეცხვას, აღმავალი დამბლისა და სიკვდილის პრევენცია ვერ მოხდა. ერთ შემთხვევაში, მოზრდილში პროგრესირებადი დამბლა შეჩერდა შემდეგი მკურნალობით, რომელიც დაწყებული იქნა ინტრათეკალური ინექციის გაკეთებისთანავე დაუყოვნებლივ:

ლუმბალური მიდგომით ამოღებული იქნა იმდენი ზურგის ტვინის სითხე, რამდენის უსაფრთხოდ ამოღებაც იყო შესაძლებელი.

სუბარაქინოიდული სივრცე გამოირეცხა რინგერ-ლაქტატის ხსნარით, რომელიც უწყვეტი ინფუზიით შეჰყავდათ კათეტერის საშუალებით თავის ტვინის ლატერალურ პარკუჭში 150 მლ/სთ სიჩქარით. სითხე ამოღებული იქნა ლუმბალური მიდგომით. როგორც კი ახლად გაყინული პლაზმა ხელმისაწვდომი გახდა, ახლად გაყინული პლაზმა, 25 მლ, განზავებული რინგერ-ლაქტატის ხსნარის 1 ლ-ში, ინფუზიით შეჰყავდათ ცერებრალური პარკუჭის კათეტერის საშუალებით 75 მლ-1/სთ სიჩქარით, ლუმბალური მიდგომით ამოღებასთან ერთად. ინფუზიის სიჩქარე რეგულირდებოდა ისე, რომ შენარჩუნებულიყო ცილის დონე ზურგის ტვინის სითხეში 150 მლ/დლ-ზე.

გლუტამინის მჟავა, 100 გრ, კეთდებოდა ინტრავენურად 24 საათის განმავლობაში, შემდეგ 500 მგ 3-ჯერ დღეში პერორალურად 1 თვის განმავლობაში ან ნევროლოგიური დისფუნქციის სტაბილიზაციამდე. გლუტამინის მჟავას როლი ამ მკურნალობაში არ არის გარკვეული და შესაძლოა არ იყოს აუცილებელი.

ვინკრისტინის სულფატის ინტრავენური შეყვანის დროს მიმდებარე ქსოვილებში გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს ნეკროზი და ინექციის ადგილას ვაგინალური ნეკროზი. ამიტომ, ვინკრისტინის სულფატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალების დაბინძურება ვინკრისტინის კლინიკურად გამოყენებული კონცენტრაციით.

შემთხვევითი დაბინძურების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება (ან, თუ პრეპარატი შეყვანილია წნევის ქვეშ, რქოვანას დაწყლულებაც კი). თვალი უნდა გამოირეცხოს დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად.

სხვა

არც in vivo და არც in vitro ლაბორატორიულმა ტესტებმა დამაჯერებლად არ დაადასტურა ამ პროდუქტის მუტაგენურობა. ადამიანებში მხოლოდ ვინკრისტინით მკურნალობის შემდეგ ფერტილობა შესწავლილი არ არის. ვინკრისტინის შემცველი მრავალ-პრეპარატიანი ქიმიოთერაპიის მიმღები როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის პაციენტების კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ აზოოსპერმია და ამენორეა შეიძლება განვითარდეს პოსტპუბერტატულ პაციენტებში.

ზოგიერთ პაციენტში, თუმცა არა ყველაში, აღდგენა მოხდა ქიმიოთერაპიის დასრულებიდან მრავალი თვის შემდეგ. როდესაც იგივე მკურნალობა ტარდება პრეპუბერტატულ პაციენტებში, მუდმივი აზოოსპერმია და ამენორეა გაცილებით ნაკლები ალბათობისაა. პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია ვინკრისტინით კანცეროგენული სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში, განუვითარდათ მეორადი ავთვისებიანი სიმსივნეები. ვინკრისტინის წვლილი ამ განვითარებაში დადგენილი არ არის. ვირთაგვებსა და თაგვებში ვინკრისტინის ინტრაპერიტონეალურად შეყვანის შემდეგ კანცეროგენურობის მტკიცებულება არ აღმოჩნდა, თუმცა ეს კვლევა შეზღუდული იყო.

თუ დაისვა ცენტრალური ნერვული სისტემის ლეიკემიის დიაგნოზი, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი საშუალებების გამოყენება, რადგანაც ვინკრისტინის დოზა, როგორც ჩანს, ვერ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს საკმარისი რაოდენობით.

ქიმიოთერაპიის კომბინაციებში, რომლებიც მოიცავდა ვინკრისტინის ან ვინკას ალკალოიდის ერთჯერად გამოყენებას, აღწერილია მიოკარდიუმის ინფარქტის და ცერებრალური ინფარქტის შემთხვევები.

სიფრთხილის ზომები მოპყრობასთან დაკავშირებით

ვინრაცინი არასდროს არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატებს და არ უნდა განზავდეს ხსნარებში, რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ pH-ს 3.5-დან 5.5-მდე დიაპაზონის მიღმა. ის არ უნდა შეერიოს სხვა ხსნარებს, ფიზიოლოგიური ხსნარისა ან წყალში ხსნადი გლუკოზის გარდა. მომზადების შემდეგ, ვინრაცინი უნდა გამოყენებული იქნას რამდენიმე საათის განმავლობაში.

შენახვა

შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ 2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა

1 ფლაკონი/ყუთი

გადახედვის თარიღი: 2005 წლის 10 იანვარი

„კორეა იუნაითედ ფარმ. ინკ“ (KOREA UNITED PHARM. INC.)

107, გონგდან-რო, იეონსეო- მიეონ, სეჯონგ-სი, კორეა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა