ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

აფრინი

Afrin®

ურეცეპტოდ0.05%ინსტრუქცია ქართულადკანადა
რისთვის გამოიყენება

სამკურნალწამლო პრეპარატი აფრინი® ნაჩვენებია გამოსაყენებლად მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში: მწვავე რესპირატორული დაავადებებისას რინიტის (სურდოს) მოვლენებით; მწვავე ალერგიული რინიტისას; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
oxymetazoline
ფორმა და შეფუთვა
0.05% (0.5მგ/მლ) 15მლ ნაზალური სპრეი, სუსპენზია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Delpharm Montreal Inc., კანადა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებები
ATC კოდი
R01AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-046496
რეგისტრირებულია
16 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 16 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
Bayer Consumer Care AG-ის მინდობილი პირი სალომე მესხი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააფრინი და სხვა წამალი ერთად

აფრინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამკურნალწამლო პრეპარატი აფრინი® ნაჩვენებია გამოსაყენებლად მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში:

მწვავე რესპირატორული დაავადებებისას რინიტის (სურდოს) მოვლენებით;

მწვავე ალერგიული რინიტისას;

ვაზომოტორული რინიტის გამწვავებისას (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ცხვირის გაჭედვა ან ჭარბი გამონადენი, რომლებიც არაა დაკავშირებული რაიმე ალერგიასთან ან ინფექციასთან);

სითხის გადინების აღდგენისთვის (დრენაჟი) ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთებისას (სინუსიტებისას), ევსტაქიისას (სასმენი მილის ლორწოვანი გარსის და დაფის ღრუს ანთება), შუა ოტიტისას;

ცხვირის ღრუში დიაგნოსტიკური მანიპულაციების წინ შეშუპების თავიდან ასარიდებლად.

თუ გაუმჯობესება არ მოხდა 3 დღის განმავლობაში ან იგრძენით გაუარესება, საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ აფრინის® გამოყენების წინ.

მიღების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები

1 შეფრქვევა ცხვირის ორივე ღრუში დღეში 1-2-ჯერ.

ბავშვები

ბავშვები 12 წლის ზემოთ

დოზირების რეჟიმი იგივეა, რაც მოზრდილებში.

პრეპარატი აფრინი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

პრეპარატი გამოიყენება 3-დან 5 დღემდე. რეკომენდებულ დოზაში ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატი გამოიყენეთ არა უმეტეს 7 დღისა. თუ სიმპტომები ძლიერდება ან უკეთესობა არ დგება 3 დღის განმავლობაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის განმეორებითი კურსი შეიძლება ჩატარდეს რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც პრეპარატი არ გამოიყენება. პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას ცხვირის „გაჭედვის“ შეგრძნება შეიძლება ისევ გაჩნდეს ან გაუარესდეს. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

გამოყენების წესი

ინტრანაზალურად.

ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ენერგიულად შევანჯღრიოთ სპრეის ფლაკონი. ნაზალური სპრეის პირველი გამოყენების წინ აუცილებელია მოვახდინოთ მისი <<კალიბრირება>> გამფრქვევის თავზე რამოდენიმეჯერ დაჭერის გზით.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ოქსიმეტაზოლინზე ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 განყოფილებაში;

თუ გაქვთ ატროფირებული (მშრალი) რინიტი;

თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

თუ ჩაგიტარდათ ტრანსფენიოდალური ჰიპოფიზექტომია;

თუ გქონდათ ქირურგიული ჩარევა ტვინის მყარ გარსზე (ანამნეზში);

თუ გაქვთ ცხვირის კარიბჭის მიდამოში კანის და ლორწოვანი გარსის ანთება.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ აფრინის® გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ გაქვთ:

მომატებული თვალშიდა წნევა,

ქრონიკული გულის უკმარისობა,

მწვავე გულსისხლძარღვთა დაავადებები ან მწვავე მარცხენა პარკუჭის უკმარისობა (რომელიც ვლინდება ქოშინით, სწრაფი დაღლით და ა.შ.),

არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა),

სტენოკარდია (დისკომფორტის გრძნობა ან მოჭერითი ტკივილი მკერდში),

არითმია (გულის შეკუმშვის დარღვევა),

ქრონიკული თირკმლის უკმარისობა,

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია კლინიკური სიმპტომებით (შარდის შეკავება),

გამოხატული ათეროსკლეროზი,

ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება),

შაქრიანი დიაბეტი,

ფეოქრომოციტომა (ჰორმონალურ-აქტიური სიმსივნე),

ტაქიკარდია (გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდა),

პორფირია (პიგმენტური ცვლის დარღვევა),

მონოამინოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორების მიღების აუცილებლობა (მათ შორის წინა 2 კვირის და მათი შეწყვეტიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში), აგრეთვე ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ასევე სხვა პრეპარატებისა, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის და ბრომოკრიპტინის მატებას;

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ (უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია აღწერილია ქვეგანყოფილებაში „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

აუცილებელია უფრთხილდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი აფრინი® არ არის განკუთვნილი 12 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის მისაღებად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.

სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ სამკურნალო საშუალებებთან ერთობლივი მიღების დროს იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაპროთილინის, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების (მიღების შეწყვეტიდან 14 დღიანი ინტერვალის ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას - შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.

ოქსიმეტაზოლინი ანელებს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების შეწოვას და აგრძელებს მათ მოქმედებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, ამიტომ პრეპარატის მოხმარება ორსულებსა და მეძუძურ დედებში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა არტერიული ჰიპერტენზიის (არტერიული წნევის მატება) არსებობისას ან პლაცენტარული სისხლის დინების (სისხლის მიმოქცევის დარღვევა პლაცენტაში, რომელიც გამოვლინდა ულტრაბგერითი გამოკვლევისას ან სხვა ხერხით) შემცირების ნიშნების გამოვლენისას. პრეპარატის დიდი დოზებით ხშირმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტარული სისხლის დინების შემცირება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მექანიზმებთან

რეკომენდებული დოზებით სწორი გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატი აფრინი® გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე, თუმცა, ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, როგორიც არის თავბრუსხვევა, თავი მოარიდეთ ამ სახის საქმიანობებს.

პრეპარატი აფრინი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია გამოიწვიოს ლოკალური კანის რეაქციები.

პრეპარატ აფრინის® გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ფურცელ-ჩანართთან ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობით. ეჭვის გაჩენისას გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები

1 შეფრქვევა ცხვირის ორივე ღრუში დღეში 1-2-ჯერ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვები 12 წლის ზემოთ

დოზირების რეჟიმი იგივეა, რაც მოზრდილებში.

პრეპარატი აფრინი® უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ არის რეკომენდებული მითითებული დოზის გადამეტება.

შეყვანის გზა და ხერხი

მიიღება ინტრანაზალურად. ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ენერგიულად შევანჯღრიოთ სპრეის ფლაკონი. ნაზალური სპრეის პირველი გამოყენების წინ აუცილებელია მოვახდინოთ მისი <<კალიბრირება>> გამფრქვევის თავზე რამოდენიმეჯერ დაჭერის გზით.

გამოყენებისას დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში.

თერაპიის ხანგრძლივობა

პრეპარატი გამოიყენება 3-დან 5 დღემდე. რეკომენდებულ დოზაში ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატი გამოიყენეთ არა უმეტეს 7 დღისა. თუ სიმპტომები ძლიერდება ან უკეთესობა არ დგება 3 დღის განმავლობაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის განმეორებითი კურსი შეიძლება ჩატარდეს რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც პრეპარატი არ გამოიყენება. პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას ცხვირის „გაჭედვის“ შეგრძნება შეიძლება ისევ გაჩნდეს ან გაუარესდეს. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

თუ პრეპარატი აფრინი® საჭიროზე მეტი გამოიყენეთ

მნიშვნელოვანი ზედოზირების ან შემთხვევით მისი შიგნით მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს: გუგების გაფართოება ან შევიწროვება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი (კანის ან ლორწოვანი გარსების სილურჯე), სხეულის ტემპერატურის აწევა, სპაზმები, ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა), არითმია (გულის შეკუმშვათა სიხშირის, რითმის და თანმიმდევრობის დარღვევა), მომატებული არტერიული წნევა, ქოშინი, გულის გაჩერება, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვები, ფილტვების შეშუპება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა (ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირება), არტერიული წნევის დაწევა, სუნთქვის გაჩერება და კომა).

შიგნით შემთხვევით მიღებისას ტარდება კუჭის გამორეცხვა და ინიშნება აქტივირებული ნახშირი.

თუ მიიღეთ ძალიან ბევრი პრეპარატი აფრინი®, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს უახლოესი საავადმყოფოს ექსტრენულ განყოფილებაში. შეძლებისდაგვარად თან წაიღეთ ფლაკონი, შეფუთვა და/ან ფურცელ-ჩანართი, რათა აჩვენოთ ექიმს, რომელი პრეპარატი მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ აფრინის® მიღება

გვერდითი მოვლენები

ბევრ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციას მკაფიო დოზადამოკიდებული ხასიათი აქვს და ვარირებს პაციენტიდან პაციენტზე. არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების სიხშირე კლასიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად: სიხშირის მიხედვით არასასურველი რეაქციები შემდეგნაირია: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100-დან ≤1/10-მდე), არახშირად (>1/1000-დან ≤1/100-მდე), იშვიათად (>1/10000-დან ≤1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (≤1/10000), სიხშირე ცნობილი არ არის (სიხშირის წარმოშობის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

არახშირად: კვინკეს შეშუპება, ქავილი.

ფსიქიკური დარღვევები:

იშვიათად: შფოთვა, გაღიზიანება, ძილის დარღვევა (ბავშვებში), უძილობა.

ძალიან იშვიათად: მოუსვენრობა, დაღლილობა, ძილიანობა, სედატიური ეფექტი, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში), კრუნჩხვები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

იშვიათად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

იშვიათად: მხედველობის დარღვევა (თვალში მოხვედრისას).

დარღვევები გულის მხრივ:

იშვიათად: არტერიული წნევის აწევა, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუს და შუასაყარის ორგანოების მხრივ;

ძალიან იშვიათად: სუნთქვის გაჩერება (ბავშვებში).

იშვიათად: პრეპარატის მიღებით გამოწვეული ეფექტის გასვლის შემდეგ ცხვირის „გაჭედვის“ გრძნობა (რეაქტიული ჰიპერემია).

არახშირად: ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსების წვა ან სიმშრალე, ცემინება, სისხლდენა ცხვირიდან.

სიხშირე უცნობია: ყელის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ცხვირიდან გამოყოფილი სეკრეტის მოცულობის გაზრდა, ეკზანთემა.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

იშვიათად: გულისრევა.

სისხლძარღვთა შემავიწროებელი სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივმა უწყვეტმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტაქიფილაქსია, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ატროფია და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება (მედიკამენტოზური რინიტი).

თუ ინსტრუქციაში მითითებული გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერი ღრმავდება ან შეამჩნიეთ ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც არაა მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

შეტყობინება საეჭვო არასასურველ რეაქციებზე

მნიშვნელოვანია შეატყობინოთ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალწამლო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ იმისათვის, რომ მოხდეს სამკურნალწამლო პრეპარატის <<სარგებელი-რისკი>>-ს შეფასების უწყვეტი მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებს ეძლევა რეკომენდაცია, სამკურნალწამლო საშუალების ნებისმიერ არასასურველ რეაქციაზე ეჭვის შეტანის დროს ნაციონალური სისტემების მეშვეობით აცნობონ სამკურნალწამლო საშუალების არასასურველი რეაქციების შესახებ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, ნაგ. 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

ცხელი ხაზის ტელ.: 8 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru/

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რ-ნი, ა. იმანოვის ქ. 13 (ბც „ნურსაულეტ“ 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „სამკურნალწამლო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელ.: +7 7172 235 135

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

220037, ქ. მინსკი, ტოვარიშესკი შეს., 2ა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვაში ექასპერტიზის და გამოცდების ცენტრი“

ტელ.: + 375 17-242-00-29

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://www.rceth.by

ყირგიზეთის რესპუბლიკა

720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქუჩა, 25

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინიტროსთან არსებული სამკურნალწამლო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის დეპარტამენტი

ტელ.: + 996 312 21 92 78

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

http://pharm.kg

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/4

დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის სამკურნალწამლო საშუალებების და სამედიცინო ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრი“

ცხელი ხაზი: +374 10 20 05 05; +374 99 22 05 05

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

http://pharm.am

ჭარბი დოზა

სიმპტომები

გუგების გაფართოება ან შევიწროვება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, სხეულის ტემპერატურის მატება, სპაზმები, ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის აწევა, ქოშინი, გულის გაჩერება, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვები, ფილტვების შეშუპება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა (ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაწევა, სუნთქვის გაჩერება და კომა).

მკურნალობა

სიმპტომატური; მძიმე ზედოზირებისას - ინტენსიური თერაპია; შიგნით შემთხვევით მიღებისას - კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი. შეიძლება გამოყენებულ იქნას არასელექტიური ადრენობლოკატორები, მაგალითად, ფენტოლამინი, რათა მოხდეს მომატებული არტერიული წნევის დაწევა.

შემადგენლობა

რას წარმოადგენს პრეპარატი აფრინი® და რისთვის გამოიყენება.

პრეპარატი აფრინი®, ნაზალური სპრეი, შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ოქსომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ოქსიმეტაზოლინი იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების, დანამატი წიაღების და ევტაქის მილის შევიწროებას, რასაც თან სდევს შეშუპების შემცირება და ცხვირით სუნთქვის შემსუბუქება.

სამკურნალწამლო პრეპარატის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებების (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა და პოვიდონი K29-32) არსებობის ხარჯზე პრეპარატი აფრინი® ცხვირის არხებში შეყვანისას უფრო ბლანტი ხდება (გადაიქცევა გელად) და ცხვირის ლორწოვან გარსებზე უფრო ეფექტურად ჩერდება, ვიდრე ჩვეულებრივი წყალხსნარი.

კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად სამკურნალწამლო პრეპარატი მოქმედებას იწყებს 1 წუთის განმავლობაში და მოქმედებს 12 საათამდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატები ცხვირის დაავადებების სამკურნალოდ; დეკონგესტანტები და სხვა პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის; სიმპატომიმეტიკები.

ათქ კოდი: R01AA05

მოქმედების მექანიზმი, ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატი აფრინი წარმოადგენს ალფა-ადრენომასტიმულირებელ საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისთვის. ახდენს სისხლძარღვების შემავიწროვებელ ქმედებას.

ოქსიმეტაზოლინი იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების, დანამატი წიაღების და ევტაქის მილის შევიწროებას, რასაც მოჰყვება მათი შეშუპების შემცირება და ცხვირით სუნთქვის შემსუბუქება ალერგიული და/ან ინფექციურ-ანთებითი რინიტისას (სურდოს დროს).

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების აღმოფხვრა ხელს უწყობს ცხვირის დანამატი წიაღების, შუა ყურის აერაციის აღდგენას, რაც ხელს უშლის ბაქტერიული გართულებების (ჰაიმორიტის, სინუსიტის, შუა ოტიტის) განვითარებას.

ადგილობრივად ინტრანაზალურად გამოყენებისას თერაპევტულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს და არ იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას. კლინიკური კვლევების მონაცემებით 12-70 წლის პაციენტებში მწვავე ვირუსული რინიტით ნაჩვენებია, რომ ოქსიმეტაზოლინის 0,05% ნაზალური სპრეის გამოყენება ამცირებს სურდოს ხანგრძლივობის მედიანას 6-დან 4 დღემდე.

სამკურნალწამლო საშუალების შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებების (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა (ავიცელ RC-591) და პოვიდონი-K29-32) ხარჯზე, აფრინი, ნაზალური სპრეი, ცხვირის ღრუში შეყვანისას უფრო ბლანტი ხდება და ცხვირის ლორწოვან გარსზე უფრო ეფექტურად ჩერდება, ვიდრე ჩვეულებრივი წყალხსნარი, ამიტომ არ გამოედინება ცხვირიდან და არ გადაედინება ყელში.

კლინიკური კვლევების მონაცემებით სამკურნალწამლო პრეპარატის მოქმედება იწყება 1 წუთის განმავლობაში და გრძელდება 12 საათამდე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია და განაწილება

ნაზალური სპრეის გამოყენებისას ოქსიმეტაზოლინი პრაქტიკულად არ განისაზღვრება სისხლის პლაზმაში.

ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია

ოქსიმეტაზოლინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მისი ინტრანაზალური შეყვანისას შეადგენს 35 საათს. ოქსიმეტაზოლინის 2,1% გამოიყოფა თირკმლების მიერ და დაახლოებით 1,1% განავალთან ერთად.

ფარმაცევტული თვისებები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი

ნატრიუმის ჰიდროფოსფატი

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი

პოვიდონ-K29-32

ბენზალკონიუმის ქლორიდის 17%-იანი ხსნარი

მაკროგოლ-1450

ბენზილის სპირტი

მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა (ავიცელ RC-591)

ლიმონის არომატიზატორი

გაწმენდილი წყალი

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

განსაკუთრებული ზომები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

პირველადი შეფუთვის ხასიათი და შემცველობა

15 მლ სპრეი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის 20 მლ ტევადობის ჰერმეტულად მოხუფულ გაუმჭვირვალე ფლაკონი, წვრილი გამფრქვევი დოზირების მექანიზმით და დამცავი თავსახურით, გადაჭიმული თერმოკუმშვადი აპკით პირველადი გახსნის კონტროლით. 1 ფლაკონი მუყაოს ყუთში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალწამლო პრეპარატის ან სამკურნალწამლო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან: არ არის უტილიზაციის განსაკუთრებული მოთხოვნები.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

შვეიცარია

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ, პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი

ტელ.: +41 58 272 7272

ფაქსი: +41 58 272 7273

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი

მომხმარებელთა პრეტენზიები გაგზავნეთ მისამართზე

რუსეთის ფედერაციის და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

სს „ბაიერი“

107113, ქ. მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქ. სახლი 18, ნაგ. 2

ტელ.: +7 (495) 231 12 00

ყაზახეთის რესპუბლიკის და ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „ბაიერ ყაზ“

050057, ქ. ალმათი, ტიმირიაზევის ქ. 42, პავილიონი 15, ოფისი 301, ყაზახეთი

ტელ.: +7 (727) 258-80-40

ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

220089, ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზირი 57, ფართი 54, ბელარუსი

ტელ.: (+375 17) 23 54 20

სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი

ЛП-№(000887)-(РГ-RU)

პირველადი რეგისტრაციის (რეგისტრაციის დადასტურების, ხელახალი რეგისტრაციის) თარიღი

პირველი რეგისტრაციის თარიღი: 09.06.2022

ტექსტის გადახედვის თარიღი

  • 10.2023

სამკურნალწამლო პრეპარატ აფრინის ზოგადი დახასიათება ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო პორტალზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“ https://eec.eaeunion.org.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისთვის

აფრინი®, 0,05 %, ნაზალური სპრეი

მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენების წინ სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რამდენადაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ფურცელ-ჩანართის, მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების სიზუსტით.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა, კიდევ დაგჭირდეთ წასაკითხად.

თუ გჭირდებათ დამატებითი ცნობები ან რეკომენდაციები, მიმართეთ აფთიაქის თანამშრომელს.

რაიმე არასასურველი რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომელიც არაა ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 განყოფილებაში.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება 3 დღის განმავლობაში ან იგი გაუარესდება, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

რას წარმოადგენს პრეპარატი აფრინი® და რისთვის გამოიყენება.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ აფრინის® გამოყენების წინ.

პრეპარატ აფრინის® გამოყენება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პრეპარატ აფრინის® შენახვა.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ცნობები.

რას წარმოადგენს პრეპარატი აფრინი® და რისთვის გამოიყენება.

პრეპარატი აფრინი®, ნაზალური სპრეი, შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ოქსომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ოქსიმეტაზოლინი იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების, დანამატი წიაღების და ევტაქის მილის შევიწროებას, რასაც თან სდევს შეშუპების შემცირება და ცხვირით სუნთქვის შემსუბუქება.

სამკურნალწამლო პრეპარატის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებების (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა და პოვიდონი K29-32) არსებობის ხარჯზე პრეპარატი აფრინი® ცხვირის არხებში შეყვანისას უფრო ბლანტი ხდება (გადაიქცევა გელად) და ცხვირის ლორწოვან გარსებზე უფრო ეფექტურად ჩერდება, ვიდრე ჩვეულებრივი წყალხსნარი.

კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად სამკურნალწამლო პრეპარატი მოქმედებას იწყებს 1 წუთის განმავლობაში და მოქმედებს 12 საათამდე.

გამოყენების ჩვენებები

სამკურნალწამლო პრეპარატი აფრინი® ნაჩვენებია გამოსაყენებლად მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში:

მწვავე რესპირატორული დაავადებებისას რინიტის (სურდოს) მოვლენებით;

მწვავე ალერგიული რინიტისას;

ვაზომოტორული რინიტის გამწვავებისას (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ცხვირის გაჭედვა ან ჭარბი გამონადენი, რომლებიც არაა დაკავშირებული რაიმე ალერგიასთან ან ინფექციასთან);

სითხის გადინების აღდგენისთვის (დრენაჟი) ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთებისას (სინუსიტებისას), ევსტაქიისას (სასმენი მილის ლორწოვანი გარსის და დაფის ღრუს ანთება), შუა ოტიტისას;

ცხვირის ღრუში დიაგნოსტიკური მანიპულაციების წინ შეშუპების თავიდან ასარიდებლად.

თუ გაუმჯობესება არ მოხდა 3 დღის განმავლობაში ან იგრძენით გაუარესება, საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ აფრინის® გამოყენების წინ.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ პრეპარატი აფრინი®:

თუ გაქვთ ალერგია ოქსიმეტაზოლინზე ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 განყოფილებაში;

თუ გაქვთ ატროფირებული (მშრალი) რინიტი;

თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

თუ ჩაგიტარდათ ტრანსფენიოდალური ჰიპოფიზექტომია;

თუ გქონდათ ქირურგიული ჩარევა ტვინის მყარ გარსზე (ანამნეზში);

თუ გაქვთ ცხვირის კარიბჭის მიდამოში კანის და ლორწოვანი გარსის ანთება.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატ აფრინის® გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ გაქვთ:

მომატებული თვალშიდა წნევა,

ქრონიკული გულის უკმარისობა,

მწვავე გულსისხლძარღვთა დაავადებები ან მწვავე მარცხენა პარკუჭის უკმარისობა (რომელიც ვლინდება ქოშინით, სწრაფი დაღლით და ა.შ.),

არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა),

სტენოკარდია (დისკომფორტის გრძნობა ან მოჭერითი ტკივილი მკერდში),

არითმია (გულის შეკუმშვის დარღვევა),

ქრონიკული თირკმლის უკმარისობა,

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია კლინიკური სიმპტომებით (შარდის შეკავება),

გამოხატული ათეროსკლეროზი,

ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება),

შაქრიანი დიაბეტი,

ფეოქრომოციტომა (ჰორმონალურ-აქტიური სიმსივნე),

ტაქიკარდია (გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდა),

პორფირია (პიგმენტური ცვლის დარღვევა),

მონოამინოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორების მიღების აუცილებლობა (მათ შორის წინა 2 კვირის და მათი შეწყვეტიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში), აგრეთვე ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ასევე სხვა პრეპარატებისა, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის და ბრომოკრიპტინის მატებას;

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ (უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია აღწერილია ქვეგანყოფილებაში „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

აუცილებელია უფრთხილდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი აფრინი® არ არის განკუთვნილი 12 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის მისაღებად.

სხვა პრეპარატები და აფრინი®

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.

სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ სამკურნალო საშუალებებთან ერთობლივი მიღების დროს იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაპროთილინის, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების (მიღების შეწყვეტიდან 14 დღიანი ინტერვალის ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას - შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.

ოქსიმეტაზოლინი ანელებს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების შეწოვას და აგრძელებს მათ მოქმედებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, ამიტომ პრეპარატის მოხმარება ორსულებსა და მეძუძურ დედებში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა არტერიული ჰიპერტენზიის (არტერიული წნევის მატება) არსებობისას ან პლაცენტარული სისხლის დინების (სისხლის მიმოქცევის დარღვევა პლაცენტაში, რომელიც გამოვლინდა ულტრაბგერითი გამოკვლევისას ან სხვა ხერხით) შემცირების ნიშნების გამოვლენისას. პრეპარატის დიდი დოზებით ხშირმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტარული სისხლის დინების შემცირება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მექანიზმებთან

რეკომენდებული დოზებით სწორი გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატი აფრინი® გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე, თუმცა, ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, როგორიც არის თავბრუსხვევა, თავი მოარიდეთ ამ სახის საქმიანობებს.

პრეპარატი აფრინი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია გამოიწვიოს ლოკალური კანის რეაქციები.

პრეპარატ აფრინის® გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ფურცელ-ჩანართთან ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობით. ეჭვის გაჩენისას გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები

1 შეფრქვევა ცხვირის ორივე ღრუში დღეში 1-2-ჯერ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვები 12 წლის ზემოთ

დოზირების რეჟიმი იგივეა, რაც მოზრდილებში.

პრეპარატი აფრინი® უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ არის რეკომენდებული მითითებული დოზის გადამეტება.

შეყვანის გზა და ხერხი

მიიღება ინტრანაზალურად. ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ენერგიულად შევანჯღრიოთ სპრეის ფლაკონი. ნაზალური სპრეის პირველი გამოყენების წინ აუცილებელია მოვახდინოთ მისი <<კალიბრირება>> გამფრქვევის თავზე რამოდენიმეჯერ დაჭერის გზით.

გამოყენებისას დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში.

თერაპიის ხანგრძლივობა

პრეპარატი გამოიყენება 3-დან 5 დღემდე. რეკომენდებულ დოზაში ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატი გამოიყენეთ არა უმეტეს 7 დღისა. თუ სიმპტომები ძლიერდება ან უკეთესობა არ დგება 3 დღის განმავლობაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის განმეორებითი კურსი შეიძლება ჩატარდეს რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც პრეპარატი არ გამოიყენება. პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას ცხვირის „გაჭედვის“ შეგრძნება შეიძლება ისევ გაჩნდეს ან გაუარესდეს. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

თუ პრეპარატი აფრინი® საჭიროზე მეტი გამოიყენეთ

მნიშვნელოვანი ზედოზირების ან შემთხვევით მისი შიგნით მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს: გუგების გაფართოება ან შევიწროვება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი (კანის ან ლორწოვანი გარსების სილურჯე), სხეულის ტემპერატურის აწევა, სპაზმები, ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა), არითმია (გულის შეკუმშვათა სიხშირის, რითმის და თანმიმდევრობის დარღვევა), მომატებული არტერიული წნევა, ქოშინი, გულის გაჩერება, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვები, ფილტვების შეშუპება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა (ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირება), არტერიული წნევის დაწევა, სუნთქვის გაჩერება და კომა).

შიგნით შემთხვევით მიღებისას ტარდება კუჭის გამორეცხვა და ინიშნება აქტივირებული ნახშირი.

თუ მიიღეთ ძალიან ბევრი პრეპარატი აფრინი®, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს უახლოესი საავადმყოფოს ექსტრენულ განყოფილებაში. შეძლებისდაგვარად თან წაიღეთ ფლაკონი, შეფუთვა და/ან ფურცელ-ჩანართი, რათა აჩვენოთ ექიმს, რომელი პრეპარატი მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ აფრინის® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ პრეპარატი აფრინი®

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული კითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სხვა სამკურნალწამლო პრეპარატების მსგავსად, პრეპარატ აფრინს® შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველაში.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციებიდან - შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში),

ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში),

სუნთქვის გაჩერება (ბავშვებში).

სხვა არასასურველი რეაქციები

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან:

არახშირად - შეიძლება წარმოეშვას არაუმეტეს 1 ადამიანს 100-დან:

კვინკეს შეშუპება (ტუჩების, ქუთუთოების, პირის ლორწოვანის, ხორხის და სხვ. შეშუპება),

ქავილი,

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე,

ცემინება,

სისხლდენა ცხვირიდან.

იშვიათად - შეიძლება წარმოეშვას არაუმეტეს 1 ადამიანს 1 000-დან:

შფოთვა,

გაღიზიანება,

ძილის დარღვევა (ბავშვებში),

უძილობა,

თავის ტკივილი,

თავბრუსხვევა,

მხედველობის დარღვევა (თვალში მოხვედრისას),

არტერიული წნევის მატება,

გულისცემის შეგრძნება,

ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა),

ცხვირის გაჭედვის შეგრძნება, რომელიც ჩნდება მას მერე, რაც გაივლის პრეპარატის მიღებისგან გამოწვეული ეფექტი (რეაქტიული ჰიპერემია),

გულისრევა.

ძალზე იშვიათად - შეიძლება წარმოეშვას არაუმეტეს 1 ადამიანს 10 000-დან:

მოუსვენრობა,

დაღლილობა,

ძილიანობა,

სედატიური ეფექტი.

უცნობია - არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოშობის სიხშირის გარკვევა შეუძლებელია:

ყელის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსების სიმშრალე,

ცხვირიდან გამოყოფილი სეკრეტის მოცულობის გაზრდა,

ეკზანთემა (გამონაყარი კანზე).

შეტყობინება არასასურველ რეაქციებზე

თუ პრეპარატ აფრინის® მიღებისას წარმოგეშვათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს ასევე ეხება არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციების წარმოშობის შესახებ პირდაპირ შეტყობინების სისტემით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, ნაგ. 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

ცხელი ხაზის ტელ.: 8 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

https://roszdravnadzor.gov.ru/

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ქ. ნურ-სულთანი, ა. იმანოვის ქ. 13

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „სამკურნალწამლო საშუალებები და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელ.: +7 7172 235 135

ელექტრონული ფოსტა: [email protected] https://www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

220037, ქ. მინსკი, ფტოვარიშჩესკი შეს. 2ა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვაში ექასპერტიზის და გამოცდების ცენტრი“,

ტელ.: + 375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტა: [email protected] https://www.rceth.by

ყირგიზეთის რესპუბლიკა

720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქუჩა, 25

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინიტროსთან არსებული სამკურნალწამლო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის დეპარტამენტი

ტელ.: + 996 312 21 92 78

ელექტრონული ფოსტა: [email protected] http://pharm.kg

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/4

დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის სამკურნალწამლო საშუალებების და სამედიცინო ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრი“

ტელ.: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05

ელექტრონული ფოსტა: [email protected] http://pharm.am

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

პრეპარატ აფრინის® შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი. არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის ვადა), რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვა „ვარგისია“-ს შემდეგ.

ვადის ამოწურვის თარიღს წარმოადგენს თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

არ ჩააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ მოახდინოთ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ცნობები

პრეპარატი აფრინი® შეიცავს

მოქმედი ნივთიერებაა ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი; სპრეის 1 მლ შეიცავს 0,5 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებს (დამხმარე ნივთიერებებს) წარმოადგენს: დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, პოვიდონ-K29-32, ბენზალკონიუმის ქლორიდი (17%-იანი ხსნარის სახით), მაკროგოლ-1450, ბენზილის სპირტი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა (ავიცელ RC-591), ლიმონის არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.

პრეპარატ აფრინის® გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ნაზალური სპრეი.

თეთრი ან თითქმის თეთრი გელისმაგვარი სუსპენზია დამახასიათებელი ციტრუსის სუნით.

15 მლ სპრეი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის 20 მლ ტევადობის ჰერმეტულად მოხუფულ გაუმჭვირვალე ფლაკონში, წვრილი გამფრქვევი დოზირების მექანიზმით და დამცავი თავსახურით, გადაჭიმული თერმოკუმშვადი აპკით პირველადი გახსნის კონტროლისთვის. 1 ფლაკონი მუყაოს ყუთში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ, პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

მწარმოებელი:

დელფარმ მონრეალ ინკ., 3535, რუთ ტრანსკანადიენ, ფოინთ-კლერ, კვებეკი, კანადა, აშ9ერ 1ბე4.

Delpharm Montreal Inc., Route Transcanadienne, Pointe-Claire, Quebec, Canada, H9R 1B4.

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, აგრეთვე პრეტენზიების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს:

რუსეთის ფედერაციის და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

სს „ბაიერი“

107113, ქ. მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქ. სახლი 18, ნაგ. 2, რუსეთი

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)

ტელ.: +7 495 231 12 00

https://www.bayer.ru

ყაზახეთის რესპუბლიკის და ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „ბაიერ ყაზ“

050057, ქ. ალმათი, ტიმირიაზევის ქ. 42, პავილიონი 15, ოფისი 301, ყაზახეთი

ტელ.: +7 727 258 80 40

https://www.bayer.ru

ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

220089, ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზირი 57, ფართი 54, ბელარუსი

ტელ.: +375 17 239 54 20

https://www.bayer.ru

ფურცელ-ჩანართი გადახედილია

  • 10.2023

ინფორმაციის სხვა წყაროები

დაწვრილებით ცნობებს პრეპარატის შესახებ შეიცავს კავშირის საიტი https://eec.eaeunion.org

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა