ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

მეგა ავარინო

MEGA AVARINO

ურეცეპტოდ300მგ + 60მგინსტრუქცია ქართულადტაილანდი
რისთვის გამოიყენება

სიმპტომური მკურნალობა კუჭ-ნაწლავის დარღვევების დროს, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან პეპტიური წყლული, რომელიც ვლინდება დისკომფორტით მუცლის ღრუში (შებერილობა, მეტეორიზმი, სისავსის შეგრძნება, ტკივილი და/ან სპაზმები). ასევე გამოიყენება დისმენორეის სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
alverine + simeticone
ფორმა და შეფუთვა
300მგ + 60მგ რბილი კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
MEGA LIFESCIENCES Public Company Limited (ტაილანდი), ტაილანდი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
A03AX58
რეგისტრაციის ნომერი
რ-046495
რეგისტრირებულია
19 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 24 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MEGA LIFESCIENCES Public Company Limited (ტაილანდი) (ტაილანდი)
განმცხადებელი
შპს „3დ ჯორჯია”
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამეგა ავარინო და სხვა წამალი ერთად

მეგა ავარინო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სიმპტომური მკურნალობა კუჭ-ნაწლავის დარღვევების დროს, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან პეპტიური წყლული, რომელიც ვლინდება დისკომფორტით მუცლის ღრუში (შებერილობა, მეტეორიზმი, სისავსის შეგრძნება, ტკივილი და/ან სპაზმები).

ასევე გამოიყენება დისმენორეის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები: ერთი კაფსულა დღეში 1-3-ჯერ ჭამის შემდეგ ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ფარმაკოლოგია:

ალვერინის ციტრატი არის გლუვი მუსკულატურის სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც პაპავერინთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ ძლიერია და აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება. ის არც ანტიქოლინერგულია და არც ატროპინის წარმოებული. მისი პირდაპირი სპაზმოლიზური მოქმედება განპირობებულია ადგილობრივი ანესთეზიური თვისებებით. არ გამოვლენილა განგლიომაბლოკირებელი ან ჩონჩხის ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი მოქმედება და კუჭის ან პანკრეასის სეკრეციის მნიშვნელოვანი შემცირება. სიმეთიკონის კლინიკური გამოყენება ეფუძნება მის ქაფისსაწინააღმდეგო თვისებებს. სილიკონის ქაფისსაწინააღმდეგო საშუალებები ნაწილდებიან წყლიანი სითხეების ზედაპირზე, ქმნიან დაბალი ზედაპირული დაჭიმულობის მქონე ფენას და ამით იწვევენ ქაფის ბუშტების დაშლას. არსებული მონაცემებით, სიმეთიკონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ლორწოთი გარშემორტყმული აირის ბუშტების შეერთებას და გამოდევნას.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

პაციენტები ნაწლავის ობსტრუქციით ან პარალიზური ილეუსით.

სიფრთხილის ზომები

არ არის რეკომენდებული გამოყენება ჰიპოტენზიურ პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის ცნობილი.

გვერდითი მოვლენები

აღინიშნა გულისრევა, თავის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი, თავბრუ და ჰიპოტენზია ან არტერიული წნევის დროებითი დაქვეითება.

ასევე აღინიშნა ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია.

ჭარბი დოზა

შენახვა: შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან მოშორებით.

ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან სამი წელი.

შეფუთვა: მყაოს კოლოფი, მასში მოთავსებული 310 კაფსულით ბლისტერში.

შენიშვნა:

გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

შემადგენლობა

თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

სიმეთიკონი 300 მგ

ალვერინის ციტრატი 60 მგ

სხვა ინგრედიენტები: სილიციუმის დიოქსიდი, ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ბრილიანტის ლურჯი, რკინის ოქსიდი შავი, ტიტანის დიოქსიდი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

მეგა ავარინო

შემადგენლობა:

თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

სიმეთიკონი 300 მგ

ალვერინის ციტრატი 60 მგ

სხვა ინგრედიენტები: სილიციუმის დიოქსიდი, ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ბრილიანტის ლურჯი, რკინის ოქსიდი შავი, ტიტანის დიოქსიდი.

ჩვენებები:

სიმპტომური მკურნალობა კუჭ-ნაწლავის დარღვევების დროს, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან პეპტიური წყლული, რომელიც ვლინდება დისკომფორტით მუცლის ღრუში (შებერილობა, მეტეორიზმი, სისავსის შეგრძნება, ტკივილი და/ან სპაზმები).

ასევე გამოიყენება დისმენორეის სამკურნალოდ.

დოზირება:

მოზრდილები: ერთი კაფსულა დღეში 1-3-ჯერ ჭამის შემდეგ ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ფარმაკოლოგია:

ალვერინის ციტრატი არის გლუვი მუსკულატურის სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც პაპავერინთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ ძლიერია და აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება. ის არც ანტიქოლინერგულია და არც ატროპინის წარმოებული. მისი პირდაპირი სპაზმოლიზური მოქმედება განპირობებულია ადგილობრივი ანესთეზიური თვისებებით. არ გამოვლენილა განგლიომაბლოკირებელი ან ჩონჩხის ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი მოქმედება და კუჭის ან პანკრეასის სეკრეციის მნიშვნელოვანი შემცირება. სიმეთიკონის კლინიკური გამოყენება ეფუძნება მის ქაფისსაწინააღმდეგო თვისებებს. სილიკონის ქაფისსაწინააღმდეგო საშუალებები ნაწილდებიან წყლიანი სითხეების ზედაპირზე, ქმნიან დაბალი ზედაპირული დაჭიმულობის მქონე ფენას და ამით იწვევენ ქაფის ბუშტების დაშლას. არსებული მონაცემებით, სიმეთიკონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ლორწოთი გარშემორტყმული აირის ბუშტების შეერთებას და გამოდევნას.

გვერდითი ეფექტები:

აღინიშნა გულისრევა, თავის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი, თავბრუ და ჰიპოტენზია ან არტერიული წნევის დროებითი დაქვეითება.

ასევე აღინიშნა ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება: არ არის ცნობილი.

სიფრთხილის ზომები:

არ არის რეკომენდებული გამოყენება ჰიპოტენზიურ პაციენტებში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

პაციენტები ნაწლავის ობსტრუქციით ან პარალიზური ილეუსით.

ორსულობა და ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ჭარბი დოზირება და მკურნალობა:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

შენახვა: შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან მოშორებით.

ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან სამი წელი.

შეფუთვა: მყაოს კოლოფი, მასში მოთავსებული 310 კაფსულით ბლისტერში.

შენიშვნა:

გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ კაფსულების გარეგნულ სახეში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია ლიცენზიით:

MEGA LIFESCIENCES (AUSTRALIA) PTY. LTD.

ვიქტორია, ავსტრალია.

მწარმოებელი: MEGA LIFESCIENCES Public Company Limited

ბანგპუს ინდუსტრიული ზონა, სამუტპრაკამი, ტაილანდი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა