ლიოტონი 1000 გელი
Lioton 1000® Gel
მკურნალობა ზედაპირული ვენების დაავადებების დროს, როგორიცაა ვენების ვარიკოზული გაგანიერება და მასთან დაკავშირებული გართულებები, ფლებოთრომბოზი, თრომბოფლებიტი, ზედაპირული პერიფლებიტი, ვარიკოზული წყლულები. ოპერაციის შემდგომი ვარიკოფლებიტი, საფენექტომიის შემდგომი მდგომარეობები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰეპარინი (heparin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000 ს.ე./გ 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- A. Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.l., იტალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ჰეპარინები და ჰეპარინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- C05BA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046476
- რეგისტრირებულია
- 13 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- A. Menarini Industrie Farmaceutiche Riunite S.r.l. (იტალია)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლიოტონი 1000 გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მკურნალობა ზედაპირული ვენების დაავადებების დროს, როგორიცაა ვენების ვარიკოზული გაგანიერება და მასთან დაკავშირებული გართულებები, ფლებოთრომბოზი, თრომბოფლებიტი, ზედაპირული პერიფლებიტი, ვარიკოზული წყლულები. ოპერაციის შემდგომი ვარიკოფლებიტი, საფენექტომიის შემდგომი მდგომარეობები. ტრავმები და დაჟეჟილობები, ადგილობრივი შეშუპება და ინფილტრატები, ჰემატომა კანქვეშ. მყესოვან-კუნთოვანი და სახსრის შემაკავშირებელი აპარატის ტრავმული დაზიანებები.
მიღების წესი და დოზირება
კანის დაზიანებულ უბანზე წაისვით გელი დღე-ღამეში 1-3-ჯერ და მასაჟის მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ. რეკომენდებულია ტუბიდან გამოუშვათ 3-10 სმ სიგრძის გელი.
თუ სიმპტომები გაგიღრმავდათ ან მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 7 დღის გასვლის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ წაისვით პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის საჭიროზე მეტი რაოდენობა
ცნობები პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის მიღებული.
უკუჩვენებები
ჰეპარინის ნატრიუმის მარილზე ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერ სხვა კომპონენტზე ალერგიის არსებობის შემთხვევაში (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
მითითება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილება. ამ შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს პრეპარატ ლიოტონი 1000® გელით მკურნალობის შესაძლებლობა.
თუ პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის გამოყენების შემდეგ გამოგივლინდათ ალერგიის (მომატებული მგრძნობელობა) ნიშნები (სიმპტომები). ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატ ლიოტონი 1000® გელით მკურნალობა.
თუ პრეპარატის წასმის ადგილზე გაქვთ ღია ჭრილობა, სისხლდენა კანზე ან კანის ინფექცია: არ შეიძლება პრეპარატი ლიოტონი 1000® გელის წასმა ასეთ ადგილებზე; ლიოტონი 1000® გელი ასევე არ გამოიყენება ისეთ უბნებზე, რომლებიც არ არის დაფარული კანით (მაგალითად, სასქესო ორგანოები, პირი).
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში ლიოტონი 1000® გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
სიფრთხილის ზომები
ჰემორაგიული სინდრომის არსებობისას საჭიროა გულდასმით შეფასდეს პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის გამოყენების შესაძლებლობა.
არ შეიძლება ლიოტონი 1000® გელის გამოყენება სისხლდენის დროს, ღია ჭრილობაზე ან ლორწოვან გარსებზე, ასევე, კანის დაინფიცირებულ უბნებზე ჩირქოვანი პროცესების არსებობისას.
პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი კონსერვანტების სახით შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216), რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა, შენელებული ტიპის).
ამ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის არომატიზატორები, რომლებიც შეიცავს ციტრალს, ციტრონელოლს, კუმარინს, D-ლიმონენს, ფარნეზოლს, გერანიოლს და ლინალოოლს. ციტრალს, ციტრონელოლს, კუმარინს, D-ლიმონენს, ფარნეზოლს, გერანიოლს და ლინალოოლს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
დაზიანებულ კანზე ეთანოლმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (ე.ი. სამკურნალო საშუალებებს თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის). ამ შემთხვევაში, კანზე ჰეპარინის წასმამ შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლის შედედების დროის გახანგრძლივებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის გამოყენების შესახებ ცნობები არ არსებობს.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ლიოტონი 1000® გელი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216), ნეროლის არომატიზატორს და ლავანდის ზეთს
ეს პრეპარატი კონსერვანტების სახით შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216). მათ შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, შესაძლოა, შენელებული ტიპის რეაქციები.
ამ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის არომატიზატორები, რომლებიც შეიცავს ციტრალს, ციტრონელოლს, კუმარინს, D-ლიმონენს, ფარნეზოლს, გერანიოლს და ლინალოოლს.
ციტრალს, ციტრონელოლს, კუმარინს, D-ლიმონენს, ფარნეზოლს, გერანიოლს და ლინალოოლს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი შეიცავს ეთილის სპირტს
მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი გ გელი შეიცავს 233 მგ სპირტს (ეთილის სპირტს). დაზიანებულ კანზე ეთილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება.
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი
მოცემული პრეპარატის გამოყენებისას ყოველთვის ზუსტად დაიცავით მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
- პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი და რისთვის გამოიყენება
პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ჰეპარინი (ჰეპარინის ნატრიუმის მარილის ფორმით). ლიოტონი 1000® გელი გამოდის გელის სახით, რომელიც გამიზნულია კანზე წასასმელად. დაზიანებულ უბნებზე წასმისას ჰეპარინი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას ზედაპირულ ვენებში, აუმჯობესებს ადგილობრივ მიკროცირკულაციას (სისხლის ცირკულაციას წვრილ სისხლძარღვებში) და ამცირებს შეშუპებას.
ლიოტონი 1000® გელი გამოიყენება:
სიმპტომური მკურნალობისთვის ზედაპირული ვენების დაავადებების დროს (როგორიცაა, მაგალითად, დაავადებები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება და მათი გართულებები: თრომბების წარმოქმნა დაზიანებულ ვენებში ვენის კედლის ანთებით ან ანთების გარეშე, ვენების გარშემო არსებული ქსოვილების ანთება, ასევე, წყლულები კანზე ვენების ვარიკოზული გაგანიერების არეში);
ოპერაციული ჩარევის შედეგად დაზიანებული ვენის კედლის ანთების სამკურნალოდ;
იმ მოვლენების გამოხატულობის შესამცირებლად, რომლებსაც ადგილი აქვს ვენებზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევების შემდეგ (მაგალითად, სილურჯე და შეშუპება),
შეშუპებისა და სილურჯის მოსახსნელად სახსრების და კუნთების მიდამოში მათი ტრავმის ან დაჭიმულობის შემთხვევაში.
ლიოტონი 1000® გელის გამოყენება შეიძლება ცალკე, მონოთერაპიის სახით, ადგილობრივი მკურნალობის ჩვენების არსებობისას ან კომბინაციაში სისტემურ თერაპიასთან.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის გამოყენებამდე
ჭარბი დოზა
თუ დაგავიწყდათ ლიოტონი 1000® გელის წასმა
თუ დაგავიწყდათ ლიოტონი 1000® გელის წასმა, წაისვით ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
- 5 შეფუთვის სახე და შიგთავსი
სამკურნალო საშუალება გამოდის ტუბებში 30 გ, 50 გ და 100 გ გელით.
შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
- 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის უტილიზაციისას და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მითითებები
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ა. მენარინი ინდუსტრიე ფარმაჩეუტიკე რიუნიტე ს.რ.ლ.
ვია სეტტე სანტი 3
ფლორენცია, იტალია
- სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი(ნომრები)
- პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
- ტექსტის რედაქტირების თარიღი
- 2022
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალო საშუალებები, ჰეპარინი ან ჰეპარინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის (ათქ კოდი: C05BA03).
ექსპერიმენტული ფარმაკოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ ლიოტონი 1000® გელს ორგანიზმში პერკუტანული მოხვედრისას აქვს გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიგრანულომატოზური, ანტიექსუდაციური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიკოაგულანტური მოქმედება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვირთაგვებზე ჩატარებულმა ფარმაკოკინეტიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ჰეპარინი შეიძლება გამოვლინდეს პლაზმაში პრეპარატის გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში. მაქსიმალური დონე მიიღწევა 8 საათში. გამოყოფა ხორციელდება ძირითადად თირკმელებიდან. ადამიანში პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის კანზე წასმა არ იწვევს კოაგულაციის სისტემის პარამეტრების რაიმე ცვლილებებს.
- 3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
თაგვებსა და ვირთაგვებზე ჩატარებულმა მწვავე ტოქსიკურობის ცდებმა აჩვენა, რომ ლიოტონი 1000® გელს აქვს ძალიან დაბალი ტოქსიკურობა კანქვეშ და მუცელში შეყვანისას (LD50 2000 მგ/კგ). გარდა ამისა, სუბქრონიკული და ქრონიკული მკურნალობის დროს კანზე წასმისას ნაჩვენებია ამ პრეპარატის კარგი ადგილობრივი და სისტემური ასატანობა.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ეთანოლი 96%-იანი, კარბომერი, ტროლამინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნეროლის არომატიზატორი (ის შეიცავს ლინალოოლს, D-ლიმონენს, გერანიოლს, ციტრალს, ციტრონელოლს და ფარნეზოლს), ლავანდის ზეთი (ის შეიცავს ლინალოოლს, D-ლიმონენს, გერანიოლს და კუმარინს), გასუფთავებული წყალი.
- 2 შეუთავსებლობა
ხელმისაწვდომი არ არის.
- 3 ვარგისობის ვადა
5 წელი.
ტუბის პირველად გახსნის შემდეგ: 6 თვე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ლიოტონი 1000® გელი
ჰეპარინის ნატრიუმის მარილი
1000 სე/გ
გელი
მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ 7 დღის გასვლის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან ადგილი აქვს მდგომარეობის გაუარესებას, მიმართეთ ექიმს.
მოცემული ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი და რისთვის გამოიყენება
პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ჰეპარინი (ჰეპარინის ნატრიუმის მარილის ფორმით). ლიოტონი 1000® გელი გამოდის გელის სახით, რომელიც გამიზნულია კანზე წასასმელად. დაზიანებულ უბნებზე წასმისას ჰეპარინი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას ზედაპირულ ვენებში, აუმჯობესებს ადგილობრივ მიკროცირკულაციას (სისხლის ცირკულაციას წვრილ სისხლძარღვებში) და ამცირებს შეშუპებას.
ლიოტონი 1000® გელი გამოიყენება:
სიმპტომური მკურნალობისთვის ზედაპირული ვენების დაავადებების დროს (როგორიცაა, მაგალითად, დაავადებები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება და მათი გართულებები: თრომბების წარმოქმნა დაზიანებულ ვენებში ვენის კედლის ანთებით ან ანთების გარეშე, ვენების გარშემო არსებული ქსოვილების ანთება, ასევე, წყლულები კანზე ვენების ვარიკოზული გაგანიერების არეში);
ოპერაციული ჩარევის შედეგად დაზიანებული ვენის კედლის ანთების სამკურნალოდ;
იმ მოვლენების გამოხატულობის შესამცირებლად, რომლებსაც ადგილი აქვს ვენებზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევების შემდეგ (მაგალითად, სილურჯე და შეშუპება),
შეშუპებისა და სილურჯის მოსახსნელად სახსრების და კუნთების მიდამოში მათი ტრავმის ან დაჭიმულობის შემთხვევაში.
ლიოტონი 1000® გელის გამოყენება შეიძლება ცალკე, მონოთერაპიის სახით, ადგილობრივი მკურნალობის ჩვენების არსებობისას ან კომბინაციაში სისტემურ თერაპიასთან.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი
ჰეპარინის ნატრიუმის მარილზე ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერ სხვა კომპონენტზე ალერგიის არსებობის შემთხვევაში (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
მითითება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილება. ამ შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს პრეპარატ ლიოტონი 1000® გელით მკურნალობის შესაძლებლობა.
თუ პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის გამოყენების შემდეგ გამოგივლინდათ ალერგიის (მომატებული მგრძნობელობა) ნიშნები (სიმპტომები). ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატ ლიოტონი 1000® გელით მკურნალობა.
თუ პრეპარატის წასმის ადგილზე გაქვთ ღია ჭრილობა, სისხლდენა კანზე ან კანის ინფექცია: არ შეიძლება პრეპარატი ლიოტონი 1000® გელის წასმა ასეთ ადგილებზე; ლიოტონი 1000® გელი ასევე არ გამოიყენება ისეთ უბნებზე, რომლებიც არ არის დაფარული კანით (მაგალითად, სასქესო ორგანოები, პირი).
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში ლიოტონი 1000® გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ლიოტონი 1000® გელი
თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (ე.ი. სამკურნალო საშუალებებს თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის). ამ შემთხვევაში, კანზე ჰეპარინის წასმამ შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლის შედედების დროის გახანგრძლივებას.
ორსულობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის ფუნქცია
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის გამოყენების შესახებ ცნობები არ არსებობს.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ლიოტონი 1000® გელი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216), ნეროლის არომატიზატორს და ლავანდის ზეთს
ეს პრეპარატი კონსერვანტების სახით შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216). მათ შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, შესაძლოა, შენელებული ტიპის რეაქციები.
ამ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის არომატიზატორები, რომლებიც შეიცავს ციტრალს, ციტრონელოლს, კუმარინს, D-ლიმონენს, ფარნეზოლს, გერანიოლს და ლინალოოლს.
ციტრალს, ციტრონელოლს, კუმარინს, D-ლიმონენს, ფარნეზოლს, გერანიოლს და ლინალოოლს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი შეიცავს ეთილის სპირტს
მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი გ გელი შეიცავს 233 მგ სპირტს (ეთილის სპირტს). დაზიანებულ კანზე ეთილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება.
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ლიოტონი 1000® გელი
მოცემული პრეპარატის გამოყენებისას ყოველთვის ზუსტად დაიცავით მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება და გამოყენების წესი
კანის დაზიანებულ უბანზე წაისვით გელი დღე-ღამეში 1-3-ჯერ და მასაჟის მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ. რეკომენდებულია ტუბიდან გამოუშვათ 3-10 სმ სიგრძის გელი.
თუ სიმპტომები გაგიღრმავდათ ან მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 7 დღის გასვლის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ წაისვით პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის საჭიროზე მეტი რაოდენობა
ცნობები პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის მიღებული.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ჰეპარინის მოქმედების ნეიტრალიზაცია შესაძლებელია პროტამინ სულფატით.
თუ დაგავიწყდათ ლიოტონი 1000® გელის წასმა
თუ დაგავიწყდათ ლიოტონი 1000® გელის წასმა, წაისვით ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ჰეპარინის კანზე წასმის შემდეგ ალერგიული რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად (10 000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს).
ერთეულ შემთხვევებში (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება) შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა, კანის გაწითლება და ქავილი. ეს რეაქციები, ჩვეულებრივ, სწრაფად ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის შენახვის პირობები
მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ტუბის პირველად გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადა შეადგენს 6 თვეს.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი მუყაოს შეფუთვასა და ტუბზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის შემადგენლობა
მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ჰეპარინის ნატრიუმის მარილი: 1000 სე (საერთაშორისო ერთეული) 1 გ გელზე.
სხვა კომპონენტები: ეთანოლი 96%-იანი, კარბომერი, ტროლამინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნეროლის არომატიზატორი (ის შეიცავს ლინალოოლს, D-ლიმონენს, გერანიოლს, ციტრალს, ციტრონელოლს და ფარნეზოლს), ლავანდის ზეთი (ის შეიცავს ლინალოოლს, D-ლიმონენს, გერანიოლს და კუმარინს), გასუფთავებული წყალი.
პრეპარატ ლიოტონი 1000® გელის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ლიოტონი 1000® გელი წარმოადგენს უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის, თითქმის გამჭვირვალე, ბლანტი კონსისტენციის გელს, არომატული სუნით.
ტუბი შეიცავს 30 გ, 50 გ ან 100 გ გელს.
შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ა. მენარინი ინდუსტრიე ფარმაჩეუტიკე რიუნიტე ს.რ.ლ.
ვია სეტტე სანტი 3
ფლორენცია, იტალია
მწარმოებელი
ა. მენარინი მანუფექჩერინგ ლოჯისტიკს ენდ სერვისიზ ს.რ.ლ.
ვია სეტტე სანტი 3
ფლორენცია, იტალია
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2022 წლის ივნისი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


