ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

იბუპროფენი ნორმონი 20მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია EFG

Ibuprofeno Normon 20mg/ml suspensión oral EFG

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (ibuprofen)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1 შეფუთვაში შპრიც-დოზატორთან ერთად
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046400
რეგისტრირებულია
1 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 1 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაიბუპროფენი ნორმონი 20მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია EFG და სხვა წამალი ერთად

იბუპროფენი ნორმონი 20მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

განკუთვნილია მხოლოდ ეპიზოდური გამოყენებისათვის და დროის შეზღუდული პერიოდებით.

გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეეფექტიანი დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საკმარისია სიმპტომების მოსახსნელად. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ, თუ სიმპტომები (როგორიცაა ცხელება და ტკივილი) ნარჩუნდება ან უარესდება (იხ. პარაგრაფი 2).

3 თვიდან 12 წლის ასაკამდე ბავშვები:

იბუპროფენის რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე. ზოგადი წესის მიხედვით, 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დღიური დოზაა 20-30 მგ/კგ სხეულის წონის, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით და ის უნდა გაიყოს სამ დოზად.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტი ყოველთვის უნდა იქნეს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით.

გაიდლაინის სახით, დაცული უნდა იყოს ცხრილში მოცემული დოზები:

ბავშვებში დოზირება

დაახლოებითი ასაკი

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა ერთ მიღებაზე (x3)

მაქსიმალური დღიური დოზა (24 საათში

3-დან 6 თვემდე

5 კგ

  • 8 – 2.4 მლ
  • 2 მლ (144 მგ)

6 კგ

2 - 3 მლ

9 მლ (180 მგ)

7 კგ

  • 4 – 3.4 მლ
  • 2 მლ (204 მგ)

6-დან 12 თვემდე

8 კგ

  • 8 - 4 მლ

12 მლ (240 მგ)

9 კგ

3 – 4.4 მლ

  • 2 მლ (264 მგ)

12-დან 24 თვემდე

10 კგ

  • 4 - 5 მლ

15 მლ (300 მგ)

12 კგ

4 - 6 მლ

18 მლ (360 მგ)

2-დან 3 წლამდე

14 კგ

  • 8 - 7 მლ

21 მლ (420 მგ)

4-დან 5 წლამდე

16 კგ

  • 4 - 8 მლ

24 მლ (480 მგ)

18 კგ

6 - 9 მლ

27 მლ (540 მგ)

6-დან 9 წლამდე

20 კგ

  • 8 - 10 მლ

30 მლ (600 მგ)

22 კგ

  • 4 - 11 მლ

33 მლ (660 მგ)

24 კგ

8 - 12 მლ

36 მლ (720 მგ)

26 კგ

  • 8 - 13 მლ

39 მლ (780 მგ)

10-დან 12 წლამდე

28 კგ

9,4 - 14 მლ

42 მლ (840 მგ)

30 კგ

10 - 15 მლ

45 მლ (900 მგ)

32 - 36 კგ

  • 8-12-დან 16-18 მლ-მდე

48-54 მლ (960-1,080 მგ)

36 - 40 კგ

12-13.4-დან 18-20 მლ-მდე

54-60 მლ (1,080-1200 მგ)

სუსპენზია ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს 4-ჯერ დღეში სქემით. ამ შემთხვევაში მაქსიმალური დღიური დოზები (იხ. ცხრილის ბოლო სვეტი) არ უნდა იქნეს გადაჭარბებული 24 საათში. ყოველ 6 საათში მისაღები დოზა გამოთვლილი /შემცირებული უნდა იქნეს პროპორციულად.

3 თვემდე ასაკის ან 5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თირკმლის, ღვიძლის ან გულის დაავადების მქონე პაციენტები: საჭიროა დოზის შემცირება და ექიმთან კონსულტაცია. იბუპროფენი არ უნდა იქნეს გამოყენებული გულის, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.

თუ მედიკამენტის გამოყენება საჭიროა 3 დღეზე მეტხანს ან თუ სიმპტომები უარესდება 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

3 თვიდან 5 თვემდე ასაკის ბავშვებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება 24 საათის შემდეგ.

მიღების მეთოდი:

იბუპროფენი ნორმონი არის შიგნით მისაღები სუსპენზია. ის შეიძლება მიღებულ იქნეს პირდაპირ ან წყალში განზავებული.

გამოყენებამდე კონტეინერი უნდა შეინჯღრეს;

შპრიცი უნდა მოთავსდეს ბოთლის ყელში;

ბოთლი უნდა გადმოტრიალდეს ზემოდან ქვემოთ და ამოღებულ უნდა იქნეს საჭირო დოზა;

შპრიცის შიგთავსი უნდა ჩაიცალოს პირდაპირ პირის ღრუში ან პატარა კოვზზე;

შპრიცი უნდა გაირეცხოს ყოველი გამოყენების შემდეგ და შეიძლება გასტერილდეს მდუღარე წყალში ან ბავშვის ბოთლებისათვის განკუთვნილ სასტერილიზაციო ხსნარში მოთავსების გზით.

პირის ღრუში ან ხახაში შეიძლება აღინიშნოს წვის შეგრძნება იბუპროფენის შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღების შემდეგ. ბოთლი კარგად უნდა შეინჯღრეს მედიკამენტის გამოყენების წინ.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭის გაღიზიანება, მედიკამენტი უნდა მიიღონ რძესთან და/ან საკვებთან ერთად.

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ტკივილის ან ცხელების დაწყებისას. მკურნალობა უნდა შეწყდეს ამ სიმპტომების მოხსნისას.

იბუპროფენი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტმა მიიღო იბუპროფენის დიდი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს მედიკამენტი, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ესპანეთის ტელ.: ნ+34 91 562 04 20), მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით, ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა შესაძლო რისკებისა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება (წყლის შეკავება);

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის დაავადება, ან აქვს მაღალი არტერიული წნევა;

თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან სუნთქვის რაიმე სხვა პრობლემა;

იბუპროფენის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ცხელება, რომელიც წარმოადგენს ინფექციის მთავარ ნიშანს, ამიტომ იბუპროფენით მკურნალობამ შესაძლოა შეაფერხოს დიაგნოზის დასმა;

თუ პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის დაავადება აქვს, არის 60 წელს ზემოთ ასაკის ან ესაჭიროება ამ მედიკამენტის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1-2 კვირაზე მეტხანს), ექიმის მიერ შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების რეგულარული შემოწმება. პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისთვის. მკურნალი ექიმი პაციენტს ეტყვის, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს საკონტოროლო ანალიზები;

თუ პაციენტს ჰქონდა ან განუვითარდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რაც იწვევს ძლიერ ან მუდმივი ხასიათის მუცლის ტკივილს და/ან შავი ფერის განავალს, მაშინაც კი, როცა პაციენტს არ აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები;

რაც უფრო მაღალია დოზა და ხანგრძლივია მკურნალობა, მით უფრო მაღალია რისკი, განსაკუთრებით პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში. ამ შემთხვევებში ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი პრეპარატების თანმხლებ მიღებას;

თუ პაციენტი პარალელურად იღებს რომელიმე ისეთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, როგორიცაა შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს და რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა მაგ.: კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები;

თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს და იწვევს ანთებასა და შედეგად, სისხლიან დიარეას) ან წყლულოვანი კოლიტი, ვინაიდან იბუპროფენი ნორმონის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუარესონ ეს დაავადებები;

თუ პაციენტი მკურნალობს დიურეტიკებით (შარდმდენებით), ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და შესაძლოა დააზიანოს სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოები, ნერვულ სისტემა, სისხლძარღვები, კანი და სახსრები), ვინაიდან არსებობს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების ალბათობა (მენინგეალური გარსების, თავისა და ზურგის ტვინის გარსების, ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით);

თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე და იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა შარდის გაწითლება, სისხლიანი შარდი ან ღვიძლის დაავადება), უნდა შეფასდეს იბუპროფენით მკურნალობის მიზანშეწონილობა;

თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილები, არ უნდა მოხდეს ამ სამკურნალო პროდუქტის მაღალი დოზებით გამოყენება;

ამ მედიკამენტის მიმართ ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები, სახის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და მკერდში ტკივილი აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებისას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს იბუპროფენი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება ეს ნიშნები.

ამ მედიკამენტმა შესაძლოა გმოიწვიოს ალერგიული რეაქციები;

თუ პაციენტი იბუპროფენს იღებს დიდი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, საჭიროა მისი მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი;

ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ჩუტყვავილის დროს;

თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, იხ. ქვეთავი “ინფექციები” ქვემოთ;

მნიშვნელოვანია უმცირესი დოზის მიღება ტკივილის გასაკონტროლებლად /მოსახსნელად; ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული იმაზე მეტი ხანგრძლივობით, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.

კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები (SCAR)

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებასთან კავშირში. უნდა შეწყდეს იბუპროფენი ნორმონის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტს განუვითარდა მე-4 პარაგრაფში აღწერილი კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი.

სიფრთხილის ზომები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ანტიანთებითი/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით თუ ხდება პრეპარატის დიდი დოზებით მიღება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობას გადაჭარბება.

იბუპროფენი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში) ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული აქვს აორტოკორინარული შუნტირების ოპერაცია, აღენიშნება პერიფერიული არტერიების დაავადება (ფეხის ან ტერფის ცირკულაციის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია არტერიების შევიწროებით ან ბლოკირებით), ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის, “მინი” ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური ინსულტი “TIA”);

თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი ან პაციენტი მწეველია.

ამ ტიპის მედიკამენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.

ბავშვები და მოზარდები

არსებობს თირკმლის დაზიანების რისკი დეჰიდრატირებულ ბავშვებსა და მოზარდებში.

გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის

იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებული იყო აბორტების/თანდაყოლილი პათოლოგიების მაღალ რისკთან. აქედან გამომდინარე, იბუპროფენის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის ამის აბსოლუტური საჭიროება. ამ შემთხვევებში დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე.

მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის მიღება უკუნაჩვენებია.

შვილოსნობის უნარის ასაკის მქონე ქალებში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია დაფეხმძიმების დაქვეითებულ უნართან.

ინფექციები

იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ, შესაძლოა იბუპროფენმა შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გართულებების გაზრდილი რისკი. ეს აღინიშნა ბაქტერიით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციების დროს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩუტყვავილასთან. თუ პაციენტი მედიკამენტს იღებს ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები ისევ აღინიშნება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

იბუპროფენმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ან მასზე იქონიონ გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებმა. მაგალითად:

სხვა არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატები, როგორიცა მაგ.: ასპირინი, რადგან იზრდება წყლულისა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი;

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ხელს უშლიან თრომბების წარმოქმას სისხლძარღვებში), როგორიცაა ტიკლოპიდინი;

ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების სამკურნალოდ/თრომბოზის პრევენციისათვის, როგორიცაა მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);

ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ);

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;

მეთოტრექსატი (გამოიყენება სიმსივნის ან ანთებითი დაავადების სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;

მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად);

დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ);

ჰიდანტოინები, როგორიცაა ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

სულფონამიდები, როგორიცაა სულფამეთოქსაზოლი და კოტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ);

კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი;

დიურეტიკები (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან დიურეზს), რადგან იზრდება თირკმელების ტოქსიკურობის რისკი;

პენტოქსიფილინი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ);

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს ან პენიცილინთან კომბინაციაში ინფექციების სამკურნალოდ);

ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი;

სულფინპირაზონი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);

სულფონილშარდოვანა, როგორიცაა ტოლბუტამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია;

ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისთვის)

ზიდოვუდინი (ანტივირუსული საშუალება, რომელიც გამოიყენება შიდსი-ს სამკურნალოდ);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა მაგ.: კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანტაგონისტები, როგორიცაა ლოზარტანი);

თრომბოლიზური საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც შლიან თრომბს);

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი;

მცენარეული ექსტრაქტები: გინკგო ბილობას ხე;

CYP2C9-ის ინჰიბიტორები (პასუხისმგებლები არიან მრავალი წამლის მეტაბოლიზმზე ღვიძლში), როგორიცაა ვორიკონაზოლი და ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა იბუპროფენმა ნორმონმა ამიტომ იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

იბუპროფენის მიღებამ შესაძლოა შეცვალოს შემდეგი ლაბორატორიული ანალიზების შედეგები:

სისხლდენის დრო (შესაძლოა გახანგრძლივდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 1 დღის განმავლობაში);

სისხლში გლუკოზის დონე (შეიძლება დაქვეითდეს);

კრეატინინის კლირენსი (შეიძლება დაქვეითდეს);

ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება დაქვეითდეს);

სისხლში შარდოვანას აზოტის დონე, კრეატინინის ან კალიუმის დონე შრატში (შეიძლება გაიზარდოს);

ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში: ტრანსამინაზების დონის მომატება.

ნებისმიერი ანალიზის გაკეთებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში მიღებული აქვს იბუპროფენი.

იბუპროფენი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მისი მიღება რეკომენდებულია საკვებთან ან რძესთან ერთად, ან ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ მაშინათვე, რათა თავიდან იქნეს აცილებული კუჭის შესაძლო გაღიზიანება. არ უნდა იქნეს მიღებული ალკოჰოლი, რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის გვერდითი რეაქციები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

იბუპროფენი არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის”), რადგან შეიძლება ავნოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმელების და გულის პრობლემები, შეიძლება გავლენა იქონიოს დედის და ბავშვის სისხლდენისადმი ტენდენციაზე და გამოიწვიოს მშობიარობის დაყოვნება ან მისი გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტად.

დაუშვებელია იბუპროფენის მიღება ორსულობის ბოლო 3 თვეში, რადგან შეიძლება ავნოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობისას. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლის და გულის პრობლემები, შეიძლება გავლენა იქონიოს დედის და ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და გამოიწვიოს მსობიარობის გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტად.

დაუშვებელია იბუპროფენის მიღება ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური საჭიროება და არ არის ექიმის მიერ დანიშნული. თუ პაციენტი საჭიროებს მკურნალობას ამ პერიოდში ან დაორსულების მცდელობისას, მიღებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. 20 კვირის ორსულობიდან იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები ნაყოფში, თუ მიიღება რამდენიმე დღეზე მეტხნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს, დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ბავშვის გულის სისხლძარღვის (ductus arteriosus) შევიწროება. თუ მკურნალობა საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს ექიმი პაციენტს გაუწევს დამატებით მონიტორინგს.

მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ხვდება დედის რძეში, მისი ხანგრძლივად მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული უნარი:

შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ინუპროფენის მსგავსი მედიკამენტები დაკავშირებულია დაორსულების უნარის დაქვეითებასთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ ამ მედიკამენტის მიღებისას პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები ან სხვა სიმპტომები, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა. თუ მიიღება იბუპროფენის მხოლოდ ერთჯერადი დოზა, ან მისი მიღება ხდება ხანმოკლე პერიოდით, არ არის საჭირო დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება.

იბუპროფენის მიღებამ შეიძლება დააყოვნოს რეაქციის დრო, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს გაზრდილი ყურადღების საჭიროების მქონე ქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

ეს განსაკუთრებით ეხება ალკოჰოლთან კომბინაციას.

იბუპროფენი ნორმონი შეიცავს საქაროზას, ნატრიუმის ბენზოატს (E-211) და ნარინჯისფერ-ყვითელ საღებავს (sunset yellow) FCF (E-110)

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ ეს მედიკამენტი შეიცავს 0,44 გ საქაროზას 1 მლ-ში.

შეიძლება გამოიწივოს კარიესი.

ეს მედიკამენტი შეიცავს 2,5 გ ნატრიუმის ბენზოატს 1 მლ-ში.

ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გაზარდოს სიყვითლის (კანისა და თვალების გაყვითლება) განვითარების რისკი ახალშობილებში (4 კვირის ასაკამდე).

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რადგან შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელ საღებავს (sunset yellow) FCF (E-110). შეიძლება გამოიწვიოს ასთმა, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ მილილიტრში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა დაბალია ხანმოკლე მკურნალობის დროს და რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე ნაკლები დოზის მიღებისას.

ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენების სიხშირეები, რომლებიც ეხება 1,200 მგ პერორალური იბუპროფენის, მაქსიმალური დღიური დოზების, ხანმოკლე გამოყენებას:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ასევე აღწერილ იქნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, დისპეფსია (კუჭ-ნაწლავის სეკრეციის ან მოტორიკის დარღვევა), შეკრულობა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, სისხლის არსებობა განავალში, სისხლიანი ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევის შეგრძნება, დაღლილობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აღწერილ იქნა გასტრიტი, დუოდენური წყლულები, კუჭის წყლულები, კანის სიწითლე, კანის ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება, ჭინჭრის ცოება, პურპურა (იასამნისფერი ლაქები კანზე), კანის რეაქციები სინათლეზე. ჰიპერმგრძნობელობა, პარესთეზია (ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის და ა.შ. შეგრძნება), ძილიანობა, უძილობა, შფოთვა, სმენის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების განვითარებით (აფთოზური წყლულები). კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (დისპნოე). ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის დაავადება), ნეფროზული სინდრომი (ხასიათდება პროტეინურიითა და შეშუპებით) და თირკმლის უკმარისობა (ნორმალური თირკმლის ფუნქციის უეცარი დაკარგვა), თირკმლის მწვავე უკმარისობა და პაპილარული ნეკროზი (განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას) შარდოვანას გაზრდილ დონესთან ერთად.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): დეზორიენტაცია ან ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ვერტიგო, ტინიტუსი (ყურებში ხმაური), სმენის დარღვევა, შექცევადი ტოქსიკური ამბლიოპია, ღვიძლის დაზიანება, შეშუპება (შესივება ქსოვილებში სითხის დაგროვების გამო), ოპტიკური ნევრიტი, ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის შემთხვევაში ნიშნები შეიძლება იყოს სახის, ენის და ხორხის შეშუპება, დისპნოე (ქოშინი), ტაქიკარდია, ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება ან მძიმე შოკი), ასეპტიკური მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის მენინგეალური გარსების ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით). ასეპტიკური მენინგიტის აღწერილი შემთხვევების უმეტესობა იბუპროფენის მიღების დროს აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ თანმხლები აუტოიმუნური დაავადება (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სხვა კოლაგენური დაავადება), რაც წარმოადგენდა უკვე არსებულ რისკფაქტორს. აღწერილი ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომებია: კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია. სხვა გვერდითი მოვლენებია: თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დონის დაქვეითება (რაც მანიფესტირდება ხშირი ინფექციებით, რომლებიც მიმდინარეობს ცხელებით, შემცივნებით ან ყელის ტკივილით), ერითროციტების დონის დაქვეითება (რაც ვლინდება სუნთქვის გაძნელებითა და კანის სიფერმკრთალით), ნეიტროპენია (ნეიტროფილების დაქვეითებული რაოდენობა) და აგრანულოციტოზი (ნეიტროფილების დონის ძლიერი დაქვეითება), აპლაზიური ანემია (ძვლის ტვინის მიერ სისხლის სხვდასხვა ტიპის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების ნაადრევი დაშლა). პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი, ლორწოვანის ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი გამოფიტვა, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა და სისხლჩაქცევები.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): პანკრეატიტი, ძალიან სერიოზული ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დაზიანებები კანზე და ორ ან მეტ ლორწოვან გარსზე და მეწამული ფერის დაზიანებები, ჩვეულებრივ, სხეულზე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლორწოვანის დაზიანებები, მტკივნეული ნეკროზული წარმონაქმნები და ეპიდერმისის აშრევება), მულტიფორმული ერითემა (კანის დაზიანებები). გამონაკლის შემთხვევებში კანის სერიოზული ინფექციები და რბილი ქსოვილების გართულებები შეიძლება განვითარდეს ჩუტყვავილის დროს. ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის მძიმე დისფუნქცია), გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტენზია.

ანთებასთან დაკავშირებული ინფექციების დამძიმება აღწერილ იქნა NSAID-ის გამოყენების დროს. თუ აღინიშნება ინფექციის ნიშნები ან მათი გაუარესება იბუპროფენის გამოყენების დროს, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი, რაც შეიძლება სწრაფად.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): კოლიტის და კრონის დაავადების (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს, რაც იწვევს ანთებას და შედეგად, სისხლიან ფაღარათს) გამწვავება.

შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, ე.წ. DRESS სინდრომი. DRESS სინდრომის სიმპტომები მოიცავს: კანზე გამონაყარს, ლიმფური კვანძების ანთებასა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატებას.

მკერდში ტკივილი, რაც შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის, ე.წ. კუნისის სინდრომის, ნიშანი იყოს.

წითელი, აქერცვლადი, გავრცობილი გამონაყარი კანქვეშა კვანძებითა და ბუშტუკებით, რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია კანის ნაოჭებში, სხეულის ტორსზე და ზედა კიდურებზე და თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი), და კანის ხდება მგრძნობიარე სინათლის მიმართ.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

სისხლის ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით ღებინება;

სისხლი განავალში ან სისხლიანი დიარეა;

კუჭის ძლიერი ტკივილი;

კანის ბლისტერული გამონაყარი ან ძლიერი აქერცვლა;

ინტენსიური ან მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი;

კანის მოყვითალო ფერის პიგმენტაცია (სიყვითლე);

მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი ნიშნები (იხ. ამავე პარაგრაფში ზემოთ);

კიდურების შეშუპება ან სითხის შეკავება ხელებსა და ფეხებში;

მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები ტორსზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებში. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კანის გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი);

წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა კვანძებით და ბლისტერებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანებისათვის განკუთვნილი სამკურნალო მოწყობილობების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: ვებგვერდი https://www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება (შეიძლება მოიცავდეს სისხლიან ნახველს), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (იხ. ასევე პარაგრაფი 4 ქვემოთ), ფაღარათი, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა, თვალების უნებლიე მოძრაობები და კუნთების კოორდინირებული მოძრაობის დარღვევა.

ასევე შეიძლება განვითარდეს ნევროზულობა, ძილიანობა, დეზორიენტაცია ან კომა. ზოგჯერ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები. მაღალი დოზების მიღებისას აღწერილ იქნა ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, კალიუმის დაბალი დონე სისხლში, შემცივნება და სუნთქვის პრობლემები.

გარდა ამისა, შეიძლება გახანგრძლივდეს პროთრომბინის დრო/INR, შესაძლოა მოცირკულირე შემადედებელი ფაქტორების მოქმედებაზე გავლენის გამო. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. შესაძლებელია ასთმის გამწვავება ასთმის მქონე პაციენტებში. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს სისხლის დაბალი წნევა და სუნთქვის დაქვეითება.

სისხლის პლაზმის მჟავიანობის მომატება (მეტაბოლური აციდოზი), სხეულის დაქვეითებული ტემპერატურა, სუნთქვის გარდამავალი გაჩერება (აპნოე), ცენტრალური ნერვული სისტემისა და სუნთქვითი სისტემის დეპრესია აღწერილ იქნა იშვიათად. ასევე აღწერილ იქნა კარდიოვასკულარული ტოქსიკურობა (სისხლის წნევის დაქვეითება, გულისცემის სიხშირის დაქვეითება და გულისცემის სიხშირის გაზრდა).

იბუპროფენი ნორმონის მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. შიგნით მისაღები სუსპენზიის ყოველი მლ შეიცავს 20 მგ იბუპროფენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ქსანტანის ფისი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ბენზოატი (E-211), ლიმონმჟავა, საქაროზა, გლიცეროლი (E-422), ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) FCF (E-110), ატმის არომატი და გაწმენდილი წყალი.

იბუპროფენი ნორმონი 20 მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ნარინჯისფერი, შიგნით მისაღები სუსპენზია ატმის სუნითა და გემოთი.

მოწოდებულია 200 მლ ბოთლით შიგნით მისაღები სუსპენზიით. შეფუთვა შეიცავს 5 მლ-ით გრადუირებულ პერორალურ დოზატორ შპრიცს და გამოყენების ინსტრუქციას.

გამოშვების სხვა ფორმები:

იბუპროფენი ნორმონი 40 მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია

იბუპროფენი ნორმონი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

იბუპროფენი ნორმონი 600 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6

28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის ნოემბერი.

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/65920/P_65920.html

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო კონტეინერებისა და მედიკამენტების გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქში განთავსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

იბუპროფენი ნორმონი 20 მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევისათვის საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 3 დღის ან 24 საათის შემდეგ .3-დან 5 თვემდე ასაკის ბავშვებში.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს იბუპროფენი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე

იბუპროფენი ნორმონის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

იბუპროფენი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს იბუპროფენი ნორმონი და მისი გამოყენება

იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) ჯგუფს.

ეს მედიკამენტი გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ეპიზოდური, სუსტი ან ზომიერი ტკივილისა და ცხელების სიმპტომების მოსახსნელად.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენის მიღებამდე

იბუპროფენი ნორმონი არ მიიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) იბუპროფენის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში), ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAID), ან ასპირინის მიმართ. რეაქციები, რომლებიც მიუთითებს ალერგიაზე, შეიძლება მოიცავდეს: კანზე გამონაყარს ქავილით, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპებას, ცხვირიდან გამონადენს, სუნთქვის გაძნელებას ან ასთმას;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის ან წვრილი ნაწლავის (12-გოჯა ნაწლავის) წყლული ან სისხლდენა, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლიანი ღებინება;

თუ პაციენტს აღენიშნება შავი განავალი ან ფაღარათი სისხლიანი განავლით;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის ან სისხლის შედედების პათოლოგია, ან იღებს ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს). თუ პაციენტს ესაჭიროება ანტიკოაგულანტების მიღება ამ პრეპარატთან ერთად, ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლის შედედების გარკვეული ანალიზები;

თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია (გამოწვეული ღებინებით, ფაღარათით ან სითხის მცირე მიღებით);

თუ პაციენტს მძიმე გულის უკმარისობა აქვს;

ორსულობის ბოლო ტრიმესტრის დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება (წყლის შეკავება);

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის დაავადება, ან აქვს მაღალი არტერიული წნევა;

თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან სუნთქვის რაიმე სხვა პრობლემა;

იბუპროფენის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ცხელება, რომელიც წარმოადგენს ინფექციის მთავარ ნიშანს, ამიტომ იბუპროფენით მკურნალობამ შესაძლოა შეაფერხოს დიაგნოზის დასმა;

თუ პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის დაავადება აქვს, არის 60 წელს ზემოთ ასაკის ან ესაჭიროება ამ მედიკამენტის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1-2 კვირაზე მეტხანს), ექიმის მიერ შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების რეგულარული შემოწმება. პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისთვის. მკურნალი ექიმი პაციენტს ეტყვის, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს საკონტოროლო ანალიზები;

თუ პაციენტს ჰქონდა ან განუვითარდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რაც იწვევს ძლიერ ან მუდმივი ხასიათის მუცლის ტკივილს და/ან შავი ფერის განავალს, მაშინაც კი, როცა პაციენტს არ აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები;

რაც უფრო მაღალია დოზა და ხანგრძლივია მკურნალობა, მით უფრო მაღალია რისკი, განსაკუთრებით პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში. ამ შემთხვევებში ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი პრეპარატების თანმხლებ მიღებას;

თუ პაციენტი პარალელურად იღებს რომელიმე ისეთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, როგორიცაა შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს და რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა მაგ.: კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები;

თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს და იწვევს ანთებასა და შედეგად, სისხლიან დიარეას) ან წყლულოვანი კოლიტი, ვინაიდან იბუპროფენი ნორმონის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუარესონ ეს დაავადებები;

თუ პაციენტი მკურნალობს დიურეტიკებით (შარდმდენებით), ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და შესაძლოა დააზიანოს სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოები, ნერვულ სისტემა, სისხლძარღვები, კანი და სახსრები), ვინაიდან არსებობს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების ალბათობა (მენინგეალური გარსების, თავისა და ზურგის ტვინის გარსების, ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით);

თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე და იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა შარდის გაწითლება, სისხლიანი შარდი ან ღვიძლის დაავადება), უნდა შეფასდეს იბუპროფენით მკურნალობის მიზანშეწონილობა;

თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილები, არ უნდა მოხდეს ამ სამკურნალო პროდუქტის მაღალი დოზებით გამოყენება;

ამ მედიკამენტის მიმართ ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები, სახის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და მკერდში ტკივილი აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებისას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს იბუპროფენი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება ეს ნიშნები.

ამ მედიკამენტმა შესაძლოა გმოიწვიოს ალერგიული რეაქციები;

თუ პაციენტი იბუპროფენს იღებს დიდი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, საჭიროა მისი მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი;

ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ჩუტყვავილის დროს;

თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, იხ. ქვეთავი “ინფექციები” ქვემოთ;

მნიშვნელოვანია უმცირესი დოზის მიღება ტკივილის გასაკონტროლებლად /მოსახსნელად; ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული იმაზე მეტი ხანგრძლივობით, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.

კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები (SCAR)

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებასთან კავშირში. უნდა შეწყდეს იბუპროფენი ნორმონის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტს განუვითარდა მე-4 პარაგრაფში აღწერილი კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი.

სიფრთხილის ზომები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ანტიანთებითი/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით თუ ხდება პრეპარატის დიდი დოზებით მიღება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობას გადაჭარბება.

იბუპროფენი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში) ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული აქვს აორტოკორინარული შუნტირების ოპერაცია, აღენიშნება პერიფერიული არტერიების დაავადება (ფეხის ან ტერფის ცირკულაციის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია არტერიების შევიწროებით ან ბლოკირებით), ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის, “მინი” ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური ინსულტი “TIA”);

თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი ან პაციენტი მწეველია.

ამ ტიპის მედიკამენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.

ბავშვები და მოზარდები

არსებობს თირკმლის დაზიანების რისკი დეჰიდრატირებულ ბავშვებსა და მოზარდებში.

გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის

იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებული იყო აბორტების/თანდაყოლილი პათოლოგიების მაღალ რისკთან. აქედან გამომდინარე, იბუპროფენის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის ამის აბსოლუტური საჭიროება. ამ შემთხვევებში დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე.

მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის მიღება უკუნაჩვენებია.

შვილოსნობის უნარის ასაკის მქონე ქალებში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია დაფეხმძიმების დაქვეითებულ უნართან.

ინფექციები

იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ, შესაძლოა იბუპროფენმა შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გართულებების გაზრდილი რისკი. ეს აღინიშნა ბაქტერიით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციების დროს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩუტყვავილასთან. თუ პაციენტი მედიკამენტს იღებს ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები ისევ აღინიშნება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

სხვა მედიკამენტები და იბუპროფენი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

იბუპროფენმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ან მასზე იქონიონ გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებმა. მაგალითად:

სხვა არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატები, როგორიცა მაგ.: ასპირინი, რადგან იზრდება წყლულისა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი;

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ხელს უშლიან თრომბების წარმოქმას სისხლძარღვებში), როგორიცაა ტიკლოპიდინი;

ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების სამკურნალოდ/თრომბოზის პრევენციისათვის, როგორიცაა მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);

ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ);

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;

მეთოტრექსატი (გამოიყენება სიმსივნის ან ანთებითი დაავადების სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;

მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად);

დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ);

ჰიდანტოინები, როგორიცაა ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

სულფონამიდები, როგორიცაა სულფამეთოქსაზოლი და კოტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ);

კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი;

დიურეტიკები (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან დიურეზს), რადგან იზრდება თირკმელების ტოქსიკურობის რისკი;

პენტოქსიფილინი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ);

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს ან პენიცილინთან კომბინაციაში ინფექციების სამკურნალოდ);

ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი;

სულფინპირაზონი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);

სულფონილშარდოვანა, როგორიცაა ტოლბუტამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია;

ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისთვის)

ზიდოვუდინი (ანტივირუსული საშუალება, რომელიც გამოიყენება შიდსი-ს სამკურნალოდ);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა მაგ.: კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანტაგონისტები, როგორიცაა ლოზარტანი);

თრომბოლიზური საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც შლიან თრომბს);

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი;

მცენარეული ექსტრაქტები: გინკგო ბილობას ხე;

CYP2C9-ის ინჰიბიტორები (პასუხისმგებლები არიან მრავალი წამლის მეტაბოლიზმზე ღვიძლში), როგორიცაა ვორიკონაზოლი და ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა იბუპროფენმა ნორმონმა ამიტომ იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

იბუპროფენის მიღებამ შესაძლოა შეცვალოს შემდეგი ლაბორატორიული ანალიზების შედეგები:

სისხლდენის დრო (შესაძლოა გახანგრძლივდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 1 დღის განმავლობაში);

სისხლში გლუკოზის დონე (შეიძლება დაქვეითდეს);

კრეატინინის კლირენსი (შეიძლება დაქვეითდეს);

ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება დაქვეითდეს);

სისხლში შარდოვანას აზოტის დონე, კრეატინინის ან კალიუმის დონე შრატში (შეიძლება გაიზარდოს);

ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში: ტრანსამინაზების დონის მომატება.

ნებისმიერი ანალიზის გაკეთებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში მიღებული აქვს იბუპროფენი.

იბუპროფენი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მისი მიღება რეკომენდებულია საკვებთან ან რძესთან ერთად, ან ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ მაშინათვე, რათა თავიდან იქნეს აცილებული კუჭის შესაძლო გაღიზიანება. არ უნდა იქნეს მიღებული ალკოჰოლი, რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის გვერდითი რეაქციები.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

იბუპროფენი არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის”), რადგან შეიძლება ავნოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმელების და გულის პრობლემები, შეიძლება გავლენა იქონიოს დედის და ბავშვის სისხლდენისადმი ტენდენციაზე და გამოიწვიოს მშობიარობის დაყოვნება ან მისი გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტად.

დაუშვებელია იბუპროფენის მიღება ორსულობის ბოლო 3 თვეში, რადგან შეიძლება ავნოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობისას. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლის და გულის პრობლემები, შეიძლება გავლენა იქონიოს დედის და ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და გამოიწვიოს მსობიარობის გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტად.

დაუშვებელია იბუპროფენის მიღება ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური საჭიროება და არ არის ექიმის მიერ დანიშნული. თუ პაციენტი საჭიროებს მკურნალობას ამ პერიოდში ან დაორსულების მცდელობისას, მიღებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. 20 კვირის ორსულობიდან იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები ნაყოფში, თუ მიიღება რამდენიმე დღეზე მეტხნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს, დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ბავშვის გულის სისხლძარღვის (ductus arteriosus) შევიწროება. თუ მკურნალობა საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს ექიმი პაციენტს გაუწევს დამატებით მონიტორინგს.

მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ხვდება დედის რძეში, მისი ხანგრძლივად მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული უნარი:

შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ინუპროფენის მსგავსი მედიკამენტები დაკავშირებულია დაორსულების უნარის დაქვეითებასთან.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

თუ ამ მედიკამენტის მიღებისას პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები ან სხვა სიმპტომები, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა. თუ მიიღება იბუპროფენის მხოლოდ ერთჯერადი დოზა, ან მისი მიღება ხდება ხანმოკლე პერიოდით, არ არის საჭირო დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება.

იბუპროფენის მიღებამ შეიძლება დააყოვნოს რეაქციის დრო, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს გაზრდილი ყურადღების საჭიროების მქონე ქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

ეს განსაკუთრებით ეხება ალკოჰოლთან კომბინაციას.

იბუპროფენი ნორმონი შეიცავს საქაროზას, ნატრიუმის ბენზოატს (E-211) და ნარინჯისფერ-ყვითელ საღებავს (sunset yellow) FCF (E-110)

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ ეს მედიკამენტი შეიცავს 0,44 გ საქაროზას 1 მლ-ში.

შეიძლება გამოიწივოს კარიესი.

ეს მედიკამენტი შეიცავს 2,5 გ ნატრიუმის ბენზოატს 1 მლ-ში.

ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გაზარდოს სიყვითლის (კანისა და თვალების გაყვითლება) განვითარების რისკი ახალშობილებში (4 კვირის ასაკამდე).

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რადგან შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელ საღებავს (sunset yellow) FCF (E-110). შეიძლება გამოიწვიოს ასთმა, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ მილილიტრში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

იბუპროფენი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

განკუთვნილია მხოლოდ ეპიზოდური გამოყენებისათვის და დროის შეზღუდული პერიოდებით.

გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეეფექტიანი დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საკმარისია სიმპტომების მოსახსნელად. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ, თუ სიმპტომები (როგორიცაა ცხელება და ტკივილი) ნარჩუნდება ან უარესდება (იხ. პარაგრაფი 2).

3 თვიდან 12 წლის ასაკამდე ბავშვები:

იბუპროფენის რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე. ზოგადი წესის მიხედვით, 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დღიური დოზაა 20-30 მგ/კგ სხეულის წონის, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით და ის უნდა გაიყოს სამ დოზად.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტი ყოველთვის უნდა იქნეს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით.

გაიდლაინის სახით, დაცული უნდა იყოს ცხრილში მოცემული დოზები:

ბავშვებში დოზირება

დაახლოებითი ასაკი

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა ერთ მიღებაზე (x3)

მაქსიმალური დღიური დოზა (24 საათში

3-დან 6 თვემდე

5 კგ

  • 8 – 2.4 მლ
  • 2 მლ (144 მგ)

6 კგ

2 - 3 მლ

9 მლ (180 მგ)

7 კგ

  • 4 – 3.4 მლ
  • 2 მლ (204 მგ)

6-დან 12 თვემდე

8 კგ

  • 8 - 4 მლ

12 მლ (240 მგ)

9 კგ

3 – 4.4 მლ

  • 2 მლ (264 მგ)

12-დან 24 თვემდე

10 კგ

  • 4 - 5 მლ

15 მლ (300 მგ)

12 კგ

4 - 6 მლ

18 მლ (360 მგ)

2-დან 3 წლამდე

14 კგ

  • 8 - 7 მლ

21 მლ (420 მგ)

4-დან 5 წლამდე

16 კგ

  • 4 - 8 მლ

24 მლ (480 მგ)

18 კგ

6 - 9 მლ

27 მლ (540 მგ)

6-დან 9 წლამდე

20 კგ

  • 8 - 10 მლ

30 მლ (600 მგ)

22 კგ

  • 4 - 11 მლ

33 მლ (660 მგ)

24 კგ

8 - 12 მლ

36 მლ (720 მგ)

26 კგ

  • 8 - 13 მლ

39 მლ (780 მგ)

10-დან 12 წლამდე

28 კგ

9,4 - 14 მლ

42 მლ (840 მგ)

30 კგ

10 - 15 მლ

45 მლ (900 მგ)

32 - 36 კგ

  • 8-12-დან 16-18 მლ-მდე

48-54 მლ (960-1,080 მგ)

36 - 40 კგ

12-13.4-დან 18-20 მლ-მდე

54-60 მლ (1,080-1200 მგ)

სუსპენზია ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს 4-ჯერ დღეში სქემით. ამ შემთხვევაში მაქსიმალური დღიური დოზები (იხ. ცხრილის ბოლო სვეტი) არ უნდა იქნეს გადაჭარბებული 24 საათში. ყოველ 6 საათში მისაღები დოზა გამოთვლილი /შემცირებული უნდა იქნეს პროპორციულად.

3 თვემდე ასაკის ან 5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თირკმლის, ღვიძლის ან გულის დაავადების მქონე პაციენტები: საჭიროა დოზის შემცირება და ექიმთან კონსულტაცია. იბუპროფენი არ უნდა იქნეს გამოყენებული გულის, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.

თუ მედიკამენტის გამოყენება საჭიროა 3 დღეზე მეტხანს ან თუ სიმპტომები უარესდება 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

3 თვიდან 5 თვემდე ასაკის ბავშვებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება 24 საათის შემდეგ.

მიღების მეთოდი:

იბუპროფენი ნორმონი არის შიგნით მისაღები სუსპენზია. ის შეიძლება მიღებულ იქნეს პირდაპირ ან წყალში განზავებული.

გამოყენებამდე კონტეინერი უნდა შეინჯღრეს;

შპრიცი უნდა მოთავსდეს ბოთლის ყელში;

ბოთლი უნდა გადმოტრიალდეს ზემოდან ქვემოთ და ამოღებულ უნდა იქნეს საჭირო დოზა;

შპრიცის შიგთავსი უნდა ჩაიცალოს პირდაპირ პირის ღრუში ან პატარა კოვზზე;

შპრიცი უნდა გაირეცხოს ყოველი გამოყენების შემდეგ და შეიძლება გასტერილდეს მდუღარე წყალში ან ბავშვის ბოთლებისათვის განკუთვნილ სასტერილიზაციო ხსნარში მოთავსების გზით.

პირის ღრუში ან ხახაში შეიძლება აღინიშნოს წვის შეგრძნება იბუპროფენის შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღების შემდეგ. ბოთლი კარგად უნდა შეინჯღრეს მედიკამენტის გამოყენების წინ.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭის გაღიზიანება, მედიკამენტი უნდა მიიღონ რძესთან და/ან საკვებთან ერთად.

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ტკივილის ან ცხელების დაწყებისას. მკურნალობა უნდა შეწყდეს ამ სიმპტომების მოხსნისას.

იბუპროფენი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტმა მიიღო იბუპროფენის დიდი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს მედიკამენტი, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ესპანეთის ტელ.: ნ+34 91 562 04 20), მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით, ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა შესაძლო რისკებისა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება (შეიძლება მოიცავდეს სისხლიან ნახველს), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (იხ. ასევე პარაგრაფი 4 ქვემოთ), ფაღარათი, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა, თვალების უნებლიე მოძრაობები და კუნთების კოორდინირებული მოძრაობის დარღვევა.

ასევე შეიძლება განვითარდეს ნევროზულობა, ძილიანობა, დეზორიენტაცია ან კომა. ზოგჯერ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები. მაღალი დოზების მიღებისას აღწერილ იქნა ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, კალიუმის დაბალი დონე სისხლში, შემცივნება და სუნთქვის პრობლემები.

გარდა ამისა, შეიძლება გახანგრძლივდეს პროთრომბინის დრო/INR, შესაძლოა მოცირკულირე შემადედებელი ფაქტორების მოქმედებაზე გავლენის გამო. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. შესაძლებელია ასთმის გამწვავება ასთმის მქონე პაციენტებში. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს სისხლის დაბალი წნევა და სუნთქვის დაქვეითება.

სისხლის პლაზმის მჟავიანობის მომატება (მეტაბოლური აციდოზი), სხეულის დაქვეითებული ტემპერატურა, სუნთქვის გარდამავალი გაჩერება (აპნოე), ცენტრალური ნერვული სისტემისა და სუნთქვითი სისტემის დეპრესია აღწერილ იქნა იშვიათად. ასევე აღწერილ იქნა კარდიოვასკულარული ტოქსიკურობა (სისხლის წნევის დაქვეითება, გულისცემის სიხშირის დაქვეითება და გულისცემის სიხშირის გაზრდა).

იბუპროფენი ნორმონის მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა დაბალია ხანმოკლე მკურნალობის დროს და რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე ნაკლები დოზის მიღებისას.

ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენების სიხშირეები, რომლებიც ეხება 1,200 მგ პერორალური იბუპროფენის, მაქსიმალური დღიური დოზების, ხანმოკლე გამოყენებას:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ასევე აღწერილ იქნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, დისპეფსია (კუჭ-ნაწლავის სეკრეციის ან მოტორიკის დარღვევა), შეკრულობა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, სისხლის არსებობა განავალში, სისხლიანი ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევის შეგრძნება, დაღლილობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აღწერილ იქნა გასტრიტი, დუოდენური წყლულები, კუჭის წყლულები, კანის სიწითლე, კანის ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება, ჭინჭრის ცოება, პურპურა (იასამნისფერი ლაქები კანზე), კანის რეაქციები სინათლეზე. ჰიპერმგრძნობელობა, პარესთეზია (ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის და ა.შ. შეგრძნება), ძილიანობა, უძილობა, შფოთვა, სმენის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების განვითარებით (აფთოზური წყლულები). კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (დისპნოე). ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის დაავადება), ნეფროზული სინდრომი (ხასიათდება პროტეინურიითა და შეშუპებით) და თირკმლის უკმარისობა (ნორმალური თირკმლის ფუნქციის უეცარი დაკარგვა), თირკმლის მწვავე უკმარისობა და პაპილარული ნეკროზი (განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას) შარდოვანას გაზრდილ დონესთან ერთად.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): დეზორიენტაცია ან ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ვერტიგო, ტინიტუსი (ყურებში ხმაური), სმენის დარღვევა, შექცევადი ტოქსიკური ამბლიოპია, ღვიძლის დაზიანება, შეშუპება (შესივება ქსოვილებში სითხის დაგროვების გამო), ოპტიკური ნევრიტი, ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის შემთხვევაში ნიშნები შეიძლება იყოს სახის, ენის და ხორხის შეშუპება, დისპნოე (ქოშინი), ტაქიკარდია, ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება ან მძიმე შოკი), ასეპტიკური მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის მენინგეალური გარსების ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით). ასეპტიკური მენინგიტის აღწერილი შემთხვევების უმეტესობა იბუპროფენის მიღების დროს აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ თანმხლები აუტოიმუნური დაავადება (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სხვა კოლაგენური დაავადება), რაც წარმოადგენდა უკვე არსებულ რისკფაქტორს. აღწერილი ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომებია: კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია. სხვა გვერდითი მოვლენებია: თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დონის დაქვეითება (რაც მანიფესტირდება ხშირი ინფექციებით, რომლებიც მიმდინარეობს ცხელებით, შემცივნებით ან ყელის ტკივილით), ერითროციტების დონის დაქვეითება (რაც ვლინდება სუნთქვის გაძნელებითა და კანის სიფერმკრთალით), ნეიტროპენია (ნეიტროფილების დაქვეითებული რაოდენობა) და აგრანულოციტოზი (ნეიტროფილების დონის ძლიერი დაქვეითება), აპლაზიური ანემია (ძვლის ტვინის მიერ სისხლის სხვდასხვა ტიპის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების ნაადრევი დაშლა). პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი, ლორწოვანის ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი გამოფიტვა, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა და სისხლჩაქცევები.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): პანკრეატიტი, ძალიან სერიოზული ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დაზიანებები კანზე და ორ ან მეტ ლორწოვან გარსზე და მეწამული ფერის დაზიანებები, ჩვეულებრივ, სხეულზე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლორწოვანის დაზიანებები, მტკივნეული ნეკროზული წარმონაქმნები და ეპიდერმისის აშრევება), მულტიფორმული ერითემა (კანის დაზიანებები). გამონაკლის შემთხვევებში კანის სერიოზული ინფექციები და რბილი ქსოვილების გართულებები შეიძლება განვითარდეს ჩუტყვავილის დროს. ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის მძიმე დისფუნქცია), გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტენზია.

ანთებასთან დაკავშირებული ინფექციების დამძიმება აღწერილ იქნა NSAID-ის გამოყენების დროს. თუ აღინიშნება ინფექციის ნიშნები ან მათი გაუარესება იბუპროფენის გამოყენების დროს, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი, რაც შეიძლება სწრაფად.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): კოლიტის და კრონის დაავადების (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს, რაც იწვევს ანთებას და შედეგად, სისხლიან ფაღარათს) გამწვავება.

შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, ე.წ. DRESS სინდრომი. DRESS სინდრომის სიმპტომები მოიცავს: კანზე გამონაყარს, ლიმფური კვანძების ანთებასა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატებას.

მკერდში ტკივილი, რაც შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის, ე.წ. კუნისის სინდრომის, ნიშანი იყოს.

წითელი, აქერცვლადი, გავრცობილი გამონაყარი კანქვეშა კვანძებითა და ბუშტუკებით, რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია კანის ნაოჭებში, სხეულის ტორსზე და ზედა კიდურებზე და თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი), და კანის ხდება მგრძნობიარე სინათლის მიმართ.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

სისხლის ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით ღებინება;

სისხლი განავალში ან სისხლიანი დიარეა;

კუჭის ძლიერი ტკივილი;

კანის ბლისტერული გამონაყარი ან ძლიერი აქერცვლა;

ინტენსიური ან მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი;

კანის მოყვითალო ფერის პიგმენტაცია (სიყვითლე);

მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი ნიშნები (იხ. ამავე პარაგრაფში ზემოთ);

კიდურების შეშუპება ან სითხის შეკავება ხელებსა და ფეხებში;

მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები ტორსზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებში. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კანის გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი);

წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა კვანძებით და ბლისტერებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანებისათვის განკუთვნილი სამკურნალო მოწყობილობების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: ვებგვერდი https://www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

იბუპროფენი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო კონტეინერებისა და მედიკამენტების გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქში განთავსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს იბუპროფენი ნორმონი 20 მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია:

აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. შიგნით მისაღები სუსპენზიის ყოველი მლ შეიცავს 20 მგ იბუპროფენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ქსანტანის ფისი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ბენზოატი (E-211), ლიმონმჟავა, საქაროზა, გლიცეროლი (E-422), ნარინჯისფერ-ყვითელი (sunset yellow) FCF (E-110), ატმის არომატი და გაწმენდილი წყალი.

იბუპროფენი ნორმონი 20 მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ნარინჯისფერი, შიგნით მისაღები სუსპენზია ატმის სუნითა და გემოთი.

მოწოდებულია 200 მლ ბოთლით შიგნით მისაღები სუსპენზიით. შეფუთვა შეიცავს 5 მლ-ით გრადუირებულ პერორალურ დოზატორ შპრიცს და გამოყენების ინსტრუქციას.

გამოშვების სხვა ფორმები:

იბუპროფენი ნორმონი 40 მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია

იბუპროფენი ნორმონი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

იბუპროფენი ნორმონი 600 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6

28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის ნოემბერი.

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/65920/P_65920.html

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა