გროპრინოსინი
GROPRINOSIN®
ადიუვანტური მკურნალობის სახით იმ პირებში, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი ზემო რესპირატორული ტრაქტის მორეციდივე ინფექციების გამო მარტივი ჰერპეს ვირუსით (herpes simplex) გამოწვეული ტუჩისა და სახის ჰერპესის სამკურნალოდ
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Inosine pranobex)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- «GEDEON RICHTER POLSKA» Sp.z o.o., პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტივირუსული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- J05AX05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046376
- რეგისტრირებულია
- 29 სექტემბერი 2026, მოქმედებს 29 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Gedeon Richter Plc (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გროპრინოსინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ადიუვანტური მკურნალობის სახით იმ პირებში, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი ზემო რესპირატორული ტრაქტის მორეციდივე ინფექციების გამო
მარტივი ჰერპეს ვირუსით (herpes simplex) გამოწვეული ტუჩისა და სახის ჰერპესის სამკურნალოდ
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება პერორალურად, უმჯობესია - ჭამის შემდეგ, თანაბარი ინტერვალებით, დღეში 3-4-ჯერ. შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა, გატეხვა და/ან გახსნა მცირე რაოდენობის წყალში უშუალოდ მიღების წინ, რაც აადვილებს მიღებას (მაგალითად 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ასპირაციის თავიდან ასაცილებლად). მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, დაავადების სახეობის, სიმძიმის და რეციდივის სიხშირის მიხედვით, როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა არის 5-14 დღე. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძლდეს სიმპტომების რეგრესის შემდეგ 1-2 დღე. მაქსიმალური დოზა მოზრდილებისთვის არის 3-4 გ/დღეში, ბავშვებისთვის 1 წლის ასაკის ზემოთ - 50 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.
რეკომენდებული დოზები და მკურნალობის რეჟიმები:
ტუჩისა და სახის ჰერპესი გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით (herpes simplex): მოზრდილები - 2 ტაბლეტი დღეში 3-4-ჯერ (6-8 ტაბლეტი დღეში), ბავშვები - სადღეღამისო დოზა არის 50 მგ/ჯგ სხეულის წონაზე 3-4 მიღებაზე 10-14 დღის განმავლობაში;
კომპრომისული იმუნიტეტის მქონე პაციენტები (კომპლექსური თერაპიის სემადგენლობაში): მოზრდილები - 2 ტაბლეტი დღეში 3-4-ჯერ (დღეში 6-8 ტაბლეტი), მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2 კვირა - 3 თვე; ბავშვები - სადღეღამისო დოზა არის 50 მგ/კგ დღეში 3- მიღებაზე 21 დღის განმავლობაში (ან 3 მკურნალობის კურსი 7-10 დღე იგივე ინტერვალებით).
უარყოფითი რეაქციები
მოზრდილებში, აგრეთვე პედიატრიულ პოპულაციაში განვითარებული ერთადერთი გვერდითი ეფექტი არის შრატში და შარდში შარდმჟავას დონეების მომატება (როგორც წესი, რჩება ნორმის ფარგლებში). შარდმჟავას დონეები, როგორც წესი უბრუნდება საწყის მნიშვნელობებს პრეპარატის მოხსნიდან რამდენიმე დღეში.
სიხშირე MedDRA-ს მიხედვით
ძალიან ხშირი
≥1/10
ხშირი
≥1/100 to <1/10
არახშირი
≥1/1000 to <1/100
იშვიათი
≥1/10000 to <1/1000
ძალიან იშვიათი
<1/10000
სიხშირე უცნობია
არსებული მონაცემებით დადგენა შეუძლებელია
ძალიან ხშირი
ლაბორატორული კვლევები: სისხლში შარდმჟავას მომატება, შარდში შარდმჟავას მომატება.
ხშირი
დარღვევები ცნს მხრივ: თავის ტკივილი, ვერტიგო.
კუჭ-ნაწლავური დარღვევები: გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე, ეპიგასტრიუმში დისკომფორტი.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ქავილი, გამონაყარი.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ართრალგია
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას: დაღლილობა, სისუსტე.
კვლევები: სისხლში შარდოვანას მომატება, სისხლში ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზას მომატება.
არახშირი
დარღვევები ცნს მხრივ: ძილიანობა, უძილობა
კუჭ-ნაწლავური დარღვევები: დიარეა, ყაბზობა
თირკმელების და საშიდე გზების მხრივ: პოლიურია (გამოყოფილი შარდის მოცულობის გაზრდა)
ფსიქიური დარღვევები: ნევროზულობა
პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები. მათი სიხშირე უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
კუჭ-ნაწლავური დარღვევები: ეპიგასტრიუმის ტკივილი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანგიოშეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსური რეაქცია, ანაფილაქტოიდური შოკი.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ერითემა.
საეჭვო უარყოფითი რეაქციების ინფორირება
საეჭვო უარყოფითი რეაქციების ინფორირება სამკურნალო საშუალების ბაზარზე დაშვების შემდეგ მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლება. ჯანდაცვის პროფესიონალებს ვთხოვთ, რომ ნებისმიერი საეჭვო უარყოფითი რეაქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ეროვნული ინფორმირების სისტემით.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ინოზინ პრანობექსზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში). ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ყელის და ენის შეშუპება.
თუ თქვენ ამ მომენტისათვის განგივითარდათ პოდაგრას შეტევა (ძლიერი ტკივილი სახსრებში, რასაც ახლავს შეშუპება და კანის გაწითლება სახსრების გარშემო, ან გამონაჟონი მსხვილი სახსრების გარშემო), ან სისხლის ბიოქიმიური ანალიზების შედეგებში აღინიშნება შარდმჟავას მომატებული დონე.
თუ გაქვთ შარდკენჭოვანი დაავადება.
III ხარისხის მწვავე თირკმლის უკმარისობის დროს.
გროპრინოსინი არ არის ნაჩვენები გამოსაყენებლად 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები
ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატ გროპრინოსინის გამოყენების წინ.
თუ თქვენ წარსულში აღგენიშნებოდათ პოდაგრას ეპიზოდები ან სისხლში ან შარდში შარდმჟავას დონის მომატება, რადგანაც გროპრინოსინს შეუძლია სისხლში ან შარდში შარდმჟავას კონცენტრაციის დროებითი ზრდა.
თუ წარსულში გქონდათ კენჭები თირკმელებში.
თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები მიმდინარე მომეტისთვის. ამ შემთხვევაში ექიმს დაჭირდება თქვენ მდგომარეობაზე უფრო მეტი ყურადღებით დაკვირვება.
თუ თერაპია გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში (სამი თვე ან მეტი). ექიმი დაგინიშნავთ სისხლის რეგულარულ ანალიზებს და გააკონტროლებს თირკმელების და ღვიძლის ფუნქციას. ხანგრძლივი მკურნალობის დროს თირკმელებში შეიძლება კენჭები წარმოიქმნას.
თუ გაგაჩნიათ ალერგიული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, გაძნელებული სუნთქვა, სახის, ტუჩების, ხახის ან ენის შეშუპება. თუ თქვენ აღგენიშნებათ ასეთი სიმპტომები, საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.
გროპრინოსინი და სხვა სამკურნალო პრეპარატები
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ახლახლან იღებდით ან შესაძლოა მიიღებთ რომელიმე სხვა სამკურნალო პრეპარატებს.
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან:
პრეპარატები პოდაგრას სამკურნალოდ O(ალოპურინოლი და სხვ.);
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდმჟავას გამოყოფას, დიურეზულების ჩათვლით (შარდის პროდუქციის ზრდა), მაგალითად, ფუროსემიდი, ტორასემიდი, ეტაკრინის მჟავა, ჰიდროქლოროთიაზიდი, ქლორტალიდონი, ინდაპამიდი;
პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას (ეგრეთ წოდებული იმუნოდეპრესანტები, რომლებიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ ან ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას);
აზიდოტიმიდინი (აზტ, პრეპარატი აივ-ინფექციის სამკურნალოდ).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გროპრინოსინი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ შემდეგ პრეპარატებს:
ქსანტინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაგ. ალოპურინოლი),
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდში შარდმჟავას ელიმინაციას, მათ შორის დიურეტიკები და თიაზიდები (მაგ. ჰიდროქლოროთიაზიდი, ქლორთალიდონი, ინდაპამიდი) და მარყუჟოვანი დიურეტიკები (ფუროსემიდი, ტორასემიდი, ეთაკრინის მჟავა).
გროპრინოსინის გამოყენება არ შეიძლება იმუნოსუპრესანტებით თერაპიის დროს (მხოლოდ შეწყვეტის შემდეგ), რადგან იმუნოსუპრესანტების იმავდროულმა მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გროპრინოსინის თერაპიულ ეფექტზე ფარმაკოკინეტიკური მექანიზმით.
გროპრინოსინის იმავდროული გამოყენება აზიდოთიმიდინთან აძლიერებს ნუკლეოტიდების წარმოებას აზიდოთიმიდინის მიერ (აზიდოთიმიდინის მომატებული ეფექტი) კომპლექსური მექანიზმებით, მაგ. აზიდოთიმიდინის მომატებული პლაზმური ბიოშეღწევადობა და შიდაუჯრედოვანი ფოსფორილირების მომატება მონოციტებში. შედეგად გროპრინოსინი ზრდის აზიდოთიმიდინის ეფექტს.
ზემოქმედება ავტომობილების და მექანიზმების მართვის უნარზე
ინოზინის პრანობექსის ფარმაკოდინამიკური პროფილის გამო, მოსალოდნელი არ არის, რომ გროპრინოსინმა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილების და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეუთავსებლობები
არ შეესაბამება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ ხართ ორსულად, ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას.
ნუ მიიღებთ გროპრინოსინს, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ექიმი გაძლევთ ამ პრეპარატის მიღების რეკომენდაციას. ექიმი შეაფასებს, რამდენად აღემატება პრეპარატის მიღების სარგებელი შესაძლო რისკებს.
ბავშვები
გამოიყენება 1 წელზე უფროსი ასაკის ბვშვებში. ტაბლეტი უნდა დაიფშვნას და გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის და იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტის გადაყლაპვა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
არ არის საჭირო დოზის შეცვლა, პრეპარატი გამოიყენება როგორც საშუალო ასაკის, ისე მოზრდილ პაციენტებში.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ გროპრინოსინი იმოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
როგორ უნდა იქნას მიღებული გროპრინოსინი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი მიიღება პერორალურად, სასურველია ჭამის შემდეგ, რეგულარული ინტერვალებით 3-4 ჯერ დღეში. შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა, დაქუცმაცება და/ან გახსნა მცირე რაოდენობის წყალში უშუალოდ გამოყენების წინ (6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ასპირაციის თავიდან ასაცილებლად). მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ნოზოლოგიის, პროცესის სიმძიმის და რეციდივის სიხშირის მიხედვით. საშუალოდ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-14 დღეს. რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების გაგრძელება სიმპტომების გამოხატულების შემცირებიდან კიდევ 1-2 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 4 გ-ს დღეში (8 ტაბლეტი დღეში), საჭიროების შემთხვევაში, 7-10-დღიანი შესვენების შემდეგ, შეიძლება კურსის განმეორება.
რეკომენდირებული დოზები და პრეპარატის გამოყენების სქემები:
ტუჩების და კანის ჰერპესი, გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით (Herpes Simplex):
მოზრდილები - 2 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში (6-8 ტაბლეტი დღეში), ბავშვები - დღიური დოზა 50 მგ/კგ გაანგარიშებიდან 3-4 მიღებაზე 10-14 დღის განმავლობაში;
პაციენტები დასუსტებული იმუნიტეტით (კომპლექსურ ტერაპიაში): მოზრდილები - 2 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 2-დან 3 თვემდე; ბავშვები - დღიური დოზა 50 მგ/კგ გაანგარიშებიდან 3-4 მიღებაზე 21 დღის განმავლობაში (ან 3 კურსი 7-10 დღე ასეთივე ინტერვალებით).
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი გროპრინოსინის ტაბლეტები
დღემდე არ დარეგისტრირებულა ჭარბი დოზირების შემთხვევები. თუ თქვენ არ ხართ დაწრმუნებული, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ გროპრინოსინის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის მორიგი მიღება, მიიღეთ საჭირო დოზა გახსენებისთანავე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მოახლოვებულია მომდევნო დოზის მიღების დრო. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ გროპრინოსინის მიღება
თუ თქვენ შეწყვიტეთ გროპრინოსინის მიღება, თქვენ შეიძლება ვერ მიაღწიოთ პრეპარატის თერაპიულ ეფექტს, ან დაავადების სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, მოცემულ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ნებისმიერ პრეპარატს შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა, მიუხედავად ამისა, ალერგიული რეაქციები გროპრინოსინზე იშვიათად ვითარდება.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენ ექიმს, თუ აღგენიშნათ შემდეგი სიმპტომები:
უეცარი ხიხინი,
გაძნელებული სუნთქვა,
შეშუპებული ქუთუთოები, სახე, ტუჩები,
გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით, თუ აღინიშნება მთელ სხეულზე).
აღნიშნულია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში):
შარდმჟავას კონცენტრაციის მატება სისხლში ან შარდში.
ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში):
სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის ტრანზიტორული მატება,
სისხლში ღვიძლისმიერი ფერმენტების მატება,
გულისრევა ღებინებით და მის გარეშე,
დისკომფორტი მუცლის არეში,
კანის ქავილი,
გამონაყარი კანზე (როგორ ერთადერთი სიმპტომი),
თავის ტკივილი,
თავრუსხვევა,
დაღლილობა ან დაქანცულობა,
სახსრების ტკივილი.
არახშირად (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში):
დიარეა,
შეკრულობა,
ნერვოზულობა,
ძილიანობა ან დაძინებასთან დაკავშირებული სიძნელეები,
შარდის მოცულობის გაზრდა.
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე):
ტკივილი ეპიგასტრიაში,
სახის, ტუჩების, ქუთუთოების და ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება),
ჭინჭრის ციება, მთელი სხეულის მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი),
თავბრუსხვევა,
კანის გაწითლება.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
ძალიან მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მიღებული შეტყობინებები სავარაუდო გვერდითი ეფექტების შესახებ. ეს იძლება სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს მიმართავენ თხოვნით მოახდინონს შეტყობინება ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის გამოყენებით.
ჭარბი დოზა
გროპრინოსინის ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.
ცხოველებში ტოქსიკურობის კვლევების საფუძველზე მოსალოდნელი არ არის სერიოზული უარყოფითი ეფექტეი გარდა შრატში შარდმჟავას დონეების მნიშვნელოვანი მომატებისა.
ჭარბი დოზის მიღებისას უნდა ჩატარდეს სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობა.
შენახვის პირობები
დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოდგენს გროპრინოსინი და რითვის გამოიყენება იგი
გროპრინოსინი - ეს არის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ინოზინ პრანობექსს. გროპრინოსინი თრგუნავს ადამიანისათვის პათოგენურ მარტივი ჰერპესის ვირუსს (Herpes Simplex) ტუჩების და სახის კანის დაზიანების შემთხვევაში. ის ასტიმულირებს დარღვეულ იმუნურ სისტემას. ასევე გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების შემთხვევაში.
პრეპარატ გროპრინოსინის გამოყენების ჩვენებები:
მარტივი ჰერპესის ვირუსით (Herpes Simplex) გამოწვეული ტუჩების და სახის კანის ჰერპესის მკურნალობა.
კომპლექსური თერაპია პაციენტებში დასუსტებული იმუნური სისტემით, ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების დროს.
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ გროპრინოსინის მიღების დაწყებამდე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული საშუალებები. ათქ კოდი: J05AX05.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აქტიურ ინგრედიენტს - ინოზინის პრანობექსს (ინოზინის და 4-აცეტამიდის ბენზოის მჟავას მოლეკულური კომპლექსი N,N-დიმეთილამინი-2 პროპანოლი, მოლარული შეფარდება 1:3) გააჩნია პირდაპირი ანტივირუსული და იმუნური მასტიმულირებელი ეფექტები. არის სინთეზური პურინის წარმოებული.
პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი განპირობებულია ვირუსით დაზიანებული უჯრედების რიბოსომებთან შეკავშირებით, რაც იწვევს უფრო ნელ ვირუსულ i-RNA სინთეზს (ტრანსკრიპციის და ტრანსლაციის დარღვევას) და რნმ- და დნმ გენომის ვირუსების დათრგუნვას. პრეპარატის არაპირდაპირი ეფექტი ემყარება ინტერფერონის წარმოების ძლიერ ინდუქციას. იმუნური მოდულაციის ეფექტი ემყარება T-ლიმფოციტებს (ციტოკინების სინთეზის აქტივაცა) და ფაგოციტოზის სტიმულაციას მაკროფაგებში. პრეპარატი ზრდის პრე-T ლიმფოციტების დიფერენციაციას და ასტიმულირებს T- და B ლიმფოციტების მიტოგენ-ინდუცირებულ პროლიფერაციას, რაც აუმჯობესებს T-უჯრედების ფუნქციებს, მათ შორის, მათ მიერ ლიმფოკინების წარმოების უნარს და T-ჰელპერების და T-სუპრესორების შეფარდების ნორმალიზებას (CD4/CD8 იმუნური რეგულაციის ინდექსის აღდგენა). ინოზინის პრანობექსი აუმჯობესებს ინტერლეიკინი-2-ის წარმოებას ლიმფოციტებში და ხელს უწყობს რეცეპტორების ექსპრესიას ამ ინტერლეიკინის მიმართ ლიმფოიდურ უჯრედებში; ასტიმულირებს ბუნებრივი კილერების (NK-უჯრედების) აქტივობას ჯანმრთელ ადამიანებშიც კი; ასტიმულირებს ფაგოციტოზისთვის მაკროფაგების უნარებს და ანტიგენის დამუშავებას და პრეზენტაციას, რის შედეგადაც იზრდება ანტისხეულების მწარმოებელი უჯრედების რაოდენობა მკურნალობის კურსის პირველი დღეებიდან. პრეპარატი ასტიმულირებს 1-ინტერლეიკინის სინთეზს, ბაქტერიციდულ აქტივობას, მემბრანის რეცეპტორების ექსპრესიას და ლიმფოკინებზე პასუხის უნარს და ქემოტაქსის ფაქტორებს. ჰერპესული ინფექციის დროს აღინიშნება სპეციფიკური ანტი-ჰერპესის ანტისხეულების წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა, აგრეთვე კლინიკური გამოვლინებების დათრგუნვა და მორეციდივე ეპიზოდების სიხშირის შემცირება.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ყოველ ნახევარს გააჩნია ცალკე ფარმაკოკინეტიკური თვისებები.
შეწოვა
მამაკაცებში პერორალურად მიღებისას ინოზინის პრანობექსი სწრაფად და სრულად შეიწოვება (>90%) კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გადადის სისხლში. ანალოგიურად, ვენებში შეყვანილი DIP [N,N-დიმეთილამინო-2-პროპანოლი] PacBA [p-აცეტამიდობენზოის მჟავა] კომპონენტების მნიშვნელობების 94-100% აღდგება შარდში რეზუს მქონე მაიმუნებში პერორალური მიღების შემდეგ.
განაწილება
რადიომონიშული მასალა აღმოჩნდა შემდეგ ორგანოებში და კლებადი სპეციფიკური აქტივობით, როდესაც პრეპარატი გამოიყენებოდა მაიმუნებში: თირკმელები, ფილტვები, ღვიძლი, გული, ელენთა, სათესლე ჯირკვლები, პანკრეასი, ტვინი და ჩონჩხის კუნთები.
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანებში ინოზინის პრანობექსის 1 გ პერორალური დოზის მიღების შემდეგ, პლაზმაში DIP და PacBA-ს დონეები იყო 3,7 უგ/მლ (2 საათში) და 9.4 უგ/მლ (1 საათში). ადამიანებში დოზის ამტანობის კვლევებში შარდმჟავას დონის უმაღლესი მატება, როგორც პრეპარატისგან წარმოებული ინოზინის გაზომვა, დოზის მიღების შემდეგ არ იყო ლინეარული და შეიძლება ვარირებდეს +10 1-3 საათს შორის.
ელიმინაცია
24 საათში შარდში გამოყოფილი PAcBA და მისი ძირითადი მეტაბოლიტები მყარ პირობებში დღეში 4 გ დოზის მიღებისას შეადგენდა მიღებული დოზის დაახლოებით 85%-ს. DIP-წარმოებული რადიოაქტიურობის 95% შარდში აღდგებოდა უცვლელი DIP და DIP N-ოქსიდის სახით. DIP-ის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 3.5 საათი, ხოლო PAcBA-ს - 50 წუთი. ადამიანებში ძირითადი მეტაბოლიტებია DIP-ის - N-ოქსიდი და PAcBA-ს - აცილგლუკორონიდი. რადგან ინოზინი იშლება პურინის დაშლის გზით შარდმჟავად, რადიომონიშნული ექსპერიმენტები ადამიანებში შეუსაბამოა. ცხოველებში მიღებული ინოზინის დაახლოებით 70% შეიძლება აღდგეს შარდში შარდმჟავას სახით პერორალური ტაბლეტის მიღების შემდეგ და დარჩენილი ნაწილი ჩვეულებრივი მეტაბოლიტების, ქსანტინის და ჰიპოქანტინის სახით.
ბიოშეღწევადობა (AUC)
PAcBA-ს ნაწილის და მისი მეტაბოლიტის აღდგენა შარდში მყარ პირობებში შეადგენდა მოსალოდნელი მნიშვნელობის >90%-ს. DIP ნაწილის და მისი მეტაბოლიტის აღდგენა იყო >76%. DIP-ის პლაზმური AUC იყო >88 % და PAcBA-ს - >77%.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
მომხმარებლებისთვის
გროპრინოსინი® (GROPRINOSIN®)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ინოზინ პრანობექსი (Inosine pranobex)
პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ჩანართი-ფურცელი, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად დაიცავით წინამდებარე ჩანართ-ფურცელში მოცემული მითითებები და მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციები.
შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენ ფარმაცევტთან, თუ დაგჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა.
ნებისნიერი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმისერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში. იხ. ნაწილი 4.
თუ 5-14 დღის შემდეგ თქვენ ვერ შენიშნავთ გაუმჯობესებას ან თავს უარესად იგრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
ჩანართი-ფურცლის შინაარსი:
რას წარმოადგენს გროპრინოსინი და რითვის გამოიყენება იგი
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ გროპრინოსინის მიღების დაწყებამდე
როგორ უნდა იქნას მიღებული გროპრინოსინი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოდგენს გროპრინოსინი და რითვის გამოიყენება იგი
გროპრინოსინი - ეს არის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ინოზინ პრანობექსს. გროპრინოსინი თრგუნავს ადამიანისათვის პათოგენურ მარტივი ჰერპესის ვირუსს (Herpes Simplex) ტუჩების და სახის კანის დაზიანების შემთხვევაში. ის ასტიმულირებს დარღვეულ იმუნურ სისტემას. ასევე გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების შემთხვევაში.
პრეპარატ გროპრინოსინის გამოყენების ჩვენებები:
მარტივი ჰერპესის ვირუსით (Herpes Simplex) გამოწვეული ტუჩების და სახის კანის ჰერპესის მკურნალობა.
კომპლექსური თერაპია პაციენტებში დასუსტებული იმუნური სისტემით, ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების დროს.
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ გროპრინოსინის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ გროპრინოსინი
თუ გაქვთ ალერგია ინოზინ პრანობექსზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში). ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ყელის და ენის შეშუპება.
თუ თქვენ ამ მომენტისათვის განგივითარდათ პოდაგრას შეტევა (ძლიერი ტკივილი სახსრებში, რასაც ახლავს შეშუპება და კანის გაწითლება სახსრების გარშემო, ან გამონაჟონი მსხვილი სახსრების გარშემო), ან სისხლის ბიოქიმიური ანალიზების შედეგებში აღინიშნება შარდმჟავას მომატებული დონე.
თუ გაქვთ შარდკენჭოვანი დაავადება.
III ხარისხის მწვავე თირკმლის უკმარისობის დროს.
გროპრინოსინი არ არის ნაჩვენები გამოსაყენებლად 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატ გროპრინოსინის გამოყენების წინ.
თუ თქვენ წარსულში აღგენიშნებოდათ პოდაგრას ეპიზოდები ან სისხლში ან შარდში შარდმჟავას დონის მომატება, რადგანაც გროპრინოსინს შეუძლია სისხლში ან შარდში შარდმჟავას კონცენტრაციის დროებითი ზრდა.
თუ წარსულში გქონდათ კენჭები თირკმელებში.
თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები მიმდინარე მომეტისთვის. ამ შემთხვევაში ექიმს დაჭირდება თქვენ მდგომარეობაზე უფრო მეტი ყურადღებით დაკვირვება.
თუ თერაპია გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში (სამი თვე ან მეტი). ექიმი დაგინიშნავთ სისხლის რეგულარულ ანალიზებს და გააკონტროლებს თირკმელების და ღვიძლის ფუნქციას. ხანგრძლივი მკურნალობის დროს თირკმელებში შეიძლება კენჭები წარმოიქმნას.
თუ გაგაჩნიათ ალერგიული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, გაძნელებული სუნთქვა, სახის, ტუჩების, ხახის ან ენის შეშუპება. თუ თქვენ აღგენიშნებათ ასეთი სიმპტომები, საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.
გროპრინოსინი და სხვა სამკურნალო პრეპარატები
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ახლახლან იღებდით ან შესაძლოა მიიღებთ რომელიმე სხვა სამკურნალო პრეპარატებს.
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან:
პრეპარატები პოდაგრას სამკურნალოდ O(ალოპურინოლი და სხვ.);
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდმჟავას გამოყოფას, დიურეზულების ჩათვლით (შარდის პროდუქციის ზრდა), მაგალითად, ფუროსემიდი, ტორასემიდი, ეტაკრინის მჟავა, ჰიდროქლოროთიაზიდი, ქლორტალიდონი, ინდაპამიდი;
პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას (ეგრეთ წოდებული იმუნოდეპრესანტები, რომლებიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ ან ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას);
აზიდოტიმიდინი (აზტ, პრეპარატი აივ-ინფექციის სამკურნალოდ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ ხართ ორსულად, ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას.
ნუ მიიღებთ გროპრინოსინს, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ექიმი გაძლევთ ამ პრეპარატის მიღების რეკომენდაციას. ექიმი შეაფასებს, რამდენად აღემატება პრეპარატის მიღების სარგებელი შესაძლო რისკებს.
ბავშვები
გამოიყენება 1 წელზე უფროსი ასაკის ბვშვებში. ტაბლეტი უნდა დაიფშვნას და გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის და იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტის გადაყლაპვა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
არ არის საჭირო დოზის შეცვლა, პრეპარატი გამოიყენება როგორც საშუალო ასაკის, ისე მოზრდილ პაციენტებში.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ გროპრინოსინი იმოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
როგორ უნდა იქნას მიღებული გროპრინოსინი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი მიიღება პერორალურად, სასურველია ჭამის შემდეგ, რეგულარული ინტერვალებით 3-4 ჯერ დღეში. შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა, დაქუცმაცება და/ან გახსნა მცირე რაოდენობის წყალში უშუალოდ გამოყენების წინ (6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ასპირაციის თავიდან ასაცილებლად). მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ნოზოლოგიის, პროცესის სიმძიმის და რეციდივის სიხშირის მიხედვით. საშუალოდ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-14 დღეს. რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების გაგრძელება სიმპტომების გამოხატულების შემცირებიდან კიდევ 1-2 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 4 გ-ს დღეში (8 ტაბლეტი დღეში), საჭიროების შემთხვევაში, 7-10-დღიანი შესვენების შემდეგ, შეიძლება კურსის განმეორება.
რეკომენდირებული დოზები და პრეპარატის გამოყენების სქემები:
ტუჩების და კანის ჰერპესი, გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით (Herpes Simplex):
მოზრდილები - 2 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში (6-8 ტაბლეტი დღეში), ბავშვები - დღიური დოზა 50 მგ/კგ გაანგარიშებიდან 3-4 მიღებაზე 10-14 დღის განმავლობაში;
პაციენტები დასუსტებული იმუნიტეტით (კომპლექსურ ტერაპიაში): მოზრდილები - 2 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 2-დან 3 თვემდე; ბავშვები - დღიური დოზა 50 მგ/კგ გაანგარიშებიდან 3-4 მიღებაზე 21 დღის განმავლობაში (ან 3 კურსი 7-10 დღე ასეთივე ინტერვალებით).
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი გროპრინოსინის ტაბლეტები
დღემდე არ დარეგისტრირებულა ჭარბი დოზირების შემთხვევები. თუ თქვენ არ ხართ დაწრმუნებული, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ გროპრინოსინის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის მორიგი მიღება, მიიღეთ საჭირო დოზა გახსენებისთანავე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მოახლოვებულია მომდევნო დოზის მიღების დრო. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ გროპრინოსინის მიღება
თუ თქვენ შეწყვიტეთ გროპრინოსინის მიღება, თქვენ შეიძლება ვერ მიაღწიოთ პრეპარატის თერაპიულ ეფექტს, ან დაავადების სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტბი
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, მოცემულ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ნებისმიერ პრეპარატს შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა, მიუხედავად ამისა, ალერგიული რეაქციები გროპრინოსინზე იშვიათად ვითარდება.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენ ექიმს, თუ აღგენიშნათ შემდეგი სიმპტომები:
უეცარი ხიხინი,
გაძნელებული სუნთქვა,
შეშუპებული ქუთუთოები, სახე, ტუჩები,
გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით, თუ აღინიშნება მთელ სხეულზე).
აღნიშნულია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში):
შარდმჟავას კონცენტრაციის მატება სისხლში ან შარდში.
ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში):
სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის ტრანზიტორული მატება,
სისხლში ღვიძლისმიერი ფერმენტების მატება,
გულისრევა ღებინებით და მის გარეშე,
დისკომფორტი მუცლის არეში,
კანის ქავილი,
გამონაყარი კანზე (როგორ ერთადერთი სიმპტომი),
თავის ტკივილი,
თავრუსხვევა,
დაღლილობა ან დაქანცულობა,
სახსრების ტკივილი.
არახშირად (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში):
დიარეა,
შეკრულობა,
ნერვოზულობა,
ძილიანობა ან დაძინებასთან დაკავშირებული სიძნელეები,
შარდის მოცულობის გაზრდა.
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე):
ტკივილი ეპიგასტრიაში,
სახის, ტუჩების, ქუთუთოების და ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება),
ჭინჭრის ციება, მთელი სხეულის მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი),
თავბრუსხვევა,
კანის გაწითლება.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
ძალიან მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მიღებული შეტყობინებები სავარაუდო გვერდითი ეფექტების შესახებ. ეს იძლება სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს მიმართავენ თხოვნით მოახდინონს შეტყობინება ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის გამოყენებით.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობია ვადა - 3 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ არის რეკომედნირებული მედიკამენტის კანალიზაციაში გადაგდება ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად უტილიზირება. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა მოახდინოთ სამკურნალო პრეპარატის, რომლის მიღებაც დასრულებულია, ნარჩენების უტილიზირება. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვაზე.
დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატის შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ინოზინ პრანობექსი (მეთიზოპრინოლი, ონოზინ დიმეპრანოლ აცეტობენი) - 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი KK-25, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა
ოვალური, ორმხრივამობურცული, ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ნაზოლით ერთ მხარეს, 17 მმ სიგრძით, 7 მმ სიგანით.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შეფუთვა
10 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის და PVC/PE/PVDC-ფირის ბლისტერში.
2 ან 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ღსს “გედეონ რიხტერი”
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი
წარმოებულია და დაფასოებულია
შპს “გედეონ რიხტერი პოლონეთი”,
გროდზისკ მაზოვეცკი, პოლონეთი
ნებისმიერი ინფორმაციისთვის პრეპარატოს შესახებ, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს :
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი : საქართველო, 0160, ქალ. თბილისი. ს. კანდელაკის ქ.№8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში
მისამართი : ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 7340025 ქალ. დუშანბე,
რ-ნი ისმოილ სომონი, პროსპექტი რუდაკი 127, შპს რუდაკი პლაზა,
მე-5 სართ. ოფ.507, 508
ტელეფონი: +992-44-603-33-36
ელექტრონული მოსამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა თურქმენეთში
მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქალ. აშხაბადი,
ათათურქის ქ., ს.82, ბიზნეს-ცენტრი ბერკარარი, Е-6
ტელეფონი: +993-12-46-82-11
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა მონღოლეთში
მისამართი: მონღოლეთი, ქალ. ულან-ბატორი,
რაიონი ხან-უულ, 11 ქვერაიონი,
სტადიონი ორგილ (17012),
დიდი მონღოლური სახელმწიფოს ქუჩა, ს. 118, ბინა 200/1
ტელეფონი: +976-70-11-40-02
ელექტრონული მისამართი : [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


