ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი 600 მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად EFG

Ibuprofeno (Arginina) Normon 600 mg granulado para solución oral EFG

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღებამდე

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (ibuprofen)
ფორმა და შეფუთვა
600მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ფორთოხლის გემოთი პაკეტი №20
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046347
რეგისტრირებულია
21 სექტემბერი 2026, მოქმედებს 21 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაიბუპროფენი (არგინინი) ნორმონი 600 მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად EFG და სხვა წამალი ერთად

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი 600 მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

იბუპროფენით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან შეიძლება არ დადგეს მოსალოდნელი შედეგი. გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღება იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე ეს მითითებულია ექიმის მიერ.

გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეეფექტური დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საკმარისია სიმპტომების მოსახსნელად. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ, თუ სიმპტომები (როგორიცაა ცხელება და ტკივილი) ნარჩუნდება ან უარესდება (იხ. პარაგრაფი 2).

მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ერთი საშეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ჭიქა წყალში და შესაბამისი ხსნარის მომზადების შემდეგ უნდა იქნეს მიღებული.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ დისპეფსია, ეს მედიკამენტი უნდა მიიღონ რძესთან ერთად ჭამის დროს/ჭამის შემდეგ.

ზრდასრულები

რეკომენდებული დოზა ზრდასრულებისა და 14-18 წლის ასაკის მოზარდებისათვის არის ერთი საშეტი (600 მგ იბუპროფენი) ყოველ 6-8 საათში, კლინიკური მდგომარეობის სიმძიმისა და მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.

ზოგჯერ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დღიური რეკომენდებული მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,400 მგ-ს ზრდასრულებისათვის და 1,600 მგ-ს - 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 14 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისა და ბავშვებისათვის, ვინაიდან იბუპროფენის დოზა ამ პროდუქტში არ შეესაბამება ამ პაციენტებისათვის რეკომენდებულ დოზას.

ხანდაზმული პაციენტებში გამოყენება

ხანდაზმული პაციენტებისათვის დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ, რადგან ისინი საჭიროებენ ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებ დოზებს.

თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში გამოყენება

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადება, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ჩვეულებრივზე უფრო დაბალი დოზა. პაციენტმა ზუსტად უნდა დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული დოზა.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ესპანეთის ტელ..: +34 91 562 04 20), მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით, ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, შესაძლო რისკებისა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

სიფრთხილის ზომები

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება (წყლის შეკავება);

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის დაავადება, ან აქვს მაღალი არტერიული წნევა;

თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან სუნთქვის რაიმე სხვა პრობლემა;

თუ პაციენტს აქვს ინფექცია: იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ, შესაძლოა იბუპროფენმა შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გართულებების გაზრდილი რისკი. ეს აღინიშნა ბაქტერიით გამოწვეული პნევმონიის და კანის ბაქტერიული ინფექციების დროს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩუტყვავილასთან. თუ პაციენტი მედიკამენტს იღებს ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები ისევ აღინიშნება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

თუ პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის დაავადება აქვს, არის 60 წელს ზემოთ ასაკის ან ესაჭიროება ამ მედიკამენტის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1-2 კვირაზე მეტხანს), ექიმის მიერ შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების რეგულარული შემოწმება. მკურნალი ექიმი პაციენტს ეტყვის, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს საკონტოროლო ანალიზები;

თუ პაციენტს დეჰიდრატაციის სიმპტომები აქვს, როგორიცაა; ძლიერი ფაღარათი ან ღებინება, საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ამ სპეციფიკურ შემთხვევაში იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა დეჰიდრატაციის შედეგად;

თუ პაციენტს ჰქონდა ან განუვითარდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რაც იწვევს ძლიერ ან მუდმივი ხასიათის მუცლის ტკივილს და/ან შავი ფერის განავალს, მაშინაც კი, როცა პაციენტს არ აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები. ეს რისკი დიდია მაღალი დოზებით და ხანრძლივი მკურნალობისას პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი პრეპარატების თანმხლებ მიღებას;

თუ პაციენტი პარალელურად იღებს რომელიმე ისეთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, როგორიცაა შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს და რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა მაგ.: კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები;

თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს და იწვევს ანთებასა და შედეგად, სისხლიან დიარეას) ან წყლულოვანი კოლიტი, ვინაიდან იბუპროფენის (არგინინი) მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუარესონ ეს დაავადებები;

თუ პაციენტი მკურნალობს დიურეტიკებით (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას), ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და შესაძლოა დააზიანოს სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოები, ნერვულ სისტემა, სისხლძარღვები, კანი და სახსრები), ვინაიდან არსებობს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების ალბათობა (მენინგეალური გარსების, თავისა და ზურგის ტვინის გარსების, ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით);

თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე და იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა შარდის გაწითლება, სისხლიანი შარდი ან ღვიძლის დაავადება), უნდა შეფასდეს იბუპროფენით მკურნალობის მიზანშეწონილობა;

თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილები, არ უნდა მოხდეს ამ სამკურნალო პროდუქტის მაღალი დოზებით გამოყენება;

თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დარღვევები იბუპროფენით მკურნალობის დროს, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ოფთალმოლოგთან მიმართვა;

ამ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტს აღენიშნება სიწითლე და ანთება ან კანის დაზიანება, უნდა შეწყდეს მკურნალობა;

კანის რეაქციები: აღწერილ იქნა იბუპროფენით (არგინინი) მკურნალობასთან დაკავშირებული კანის მძიმე რეაქციები. უნდა შეწყდეს იბუპროფენის (არგინინი) მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ ვითარდება კანის ნებისმიერი გამონაყარი, ლორწოვანი გარსების დაზიანებები, ბლისტერები ან ალერგიის სხვა ნიშნები, რადგან ეს კანის სერიოზული რეაქციის პირველი ნიშნები შეიძლება იყოს. იხ. პარაგრაფი 4;

თუ პაციენტი იბუპროფენს იღებს დიდი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, საჭიროა მისი მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი;

ამ მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული ჩუტყვევილის დროს;

ამ მედიკამენტის მიმართ ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები, სახის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და მკერდში ტკივილი აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებისას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს იბუპროფენის (არგინინი) მიღება და საჭიროა ექიმთან ან ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება ეს ნიშნები.

მნიშვნელოვანია უმცირესი დოზის მიღება ტკივილის გასაკონტროლებლად/ მოსახსნელად; ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული იმაზე მეტი ხანგრძლივობით, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.

თავიდან უნდა იქნეს აცილებული ამ მედიკამენტის სხვა NSAID-ებთან, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორებთან ერთად მიღება.

სიფრთხილის ზომები ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში NSAID-ების (არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატების) მიმართ აღინიშნება გვერდითი რეაქციების გაზრდილი სიხშირე, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციის, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.

გაფრთხილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესახებ

ანტიანთებითი/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით თუ ხდება პრეპარატის დიდი დოზებით მიღება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობას გადაჭარბება.

იბუპროფენით (არგინინი) მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში) ან გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული აქვს აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია, აღენიშნება პერიფერიული არტერიული დაავადება (ფეხის ან ტერფის ცირკულაციის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია არტერიების შევიწროებით ან ბლოკირებით), ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის, “მინი” ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური ინსულტი “TIA”);

თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი ან პაციენტი მწეველია.

ამ ტიპის მედიკამენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.

რესპირატორული დარღვევები

სიფრთხილეა საჭირო იბუპროფენის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა ან აქვთ ბრონქული ასთმის ანამნეზი, ქრონიკული რინიტი ან ალერგიული დაავადებები, რადგან აღწერილია, რომ იბუპროფენმა გამოიწვია ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება ან ანგიონევროზული შეშუპება ასეთ პაციენტებში.

კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები (SCAR)

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებასთან კავშირში. უნდა შეწყდეს იბუპროფენის (არგინინი) მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტს განუვითარდა მე-4 პარაგრაფში აღწერილი კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი.

ბავშვები და მოზარდები

არსებობს თირკმლის უკმარისობის რისკი დეჰიდრატირებულ ბავშვებსა და მოზარდებში.

ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან იბუპროფენის დოზა ამ პროდუქტში არ შეესაბამება ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდებულ დოზას.

გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის

იბუპროფენის (არგინინი) მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებული იყო აბორტების/თანდაყოლილი პათოლოგიების მაღალ რისკთან. აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის ამის აბსოლუტური საჭიროება. ამ შემთხვევებში დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს, რაც შეიძლება მცირე.

მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის (არგინინი) მიღება უკუნაჩვენებია.

შვილოსნობის უნარის ასაკის მქონე ქალები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ იბუპროფენის (არგინინი) მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია დაფეხმძიმების დაქვეითებულ უნართან.

ლაბორატორიულ ანალიზებზე გავლენა

სისხლდენის დრო (შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეყვეტიდან 1 დღე);

სისხლში გლუკოზის დონე (შეიძლება დაქვეითდეს);

კრეატინინის კლირენსი (შეიძლება დაქვეითდეს);

ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება დაქვეითდეს);

სისხლში შარდოვანას აზოტის დონე და შრატში კრეატინინის და კალიუმის დონეები (შეიძლება გაიზარდოს);

ღვიძლის ფუნქციის სინჯები: ტრანსამინაზების დონის მომატება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა, ან აპირებს, მიიღოს.

იბუპროფენმა (არგინინი) შეიძლება გავლენა იქონიოს ან მასზე იქონიონ გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებმა. მაგალითად:

ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების სამკურნალოდ/თრომბოზის პრევენცისაათვის, როგორიცაა მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა მაგ.: კაპტოპრილი, ატენოლოლის მსგავსი ბეტა-ბლოკატორები, ლოზარტანის მსგავსი ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები).

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ იბუპროფენზე (არგინინი), ამიტომ მათი მიღება არ უნდა მოხდეს იბუპროფენთან (არგინინი) ერთად ექიმთან კონსულტაციის გარეშე:

აცეტილსალიხილის მჟავა ან სხვა ანტიანთებითი აგენტები/ ტკივილგამაყუჩებლები: იზრდება კუჭ-ნაწლავის წყლულისა და სისხლდენის რისკი;

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები და ანჰიტენზინი II-ის ანტაგონისტები) და შარდმდენები: NSAID-ებმა შეიძლება შეამცირონ შარდმდენების და სხვა ანტიჰიპერტენზიული აგენტების ეფექტი. იბუპროფენისა და კალიუმის შემნახველმა დიურეტიკებმა შეიძლება გამოიწივოს ჰიპერკალიემია და გაზარდოს თირკმლის ტოქსიკურობის რისკი;

ანტიაგრეგანტები (ახდენენ თრომბოზის პრევენციას ან სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პრევენციას), როგორიცაა ტიკლოპიდინი;

ანტიკოაგულანტები (“ათხელებენ სისხლს და ახდენენ თრომბოზის პრევენციას), როგორიცაა ვარფარინი;

ლითიუმი (მედიკამენტი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). შეიძლება ექიმმა მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;

მეთოტრექსატი, შეიძლება ექიმმა მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია (ანელებს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი გარკვეული უჯრედების ზრდას);

მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად);

დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ);

ჰიდანტოინები, როგორიცაა ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

სულფონამიდები, როგორიცაა სულფამეთოქსაზოლი და კოტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ);

კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი;

პენტოქსიფილინი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ);

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს ან პენიცილინთან კომბინაციაში ინფექციების სამკურნალოდ);

ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი;

სულფინპირაზონი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);

სულფონილშარდოვანა, როგორიცაა ტოლბუტამიდი ან ინსულინი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ). შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია;

ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები);

ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისთვის)

ზიდოვუდინი (გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ);

თრომბოლიზური საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც შლიან თრომბს);

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი;

მცენარეული ექსტრაქტები: გინკგო ბილობას ხე;

CYP2C9-ის ინჰიბიტორები (პასუხისმგებლები არიან მრავალი წამლის მეტაბოლიზმზე ღვიძლში), როგორიცაა ვორიკონაზოლი და ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა იბუპროფენმა (არგინინი). ამიტომ იბუპროფენის (არგინინი) მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

იბუპროფენი (არგინინი) გრანულებიანი საშეტების მიღება რეკომენდებულია წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად. მისი მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ასევე კვებისგან დამოუკიდებლად. ზოგადად, მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მაშინათვე, რათა შემცირდეს კუჭის შესაძლო გაღიზიანება. ალკოჰოლის მიღებამ მკურნალობის დროს შეიძლება გაზარდოს კუწ-ნაწლავის გვერდითი რეაქციების რისკი.

ორსულობდა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

იბუპროფენი (არგინინი) არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები ორსულობის დროს და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებში გამოყენებისას”).

იბუპროფენის და მისი დაშლის პროდუქტების მინიმალური რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. რადგან არ არის ცნობილი გვერდითი მოვლენები პატარა ბავშვებზე, ჩვეულებრივ არ არის საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა რეკომენდებული დოზებით ხანმოკლე გამოყენების დროს.

ამიტომ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ორსულად ან მეძუძური დედაა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ ამ მედიკამენტის მიღებისას პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები ან სხვა სიმპტომები, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა. თუ მიიღება იბუპროფენის (არგინინი) მხოლოდ ერთჯერადი დოზა, ან მისი მიღება ხდება ხანმოკლე პერიოდით, არ არის საჭირო დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი შეიცავს ასპარტამს, გლუკოზას, საქაროზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 30 მგ ასპარტამს თითოეულ საშეტში.

ასპარტამი, რომელიც ფენილალანინის წყაროა, შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის (ფკუ) - იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ფენილალანინი ლაგდება ორგანიზმში, მისი არასათანადოდ გამოყოფის გამო - მქონე პაციენტებში.

ეს მედიკამენტი შეიცავს გლუკოზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

შეიძლება საზიანო კბილებისათვის.

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

შეიძლება საზიანო კბილებისათვის.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები იბუპროფენის (არგინინი) მსგავსი მედიკამენტების მიღებისას უფრო ხშირია 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში.

გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა დაბალია ხანმოკლე მკურნალობის დროს და რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე ნაკლები დოზის მიღებისას.

გვერდითი მოვლენების სიხშირეები განისაზღვრება შემდგი შეთანხმების მიხედვით: ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან იშვიათი: ინფექციებთან დაკავშირებული მდგომარეობების გამწვავება (მაგ.: მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება), რომელიც ემთხვევა არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატების გამოყენებას.

შენიშვნა; თუ ვითარდება ან უარესდება ინფექციის ნიშნები იბუპროფენით მკურნალობის დროს, რეკომენდებულია ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ანტიინფექციური საშუალებებით/ანტიბიოტიკებით თერაპია.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

იშვიათი: აპლაზიური ანემია (ძვლის ტვინის ვერ წარმოქმნის სხვადასხვა უჯრედებს).

ძალიან იშვიათი: თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დონის შემცირება (შეიძლება მანიფესტირდეს ხშირი ინფექციებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება, შემცივნება ან ყელის ტკივილი), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (შეიძლება მანიფესტირდეს სუნთქვის გაძნელებითა და ფერმკრთალი კანით), გრანულოციტების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოციტების ტიპი, რაც იწვევს ინფექციების განვითარებისკენ მიდრეკილებას), პანციტოპენია (ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (გრანულოციტების ძლიერი დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების ნაადრევი დაშლა). პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, უკიდურესი დაღლილობა, ცხვირიდან და კანიდან სისხლდენა; სისხლდენის დროის გახანგრძლივება.

იმუნური სისტემის დარღვევები

არახშირი: ალერგიული რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია კანზე გამონაყარითა და ქავილით, ასევე ასთმური შეტევები (შესაძლოა სისხლის წნევის დაცემასთან ერთად);

იშვიათი: ანაფილაქსია (გენერალიზებული ალერგიული რეაქცია).

ძალიან იშვიათი: სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (შეიძლება გამოვლინდეს სახის, ენის და ხორხის შეშუპებით ბრონქოსპაზმთან ერთად, ქოშინი, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სიცოცხლისათვის სახიფათო შოკს).

შენიშვნა: ამ სიმპტომების განვითარება, რაც შეიძლება განვითარდეს პირველად გამოყენების შემდეგ, საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ფსიქიკური დარღვევები

არახშირი: უძილობა, შფოთვა, მოუსვენრობა

იშვიათი: ფსიქოზური რეაქცია, ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა და დეზორიენტაცია.

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი; დაღლილობა ან ძილიანობა, თავის ტკვიილი და თავბრუსხვევა ან არასტაბილობის შეგრძნება.

არახშირი: უძილობა, აგზნება, გაღიზიანებადობა,

იშვიათი: პარესთეზია (დაბუჟება, ჩხვლეტის, წვის შეგრძნება უფრო ხშირად ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში).

ძალიან იშვიათი: ასეპტიკური მენინგიტი. იბუპროფენთან დაკავშირებულ ასეპტიკური მენინგიტის უმეტესობა დაფიქსირებულ შემთხვევებში პაციენტს ჰქონდათ გარკვეული ტიპის თანმხლები აუტოიმუნური დაავადება (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სხვა კოლაგენოზები), რაც წარმოადგენს რისკფაქტორს. ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომებია კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დეზორიენტაცია.

თვალების დარღვევები

არახშირი; მხედველობის დარღვევები

იშვიათი: მხედველობის პათოლოგია ან დაბინდვა

სიხშირე უცნობია: პაპილარული შეშუპება (ოპტიკური ნერვის ანთება)

ყურისა და ლაბირინთის სისტემის დარღვევები

ხშირი: ვერტიგო

არახშირი: ყურებში ხმაური

იშვიათი: სმენის დარღვევა

გულის დარღვევები

იბუპროფენის (არგინინი) მსგავსი მედიკამენტების მიღება შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (“მიოკარდიუმის ინფარქტის”) ან ინსულტის განვითარების ზომიერ რისკთან.

ძალიან იშვიათი: გულის ფრიალი, გულის უკმარისობა

სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა, მკერდის არეში ტკივილი, რომელიც შეიძლება პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის, ე.წ. კუნისის სინდრომის, ნიშანი იყოს.

სისხლძარღვების დარღვევები

შეშუპება (სითხის შეკავება), მაღალი სისხლის წნევა და გულის უკმარისობა ასევე აღწერილ იქნა ისეთ მედიკამენტებთან კავშირში, როგორიცაა იბუპროფენი (არგინინი).

ძალიან იშვიათი: მაღალი სისხლის წნევა

სიხშირე უცნობია: არტერიული თრომბოზი

რესპირატორული დარღვევები

არახშირი: ასთმა, ასთმის გაუარესება, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)

სიხშირე უცნობია: ხორხის გაღიზიანება

გასტროინტესტინური დარღვევები

იბუპროფენის (არგინინი) მსგავს მედიკამენტებთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები აღინიშნება კუჭ-ნაწლავის მხრივ: პეპტიკური წყლულები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაციები (ზოგჯერ ფატალური), განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

ხშირი: კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი, როგორიცაა პიროზი (გულძმარვა, რეფლუქსი), მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შებერილობა, დიარეა, ყაბზობა და სუსტი გასტროინესტინური სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია ზოგიერთ შემთხვევებში.

არახშირი: კუჭ-ნაწლავის წყლულები, შესაძლოა სისხლდენით და პერფორაციით, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება, მელენა (სისხლი განავალში), გასტრიტი.

იშვიათი: სისხლიანი ღებინება

ძალიან იშვიათი: საყლაპავის ანთება, პანკრეატიტი, ნაწლავის შევიწროება.

სიხშირე უცნობია: ანორექსია.

ჰეპატობილიარული დარღვევები

იშვიათი: ღვიძლის დაზიანება, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: კანზე გამონაყარი

არახშირი: კანის სიწითლე, ქავილი ან შეშუპება, პურპურა (იასამნისფერი ლაქები კანზე)

იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია

ძალიან იშვიათი: იბუპროფენის (არგინინი) მსგავსი მედიკამენტები ძალიან იშვიათად შეიძლება დაკავშირებული იყოს სერიოზულ ბულოზურ რეაქციებთან, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ეროზიები, რომლებიც ვითარდება კანზე და ორ ან მეტ ლორწოვან გარსზე და იასამნისფერი დაზიანებები, ჩვეულებრივ ტორსზე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლორწოვან გარსებზე ეროზიები და მტკივნეული დაზიანებები ნეკროზითა და ეპიდერმისის აქერცვლით). თმის ცვენა, მულტიფორმული ერითემა (კანის დაზიანება). სერიოზული კანის ინფექციები და რბილი ქსოვილის გართულებები განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს ჩუტყვავილის დროს.

სიხშირე უცნობია: კანის რეაქციები სინათლეზე (ფოტომგრძნობელობა), კანის რეაქციების გაუარესება. შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, ე.წ. DRESS სინდრომი. DRESS სინდრომის სიმპტომები მოიცავს: კანზე გამონაყარს, ლიმფური კვანძების ანთებასა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატებას.

წითელი, აქერცვლადი, გავრცობილი გამონაყარი კანქვეშა კვანძებითა და ბუშტუკებით, რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია კანის ნაოჭებში, სხეულის ტორსზე და ზედა კიდურებზე და თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი). ასეთი სიმპტომების განვითარებისას იბუპროფენი მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. იხ. ასევე პარაგრაფი 2.

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

იშვიათი: ჰემატურია (სისხლის არსებობა შარდში)

ძალიან იშვიათი: შეშუპება (ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის დაავადებაზე, ზოგჯერ მოიცავს თირკმლის უკმარისობას); თირკმლის ქსოვილის დაზიანება (პაპილარული ნეკროზი), შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა.

ზოგადად არასტეროიდული ანტიანტებითი მედიკამენტებისათვის ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის უკმარისობა არ უნდა გამოირიცხოს.

ზოგადი დარღვევები

ძალიან იშვიათი: ანთების გაურესება ინფექციის დროს.

სიხშირე უცნობია: შეშუპება

კვლევები

იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები

სიხშირე უცნობია: თირკმლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები

დღესდღეობით არ დაფიქსირებულა იბუპროფენით (არგინინი) გამოწვეული სერიოზული ალერგიული რეაქციები, თუმცა ისინი არ უნდა გამოირიცხოს. ამ ტიპის გვერდითი მოვლენები მოიცავს ცხელებას, კანზე გამონაყარს, მუცლის ტკივილს, ინტენსიურ და მუდმივ თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ანგიონევროზულ შეშუპებას, სახის, ენისა და ხორხის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, ასთმას, გულის ფრიალს, ჰიპოტენზიას (სისხლის წნევის დაქვეითებას) ან შოკს.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა:

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

სისხლიანი ღებინება ან ღებინება ყავის ნალექის მსგავსი მასით;

სისხლი განავალში ან სისხლიანი ფაღარათი;

ინტენსიური ტკივილი კუჭის არეში;

ბლისტერების განვითარება ან კანის ძლიერი აქერცვლა:

ინტენსიური ან მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი;

კანის ყვითელი პიგმენტაცია (სიყვითლე);

სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები (იხ. ზემოთ ამ თავში);

კიდურების შეშუპება ან სითხის დაგროვება ხელებსა და ფეხებში;

მხედველობის დარღვევები;

მოწითალო, არამობურცული, სამიზნის მსგავსი ან ცირკულარული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი), მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კანის გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი);

წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა კვანძებითა და ბლისტერებით ცხელებასთან ერთად. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დასაწყიში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

გულისრევა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება (შეიძლება მოიცავდეს სისხლიან ნახველს), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (იხ. ასევე პარაგრაფი 4 ქვემოთ), ფაღარათი, ვერტიგო, სპაზმები, ჰიპოტენზია, ნერვული სისტემის დეპრესია (ცნობიერების დაქვეითება), თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა და თვალების უნებლიე მოძრაობები.

ასევე შეიძლება განვითარდეს ნევროზულობა, ძილიანობა, დეზორიენტაცია ან კომა. ზოგჯერ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები.

მაღალი დოზების მიღებისას აღწერილ იქნა ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, კალიუმის დაბალი დონე სისხლში, შემცივნება და სუნთქვის პრობლემები.

გარდა ამისა, შეიძლება გახანგრძლივდეს პროთრომბინის დრო/INR, შესაძლოა მოცირკულირე სისხლის შემადებებელი ფაქტორების მოქმედებაზე გავლენის გამო. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. შესაძლებელია ასთმის გამწვავება ასთმის მქონე პაციენტებში. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს სისხლის დაბალი წნევა და სუნთქვის შესუსტება.

მნიშვნელოვნად დიდი დოზებით პრეპარატის მიღებისას უნდა დაინიშნოს გააქტივირებული ნახშირი. კუჭის ამორეცხვა განხილულ უნდა იქნეს მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღებიდან 60 წუთის განმავლობაში.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. თითოეული საშეტი შეიცავს 600 მგ იბუპროფენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: არგინინი, ასპარტამი (E-951), საქაროზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ფორთოხლის არომატი (შეიცავს გლუკოზას სიმინდის მალტოდექსტრინის ფორმით და სხვა ნივთიერებებს) და გაწმენდილი წყალი.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი 600 მგ-ის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

საშეტი გრანულებით შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად. გრანულებს აქვს ფორთოხლის დამახასიათებელი არომატი.

ხელმისაწვდომია შეფუთვა 20, 40 და 500 საშეტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის ნოემბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის მობილური ტელეფონით (სმარტფონით) დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/69679/P_69679.html

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ორიგინალი შეფუთვით სინთლისა და ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან მედიკამენტის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი 600 მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღებამდე

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) ჯგუფს.

ეს მედიკამენტი ზრდასრულებსა და 14 წლის ასაკიდან მოზარდებში გამოიყენება ცხელების, ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს შაკიკსა და პირველად დისმენორეას (მტკივნეულ მენსტრუაციას), ართრიტის (სახსრების ანთება, ჩვეულებრივ აზიანებს ხელებსა და ტერფებს და იწვევს ტკივილსა და შესივებას) იუვენილური რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის (ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს ხრტილების დაზიანებას), მაანკილოზებელი სპონდილიტის (ხერხემალში სახსრების ანთებითი დაავადება) და არარევმატოიდული ანთების სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღებამდე

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი არ მიიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია იბუპროფენის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში), რეაქციები, რომლებიც მიუთითებს ალერგიას, შეიძლება მოიცავდეს: კანზე გამონაყარს ქავილით, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპებას, ცხვირიდან გამონადენს, სუნთქვის გაძნელებას, ბრონქოსპაზმს ან ასთმას;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის წყლული, კუჭიდან ან წვრილი ნაწლავიდან (12-გოჯა ნაწლავიდან) სისხლდენა, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლიანი ღებინება;

თუ პაციენტს აღენიშნება შავი განავალი ან ფაღარათი სისხლიანი განავლით;

თუ პაციენტს აღენიშნება აქტიური სისხლდენა თავის ტვინში (ცერებროვასკულარული სისხლდენა) ან სხვა აქტიური სისხლდენა;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის ან სისხლის შედედების პათოლოგია, ან იღებს ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს). თუ პაციენტს ესაჭიროება ანტიკოაგულანტების მიღება ამ პრეპარატთან ერთად, ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლის შედედების გარკვეული ანალიზები;

თუ პაციენტს მძიმე გულის უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია, გამოწვეული ღებინებით, ფაღარათით ან სითხის მცირე მიღებით;

ორსულობის ბოლო ტრიმესტრის დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება (წყლის შეკავება);

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის დაავადება, ან აქვს მაღალი არტერიული წნევა;

თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან სუნთქვის რაიმე სხვა პრობლემა;

თუ პაციენტს აქვს ინფექცია: იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ, შესაძლოა იბუპროფენმა შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გართულებების გაზრდილი რისკი. ეს აღინიშნა ბაქტერიით გამოწვეული პნევმონიის და კანის ბაქტერიული ინფექციების დროს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩუტყვავილასთან. თუ პაციენტი მედიკამენტს იღებს ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები ისევ აღინიშნება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

თუ პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის დაავადება აქვს, არის 60 წელს ზემოთ ასაკის ან ესაჭიროება ამ მედიკამენტის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1-2 კვირაზე მეტხანს), ექიმის მიერ შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების რეგულარული შემოწმება. მკურნალი ექიმი პაციენტს ეტყვის, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს საკონტოროლო ანალიზები;

თუ პაციენტს დეჰიდრატაციის სიმპტომები აქვს, როგორიცაა; ძლიერი ფაღარათი ან ღებინება, საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ამ სპეციფიკურ შემთხვევაში იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა დეჰიდრატაციის შედეგად;

თუ პაციენტს ჰქონდა ან განუვითარდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რაც იწვევს ძლიერ ან მუდმივი ხასიათის მუცლის ტკივილს და/ან შავი ფერის განავალს, მაშინაც კი, როცა პაციენტს არ აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები. ეს რისკი დიდია მაღალი დოზებით და ხანრძლივი მკურნალობისას პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი პრეპარატების თანმხლებ მიღებას;

თუ პაციენტი პარალელურად იღებს რომელიმე ისეთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, როგორიცაა შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს და რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა მაგ.: კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები;

თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს და იწვევს ანთებასა და შედეგად, სისხლიან დიარეას) ან წყლულოვანი კოლიტი, ვინაიდან იბუპროფენის (არგინინი) მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუარესონ ეს დაავადებები;

თუ პაციენტი მკურნალობს დიურეტიკებით (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას), ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და შესაძლოა დააზიანოს სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოები, ნერვულ სისტემა, სისხლძარღვები, კანი და სახსრები), ვინაიდან არსებობს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების ალბათობა (მენინგეალური გარსების, თავისა და ზურგის ტვინის გარსების, ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით);

თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე და იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა შარდის გაწითლება, სისხლიანი შარდი ან ღვიძლის დაავადება), უნდა შეფასდეს იბუპროფენით მკურნალობის მიზანშეწონილობა;

თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილები, არ უნდა მოხდეს ამ სამკურნალო პროდუქტის მაღალი დოზებით გამოყენება;

თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დარღვევები იბუპროფენით მკურნალობის დროს, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ოფთალმოლოგთან მიმართვა;

ამ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტს აღენიშნება სიწითლე და ანთება ან კანის დაზიანება, უნდა შეწყდეს მკურნალობა;

კანის რეაქციები: აღწერილ იქნა იბუპროფენით (არგინინი) მკურნალობასთან დაკავშირებული კანის მძიმე რეაქციები. უნდა შეწყდეს იბუპროფენის (არგინინი) მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ ვითარდება კანის ნებისმიერი გამონაყარი, ლორწოვანი გარსების დაზიანებები, ბლისტერები ან ალერგიის სხვა ნიშნები, რადგან ეს კანის სერიოზული რეაქციის პირველი ნიშნები შეიძლება იყოს. იხ. პარაგრაფი 4;

თუ პაციენტი იბუპროფენს იღებს დიდი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, საჭიროა მისი მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი;

ამ მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული ჩუტყვევილის დროს;

ამ მედიკამენტის მიმართ ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები, სახის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და მკერდში ტკივილი აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებისას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს იბუპროფენის (არგინინი) მიღება და საჭიროა ექიმთან ან ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება ეს ნიშნები.

მნიშვნელოვანია უმცირესი დოზის მიღება ტკივილის გასაკონტროლებლად/ მოსახსნელად; ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული იმაზე მეტი ხანგრძლივობით, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.

თავიდან უნდა იქნეს აცილებული ამ მედიკამენტის სხვა NSAID-ებთან, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორებთან ერთად მიღება.

სიფრთხილის ზომები ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში NSAID-ების (არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატების) მიმართ აღინიშნება გვერდითი რეაქციების გაზრდილი სიხშირე, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციის, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.

გაფრთხილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესახებ

ანტიანთებითი/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით თუ ხდება პრეპარატის დიდი დოზებით მიღება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობას გადაჭარბება.

იბუპროფენით (არგინინი) მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში) ან გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული აქვს აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია, აღენიშნება პერიფერიული არტერიული დაავადება (ფეხის ან ტერფის ცირკულაციის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია არტერიების შევიწროებით ან ბლოკირებით), ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის, “მინი” ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური ინსულტი “TIA”);

თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი ან პაციენტი მწეველია.

ამ ტიპის მედიკამენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.

რესპირატორული დარღვევები

სიფრთხილეა საჭირო იბუპროფენის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა ან აქვთ ბრონქული ასთმის ანამნეზი, ქრონიკული რინიტი ან ალერგიული დაავადებები, რადგან აღწერილია, რომ იბუპროფენმა გამოიწვია ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება ან ანგიონევროზული შეშუპება ასეთ პაციენტებში.

კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები (SCAR)

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებასთან კავშირში. უნდა შეწყდეს იბუპროფენის (არგინინი) მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტს განუვითარდა მე-4 პარაგრაფში აღწერილი კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი.

ბავშვები და მოზარდები

არსებობს თირკმლის უკმარისობის რისკი დეჰიდრატირებულ ბავშვებსა და მოზარდებში.

ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან იბუპროფენის დოზა ამ პროდუქტში არ შეესაბამება ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდებულ დოზას.

გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის

იბუპროფენის (არგინინი) მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებული იყო აბორტების/თანდაყოლილი პათოლოგიების მაღალ რისკთან. აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის ამის აბსოლუტური საჭიროება. ამ შემთხვევებში დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს, რაც შეიძლება მცირე.

მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის (არგინინი) მიღება უკუნაჩვენებია.

შვილოსნობის უნარის ასაკის მქონე ქალები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ იბუპროფენის (არგინინი) მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია დაფეხმძიმების დაქვეითებულ უნართან.

ლაბორატორიულ ანალიზებზე გავლენა

სისხლდენის დრო (შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეყვეტიდან 1 დღე);

სისხლში გლუკოზის დონე (შეიძლება დაქვეითდეს);

კრეატინინის კლირენსი (შეიძლება დაქვეითდეს);

ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება დაქვეითდეს);

სისხლში შარდოვანას აზოტის დონე და შრატში კრეატინინის და კალიუმის დონეები (შეიძლება გაიზარდოს);

ღვიძლის ფუნქციის სინჯები: ტრანსამინაზების დონის მომატება.

სხვა მედიკამენტები და იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა, ან აპირებს, მიიღოს.

იბუპროფენმა (არგინინი) შეიძლება გავლენა იქონიოს ან მასზე იქონიონ გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებმა. მაგალითად:

ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების სამკურნალოდ/თრომბოზის პრევენცისაათვის, როგორიცაა მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა მაგ.: კაპტოპრილი, ატენოლოლის მსგავსი ბეტა-ბლოკატორები, ლოზარტანის მსგავსი ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები).

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ იბუპროფენზე (არგინინი), ამიტომ მათი მიღება არ უნდა მოხდეს იბუპროფენთან (არგინინი) ერთად ექიმთან კონსულტაციის გარეშე:

აცეტილსალიხილის მჟავა ან სხვა ანტიანთებითი აგენტები/ ტკივილგამაყუჩებლები: იზრდება კუჭ-ნაწლავის წყლულისა და სისხლდენის რისკი;

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები და ანჰიტენზინი II-ის ანტაგონისტები) და შარდმდენები: NSAID-ებმა შეიძლება შეამცირონ შარდმდენების და სხვა ანტიჰიპერტენზიული აგენტების ეფექტი. იბუპროფენისა და კალიუმის შემნახველმა დიურეტიკებმა შეიძლება გამოიწივოს ჰიპერკალიემია და გაზარდოს თირკმლის ტოქსიკურობის რისკი;

ანტიაგრეგანტები (ახდენენ თრომბოზის პრევენციას ან სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პრევენციას), როგორიცაა ტიკლოპიდინი;

ანტიკოაგულანტები (“ათხელებენ სისხლს და ახდენენ თრომბოზის პრევენციას), როგორიცაა ვარფარინი;

ლითიუმი (მედიკამენტი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). შეიძლება ექიმმა მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;

მეთოტრექსატი, შეიძლება ექიმმა მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია (ანელებს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი გარკვეული უჯრედების ზრდას);

მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად);

დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ);

ჰიდანტოინები, როგორიცაა ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

სულფონამიდები, როგორიცაა სულფამეთოქსაზოლი და კოტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ);

კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი;

პენტოქსიფილინი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ);

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს ან პენიცილინთან კომბინაციაში ინფექციების სამკურნალოდ);

ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი;

სულფინპირაზონი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);

სულფონილშარდოვანა, როგორიცაა ტოლბუტამიდი ან ინსულინი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ). შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია;

ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები);

ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისთვის)

ზიდოვუდინი (გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ);

თრომბოლიზური საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც შლიან თრომბს);

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი;

მცენარეული ექსტრაქტები: გინკგო ბილობას ხე;

CYP2C9-ის ინჰიბიტორები (პასუხისმგებლები არიან მრავალი წამლის მეტაბოლიზმზე ღვიძლში), როგორიცაა ვორიკონაზოლი და ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა იბუპროფენმა (არგინინი). ამიტომ იბუპროფენის (არგინინი) მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

იბუპროფენი (არგინინი) გრანულებიანი საშეტების მიღება რეკომენდებულია წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად. მისი მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ასევე კვებისგან დამოუკიდებლად. ზოგადად, მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მაშინათვე, რათა შემცირდეს კუჭის შესაძლო გაღიზიანება. ალკოჰოლის მიღებამ მკურნალობის დროს შეიძლება გაზარდოს კუწ-ნაწლავის გვერდითი რეაქციების რისკი.

ორსულობდა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

იბუპროფენი (არგინინი) არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები ორსულობის დროს და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებში გამოყენებისას”).

იბუპროფენის და მისი დაშლის პროდუქტების მინიმალური რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. რადგან არ არის ცნობილი გვერდითი მოვლენები პატარა ბავშვებზე, ჩვეულებრივ არ არის საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა რეკომენდებული დოზებით ხანმოკლე გამოყენების დროს.

ამიტომ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ორსულად ან მეძუძური დედაა.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

თუ ამ მედიკამენტის მიღებისას პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები ან სხვა სიმპტომები, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა. თუ მიიღება იბუპროფენის (არგინინი) მხოლოდ ერთჯერადი დოზა, ან მისი მიღება ხდება ხანმოკლე პერიოდით, არ არის საჭირო დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი შეიცავს ასპარტამს, გლუკოზას, საქაროზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 30 მგ ასპარტამს თითოეულ საშეტში.

ასპარტამი, რომელიც ფენილალანინის წყაროა, შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის (ფკუ) - იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ფენილალანინი ლაგდება ორგანიზმში, მისი არასათანადოდ გამოყოფის გამო - მქონე პაციენტებში.

ეს მედიკამენტი შეიცავს გლუკოზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

შეიძლება საზიანო კბილებისათვის.

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

შეიძლება საზიანო კბილებისათვის.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

იბუპროფენით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან შეიძლება არ დადგეს მოსალოდნელი შედეგი. გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღება იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე ეს მითითებულია ექიმის მიერ.

გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეეფექტური დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საკმარისია სიმპტომების მოსახსნელად. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ, თუ სიმპტომები (როგორიცაა ცხელება და ტკივილი) ნარჩუნდება ან უარესდება (იხ. პარაგრაფი 2).

მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ერთი საშეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ჭიქა წყალში და შესაბამისი ხსნარის მომზადების შემდეგ უნდა იქნეს მიღებული.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ დისპეფსია, ეს მედიკამენტი უნდა მიიღონ რძესთან ერთად ჭამის დროს/ჭამის შემდეგ.

ზრდასრულები

რეკომენდებული დოზა ზრდასრულებისა და 14-18 წლის ასაკის მოზარდებისათვის არის ერთი საშეტი (600 მგ იბუპროფენი) ყოველ 6-8 საათში, კლინიკური მდგომარეობის სიმძიმისა და მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.

ზოგჯერ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დღიური რეკომენდებული მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,400 მგ-ს ზრდასრულებისათვის და 1,600 მგ-ს - 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 14 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისა და ბავშვებისათვის, ვინაიდან იბუპროფენის დოზა ამ პროდუქტში არ შეესაბამება ამ პაციენტებისათვის რეკომენდებულ დოზას.

ხანდაზმული პაციენტებში გამოყენება

ხანდაზმული პაციენტებისათვის დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ, რადგან ისინი საჭიროებენ ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებ დოზებს.

თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში გამოყენება

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადება, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ჩვეულებრივზე უფრო დაბალი დოზა. პაციენტმა ზუსტად უნდა დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული დოზა.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ესპანეთის ტელ..: +34 91 562 04 20), მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით, ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, შესაძლო რისკებისა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გულისრევა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება (შეიძლება მოიცავდეს სისხლიან ნახველს), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (იხ. ასევე პარაგრაფი 4 ქვემოთ), ფაღარათი, ვერტიგო, სპაზმები, ჰიპოტენზია, ნერვული სისტემის დეპრესია (ცნობიერების დაქვეითება), თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა და თვალების უნებლიე მოძრაობები.

ასევე შეიძლება განვითარდეს ნევროზულობა, ძილიანობა, დეზორიენტაცია ან კომა. ზოგჯერ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები.

მაღალი დოზების მიღებისას აღწერილ იქნა ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, კალიუმის დაბალი დონე სისხლში, შემცივნება და სუნთქვის პრობლემები.

გარდა ამისა, შეიძლება გახანგრძლივდეს პროთრომბინის დრო/INR, შესაძლოა მოცირკულირე სისხლის შემადებებელი ფაქტორების მოქმედებაზე გავლენის გამო. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. შესაძლებელია ასთმის გამწვავება ასთმის მქონე პაციენტებში. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს სისხლის დაბალი წნევა და სუნთქვის შესუსტება.

მნიშვნელოვნად დიდი დოზებით პრეპარატის მიღებისას უნდა დაინიშნოს გააქტივირებული ნახშირი. კუჭის ამორეცხვა განხილულ უნდა იქნეს მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღებიდან 60 წუთის განმავლობაში.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები იბუპროფენის (არგინინი) მსგავსი მედიკამენტების მიღებისას უფრო ხშირია 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში.

გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა დაბალია ხანმოკლე მკურნალობის დროს და რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე ნაკლები დოზის მიღებისას.

გვერდითი მოვლენების სიხშირეები განისაზღვრება შემდგი შეთანხმების მიხედვით: ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან იშვიათი: ინფექციებთან დაკავშირებული მდგომარეობების გამწვავება (მაგ.: მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება), რომელიც ემთხვევა არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატების გამოყენებას.

შენიშვნა; თუ ვითარდება ან უარესდება ინფექციის ნიშნები იბუპროფენით მკურნალობის დროს, რეკომენდებულია ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ანტიინფექციური საშუალებებით/ანტიბიოტიკებით თერაპია.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

იშვიათი: აპლაზიური ანემია (ძვლის ტვინის ვერ წარმოქმნის სხვადასხვა უჯრედებს).

ძალიან იშვიათი: თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დონის შემცირება (შეიძლება მანიფესტირდეს ხშირი ინფექციებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება, შემცივნება ან ყელის ტკივილი), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (შეიძლება მანიფესტირდეს სუნთქვის გაძნელებითა და ფერმკრთალი კანით), გრანულოციტების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოციტების ტიპი, რაც იწვევს ინფექციების განვითარებისკენ მიდრეკილებას), პანციტოპენია (ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (გრანულოციტების ძლიერი დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების ნაადრევი დაშლა). პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, უკიდურესი დაღლილობა, ცხვირიდან და კანიდან სისხლდენა; სისხლდენის დროის გახანგრძლივება.

იმუნური სისტემის დარღვევები

არახშირი: ალერგიული რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია კანზე გამონაყარითა და ქავილით, ასევე ასთმური შეტევები (შესაძლოა სისხლის წნევის დაცემასთან ერთად);

იშვიათი: ანაფილაქსია (გენერალიზებული ალერგიული რეაქცია).

ძალიან იშვიათი: სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (შეიძლება გამოვლინდეს სახის, ენის და ხორხის შეშუპებით ბრონქოსპაზმთან ერთად, ქოშინი, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სიცოცხლისათვის სახიფათო შოკს).

შენიშვნა: ამ სიმპტომების განვითარება, რაც შეიძლება განვითარდეს პირველად გამოყენების შემდეგ, საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ფსიქიკური დარღვევები

არახშირი: უძილობა, შფოთვა, მოუსვენრობა

იშვიათი: ფსიქოზური რეაქცია, ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა და დეზორიენტაცია.

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი; დაღლილობა ან ძილიანობა, თავის ტკვიილი და თავბრუსხვევა ან არასტაბილობის შეგრძნება.

არახშირი: უძილობა, აგზნება, გაღიზიანებადობა,

იშვიათი: პარესთეზია (დაბუჟება, ჩხვლეტის, წვის შეგრძნება უფრო ხშირად ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში).

ძალიან იშვიათი: ასეპტიკური მენინგიტი. იბუპროფენთან დაკავშირებულ ასეპტიკური მენინგიტის უმეტესობა დაფიქსირებულ შემთხვევებში პაციენტს ჰქონდათ გარკვეული ტიპის თანმხლები აუტოიმუნური დაავადება (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სხვა კოლაგენოზები), რაც წარმოადგენს რისკფაქტორს. ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომებია კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დეზორიენტაცია.

თვალების დარღვევები

არახშირი; მხედველობის დარღვევები

იშვიათი: მხედველობის პათოლოგია ან დაბინდვა

სიხშირე უცნობია: პაპილარული შეშუპება (ოპტიკური ნერვის ანთება)

ყურისა და ლაბირინთის სისტემის დარღვევები

ხშირი: ვერტიგო

არახშირი: ყურებში ხმაური

იშვიათი: სმენის დარღვევა

გულის დარღვევები

იბუპროფენის (არგინინი) მსგავსი მედიკამენტების მიღება შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (“მიოკარდიუმის ინფარქტის”) ან ინსულტის განვითარების ზომიერ რისკთან.

ძალიან იშვიათი: გულის ფრიალი, გულის უკმარისობა

სიხშირე უცნობია: გულის უკმარისობა, მკერდის არეში ტკივილი, რომელიც შეიძლება პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის, ე.წ. კუნისის სინდრომის, ნიშანი იყოს.

სისხლძარღვების დარღვევები

შეშუპება (სითხის შეკავება), მაღალი სისხლის წნევა და გულის უკმარისობა ასევე აღწერილ იქნა ისეთ მედიკამენტებთან კავშირში, როგორიცაა იბუპროფენი (არგინინი).

ძალიან იშვიათი: მაღალი სისხლის წნევა

სიხშირე უცნობია: არტერიული თრომბოზი

რესპირატორული დარღვევები

არახშირი: ასთმა, ასთმის გაუარესება, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)

სიხშირე უცნობია: ხორხის გაღიზიანება

გასტროინტესტინური დარღვევები

იბუპროფენის (არგინინი) მსგავს მედიკამენტებთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები აღინიშნება კუჭ-ნაწლავის მხრივ: პეპტიკური წყლულები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაციები (ზოგჯერ ფატალური), განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

ხშირი: კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი, როგორიცაა პიროზი (გულძმარვა, რეფლუქსი), მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შებერილობა, დიარეა, ყაბზობა და სუსტი გასტროინესტინური სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია ზოგიერთ შემთხვევებში.

არახშირი: კუჭ-ნაწლავის წყლულები, შესაძლოა სისხლდენით და პერფორაციით, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება, მელენა (სისხლი განავალში), გასტრიტი.

იშვიათი: სისხლიანი ღებინება

ძალიან იშვიათი: საყლაპავის ანთება, პანკრეატიტი, ნაწლავის შევიწროება.

სიხშირე უცნობია: ანორექსია.

ჰეპატობილიარული დარღვევები

იშვიათი: ღვიძლის დაზიანება, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: კანზე გამონაყარი

არახშირი: კანის სიწითლე, ქავილი ან შეშუპება, პურპურა (იასამნისფერი ლაქები კანზე)

იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია

ძალიან იშვიათი: იბუპროფენის (არგინინი) მსგავსი მედიკამენტები ძალიან იშვიათად შეიძლება დაკავშირებული იყოს სერიოზულ ბულოზურ რეაქციებთან, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ეროზიები, რომლებიც ვითარდება კანზე და ორ ან მეტ ლორწოვან გარსზე და იასამნისფერი დაზიანებები, ჩვეულებრივ ტორსზე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლორწოვან გარსებზე ეროზიები და მტკივნეული დაზიანებები ნეკროზითა და ეპიდერმისის აქერცვლით). თმის ცვენა, მულტიფორმული ერითემა (კანის დაზიანება). სერიოზული კანის ინფექციები და რბილი ქსოვილის გართულებები განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს ჩუტყვავილის დროს.

სიხშირე უცნობია: კანის რეაქციები სინათლეზე (ფოტომგრძნობელობა), კანის რეაქციების გაუარესება. შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, ე.წ. DRESS სინდრომი. DRESS სინდრომის სიმპტომები მოიცავს: კანზე გამონაყარს, ლიმფური კვანძების ანთებასა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატებას.

წითელი, აქერცვლადი, გავრცობილი გამონაყარი კანქვეშა კვანძებითა და ბუშტუკებით, რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია კანის ნაოჭებში, სხეულის ტორსზე და ზედა კიდურებზე და თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი). ასეთი სიმპტომების განვითარებისას იბუპროფენი მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. იხ. ასევე პარაგრაფი 2.

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

იშვიათი: ჰემატურია (სისხლის არსებობა შარდში)

ძალიან იშვიათი: შეშუპება (ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის დაავადებაზე, ზოგჯერ მოიცავს თირკმლის უკმარისობას); თირკმლის ქსოვილის დაზიანება (პაპილარული ნეკროზი), შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა.

ზოგადად არასტეროიდული ანტიანტებითი მედიკამენტებისათვის ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის უკმარისობა არ უნდა გამოირიცხოს.

ზოგადი დარღვევები

ძალიან იშვიათი: ანთების გაურესება ინფექციის დროს.

სიხშირე უცნობია: შეშუპება

კვლევები

იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები

სიხშირე უცნობია: თირკმლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები

დღესდღეობით არ დაფიქსირებულა იბუპროფენით (არგინინი) გამოწვეული სერიოზული ალერგიული რეაქციები, თუმცა ისინი არ უნდა გამოირიცხოს. ამ ტიპის გვერდითი მოვლენები მოიცავს ცხელებას, კანზე გამონაყარს, მუცლის ტკივილს, ინტენსიურ და მუდმივ თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ანგიონევროზულ შეშუპებას, სახის, ენისა და ხორხის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, ასთმას, გულის ფრიალს, ჰიპოტენზიას (სისხლის წნევის დაქვეითებას) ან შოკს.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა:

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

სისხლიანი ღებინება ან ღებინება ყავის ნალექის მსგავსი მასით;

სისხლი განავალში ან სისხლიანი ფაღარათი;

ინტენსიური ტკივილი კუჭის არეში;

ბლისტერების განვითარება ან კანის ძლიერი აქერცვლა:

ინტენსიური ან მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი;

კანის ყვითელი პიგმენტაცია (სიყვითლე);

სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები (იხ. ზემოთ ამ თავში);

კიდურების შეშუპება ან სითხის დაგროვება ხელებსა და ფეხებში;

მხედველობის დარღვევები;

მოწითალო, არამობურცული, სამიზნის მსგავსი ან ცირკულარული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი), მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კანის გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი);

წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა კვანძებითა და ბლისტერებით ცხელებასთან ერთად. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დასაწყიში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ორიგინალი შეფუთვით სინთლისა და ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან მედიკამენტის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. თითოეული საშეტი შეიცავს 600 მგ იბუპროფენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: არგინინი, ასპარტამი (E-951), საქაროზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ფორთოხლის არომატი (შეიცავს გლუკოზას სიმინდის მალტოდექსტრინის ფორმით და სხვა ნივთიერებებს) და გაწმენდილი წყალი.

იბუპროფენი (არგინინი) ნორმონი 600 მგ-ის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

საშეტი გრანულებით შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად. გრანულებს აქვს ფორთოხლის დამახასიათებელი არომატი.

ხელმისაწვდომია შეფუთვა 20, 40 და 500 საშეტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის ნოემბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის მობილური ტელეფონით (სმარტფონით) დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/69679/P_69679.html

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა