ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ნაპროსინი პლუსი

NAPROSYN® PLUS

ურეცეპტოდ10%+5%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
ნაპროქსენი (naproxen) + ლიდოკაინი (lidocaine)
ფორმა და შეფუთვა
10%+5% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
მწარმოებელი
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046166
რეგისტრირებულია
19 აგვისტო 2026, მოქმედებს 19 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში
ურთიერთქმედების შემოწმებანაპროსინი პლუსი და სხვა წამალი ერთად

ნაპროსინი პლუსი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ნაპროსინუ პლუსი წაისვით მტკივნეულ ადგილას ნაზად, შეზელვით, დღეში 2-6-ჯერ, სრულ შეწოვამდე.

გამოყენების გზა და მეთოდი:

კანზე გარეგანი გამოყენებისთვის.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ბავშვებში მისი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში მისი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მაგრამ სასურველია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის დროს მისი გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს შეიძლება პრეპარატის უფრო მცირე ფართობზე გამოყენება.

თუ ფიქრობთ, რომ ნაპროსინი პლუსის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ნაპროსინი პლუსის საჭიროზე მეტი დოზა:

ნაპროსინი პლუსის გამოყენების შესახებ დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

თუ მიიღეთ ნაპროსინი პლუსის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ნაპროსინი პლუსის გამოყენება:

უკუჩვენებები

ზოგიერთ ადამიანში იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, ალერგიული შოკი ნატრიუმის მეტაბისულფიტის შემცველობის გამო. ასეთ შემთხვევებში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ამიდური ტიპის ანალგეზიურები მიმართ, არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი.

თუ პაციენტი 2 წელზე ნაკლები ასაკისაა, არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი.

ნაპროსინი პლუსი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში

  • არ უნდა წაისვათ თვალსა და მის გარშემო, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებზე.
  • არ გააგრძელოთ ნაპროქსენის გამოყენება კანის აქერცვლისა და აშრევების, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან კანზე ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
  • სიფრთხილით გამოიყენეთ ალერგიის შედეგად გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, როგორიცაა სახისა და ყელის შეშუპება, ბრონქების შევიწროება (ასთმა) და რინიტი. ბრონქებში სპაზმის წარმოქმნა შეიძლება დაჩქარდეს ასთმის, ალერგიული დაავადების ან აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
  • სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დემენციის რისკის მქონე პაციენტებში.
  • აცნობეთ ექიმს მარილის მოხმარების რაიმე შეზღუდვის შესახებ, მათ შორის გულის უკმარისობის, გულის ფუნქციის დარღვევის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და ჰიპერტენზიის შემთხვევაში. ეს რისკები იზრდება 10 დღის შემდეგ გამოყენებისას.
  • რეკომენდებულია რაც შეიძლება მცირე დოზების გამოყენება. ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ბავშვებში და ღია ჭრილობებე გამოყენებისას.
  • განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირებზე და დახურული სახვევის ქვეშ გამოყენებისას; შესაძლოა გამოიწვიოს გულისცემის რითმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და ასევე სიკვდილი.
  • თუ გაქვთ სერიოზული ინფექცია, რომლის დროსაც სისხლში ბაქტერიებია (სეფსისი) ან თუ პრეპარატის წასმის ადგილას ლორწოვანი გარსი სერიოზულად არის დაზიანებული, ნაპროსინი პლუსის გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან შესაძლოა არსებობდეს მყისიერი შეწოვის რისკი.
  • თუ გაქვთ რაიმე სახის ალერგია წამლებზე, ნაპროსინი პლუსის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე.
  • თუ გაქვთ მწვავე დაავადება ან ხართ ხანდაზმული (შესაძლოა უფრო მგრძნობიარე იყოთ ლიდოკაინის მიმართ).
  • რადგან ლიდოკაინს აქვს ბაქტერიციდული ეფექტი და ხელს უშლის ვირუსების მავნე ზემოქმედებას, ინტრადერმალური ვაქცინაციის (მაგ., BCG ვაქცინა) საჭიროა შედეგების მონიტორინგი.
  • ნაპროსინი პლუსის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 გრამს. ეს რაოდენობა შეესაბამება 250 მგ ლიდოკაინს. არ გადააჭარბოთ 17-20 გ ნაპროსინი პლუსის დოზას (რაც ექვივალენტურია 850-1000 მგ ლიდოკაინის) დღიურ დოზას.
  • რადგან დიდ ზედაპირზე ხშირი გამოყენების გამო შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ასეთი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენზე ვრცელდება, თუნდაც წარსულში რაიმე პერიოდის განმავლობაში.

ნაპროსინი პლუსის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად

ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტისთვის სარგებელი და შესაძლო რისკები ძალიან ფრთხილად უნდა შეფასდეს. ამიტომ, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს აშკარა აუცილებლობა არ არის.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რადგან ნაპროქსენი და ლიდოკაინი აღწევს დედის რძეში, ის არ უნდა დაენიშნოს მეძუძურ დედებს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაპროსინი პლუსი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების გამოყენებაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაპროსინი პლუსის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნაპროსინი პლუსი არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ გაფრთხილებას.

სხვა მედიკამენტებთან გამოყენება

ვინაიდან ლიდოკაინის ტოქსიკური ეფექტები ადიტიური და ზოგადად სინერგულია, ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიარითმულ პრეპარატებს (როგორიცაა ტოკაინიდი და მექსილეტინი).

გამოიჩინეთ სიფრთხილე სხვა ადგილობრივ ანესთეტიკებთან ერთად გამოყენებისას.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ ინახება ნაპროსინი პლუსი ?

მოცემულია თავები

  • რა არის ნაპროსინი პლუსი და რისთვის გამოიყენება იგი?

ნაპროსინი პლუსი არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი 50 გრამიან ტუბებში, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად.

ნაპროსინი პლუსი აქტიურ ნივთიერებების სახით შეიცავს ნაპროქსენს და ლიდოკაინს.

ნაპროსინი პლუსი ხსნის ტკივილს და ანთებას ძვალ-კუნთოვანი სისტემის რბილი ქსოვილების ხანმოკლე და ხანგრძლივი დაავადებების დროს.

ნაპროსინი პლუსი, რომელიც არის უცხიმო, არ ტოვებს ლაქებს და აქვს ტკბილი სუნი, აქვს გამაგრილებელი თვისება კანის დამუშავებული ნაწილისთვის.

ნაპროსინი პლუსი ეფექტურია, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის:

  • დაავადებები, რომლებიც განვითარებულია ხერხემლის ან სახსრების ჭარბი დატვირთვის და ეროზიის შედეგად (ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი)
  • სახსრების გარშემო რბილი ქსოვილების ანთებითი დაავადებები (პერიართრიტი, ტენდინიტი, ტენოსინოვიტი, ბურსიტი)
  • რბილი ქსოვილების ტრავმები, როგორიცაა სისხლჩაქცევები და დაჭიმულობა
  • კუნთოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც ვლინდება ტკივილით, ანთებით და კუნთების დაჭიმვით
  • ნაპროსინი პლუსის გამოყენებამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის სინფორმაციო ჩანართი

ნაპროსინი® პლუსი 10%+5% გელი

გარეგანი გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: 1 გ გელი შეიცავს 100 მგ ნაპროქსენს და 50 მგ ლიდოკაინს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ეთანოლი (96%), კარბოპოლი 980, ტრიეთანოლამინი, ქსანთანის გუმფისი, ხავერდოვანი არომატი, გასუფთავებული წყალი

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

თუ თქვენ რაიმე დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში მიდიხართ, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

მიყევით მოცემულ ფურცელ–ჩანართში არსებულ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა, ვიდრე ეს რეკომენდებულია თქვენთვის.

პაციენტის ამ საინფორმაციო ჩანართში:

  • რა არის ნაპროსინი პლუსი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • ნაპროსინი პლუსის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ნაპროსინი პლუსი ?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  • როგორ ინახება ნაპროსინი პლუსი ?

მოცემულია თავები

  • რა არის ნაპროსინი პლუსი და რისთვის გამოიყენება იგი?

ნაპროსინი პლუსი არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი 50 გრამიან ტუბებში, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად.

ნაპროსინი პლუსი აქტიურ ნივთიერებების სახით შეიცავს ნაპროქსენს და ლიდოკაინს.

ნაპროსინი პლუსი ხსნის ტკივილს და ანთებას ძვალ-კუნთოვანი სისტემის რბილი ქსოვილების ხანმოკლე და ხანგრძლივი დაავადებების დროს.

ნაპროსინი პლუსი, რომელიც არის უცხიმო, არ ტოვებს ლაქებს და აქვს ტკბილი სუნი, აქვს გამაგრილებელი თვისება კანის დამუშავებული ნაწილისთვის.

ნაპროსინი პლუსი ეფექტურია, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის:

  • დაავადებები, რომლებიც განვითარებულია ხერხემლის ან სახსრების ჭარბი დატვირთვის და ეროზიის შედეგად (ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი)
  • სახსრების გარშემო რბილი ქსოვილების ანთებითი დაავადებები (პერიართრიტი, ტენდინიტი, ტენოსინოვიტი, ბურსიტი)
  • რბილი ქსოვილების ტრავმები, როგორიცაა სისხლჩაქცევები და დაჭიმულობა
  • კუნთოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც ვლინდება ტკივილით, ანთებით და კუნთების დაჭიმვით
  • ნაპროსინი პლუსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ნაპროსინი პლუსი შემდეგ სიტუაციებში

ზოგიერთ ადამიანში იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, ალერგიული შოკი ნატრიუმის მეტაბისულფიტის შემცველობის გამო. ასეთ შემთხვევებში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ამიდური ტიპის ანალგეზიურები მიმართ, არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი.

თუ პაციენტი 2 წელზე ნაკლები ასაკისაა, არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი.

ნაპროსინი პლუსი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში

  • არ უნდა წაისვათ თვალსა და მის გარშემო, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებზე.
  • არ გააგრძელოთ ნაპროქსენის გამოყენება კანის აქერცვლისა და აშრევების, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან კანზე ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
  • სიფრთხილით გამოიყენეთ ალერგიის შედეგად გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, როგორიცაა სახისა და ყელის შეშუპება, ბრონქების შევიწროება (ასთმა) და რინიტი. ბრონქებში სპაზმის წარმოქმნა შეიძლება დაჩქარდეს ასთმის, ალერგიული დაავადების ან აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
  • სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დემენციის რისკის მქონე პაციენტებში.
  • აცნობეთ ექიმს მარილის მოხმარების რაიმე შეზღუდვის შესახებ, მათ შორის გულის უკმარისობის, გულის ფუნქციის დარღვევის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და ჰიპერტენზიის შემთხვევაში. ეს რისკები იზრდება 10 დღის შემდეგ გამოყენებისას.
  • რეკომენდებულია რაც შეიძლება მცირე დოზების გამოყენება. ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ბავშვებში და ღია ჭრილობებე გამოყენებისას.
  • განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირებზე და დახურული სახვევის ქვეშ გამოყენებისას; შესაძლოა გამოიწვიოს გულისცემის რითმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და ასევე სიკვდილი.
  • თუ გაქვთ სერიოზული ინფექცია, რომლის დროსაც სისხლში ბაქტერიებია (სეფსისი) ან თუ პრეპარატის წასმის ადგილას ლორწოვანი გარსი სერიოზულად არის დაზიანებული, ნაპროსინი პლუსის გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან შესაძლოა არსებობდეს მყისიერი შეწოვის რისკი.
  • თუ გაქვთ რაიმე სახის ალერგია წამლებზე, ნაპროსინი პლუსის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე.
  • თუ გაქვთ მწვავე დაავადება ან ხართ ხანდაზმული (შესაძლოა უფრო მგრძნობიარე იყოთ ლიდოკაინის მიმართ).
  • რადგან ლიდოკაინს აქვს ბაქტერიციდული ეფექტი და ხელს უშლის ვირუსების მავნე ზემოქმედებას, ინტრადერმალური ვაქცინაციის (მაგ., BCG ვაქცინა) საჭიროა შედეგების მონიტორინგი.
  • ნაპროსინი პლუსის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 გრამს. ეს რაოდენობა შეესაბამება 250 მგ ლიდოკაინს. არ გადააჭარბოთ 17-20 გ ნაპროსინი პლუსის დოზას (რაც ექვივალენტურია 850-1000 მგ ლიდოკაინის) დღიურ დოზას.
  • რადგან დიდ ზედაპირზე ხშირი გამოყენების გამო შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ასეთი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენზე ვრცელდება, თუნდაც წარსულში რაიმე პერიოდის განმავლობაში.

ნაპროსინი პლუსის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად

ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტისთვის სარგებელი და შესაძლო რისკები ძალიან ფრთხილად უნდა შეფასდეს. ამიტომ, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს აშკარა აუცილებლობა არ არის.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რადგან ნაპროქსენი და ლიდოკაინი აღწევს დედის რძეში, ის არ უნდა დაენიშნოს მეძუძურ დედებს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ნაპროსინი პლუსი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების გამოყენებაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაპროსინი პლუსის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნაპროსინი პლუსი არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ გაფრთხილებას.

სხვა მედიკამენტებთან გამოყენება

ვინაიდან ლიდოკაინის ტოქსიკური ეფექტები ადიტიური და ზოგადად სინერგულია, ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიარითმულ პრეპარატებს (როგორიცაა ტოკაინიდი და მექსილეტინი).

გამოიჩინეთ სიფრთხილე სხვა ადგილობრივ ანესთეტიკებთან ერთად გამოყენებისას.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.

  • როგორ გამოვიყენოთ ნაპროსინი პლუსი?

ინსტრუქციები გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ნაპროსინუ პლუსი წაისვით მტკივნეულ ადგილას ნაზად, შეზელვით, დღეში 2-6-ჯერ, სრულ შეწოვამდე.

გამოყენების გზა და მეთოდი:

კანზე გარეგანი გამოყენებისთვის.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ბავშვებში მისი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში მისი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მაგრამ სასურველია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის დროს მისი გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს შეიძლება პრეპარატის უფრო მცირე ფართობზე გამოყენება.

თუ ფიქრობთ, რომ ნაპროსინი პლუსის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ნაპროსინი პლუსის საჭიროზე მეტი დოზა:

ნაპროსინი პლუსის გამოყენების შესახებ დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

თუ მიიღეთ ნაპროსინი პლუსის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ნაპროსინი პლუსის გამოყენება:

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსაციისთვის.

ნაპროსინი პლუსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლო ეფექტები

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პრობლემები არ არის მოსალოდნელი.

  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ნაპროსინი პლუსის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

შეიძლება აღინიშნოს ისეთი გვერდითი ეფრექტები, როგორიცაა მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება, ერითემა, დერმატიტი, რომლებიც არ საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას.

თუ რომელიმე შემდეგი სიტუაცია განვითარდა, შეწყვიტეთ ნაპროსინი პლუსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას
  • კანზე გამონაყარი

ყველა ეს გვერდითი ეფექტი არის მძიმე.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია ნაპროსინი პლუსზე. შესაძლოა დაგჭირდეთ დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ვითარდება ძალიან იშვიათად.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ხშირი:

  • ქავილი, კანზე გამონაყარი, კანის ფერის შეცვლა, კანის გაღიზიანება, სიწითლე

არახშირი:

  • ოფლიანობა
  • თმის ცვენა
  • სითხით სავსე ბუშტუკები კანზე (ეპიდერმული ნეკროლიზი)
  • გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება, ბუშტუკებით პირის ღრუსა და სხეულის სხვა ნაწილებში (მულტიფორმული ერითემა)
  • მძიმე დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის აქერცვლა, შეშუპება, ბუშტუკები და ცხელება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოების გარშემო (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი)
  • კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში კანის ანთება, რომელიც იწვევს გაწითლებულ, მტკივნეულ შეშუპებას (კვანძოვანი ერითემა)
  • კანის დაავადება, რომელსაც თან ახლავს მსუბუქი, ამობურცული, იისფერი კანის გამონაყარი (ბრტყელი ლიქენი)
  • რეაქცია, რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა ხასიათის ჩირქოვანი სითხის შემცველი დაზიანებები (პუსტულური რეაქციები)
  • ჭინჭრის ციება
  • მგრძნობელობის რეაქციები
  • სახისა და ყელის შეშუპება ალერგიის გამო (ანგიონევროზული შეშუპება)

ძალიან იშვიათი:

  • კანკალი (ტრემორი)
  • თავბრუსხვევა
  • ძილიანობა
  • მხედველობის დაბინდვა
  • თვალის გაღიზიანება თვალის გარშემო წასმის შემთხვევაში
  • სუნთქვის გაძნელება
  • გულმკერდის არეში ტკივილი
  • არარეგულარული გულისცემის
  • გაღიზიანება
  • კრუნჩხვები (კონვულსიები)

უცნობი:

  • უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქციები)

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული პაციენტის საინფორმაციო ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr ​​„წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვით. განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას.

  • როგორ შევინახოთ ნაპროსინი პლუსი?

შეინახეთ ნაპროსინი პლუსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ ეს წამალი ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ნაპროსინი პლუსი ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ პროდუქტსა და/ან შეფუთვაში რაიმე პრობლემას შეამჩნევთ, არ გამოიყენოთ ნაპროსინი პლუსი.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! მიიტანეთ ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No:4

34467 Maslak / Sarıyer / Istanbul

წარმოების ადგილი

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No : 3

Esenyurt / Istanbul

ეს ჩანართი დამტკიცებულია 12/04/2019

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ QR კოდის სმარტფონით/პლანშეტით ან QR კოდის წამკითხველით სკანირებით.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს, მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა