ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ციტოპრამი

CITOPRAM

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადმალტა
რისთვის გამოიყენება

გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: მძიმე დეპრესიული ეპიზოდები პანიკური აშლილობა აგორაფობიით, ან მის გარეშე სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია) გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესციტალოპრამი (escitalopram)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Actavis Ltd., მალტა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB10
რეგისტრაციის ნომერი
რ-046144
რეგისტრირებულია
12 აგვისტო 2026, მოქმედებს 12 ოქტომბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharm Group Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაციტოპრამი და სხვა წამალი ერთად

ციტოპრამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

მძიმე დეპრესიული ეპიზოდები

პანიკური აშლილობა აგორაფობიით, ან მის გარეშე

სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია)

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

მიღების წესი და დოზირება

20მგ-ზე მეტი დღიური დოზების მიღების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

ძიმე დეპრესიული ეპიზოდები

რეკომენდებული დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე.

ანტიდეპრესანტული ეფექტის მისაღებად ჩვეულებრივ 2-4 კვირა არის საჭირო. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მინიმუმ კიდევ 6 თვის განმავლობაში აუცილებელია თერაპიის გაგრძელება, რათა მიღებული ეფექტი განმტკიცდეს.

პანიკური აშლილობა აგორაფობიით, ან მის გარეშე

პირველი კვირის განმავლობაში ციტოპრამის საწყისი დოზა არის 5 მგ ერთხელ დღეში, რომელიც შემდგომში იზრდება დღეში 10 მგ-მდე. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება კიდევ გაიზარდოს დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე.

მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 3 თვეში. მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

რეკომენდებული დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. სიმპტომები ქრება ჩვეულებრივ 2-4 კვირაში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება შემცირდეს 5 მგ-მდე ან გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა ქრონიკული დაავადებაა და მიღებული ეფექტის გასამყარებლად რეკომენდებულია 12-კვირიანი მკურნალობის კურსი. მკურნალობის გრძელვადიანი კურსის ეფექტურობა შეფასდა კლინიკურ კვლევებში 6 თვის განმავლობაში და ითვლება, რომ რეკომენდებულია რეციდივის პრევენციის მიზნით. მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად უნდა შეფასდეს.

სოციალური შფოთვითი აშლილობა არის სპეციფიური დარღვევის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინი და მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შფოთვითი აშლილობა სიმორცხვეს (excessive shyness) არ მივაწეროთ. მედიკამენტოზური მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშლილობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ საქმიანობაზე.

მოცემული პრეპარატით მკურნალობა კოგნიტური ქცევითი თერაპიისას არ არის შესწავლილი. მედიკამენტოზური მკურნალობა საერთო მკურნალობის სტრატეგიის ნაწილია.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე.

მკურნალობის გრძელვადიანი კურსის ეფექტურობა (20 მგ/დღეღამეში) შეფასდა კლინიკურ კვლევებში მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად უნდა შეფასდეს (იხილეთ პუნქტი 5.1).

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე.

ვინაიდან, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ქრონიკული დაავადებაა, პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ მკურნალობა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რათა სიმპტომები სრულად ალაგდეს.

მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად უნდა შეფასდეს (იხილეთ პუნქტი 5.1).

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ)

საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 10 მგ-მდე (იხ. პუნქტი 5.2).

ხანდაზმულ პაციენტებში ციტოპრამის ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს არ არის შესწავლილი.

პედიატრიული პოპულაცია (18-წლამდე ასაკის)

ციტოპრამი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში (იხ. პუნქტი 4.4).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა რეკომენდებული თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) (იხ. პუნქტი 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ დღეში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 10 მგ-მდე. დოზა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 5.2).

CYP2C19-ის სუსტი მეტაბოლიზატორები

პაციენტებისთვის, რომლებიც არიან CYP2C19-ის ცუდი მეტაბოლიზატორები, რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ დღეში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 10 მგ-მდე (იხ. პუნქტი 5.2).

მკურნალობის შეწყვეტისას გამოვლენილი სიმპტომები

არ არის რეკომენდებული მკურნალობის უეცარი შეწყვეტა. /.../-ით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, რათა შემცირდეს მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული სიმპტომების განვითარების რისკი (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8). დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სერიოზული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მანამდე დანიშნული დოზის გადახედვა. შემდგომში ექიმს შეუძლია გააგრძელოს დოზის შემცირება, მაგრამ უფრო ნელი ტემპით.

მიღების წესი

ციტოპრამი ინიშნება ერთჯერადი დღიური დოზის სახით და მისი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პუნქტში მითითებული შემავსებლების მიმართ.

ციტოპრამისა და არაშერჩევითი შეუქცევადი მონოამინოოქსიდაზას (მაო-ს)ინჰიბიტორების ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის (აჟიტაციით) განვითარების რისკის გამო; ტრემორი, ჰიპერთერმია და ა.შ. (იხ. პუნქტი 4.5).

ესციტალოპრამის კომბინაცია მაო-A-ს შექცევად ინჰიბიტორებთან (მაგ. მოკლობემიდი) ან შექცევად არაშერჩევით მაო-ს ინჰიბიტორთან, ლინეზოლიდთან, უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო (იხ. პუნქტი 4.5).

ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გახანგრძლივებული QT ინტერვალი ან QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება.

ესციტალოპრამის გამოყენება უკუნაჩვენებია იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (იხ. პუნქტი 4.5).

სიფრთხილის ზომები

ქვემოთ მოცემული განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები ვრცელდება SSRI-ების (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები) თერაპიულ კლასზე.

პედიატრიული პოპულაცია

ციტოპრამი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (სუიციდის მცდელობა და სუიციდური იდეები) და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესია, ოპოზიციონალური ქცევა და სიბრაზე) კლინიკური კვლევისას უფრო ხშირად გამოვლინდა იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით, ვიდრე იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდება მკურნალობა, აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი სუიციდური სიმპტომების გამოსავლენად. გარდა ამისა, გრძელვადიანი უსაფრთხოების მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების შესახებ არ არსებობს.

პარადოქსალური შფოთვა

პანიკური აშლილობის მქონე ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს შფოთვის სიმპტომების მომატება ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში. ამგვარი პარადოქსალური რეაქცია ქრება ორი კვირის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის გარეშე. შფოთვითი ეფექტის გამოვლენის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზის გამოყენება (იხ. პუნქტი 4.2).

შეტევები

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს განუვითარდა შეტევა პირველად, ან ადგილი აქვს შეტევის სიხშირის მატებას (პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ეპილეფსიის დიაგნოზი). SSRI-ს გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. კონტროლირებადი ეპილეფსიის მქონე პაციენტების შემთხვევაში, აუცილებელია მონიტორინგი.

მანია

SSRI-ები სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში მანიის/ჰიპომანიის მქონე პაციენტებში. მანიის ფაზის დადგომისთანავე SSRI-ების მიღება უნდა შეწყდეს.

დიაბეტი

დიაბეტის მქონე პაციენტებში SSRI-ით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი (ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია). შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექტირება.

სუიციდი/სუიციდური აზრები ან კლინიკური მდგომარეობის გაუარესება

დეპრესია ასოცირდება სუიციდური აზრების, თვითდაზიანების და სუიციდის (სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების) მომატებულ რისკთან. ამგვარი რისკი არსებობს მნიშვნელოვანი რემისიის დადგომამდე. ვინაიდან, მდგომარეობა შეიძლება არ გამოსწორდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის ან მეტი დროის განმავლობაში, აუცილებელია ამ პერიოდში, გაუმჯობესებამდე პაციენტთა კონტროლი. ზოგადი კლინიკური გამოცდილებით, სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპებზე.

სხვა ფსიქიატრიული მდგომარეობები, რომლის დროსაც ინიშნება ციტოპრამი, ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების მომატებულ რისკთან. ამასთან, ამგვარი მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს ძირითადი დეპრესიული აშლილობით. სხვა ფსიქიატრიული დარღვევების მკურნალობისას გამოიყენება ის სიფრთხილის ზომები, რაც ძირითადი დეპრესიული დარღვევებისას.

ის პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სუიციდთან დაკავშირებული მოვლენები ან რომლებსაც აქვთ სერიოზული ხარისხის სუიციდური აზრები მკურნალობის დაწყებამდე, იმყოფებიან სუიციდური აზრების ან სუიციდის მცდელობების უფრო დიდი რისკის ქვეშ და ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროებენ გულდასმით კონტროლს. ანტიდეპრესანტული პრეპარატების პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევების მეტა ანალიზი ფსიქიატრიული აშლილობების მქონე მოზრდილ პაციენტებში აჩვენებს, რომ სუიციდური ქცევის განვითარების რისკი უფრო მაღალია ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას 25 წლამდე ასაკის პაციენტებში.

მკურნალობის ადრეულ ეტაპზე და დოზების ცვლილების შემდეგ აუცილებელია პაციენტთა კონტროლი, განსაკუთრებით მათი, ვინც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება.

პაციენტებს (და პაციენტთა მომვლელებს) უნდა მიეცეთ გაფრთხილება, აკონტროლონ ნებისმიერი კლინიკური გაუარესება, სუიციდის მცდელობა ან ფიქრი და სხვა ქცევაში უცნაური ცვლილებები და ასეთი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს.

აკათიზია /ფსიქომოტორული მოუსვენრობა

SSRI/SNRI-ს გამოყენება ასოცირდება აკათიზიის განვითარებასთან, რაც ხასიათდება სუბიექტურად არასასიამოვნო ან დისტრესულ მოუსვენრობასთან და მოძრაობის საჭიროებასთან, რასაც ხშირად თან ახლავს ჯდომის ან მშვიდად ყოფნის უუნარობა. ეს ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ სიმპტომების განვითარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დოზის მომატებას.

ჰიპონატრიემია

ჰიპონატრიემია, სავარაუდოდ გამოწვეული ანტიდიურეტიკული ჰორმონის არასათანადო სეკრეციით (SIADH), იშვიათად აღინიშნა SSRI-ების გამოყენებისას და ჩვეულებრივ ქრება თერაპიის შეწყვეტისთანავე. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, როგორებიცაა ხანდაზმულები, ციროზის მქონე პაციენტები ან ის პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ჰიპონატრიემიის გამომწვევი პრეპარატებით.

ჰემორაგია

SSRI-ების გამოყენებასთან დაკავშირებით აღინიშნა კანისმხრივი სისხლდენის დარღვევები, როგორიცაა ეკქიმოზები და პურპურა. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო SSRI-ების გამოყენებისას, განსაკუთრებით იმავდროულად პერორალური ანტიკოაგულანტების მიღებისას, რომლებიც, როგორც ცნობილია, გავლენას ახდენენ თრომბოციტების ფუნქციაზე (მაგ. ატიპური ანტიფსიქოტური საშუალებები და ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობა, აცეტილსალიცილმჟავა და არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID), ტიკლოპიდინი და დიპირიდამოლი) და იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენისადმი.

ელექტროკონვულსიური თერაპია

SSRI-ებისა და ელექტროკონვულსიური თერაპიის (ECT) ერთდროული გამოყენების შესახებ კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ, სასურველია სიფრთხილის გამოჩენა.

სეროტონინის სინდრომი

სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც ესციტალოპრამი გამოიყენება ისეთ სეროტონერგიული ეფექტების მქონე პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა სუმატრიპტანი ან სხვა ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი.

იშვიათ შემთხვევებში, სეროტონინის სინდრომი აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც SSRI-ებთან ერთად იღებდნენ სეროტონერგიულ სამკურნალო საშუალებებს. ამგვარი მდგომარეობის განვითარებაზე შეიძლება მიუთითებდეს ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა აჟიტაცია, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია. ასეთი მდგომარეობის განვითარებისას SSRI-თა და სეროტონერგიული პრეპარატებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს სიმპტომატური თერაპია.

კრაზანა

SSRI-ებისა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების სიხშირის მომატება (იხ. პუნქტი 4.5).

მკურნალობის შეწყვეტისას გამოვლენილი სიმპტომები

მკურნალობის შეწყვეტისას ხშირად ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები, განსაკუთრებით, როდესაც მკურნალობის შეწყვეტა ხდება უცებ და ერთბაშად (იხ. პუნქტი 4.8). კლინიკური კვლევისას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არასასურველი მოვლენები განვითარდა ესციტალოპრამით მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა დაახლოებით 25%-ში, ხოლო პლაცებოს მიმღებ პაციენტთა 15%-ში.

მკურნალობის შეწყვეტისას სიმპტომების განვითარების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის თერაპიის ხანგრძლივობასა და დოზაზე და დოზის შემცირების სიხშირეზე. ყველაზე ხშირად ვლინდება თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზია და ელექტროშოკის შეგრძნებები), ძილის დარღვევები (მათ შორის უძილობა და მძაფრი სიზმრები), აჯიტაცია, შფოთვა, გულისრევა და/ან პირღებინება, ტრემორი, გონების არევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის გახშირება, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება და მხედველობის დარღვევები. ზოგადად, აღნიშნული სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მწვავე ფორმით გამოვლინდეს.

აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ამგვარი სიმპტომები ძალიან იშვიათად განვითარდა იმ პაციენტებში, რომლებმაც თვითნებურად გამოტოვეს დოზა.

აღნიშნული სიმპტომები ზოგადად გადის 2 კვირაში, თუმცა ზოგიერთ პაციენტში ეს პერიოდი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს (2-3 თვე ან მეტი). ამიტომ, რეკომენდებულია ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტა მოხდეს თანდათან რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით (იხ. პუნქტი 4.2).

გულის იშემიური დაავადება

შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო, რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 5.3).

გახანგრძლივებული QT ინტერვალი

დადინდა, რომ ესციტალოპრამი იწვევს QT ინტერვალის დოზადამოკიდებულ გახანგრძლივებას. გახანგრძლივებული QT ინტერვალის და პარკუჭოვანი არითმიების, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) შემთხვევები დაფიქსირდა პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, ძირითადად ქალებში, ჰიპოკალიემიით, ან უკვე არსებული გახანგრძლივებული QT ინტერვალით ან სხვა გულის დაავადებებით ანამნეზში (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.5, 4.8, 4.9 და 5.1).

სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ბრადიკარდია, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ან დეკომპენსირებული გულის უკმარისობა.

ელექტროლიტური დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, ზრდის ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკს და უნდა გამოსწორდეს ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყებამდე.

გულის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს ეკგ მონაცემების განხილვა.

თუ ესციტალოპრამით მკურნალობის პროცესში დაფიქსირდა გულის არითმია, უნდა შეწყდეს მკურნალობა და დაინიშნოს ეკგ კვლევა.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა

SSRI-ებმა, მათ შორის ესციტალოპრამმა, შეიძლება გავლენა იქონიოს გუგის ზომაზე და გამოიწვიოს მიდრიაზი. გუგის გაფართოებას აქვს პოტენციალი გამოიწვიოს თვალის კუთხის შევიწროვება, რაც, თავის მხრივ, იწვევს თვალისშიდა წნევის მომატებას და დახურულკუთხოვან გლაუკომას, განსაკუთრებით წინასწარგანწყობილ პაციენტებში. ამიტომ, ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანამნეზში დახურულკუთხოვანი გლაუკომის ან გლაუკომის მქონე პაციენტებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ემბრიოტოქსიური/ფეტოტოქსიური მოქმედება, მაგრამ არ დაფიქსირებულა მალფორმაციების გაზრდილი სიხშირე (იხ. პუნქტი 5.3).

/.../ არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, გარდა მკაფიო აუცილებლობისა და მხოლოდ რისკის/სარგებლის შეფასების შემდეგ.

ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე სავარაუდოა, რომ SSRI-ს გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით გვიანი ორსულობის დროს, ზრდის ახალშობილში მდგრადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN) განვითარების რისკს. რისკი შეადგენდა დაახლოებით 5 შემთხვევას 1000 ფეხმძიმობაზე. ზოგად პოპულაციაზე -PPHN-ის 1-2 შემთხვევა 1000 ფეხმძიმობაზე.

თუ დედა ორსულობის ბოლო ეტაპებზე, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, იღებდა ესციტალოპრამს, აუცილებელია ახალშობილზე დაკვირვება. ორსულობის პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული SSRI-ით მკურნალობის ერთბაშად შეწყვეტა.

თუ დედა ორსულობის ბოლო ეტაპებზე იღებდა SSRI/SNRI-ს, ახალშობილში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისტრესი, ციანოზი, აპნოე, შეტევები, ტემპერატურული არასტაბილურობა, კვების გაძნელება, პირღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, ნერვიული აშლილობა, გაღიაზიანებადობა, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის გაძნელება. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სეროტონერგიული ეფექტებით ან მკურნალობის შეწყვეტით. შემთხვევათა უმრავლესობისას გართულებები იწყება მშობიარობისთანავე და მალევე (<24 საათში) მშობიარობის შემდეგ.

ძუძუთი კვება

სავარაუდოდ, ესციტალოპრამი გადავა დედის რძეში.

შესაბამისად, მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტალოპრამი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე (იხ. პუნქტი 5.3). ადამიანების ავადმყოფობის შესახებ ანგარიშებმა აჩვენა, რომ სპერმის ხარისხის ეფექტურობა შექცევადია. ადამიანის შობადობაზე გავლენის შესახებ დაკვირვება არ ჩატარებული.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

მიუხედავად იმისა, რომ ესციტალოპრამი გავლენას არ ახდენს ინტელექტუალურ ან ფსიქომოტორულ ფუნქციებზე, ნებისმიერმა ფსიქოაქტიურმა პრეპარატმა შეიძლება შეაფერხოს ადამიანის გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები. პაციენტებს უნდა ეცნობოთ ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების პოტენციური რისკის შესახებ.

არასასურველი გვერდითი ეფექტები

გვერდითი რეაქციები ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის პირველ ან მეორე კვირაში და მათი ინტენსივობა და სიხშირე მკურნალობის ფონზე თანდათან მცირდება.

გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში

არასასურველი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა SSRI-ებისა და ასევე ესციტალოპრამის გამოყენებისას პლაცებოკონტროლირებული კლინიკური კვლევებში ან პრეპარატის რეალიზაციის პერიოდში, წარმოდგენილია ქვემოთ ორგანოთა სისტემური კლასისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით.

სიხშირის მონაცემები აღებულია კლინიკური კვლევებიდან; ეს არ არის პლაცებო-კორექტირებული.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10 ), ხშირი (≥1/100 - <1/10), არც თუ ისე ხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10, 000), უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

სიხშირე

გვერდითი მოვლენები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

უცნობი

თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ანაფილაქსიური რეაქცია

ენდოკრინული სისტემის დარღვევები

უცნობი

ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეცია

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

ხშირი

მადის დაქვეითება, მადის მატება, წონის მატება

არახშირი

წონის კლება

უცნობი

ჰიპონატრიემია, ანორექსია2

ფსიქიკური დარღვევები

ხშირი

შფოთვა, მღელვარება, პათოლოგიური სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება, ქალებში: ანორგაზმია

არახშირი

ბრუქსიზმი, აჟიტაცია, ნევროზულობა, პანიკური შეტევა, დაბნეულობა

იშვიათი

აგრესია, დეპერსონილიზაცია, ჰალუცინაციები

უცნობი

მანია, სუიციდური აზრები, სუიციდური ქცევა1

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი

ხშირი

უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ტრემორი

არახშირი

გემოს დაკარგვა, ძილის დარღვევა, სინკოპე

იშვიათი

სეროტონინის სინდრომი

უცნობი

დისკინეზია, მოძრაობის დარღვევა, კონვულსია, აკათიზია/ფსიქომოტორული მოუსვენრობა2

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

არახშირი

მიდრიაზი, მხედველობის დაქვეითება

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ

არახშირი

ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

არახშირი

ტაქიკარდია

იშვიათი

ბრადიკარდია

უცნობი

პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsade de pointes), ეკგ გახანგრძლივებული QT

ვასკულარული დარღვევები

უცნობი

ორთოსტატული ჰიპოტენზია

რესპირატორულ, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

ხშირი

სინუსიტი, მთქნარება

არახშირი

ეპისტაქსისი

გასტრო-ინტესტინალური დარღვევები

ძალიან ხშირი

გულისრევა

ხშირი

დიარეა, შეკრულობა, ღებინება, პირის სიმშრალე

არახშირი

გასტროინტესტინალური ჰემორაგიები (მათ შორის, რექტალური სისხლდენა)

ჰეპატობილიარული დარღვევები

უცნობი

ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი

ოფლიანობის მატება

არახშირი

ჭინჭრის ციება, ალოპეცია, გამონაყარი, ქავილი

უცნობი

ეკქიმოზი, ანგიოშეშუპება

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი

ართრალგია, მიალგია

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

უცნობი

შარდის შეკავება

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ხშირი

კაცებში: ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია

არახშირი

ქალებში: მეტრორაგია, მენორაგია

უცნობი

გალაქტორეა, კაცებში: პრიაპიზმი

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ხშირი

დაღლილობა, პირექსია

არახშირი

შეშუპება

სუიციდური აზრებისა და ქცევის შემთხვევები დაფიქსირდა ესციტალოპრამით თერაპიისას ან მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე (იხ. პუნქტი 4.4).

ეს მოვლენები დაფიქსირდა SSRI-ების თერაპიული კლასის გამოყენების შემთხვევაში.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიების, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) შემთხვევები დაფიქსირდა პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, ძირითადად ქალებში, ჰიპოკალიემიით, ან უკვე არსებული გახანგრძლივებული QT ინტერვალით ან სხვა გულის დაავადებებით ანამნეზში (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.4, 4.5, 4.9 და 5.1).

კლასის ეფექტები

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა, ჩატარებულმა ძირითადად 50 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტებში, აჩვენა ძვლის მოტეხილობების ზრდის რისკი SSRI და TCA მიღების შემთხვევაში. რისკის ზრდის მექანიზმი უცნობია.

მკურნალობის შეწყვეტისას გამოვლენილი სიმპტომები

SSRI/SNRI-ის შეწყვეტა (განსაკუთრებით, როდესაც ეს ხდება ერთბაშად) ხშირად იწვევს სხვადასხვა სიმტომებს. ყველაზე ხშირად ვლინდება თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზია და ელექტროშოკის შეგრძნებები), ძილის დარღვევები (მათ შორის უძილობა და მძაფრი სიზმრები), აჯიტაცია, შფოთვა, გულისრევა და/ან პირღებინება, ტრემორი, გონების არევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის გახშირება, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება და მხედველობის დარღვევები. ზოგადად, აღნიშნული სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მწვავე და/ან გახანგრძლივებული ფორმით გამოვლინდეს. ამიტომ, სასურველია ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტა მოხდეს თანდათან, დოზის შემცირებით (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.4).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო უკურეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ <to be completed nationally>-ის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

ტოქსიკურობა

კლინიკური მონაცემები ესციტალოპრამის ჭარბი დოზის მიღების შესახებ შეზღუდულია და ხშირ შემთხვევებში მოიცავს სხვა პრეპარატებით იმავდროულ ზედოზირებას. შემთხვევათა უმრავლესობაში, გამოვლენილი სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. ესციტალოპრამის ჭარბი დოზის მიღებისას მხოლოდ ესციტალოპრამით გამოწვეული ფატალური შემთხვევები იშვიათად გამოვლინდა. მხოლოდ 400-800 მგ ესციტალოპრამის მიღებისას სერიოზული სიმპტომები არ აღინიშნება.

სიმპტომები

ესციტალოპრამის ჭარბი დოზის მიღებისას გამოვლენილი სიმპტომების უმეტესობა უკავშირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას (და მოიცავს თავბრუსხვევას, ტრემორს, აჯტაციას, სეროტონინის სინდრომის იშვიათ შემთხვევებს, ასევე კრუნჩხვებსა და კომას), კუჭ-ნაწლავის სისტემას (გულისრევა/პირღებინება) და კარდიოვასკულარულ სისტემას (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება და არითმია) და ელექტროლიტების/სითხის ბალანსის მდგომარეობებს (ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია).

მართვა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა საჰაერო გზების მართვა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური ოქსიგენაცია და რესპირატორული ფუნქცია. გათვალისწინებული უნდა იყოს კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის გამოყენება. კუჭის ამორეცხვა უნდა ჩატარდეს პერორალური მიღებიდან რაც შეიძლება მალე. ზოგად სიმპტომატურ დამხმარე ზომებთან ერთად რეკომენდებულია გულისა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი.

ეკგ მონიტორინგი რეკომენდირებულია ჭარბი დოზირებისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა/ბრადიარითმია, პაციენტებში, რომლებიც პრეპარატთან ერთად იღებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, ან პაციენტებში შეცვლილი მეტაბოლიზმით, მაგ. ღვიძლის უკმარისობით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ესციტალოპრამი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10მგ, ან 20 მგ ესციტალოპრამს (ოქსალატის სახით).

სხვა ინგრედიენტებია: შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, კროსკარელოლის ნატრიუმი, ტალკი,მაგნიუმის სტეარატი, გარსი: ჰიპრომელოზი 6cP, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), მაკროგოლი 6000.

ციტოპრამის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

ციტოპრამი 10მგ: ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტები, (6.4მმ x 9.25მმ) ჭდით ერთ მხარეს და მეორე მხარეს ამოტვიფრული წარწერით E. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

ციტოპრამი 20მგ: ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტები, (8მმ x 11,7 მმ) ჭდით ერთ მხარეს და მეორე მხარეს ამოტვიფრული წარწერით E. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

ციტოპრამი წარმოდგენილია ბლესტერებში, ერთ ბლისტერში მოთავსებულია 30 ტაბლეტი.

შესაძლოა, ბაზარზე არ იყოს წარმოდგენილი შეფუთვის ყველა სახეობა.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს „ ნიუ ფარმ გრუპი“

საქართველო, თბილისი, 0119, ი. ევდოშვილის ქ.18.

მწარმოებელი:

Actavis Ltd.,

BLB 016 Bulebel Industrial Estate,

ზეიტუნი ZTN 3000, მალტა.

შენახვის პირობები

PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერი: ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერი: 30 ტაბლეტით (10 და 20 მგ)

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ნარჩენების განკარგვა არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ნიუ ფარმ გრუპი“, საქართველო, თბილისი, 0119, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

09/07/2020

ტექსტის გადახედვის თარიღი: 09/2023

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

უკუნაჩვენები კომბინაციები:

არაშერჩევითი შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორები

სერიოზული რეაქციები აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც SSRI-ს იღებდნენ არაშერჩევითი შეუქცევადი მონოამინოოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორთან კომბინაციაში და იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს SSRI-ით მკურნალობა და დაიწყეს თერაპია მაო-ს ინჰიბიტორის გამოყენებით (იხ. პუნქტი 4.3). ზოგ შემთხვევაში, პაციენტს განუვითარდა სეროტონინის სინდრომი (იხ. პუნქტი 4.8).

ესციტალოპრამის გამოყენება უკუნაჩვენებია არაშერჩევით შეუქცევად მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში.

ესციტალოპრამის მიღება შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო არაშერჩევითი შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება შეიძლება ესციტალოპრამის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ 7 დღის შემდეგ.

შექცევადი შერჩევითი მაო -A-ს ინჰიბიტორი (მოკლობემიდი)

სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, ესციტალოპრტამის კომბინაცია მაო -A ინჰიბიტორთან უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3). თუ აუცილებელია ამგვარი კომბინაცია, მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური რეკომენდებული დოზით და ამავე დროს უნდა გაძლიერდეს კლინიკური მონიტორინგი.

შექცევადი არაშერჩევითი მაო-ს ინჰიბიტორი (ლინეზოლიდი)

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის შექცევადი არაშერჩევითი მაო-ს ინჰიბიტორი და მისი გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ესციტალოპრამით. თუ აუცილებელია ამგვარი კომბინაცია, მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური რეკომენდებული დოზით და ამავე დროს უნდა გაძლიერდეს კლინიკური მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.3).

შეუქცევადი, შერჩევითი მაო-B-ს ინჰიბიტორი (სელეგილინი)

სელეგილინთან კომბინაციაში (შეუქცევადი მაო-B-ს ინჰიბიტორი), საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო. სელეგილინის დოზები დღეში 10 მგ-მდე უსაფრთხოა რაცემიულ ციტალოპრამთან ერთად.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

ესციტალოპრამისა და სხვა QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე მოქმედი პრეპარატების ერთობლივი გამოყენების ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური კვლევები არ ჩატარებულა. ესციტალოპრამისა და ამ პრეპარატების ადიტიური ეფექტი არ არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ესციტალოპრამის გამოყენება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ნეიროლეპტიკები (მაგ. ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერტი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ. სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, ანტიმალარიული საშუალება - ჰალოფანტრინი),ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (მაგ. ასტემიზოლი, მიზოლასტინი).

კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:

სეროტონერგიული სამკურნალო საშუალებები

სეროტონერგიულ სამკურნალო საშუალებებთან (მაგ. ტრამადოლი, სუმატრიპანი და სხვა ტრიპტანები) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება.

შეტევების დაწყების შემამცირებელი საშუალებები

SSRI-მ შეიძლება შეამციროს შეტევების დაწყების ხარისხი. სიფრთხილეა რეკომენდებული სხვა ამგვარ საშუალებებთან (მაგ. ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური საშუალებები, SSRI-ები), ნეიროლეპტიკები (ფენოთიაზინები, თიოქსანთენები და ბუტიროფენონები), მეფლოქინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი) ერთად გამოყენებისას.

ლითიუმი, ტრიპტოფანი

ლითიუმთან ან ტრიპტოპანთან ერთად SSRI -ების გამოყენებისას აღინიშნა გაუმჯობესებული ეფექტების შემთხვევები, ამიტომ, ამგვარი კომბინაციის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს.

კრაზანა

SSRI-ებისა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების სიხშირის მომატება (იხ. პუნქტი 4.4).

ჰემორაგია

ესციტალოპრამისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანტიკოაგულანტური ეფექტების შეცვლა. ესციტალოპრამის მიღების დაწყებისას ან შეწყვეტისას აუცილებელია კოაგულაციის კონტროლი იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე (იხ. პუნქტი 4.4). მასთან ერთად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAID) გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.4).

ალკოჰოლი

ესციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, როგორც სხვა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, ალკოჰოლთან კომბინაცია სასურველი არ არის.

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას/ჰიპომაგნიემიას

სიფრთხილეს საჭიროებს წამლის გამოყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას/ჰიპომაგნიემიას, ვინაიდან ეს მდგომარეობა ზრდის ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკს (იხ. პუნქტი 4.4).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი უპირატესად განპირობებულია CYP2C19-ით. CYP3A4 და CYO2D6 ასევე ხელს უწყობენ მეტაბოლიზმს, თუცა უფრო ნაკლებად. ძირითადი მეტაბოლიტის S- DCT (დემეთილირებული ესციტალოპრამი) მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზდება CYP2D6-ით.

ესციტალოპრამის მიღებამ ომეპრაზოლთან 30მგ დღეში ერთხელ (CYP2C19 ინჰიბიტორი) გამოიწვია ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციების საშუალო მომატება (დაახლოებით 50%).

ესციტალოპრამთან ერთად ციმეტიდინის მიღებამ დღეში ორჯერ 400 მგ დოზით (ზომიერად ძლიერი ზოგადი ფერმენტის ინჰიბიტორი) გამოიწვია ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციის საშუალო (დაახლოებით 70%) მომატება. საჭიროა სიფრთხილე ციმეტიდინთან ერთად ესციტალოპრამის დანიშვნისას. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

ამგვარად, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო CYP2C19 ინჰიბიტორებთან (მაგ. ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას. ესციტალოპრამის დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს თანმხლები მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტების მონიტორინგის საფუძველზე.

ესციტალოპრამის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამი არის CYP2D6 ფერმენტის ინჰიბიტორი. სიფრთხილე არის საჭირო ესციტალოპრამის მიღებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება ამ ფერმენტით და რომლებსაც გააჩნიათ ვიწრო თერაპიული მაჩვენებელი, მაგ. ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გულის უკმარისობის დროს გამოყენებისას) ან ზოგიერთი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატი, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2D6-ით, მაგ. ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

დეზიპრამინთან ან მეტოპროლოლთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა ამ ორი CYP2D6 სუბსტრატის პლაზმური დონეების ორგზის მომატება.

In vitro კვლევები აჩვენებს, რომ ესციტალოპრამმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს CYP2C19-ის სუსტი ინჰიბირება. სიფრთხილე არის რეკომენდებული იმ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C19-ით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში

სამკურნალო საშუალების დასახელება:

ციტოპრამი (CITOPRAM)10მგ შემოგარსული ტაბლეტები

ციტოპრამი (CITOPRAM) 20მგ შემოგარსული ტაბლეტები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ციტოპრამი 10მგ: თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 10მგ ესციტალოპრამი (ოქსალატის სახით)

ციტოპრამი 20მგ: თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 20მგ ესციტალოპრამი (ოქსალატის სახით)

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტი

ციტოპრამი 10მგ: ოვალური ფორმის, ორმხრივ ამობურცული, თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტი (დიამეტრი 6.4მმ x 9.25მმ), ერთ მხარეს ჭდით და მეორე მხარეს გამყოფი ჭდითა და „E“ აღნიშვნით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

ციტოპრამი 20მგ: ოვალური ფორმის, ორმხრივ ამობურცული, თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტი (დიამეტრი 8მმ x 11.7მმ), ერთ მხარეს ჭდით და მეორე მხარეს გამყოფი ჭდითა და „E“ აღნიშვნით. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

კლინიკური მონაცემები

თერაპიული ჩვენებები

გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

მძიმე დეპრესიული ეპიზოდები

პანიკური აშლილობა აგორაფობიით, ან მის გარეშე

სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია)

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

20მგ-ზე მეტი დღიური დოზების მიღების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

ძიმე დეპრესიული ეპიზოდები

რეკომენდებული დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე.

ანტიდეპრესანტული ეფექტის მისაღებად ჩვეულებრივ 2-4 კვირა არის საჭირო. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მინიმუმ კიდევ 6 თვის განმავლობაში აუცილებელია თერაპიის გაგრძელება, რათა მიღებული ეფექტი განმტკიცდეს.

პანიკური აშლილობა აგორაფობიით, ან მის გარეშე

პირველი კვირის განმავლობაში ციტოპრამის საწყისი დოზა არის 5 მგ ერთხელ დღეში, რომელიც შემდგომში იზრდება დღეში 10 მგ-მდე. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება კიდევ გაიზარდოს დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე.

მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 3 თვეში. მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

რეკომენდებული დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. სიმპტომები ქრება ჩვეულებრივ 2-4 კვირაში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება შემცირდეს 5 მგ-მდე ან გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა ქრონიკული დაავადებაა და მიღებული ეფექტის გასამყარებლად რეკომენდებულია 12-კვირიანი მკურნალობის კურსი. მკურნალობის გრძელვადიანი კურსის ეფექტურობა შეფასდა კლინიკურ კვლევებში 6 თვის განმავლობაში და ითვლება, რომ რეკომენდებულია რეციდივის პრევენციის მიზნით. მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად უნდა შეფასდეს.

სოციალური შფოთვითი აშლილობა არის სპეციფიური დარღვევის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინი და მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შფოთვითი აშლილობა სიმორცხვეს (excessive shyness) არ მივაწეროთ. მედიკამენტოზური მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშლილობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ საქმიანობაზე.

მოცემული პრეპარატით მკურნალობა კოგნიტური ქცევითი თერაპიისას არ არის შესწავლილი. მედიკამენტოზური მკურნალობა საერთო მკურნალობის სტრატეგიის ნაწილია.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე.

მკურნალობის გრძელვადიანი კურსის ეფექტურობა (20 მგ/დღეღამეში) შეფასდა კლინიკურ კვლევებში მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად უნდა შეფასდეს (იხილეთ პუნქტი 5.1).

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე.

ვინაიდან, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ქრონიკული დაავადებაა, პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ მკურნალობა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რათა სიმპტომები სრულად ალაგდეს.

მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად უნდა შეფასდეს (იხილეთ პუნქტი 5.1).

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ)

საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 10 მგ-მდე (იხ. პუნქტი 5.2).

ხანდაზმულ პაციენტებში ციტოპრამის ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს არ არის შესწავლილი.

პედიატრიული პოპულაცია (18-წლამდე ასაკის)

ციტოპრამი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში (იხ. პუნქტი 4.4).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა რეკომენდებული თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) (იხ. პუნქტი 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ დღეში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 10 მგ-მდე. დოზა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 5.2).

CYP2C19-ის სუსტი მეტაბოლიზატორები

პაციენტებისთვის, რომლებიც არიან CYP2C19-ის ცუდი მეტაბოლიზატორები, რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ დღეში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 10 მგ-მდე (იხ. პუნქტი 5.2).

მკურნალობის შეწყვეტისას გამოვლენილი სიმპტომები

არ არის რეკომენდებული მკურნალობის უეცარი შეწყვეტა. /.../-ით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, რათა შემცირდეს მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული სიმპტომების განვითარების რისკი (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8). დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სერიოზული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მანამდე დანიშნული დოზის გადახედვა. შემდგომში ექიმს შეუძლია გააგრძელოს დოზის შემცირება, მაგრამ უფრო ნელი ტემპით.

მიღების წესი

ციტოპრამი ინიშნება ერთჯერადი დღიური დოზის სახით და მისი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პუნქტში მითითებული შემავსებლების მიმართ.

ციტოპრამისა და არაშერჩევითი შეუქცევადი მონოამინოოქსიდაზას (მაო-ს)ინჰიბიტორების ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის (აჟიტაციით) განვითარების რისკის გამო; ტრემორი, ჰიპერთერმია და ა.შ. (იხ. პუნქტი 4.5).

ესციტალოპრამის კომბინაცია მაო-A-ს შექცევად ინჰიბიტორებთან (მაგ. მოკლობემიდი) ან შექცევად არაშერჩევით მაო-ს ინჰიბიტორთან, ლინეზოლიდთან, უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო (იხ. პუნქტი 4.5).

ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გახანგრძლივებული QT ინტერვალი ან QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება.

ესციტალოპრამის გამოყენება უკუნაჩვენებია იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (იხ. პუნქტი 4.5).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ქვემოთ მოცემული განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები ვრცელდება SSRI-ების (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები) თერაპიულ კლასზე.

პედიატრიული პოპულაცია

ციტოპრამი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (სუიციდის მცდელობა და სუიციდური იდეები) და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესია, ოპოზიციონალური ქცევა და სიბრაზე) კლინიკური კვლევისას უფრო ხშირად გამოვლინდა იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით, ვიდრე იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდება მკურნალობა, აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი სუიციდური სიმპტომების გამოსავლენად. გარდა ამისა, გრძელვადიანი უსაფრთხოების მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების შესახებ არ არსებობს.

პარადოქსალური შფოთვა

პანიკური აშლილობის მქონე ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს შფოთვის სიმპტომების მომატება ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში. ამგვარი პარადოქსალური რეაქცია ქრება ორი კვირის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის გარეშე. შფოთვითი ეფექტის გამოვლენის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზის გამოყენება (იხ. პუნქტი 4.2).

შეტევები

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს განუვითარდა შეტევა პირველად, ან ადგილი აქვს შეტევის სიხშირის მატებას (პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ეპილეფსიის დიაგნოზი). SSRI-ს გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. კონტროლირებადი ეპილეფსიის მქონე პაციენტების შემთხვევაში, აუცილებელია მონიტორინგი.

მანია

SSRI-ები სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში მანიის/ჰიპომანიის მქონე პაციენტებში. მანიის ფაზის დადგომისთანავე SSRI-ების მიღება უნდა შეწყდეს.

დიაბეტი

დიაბეტის მქონე პაციენტებში SSRI-ით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი (ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია). შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექტირება.

სუიციდი/სუიციდური აზრები ან კლინიკური მდგომარეობის გაუარესება

დეპრესია ასოცირდება სუიციდური აზრების, თვითდაზიანების და სუიციდის (სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების) მომატებულ რისკთან. ამგვარი რისკი არსებობს მნიშვნელოვანი რემისიის დადგომამდე. ვინაიდან, მდგომარეობა შეიძლება არ გამოსწორდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის ან მეტი დროის განმავლობაში, აუცილებელია ამ პერიოდში, გაუმჯობესებამდე პაციენტთა კონტროლი. ზოგადი კლინიკური გამოცდილებით, სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპებზე.

სხვა ფსიქიატრიული მდგომარეობები, რომლის დროსაც ინიშნება ციტოპრამი, ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების მომატებულ რისკთან. ამასთან, ამგვარი მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს ძირითადი დეპრესიული აშლილობით. სხვა ფსიქიატრიული დარღვევების მკურნალობისას გამოიყენება ის სიფრთხილის ზომები, რაც ძირითადი დეპრესიული დარღვევებისას.

ის პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სუიციდთან დაკავშირებული მოვლენები ან რომლებსაც აქვთ სერიოზული ხარისხის სუიციდური აზრები მკურნალობის დაწყებამდე, იმყოფებიან სუიციდური აზრების ან სუიციდის მცდელობების უფრო დიდი რისკის ქვეშ და ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროებენ გულდასმით კონტროლს. ანტიდეპრესანტული პრეპარატების პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევების მეტა ანალიზი ფსიქიატრიული აშლილობების მქონე მოზრდილ პაციენტებში აჩვენებს, რომ სუიციდური ქცევის განვითარების რისკი უფრო მაღალია ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას 25 წლამდე ასაკის პაციენტებში.

მკურნალობის ადრეულ ეტაპზე და დოზების ცვლილების შემდეგ აუცილებელია პაციენტთა კონტროლი, განსაკუთრებით მათი, ვინც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება.

პაციენტებს (და პაციენტთა მომვლელებს) უნდა მიეცეთ გაფრთხილება, აკონტროლონ ნებისმიერი კლინიკური გაუარესება, სუიციდის მცდელობა ან ფიქრი და სხვა ქცევაში უცნაური ცვლილებები და ასეთი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს.

აკათიზია /ფსიქომოტორული მოუსვენრობა

SSRI/SNRI-ს გამოყენება ასოცირდება აკათიზიის განვითარებასთან, რაც ხასიათდება სუბიექტურად არასასიამოვნო ან დისტრესულ მოუსვენრობასთან და მოძრაობის საჭიროებასთან, რასაც ხშირად თან ახლავს ჯდომის ან მშვიდად ყოფნის უუნარობა. ეს ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ სიმპტომების განვითარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დოზის მომატებას.

ჰიპონატრიემია

ჰიპონატრიემია, სავარაუდოდ გამოწვეული ანტიდიურეტიკული ჰორმონის არასათანადო სეკრეციით (SIADH), იშვიათად აღინიშნა SSRI-ების გამოყენებისას და ჩვეულებრივ ქრება თერაპიის შეწყვეტისთანავე. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, როგორებიცაა ხანდაზმულები, ციროზის მქონე პაციენტები ან ის პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ჰიპონატრიემიის გამომწვევი პრეპარატებით.

ჰემორაგია

SSRI-ების გამოყენებასთან დაკავშირებით აღინიშნა კანისმხრივი სისხლდენის დარღვევები, როგორიცაა ეკქიმოზები და პურპურა. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო SSRI-ების გამოყენებისას, განსაკუთრებით იმავდროულად პერორალური ანტიკოაგულანტების მიღებისას, რომლებიც, როგორც ცნობილია, გავლენას ახდენენ თრომბოციტების ფუნქციაზე (მაგ. ატიპური ანტიფსიქოტური საშუალებები და ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობა, აცეტილსალიცილმჟავა და არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID), ტიკლოპიდინი და დიპირიდამოლი) და იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენისადმი.

ელექტროკონვულსიური თერაპია

SSRI-ებისა და ელექტროკონვულსიური თერაპიის (ECT) ერთდროული გამოყენების შესახებ კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ, სასურველია სიფრთხილის გამოჩენა.

სეროტონინის სინდრომი

სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც ესციტალოპრამი გამოიყენება ისეთ სეროტონერგიული ეფექტების მქონე პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა სუმატრიპტანი ან სხვა ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი.

იშვიათ შემთხვევებში, სეროტონინის სინდრომი აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც SSRI-ებთან ერთად იღებდნენ სეროტონერგიულ სამკურნალო საშუალებებს. ამგვარი მდგომარეობის განვითარებაზე შეიძლება მიუთითებდეს ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა აჟიტაცია, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია. ასეთი მდგომარეობის განვითარებისას SSRI-თა და სეროტონერგიული პრეპარატებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს სიმპტომატური თერაპია.

კრაზანა

SSRI-ებისა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების სიხშირის მომატება (იხ. პუნქტი 4.5).

მკურნალობის შეწყვეტისას გამოვლენილი სიმპტომები

მკურნალობის შეწყვეტისას ხშირად ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები, განსაკუთრებით, როდესაც მკურნალობის შეწყვეტა ხდება უცებ და ერთბაშად (იხ. პუნქტი 4.8). კლინიკური კვლევისას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არასასურველი მოვლენები განვითარდა ესციტალოპრამით მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა დაახლოებით 25%-ში, ხოლო პლაცებოს მიმღებ პაციენტთა 15%-ში.

მკურნალობის შეწყვეტისას სიმპტომების განვითარების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის თერაპიის ხანგრძლივობასა და დოზაზე და დოზის შემცირების სიხშირეზე. ყველაზე ხშირად ვლინდება თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზია და ელექტროშოკის შეგრძნებები), ძილის დარღვევები (მათ შორის უძილობა და მძაფრი სიზმრები), აჯიტაცია, შფოთვა, გულისრევა და/ან პირღებინება, ტრემორი, გონების არევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის გახშირება, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება და მხედველობის დარღვევები. ზოგადად, აღნიშნული სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მწვავე ფორმით გამოვლინდეს.

აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ამგვარი სიმპტომები ძალიან იშვიათად განვითარდა იმ პაციენტებში, რომლებმაც თვითნებურად გამოტოვეს დოზა.

აღნიშნული სიმპტომები ზოგადად გადის 2 კვირაში, თუმცა ზოგიერთ პაციენტში ეს პერიოდი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს (2-3 თვე ან მეტი). ამიტომ, რეკომენდებულია ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტა მოხდეს თანდათან რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით (იხ. პუნქტი 4.2).

გულის იშემიური დაავადება

შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო, რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 5.3).

გახანგრძლივებული QT ინტერვალი

დადინდა, რომ ესციტალოპრამი იწვევს QT ინტერვალის დოზადამოკიდებულ გახანგრძლივებას. გახანგრძლივებული QT ინტერვალის და პარკუჭოვანი არითმიების, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) შემთხვევები დაფიქსირდა პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, ძირითადად ქალებში, ჰიპოკალიემიით, ან უკვე არსებული გახანგრძლივებული QT ინტერვალით ან სხვა გულის დაავადებებით ანამნეზში (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.5, 4.8, 4.9 და 5.1).

სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ბრადიკარდია, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ან დეკომპენსირებული გულის უკმარისობა.

ელექტროლიტური დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, ზრდის ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკს და უნდა გამოსწორდეს ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყებამდე.

გულის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს ეკგ მონაცემების განხილვა.

თუ ესციტალოპრამით მკურნალობის პროცესში დაფიქსირდა გულის არითმია, უნდა შეწყდეს მკურნალობა და დაინიშნოს ეკგ კვლევა.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა

SSRI-ებმა, მათ შორის ესციტალოპრამმა, შეიძლება გავლენა იქონიოს გუგის ზომაზე და გამოიწვიოს მიდრიაზი. გუგის გაფართოებას აქვს პოტენციალი გამოიწვიოს თვალის კუთხის შევიწროვება, რაც, თავის მხრივ, იწვევს თვალისშიდა წნევის მომატებას და დახურულკუთხოვან გლაუკომას, განსაკუთრებით წინასწარგანწყობილ პაციენტებში. ამიტომ, ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანამნეზში დახურულკუთხოვანი გლაუკომის ან გლაუკომის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

უკუნაჩვენები კომბინაციები:

არაშერჩევითი შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორები

სერიოზული რეაქციები აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც SSRI-ს იღებდნენ არაშერჩევითი შეუქცევადი მონოამინოოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორთან კომბინაციაში და იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს SSRI-ით მკურნალობა და დაიწყეს თერაპია მაო-ს ინჰიბიტორის გამოყენებით (იხ. პუნქტი 4.3). ზოგ შემთხვევაში, პაციენტს განუვითარდა სეროტონინის სინდრომი (იხ. პუნქტი 4.8).

ესციტალოპრამის გამოყენება უკუნაჩვენებია არაშერჩევით შეუქცევად მაო-ს ინჰიბიტორებთან კომბინაციაში.

ესციტალოპრამის მიღება შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო არაშერჩევითი შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება შეიძლება ესციტალოპრამის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ 7 დღის შემდეგ.

შექცევადი შერჩევითი მაო -A-ს ინჰიბიტორი (მოკლობემიდი)

სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, ესციტალოპრტამის კომბინაცია მაო -A ინჰიბიტორთან უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3). თუ აუცილებელია ამგვარი კომბინაცია, მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური რეკომენდებული დოზით და ამავე დროს უნდა გაძლიერდეს კლინიკური მონიტორინგი.

შექცევადი არაშერჩევითი მაო-ს ინჰიბიტორი (ლინეზოლიდი)

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის შექცევადი არაშერჩევითი მაო-ს ინჰიბიტორი და მისი გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ესციტალოპრამით. თუ აუცილებელია ამგვარი კომბინაცია, მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური რეკომენდებული დოზით და ამავე დროს უნდა გაძლიერდეს კლინიკური მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.3).

შეუქცევადი, შერჩევითი მაო-B-ს ინჰიბიტორი (სელეგილინი)

სელეგილინთან კომბინაციაში (შეუქცევადი მაო-B-ს ინჰიბიტორი), საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო. სელეგილინის დოზები დღეში 10 მგ-მდე უსაფრთხოა რაცემიულ ციტალოპრამთან ერთად.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

ესციტალოპრამისა და სხვა QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე მოქმედი პრეპარატების ერთობლივი გამოყენების ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური კვლევები არ ჩატარებულა. ესციტალოპრამისა და ამ პრეპარატების ადიტიური ეფექტი არ არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ესციტალოპრამის გამოყენება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ნეიროლეპტიკები (მაგ. ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერტი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ. სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, ანტიმალარიული საშუალება - ჰალოფანტრინი),ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (მაგ. ასტემიზოლი, მიზოლასტინი).

კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:

სეროტონერგიული სამკურნალო საშუალებები

სეროტონერგიულ სამკურნალო საშუალებებთან (მაგ. ტრამადოლი, სუმატრიპანი და სხვა ტრიპტანები) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება.

შეტევების დაწყების შემამცირებელი საშუალებები

SSRI-მ შეიძლება შეამციროს შეტევების დაწყების ხარისხი. სიფრთხილეა რეკომენდებული სხვა ამგვარ საშუალებებთან (მაგ. ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური საშუალებები, SSRI-ები), ნეიროლეპტიკები (ფენოთიაზინები, თიოქსანთენები და ბუტიროფენონები), მეფლოქინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი) ერთად გამოყენებისას.

ლითიუმი, ტრიპტოფანი

ლითიუმთან ან ტრიპტოპანთან ერთად SSRI -ების გამოყენებისას აღინიშნა გაუმჯობესებული ეფექტების შემთხვევები, ამიტომ, ამგვარი კომბინაციის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს.

კრაზანა

SSRI-ებისა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების სიხშირის მომატება (იხ. პუნქტი 4.4).

ჰემორაგია

ესციტალოპრამისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანტიკოაგულანტური ეფექტების შეცვლა. ესციტალოპრამის მიღების დაწყებისას ან შეწყვეტისას აუცილებელია კოაგულაციის კონტროლი იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე (იხ. პუნქტი 4.4). მასთან ერთად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAID) გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.4).

ალკოჰოლი

ესციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, როგორც სხვა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, ალკოჰოლთან კომბინაცია სასურველი არ არის.

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას/ჰიპომაგნიემიას

სიფრთხილეს საჭიროებს წამლის გამოყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას/ჰიპომაგნიემიას, ვინაიდან ეს მდგომარეობა ზრდის ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკს (იხ. პუნქტი 4.4).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი უპირატესად განპირობებულია CYP2C19-ით. CYP3A4 და CYO2D6 ასევე ხელს უწყობენ მეტაბოლიზმს, თუცა უფრო ნაკლებად. ძირითადი მეტაბოლიტის S- DCT (დემეთილირებული ესციტალოპრამი) მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზდება CYP2D6-ით.

ესციტალოპრამის მიღებამ ომეპრაზოლთან 30მგ დღეში ერთხელ (CYP2C19 ინჰიბიტორი) გამოიწვია ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციების საშუალო მომატება (დაახლოებით 50%).

ესციტალოპრამთან ერთად ციმეტიდინის მიღებამ დღეში ორჯერ 400 მგ დოზით (ზომიერად ძლიერი ზოგადი ფერმენტის ინჰიბიტორი) გამოიწვია ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციის საშუალო (დაახლოებით 70%) მომატება. საჭიროა სიფრთხილე ციმეტიდინთან ერთად ესციტალოპრამის დანიშვნისას. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

ამგვარად, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო CYP2C19 ინჰიბიტორებთან (მაგ. ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას. ესციტალოპრამის დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს თანმხლები მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტების მონიტორინგის საფუძველზე.

ესციტალოპრამის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამი არის CYP2D6 ფერმენტის ინჰიბიტორი. სიფრთხილე არის საჭირო ესციტალოპრამის მიღებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება ამ ფერმენტით და რომლებსაც გააჩნიათ ვიწრო თერაპიული მაჩვენებელი, მაგ. ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გულის უკმარისობის დროს გამოყენებისას) ან ზოგიერთი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატი, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2D6-ით, მაგ. ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

დეზიპრამინთან ან მეტოპროლოლთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა ამ ორი CYP2D6 სუბსტრატის პლაზმური დონეების ორგზის მომატება.

In vitro კვლევები აჩვენებს, რომ ესციტალოპრამმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს CYP2C19-ის სუსტი ინჰიბირება. სიფრთხილე არის რეკომენდებული იმ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C19-ით.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობაზე ესციტალოპრამის მოქმედების შესახებ მხოლოდ მცირე კლინიკური მონაცემები არსებობს.

ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ემბრიოტოქსიური/ფეტოტოქსიური მოქმედება, მაგრამ არ დაფიქსირებულა მალფორმაციების გაზრდილი სიხშირე (იხ. პუნქტი 5.3).

/.../ არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, გარდა მკაფიო აუცილებლობისა და მხოლოდ რისკის/სარგებლის შეფასების შემდეგ.

ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე სავარაუდოა, რომ SSRI-ს გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით გვიანი ორსულობის დროს, ზრდის ახალშობილში მდგრადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN) განვითარების რისკს. რისკი შეადგენდა დაახლოებით 5 შემთხვევას 1000 ფეხმძიმობაზე. ზოგად პოპულაციაზე -PPHN-ის 1-2 შემთხვევა 1000 ფეხმძიმობაზე.

თუ დედა ორსულობის ბოლო ეტაპებზე, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, იღებდა ესციტალოპრამს, აუცილებელია ახალშობილზე დაკვირვება. ორსულობის პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული SSRI-ით მკურნალობის ერთბაშად შეწყვეტა.

თუ დედა ორსულობის ბოლო ეტაპებზე იღებდა SSRI/SNRI-ს, ახალშობილში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისტრესი, ციანოზი, აპნოე, შეტევები, ტემპერატურული არასტაბილურობა, კვების გაძნელება, პირღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, ნერვიული აშლილობა, გაღიაზიანებადობა, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის გაძნელება. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სეროტონერგიული ეფექტებით ან მკურნალობის შეწყვეტით. შემთხვევათა უმრავლესობისას გართულებები იწყება მშობიარობისთანავე და მალევე (<24 საათში) მშობიარობის შემდეგ.

ძუძუთი კვება

სავარაუდოდ, ესციტალოპრამი გადავა დედის რძეში.

შესაბამისად, მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტალოპრამი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე (იხ. პუნქტი 5.3). ადამიანების ავადმყოფობის შესახებ ანგარიშებმა აჩვენა, რომ სპერმის ხარისხის ეფექტურობა შექცევადია. ადამიანის შობადობაზე გავლენის შესახებ დაკვირვება არ ჩატარებული.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

მიუხედავად იმისა, რომ ესციტალოპრამი გავლენას არ ახდენს ინტელექტუალურ ან ფსიქომოტორულ ფუნქციებზე, ნებისმიერმა ფსიქოაქტიურმა პრეპარატმა შეიძლება შეაფერხოს ადამიანის გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები. პაციენტებს უნდა ეცნობოთ ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების პოტენციური რისკის შესახებ.

არასასურველი გვერდითი ეფექტები

გვერდითი რეაქციები ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის პირველ ან მეორე კვირაში და მათი ინტენსივობა და სიხშირე მკურნალობის ფონზე თანდათან მცირდება.

გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში

არასასურველი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა SSRI-ებისა და ასევე ესციტალოპრამის გამოყენებისას პლაცებოკონტროლირებული კლინიკური კვლევებში ან პრეპარატის რეალიზაციის პერიოდში, წარმოდგენილია ქვემოთ ორგანოთა სისტემური კლასისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით.

სიხშირის მონაცემები აღებულია კლინიკური კვლევებიდან; ეს არ არის პლაცებო-კორექტირებული.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10 ), ხშირი (≥1/100 - <1/10), არც თუ ისე ხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10, 000), უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

სიხშირე

არასასურველი ეფექტი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

უცნობი

თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი

ანაფილაქსიური რეაქცია

ენდოკრინული სისტემის დარღვევები

უცნობი

ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეცია

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

ხშირი

მადის დაქვეითება, მადის მატება, წონის მატება

არახშირი

წონის კლება

უცნობი

ჰიპონატრიემია, ანორექსია2

ფსიქიკური დარღვევები

ხშირი

შფოთვა, მღელვარება, პათოლოგიური სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება, ქალებში: ანორგაზმია

არახშირი

ბრუქსიზმი, აჟიტაცია, ნევროზულობა, პანიკური შეტევა, დაბნეულობა

იშვიათი

აგრესია, დეპერსონილიზაცია, ჰალუცინაციები

უცნობი

მანია, სუიციდური აზრები, სუიციდური ქცევა1

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი

ხშირი

უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ტრემორი

არახშირი

გემოს დაკარგვა, ძილის დარღვევა, სინკოპე

იშვიათი

სეროტონინის სინდრომი

უცნობი

დისკინეზია, მოძრაობის დარღვევა, კონვულსია, აკათიზია/ფსიქომოტორული მოუსვენრობა2

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

არახშირი

მიდრიაზი, მხედველობის დაქვეითება

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ

არახშირი

ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

არახშირი

ტაქიკარდია

იშვიათი

ბრადიკარდია

უცნობი

პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsade de pointes), ეკგ გახანგრძლივებული QT

ვასკულარული დარღვევები

უცნობი

ორთოსტატული ჰიპოტენზია

რესპირატორულ, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

ხშირი

სინუსიტი, მთქნარება

არახშირი

ეპისტაქსისი

გასტრო-ინტესტინალური დარღვევები

ძალიან ხშირი

გულისრევა

ხშირი

დიარეა, შეკრულობა, ღებინება, პირის სიმშრალე

არახშირი

გასტროინტესტინალური ჰემორაგიები (მათ შორის, რექტალური სისხლდენა)

ჰეპატობილიარული დარღვევები

უცნობი

ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი

ოფლიანობის მატება

არახშირი

ჭინჭრის ციება, ალოპეცია, გამონაყარი, ქავილი

უცნობი

ეკქიმოზი, ანგიოშეშუპება

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი

ართრალგია, მიალგია

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

უცნობი

შარდის შეკავება

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ხშირი

კაცებში: ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია

არახშირი

ქალებში: მეტრორაგია, მენორაგია

უცნობი

გალაქტორეა, კაცებში: პრიაპიზმი

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ხშირი

დაღლილობა, პირექსია

არახშირი

შეშუპება

სუიციდური აზრებისა და ქცევის შემთხვევები დაფიქსირდა ესციტალოპრამით თერაპიისას ან მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე (იხ. პუნქტი 4.4).

ეს მოვლენები დაფიქსირდა SSRI-ების თერაპიული კლასის გამოყენების შემთხვევაში.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიების, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) შემთხვევები დაფიქსირდა პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, ძირითადად ქალებში, ჰიპოკალიემიით, ან უკვე არსებული გახანგრძლივებული QT ინტერვალით ან სხვა გულის დაავადებებით ანამნეზში (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.4, 4.5, 4.9 და 5.1).

კლასის ეფექტები

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა, ჩატარებულმა ძირითადად 50 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტებში, აჩვენა ძვლის მოტეხილობების ზრდის რისკი SSRI და TCA მიღების შემთხვევაში. რისკის ზრდის მექანიზმი უცნობია.

მკურნალობის შეწყვეტისას გამოვლენილი სიმპტომები

SSRI/SNRI-ის შეწყვეტა (განსაკუთრებით, როდესაც ეს ხდება ერთბაშად) ხშირად იწვევს სხვადასხვა სიმტომებს. ყველაზე ხშირად ვლინდება თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზია და ელექტროშოკის შეგრძნებები), ძილის დარღვევები (მათ შორის უძილობა და მძაფრი სიზმრები), აჯიტაცია, შფოთვა, გულისრევა და/ან პირღებინება, ტრემორი, გონების არევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისცემის გახშირება, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება და მხედველობის დარღვევები. ზოგადად, აღნიშნული სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მწვავე და/ან გახანგრძლივებული ფორმით გამოვლინდეს. ამიტომ, სასურველია ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტა მოხდეს თანდათან, დოზის შემცირებით (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.4).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო უკურეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ <to be completed nationally>-ის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

ტოქსიკურობა

კლინიკური მონაცემები ესციტალოპრამის ჭარბი დოზის მიღების შესახებ შეზღუდულია და ხშირ შემთხვევებში მოიცავს სხვა პრეპარატებით იმავდროულ ზედოზირებას. შემთხვევათა უმრავლესობაში, გამოვლენილი სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. ესციტალოპრამის ჭარბი დოზის მიღებისას მხოლოდ ესციტალოპრამით გამოწვეული ფატალური შემთხვევები იშვიათად გამოვლინდა. მხოლოდ 400-800 მგ ესციტალოპრამის მიღებისას სერიოზული სიმპტომები არ აღინიშნება.

სიმპტომები

ესციტალოპრამის ჭარბი დოზის მიღებისას გამოვლენილი სიმპტომების უმეტესობა უკავშირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას (და მოიცავს თავბრუსხვევას, ტრემორს, აჯტაციას, სეროტონინის სინდრომის იშვიათ შემთხვევებს, ასევე კრუნჩხვებსა და კომას), კუჭ-ნაწლავის სისტემას (გულისრევა/პირღებინება) და კარდიოვასკულარულ სისტემას (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება და არითმია) და ელექტროლიტების/სითხის ბალანსის მდგომარეობებს (ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია).

მართვა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა საჰაერო გზების მართვა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური ოქსიგენაცია და რესპირატორული ფუნქცია. გათვალისწინებული უნდა იყოს კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის გამოყენება. კუჭის ამორეცხვა უნდა ჩატარდეს პერორალური მიღებიდან რაც შეიძლება მალე. ზოგად სიმპტომატურ დამხმარე ზომებთან ერთად რეკომენდებულია გულისა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი.

ეკგ მონიტორინგი რეკომენდირებულია ჭარბი დოზირებისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა/ბრადიარითმია, პაციენტებში, რომლებიც პრეპარატთან ერთად იღებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, ან პაციენტებში შეცვლილი მეტაბოლიზმით, მაგ. ღვიძლის უკმარისობით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები

ათქ კოდი: N 06 AB 10

მოქმედების მექანიზმი

ესციტალოპრამი არის სეროტონინის (5-HT) უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორი, რომელსაც მაღალი აფინურობა გააჩნია პირველადი შეკავშირების ადგილთან. ასევე უკავშირდება ალოსტერის ადგილს სეროტონინის გადამტანზე, 1000-ჯერ ნაკლები აფინურობით. ესციტალოპრამს არ გააჩნია ან გააჩნია დაბალი აფინურობა რამდენიმე რეცეპტორთან, მათ შორის 5-HT1A, 5-HT2, DA D1 და D2 რეცეპტორებთან, α1-, α2-, β-ადრენორეცეპტორებთან, ჰისტამინის H1-რეცეპტორებთან, მუსკარინის ქოლინერგული რეცეპტორებთან, ბენზოდიაზეპინურ და ოპიოიდურ რეცეპტორებთან. 5-HT უკუმიტაცების ინჰიბირება არის ერთადერთი სავარაუდო მოქმედების მექანიზმი, რომელიც ხსნის ესციტალოპრამის ფარმაკოლოგიურ და კლინიკურ ეფექტებს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტურობა

ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი ეკგ კვლევისას ჯანმრთელ სუბიექტებში, QTc ცვლილება საწყისთან შედარებით (Fridericia კორექცია) იყო 4.3 მწმ (90 % CI: 2.2, 6.4) 10 მგ/დღეში დოზით და 10.7 მწმ (90 % CI: 8.6, 12.8) 30 მგ/დღეში სუპერთერაპიული დოზით (იხ. პუნქტები 4.3, 4.4, 4.5, 4.8 და 4.9).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მძიმე დეპრესიული ეპიზოდები

ოთხიდან სამ ორმაგ-ბრმა პლაცებოკონტროლირებულ მოკლევადიან (8-კვირიანი) კვლევაში ესციტალოპრამი ეფექტური აღმოჩნდა მძიმე დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ. რეციდივის პრევენციის გრძელვადიან კვლევაში, 274 პაციენტმა, რომელმაც გამოავლინა რეაქცია ესციტალოპრამის 10 ან 20 მგ/დღეში მკურნალობის საწყის 8-კვირიანი ღია ფაზის დროს, რანდომიზირებულად გააგრძელა ესციტალოპრამის მიღება იმავე დოზით ან იღებდა პლაცებოს 36 კვირამდე პერიოდით. ამ კვლევაში, იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესციტალოპრამს, შემდგომი 36 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, მნიშვნელოვნად უფრო დიდი დროის შემდეგ აღინიშნა რეციდივი, ვიდრე პლაცებოს მიმღებ პაციენტებში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამი ეფექტური იყო როგორც სამ მოკლევადიან (12 კვირიან) კვლევაში, ასევე მონაწილეებში სოციალური შფოთვითი აშლილობის რეციდივის პრევენციის 6-თვიან კვლევაში. 24-კვირიანმა კვლევამ აჩვენა 5, 10 და 20 მგ ესციტალოპრამის ეფექტურობა.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამი დღეში 10 და 20მგ დოზებით ეფექტური იყო ოთხივე პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში.

სამი კვლევის მონაცემებით, რომლის ფარგლებშიც 421 პაციენტი მკურნალობდა ესციტალოპრამით, ხოლო 419 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს, დაფიქსირდა 47.5% და 28.9% რეაგირების სიხშირე, შესაბამისად, და 37.1% და 20.8% რემისიის სიხშირე. მდგრადი ეფექტი დაფიქსირდა პირველი კვირიდან.

დღეში 20მგ ესციტალოპრამის ეფექტურობის შენარჩუნება დაფიქსირდა ეფექტურობის შენარჩუნების რანდომიზებულ 24-76-კვირიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 373 პაციენტი, რომლებმაც რეაგირება მოახდინეს საწყისი 12-კვირიანი ღია მკურნალობის დროს.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

რანდომიზებული, ორმაგ-ბრმა კლინიკური კვლევისას დღეში 20 მგ ესციტალოპრამი გამოცალკევებული იყო პლაცებოსგან Y-BOCS საერთო ქულიდან 12 კვირის შემდეგ. 24 კვირის შემდეგ, დღეში 10 და 20 მგ ესციტალოპრამს დიდი უპირატესობა ჰქონდა პლაცებოსთან შედარებით.

რეციდივის პრევენცია გამოვლინდა დღეში 10 და 20 მგ ესციტალოპრამის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებიც რეაგირებდნენ ესციტალოპრამზე 16-კვირიან ღია სამკურნალო პერიოდში და რომლებიც ჩაერთნენ 24 –კვირიან, რანდომიზებულ, ორმაგ- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

აბსორბცია თითქმის სრულია და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. (მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო (საშუალო Tmax) შეადგენს 4 საათს მრავალჯერადი დოზის მიღებიდან). როგორც რაცემიული ციტალოპრამის შემთხვევაში, ესციტალოპრამის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80%-ს.

განაწილება

პერორალური მიღების შემდეგ განაწილების აშკარა მოცულობა (Vd,β/F) არის დაახლოებით 12-26 ლ/კგ. ესციტალოპრამის და მისი ძირითადი მეტაბოლიტების დაკავშირება პლაზმის ცილებთან 80%-ზე ნაკლებია.

ბიოტრანსფორმაცია

ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებად. ორივე მათგანი ფარმაკოლოგიურად აქტიურია. ალტერნატიულად, შეიძლება მოხდეს აზოტის ოქსიდირება N-ოქსიდის მეტაბოლიტის წარმოქმნით. როგორც ძირითადი ნივთიერება, ასევე მეტაბოლიტები ნაწილობრივ გამოიყოფა ორგანიზმიდან გლუკურონიდების სახით. მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ დემეთილისა და დიდემეთილის მეტაბოლიტების საშუალო კონცენტრაციები ჩვეულებრივ შეადგენს ესციტალოპრამის კონცენტრაციის 28-31% და <5%-ს, შესაბამისად. ესციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია დემეთილირებულ მეტაბოლიტად უპირატესად განპირობებულია CYP2C19-ით. შესაძლებელია CYP3A4 და CYP2D6 ფერმენტების მონაწილეობაც.

ელიმინაცია

მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი (t½ β) არის დაახლოებით 30 საათი, ხოლო პერორალური პლაზმური კლირენსი (Cloral) – დაახლოებით 0.6 ლ/წთ. ძირითადი მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივია.

ესციტალოპრამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები სავარაუდოდ გამოიყოფა ღვიძლის (მეტაბოლური) და თირკმლების საშუალებით, დოზის ძირითადი ნაწილი ექსკრეტირდება მეტაბოლიტების სახით შარდით.

ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია. წონასწორული პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1 კვირაში. 50 ნმოლ/ლ საშუალო წონასწორული კონცენტრაციები (20-125 ნმოლ/ლ) მიიღწევა სადღეღამისო 10 მგ დოზის მიღებისას.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ)

ესციტალოპრამის გამოყოფა უფრო ნელია ხანდაზმულ პაციენტებში, ვიდრე ახალგაზრდებში. სისტემური ზემოქმედება (AUC) დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია ხანდაზმულებში ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (იხ. პუნქტი 4.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების (Child-Pugh Criteria A და B) მქონე პაციენტებში ესციტალოპრამის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით ორჯერ მეტი იყო, ხოლო ზემოქმედება - დაახლოებით 60%-ით უფრო მაღალი, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით (იხ. პუნქტი 4.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

რაცემიული ციტალოპრამის შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა უფრო ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი და ზემოქმედების უმნიშვნელო ზრდა (CLcr 10-53 მლ/წთ). მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები შესწავლილი არ ყოფილა, თუმცა შეიძლება აღინიშნოს მათი მომატება (იხ. პუნქტი 4.2).

პოლიმორფიზმი

CYP2C19-ის სუსტი მეტაბოლიზატორების შემთხვევაში ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაცია ორჯერ მეტია, ძლიერ მეტაბოლიზატორებთან შედარებით. CYP2D6-ის სუსტ მეტაბოლიზატორებში ზემოქმედების მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა (იხ. პუნქტი 4.2).

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ესციტალოპრამთან დაკავშირებით სრული ტრადიციული პრეკლინიკური კვლევები არ ჩატარებულა, ვინაიდან ესციტალოპრამისა და ციტალოპრამის გამოყენებით ვირთაგვებში ჩატარებულმა ტოქსიკოკინეტიკურმა და ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა მსგავსი შედეგები. ამრიგად, ციტალოპრამის შესახებ ყველა ინფორმაცია შეიძლება ექსტრაპოლირებულ იქნეს ესციტალოპრამთან მიმართებით.

ვირთაგვებში ჩატარებულ შედარებით ტოქსიკოლოგიურ კვლევებში, ესციტალოპრამმა და ციტალოპრამმა გამოიწვია კარდიოტოქსიკურობა, მათ შორის გულის შეგუბებითი უკმარისობა, რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ზოგადი ტოქსიკურობის გამომწვევი დოზების გამოყენებისას. კარდიოტოქსიკურობა, როგორც ჩანს, კორელაციაშია პიკურ პლაზმურ კონცენტრაციებთან, და არა სისტემურ ზემოქმედებასთან (AUC). პიკური პლაზმური კონცენტრაციები ეფექტების არარსებობისას იყო ჭარბი (8-ჯერ), ვიდრე მიიღწეოდა კლინიკური გამოყენებისას, ხოლო ესციტალოპრამის AUC იყო მხოლოდ 3-4-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე კლინიკური გამოყენებისას მიღწეული ზემოქმედება. ციტალოპრამის S-ენანტიომერის AUC მნიშვნელობები იყო 6-7-ჯერ უფრო მაღალი კლინიკური გამოყენებისას მიღწეულთან შედარებით. მიღებული შედეგები სავარაუდოდ დაკავშირებულია ბიოგენურ ამინებზე გადაჭარბებულ ზემოქმედებასთან, ანუ მეორადია პირველადი ფარმაკოლოგიური ეფექტების მიმართ, რაც იწვევს ჰემოდინამიკურ ეფექტებს (კორონარული ნაკადის შემცირება) და იშემიას. თუმცა, ვირთაგვებში კარდიოტოქსიკურობის ზუსტი მექანიზმი გაურკვეველია. ციტალოპრამის გამოყენების კლინიკური გამოცდილება და ესციტალოპრამის კლინიკური კვლევების გამოცდილება არ მიუთითებს ამ აღმოჩენების კლინიკურ კორელაციაზე.

ვირთაგვებში ესციტალოპრამითა და ციტალოპრამით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ფოსფოლიპიდების მომატებული შემცველობა დაფიქსირდა ზოგიერთ ქსოვილში, მაგ., ფილტვებში, ეპიდიდიმისსა და ღვიძლში. ეპიდიდიმისსა და ღვიძლში განვითარებული მოვლენები მსგავსია ადამიანებში დაფიქსირებული შედეგებისა. ეფექტი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ცხოველებში ფოსფოლიპიდების აკუმულაცია (ფოსფოლიპიდოზი) დაფიქსირდა ბევრ კათიონურ ამფიფილურ მედიკამენტთან დაკავშირებით. უცნობია რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა ადამიანის შემთხვევაში.

ვირთაგვებში ტოქსიკურობის განვითარების კვლევების დროს, ემბრიოტოქსიკური ეფექტები (ნაყოფის დაბალი წონა და ოსიფიკაციის შექცევადი შეფერხება) დაფიქსირდა თერაპიული დოზების გადაჭარბებისას (AUC-ისგათვალისწინებით). მალფორმაციების შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. პრე– და პოსტნატალურმა კვლევამ აჩვენა გადარჩენის შემცირება ლაქტაციის პერიოდში ექსპოზიციების დროს AUC-ის გათვალისწინებით, რომელიც აღემატება კლინიკური გამოყენებისას მიღწეულ ექსპოზიციას.

ცხოველების მონაცემებმა აჩვენა, რომ ციტალოპრამი იწვევს ფერტილობის ინდექსისა და ორსულობის ინდექსის შემცირებას და პათოლოგიური სპერმატოზოიდების რაოდენობის და იმპლანტაციების შემცირებას ადამიანის ზემოქმედებაზე მნიშვნელოვნად მაღალი ექსპოზიციის დროს.

ესციტალოპრამთან დაკავშირებით ცხოველთა მონაცემები ამ მდგომარეობასთან მიმართებაში არ არის ხელმისაწვდომი.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი

გარსი: ჰიპრომელოზა 6cP, ტიტანის დიოქსიდი (E 171) მაკროგოლი 6000

შეუთავსებლობა არ გამოიყენება

ვარგისიანობის ვადა

PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერი: 3 წელი

შენახვის განსაკუთრებული პირობები

PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერი: ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერი: 30 ტაბლეტით (10 და 20 მგ)

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ნარჩენების განკარგვა არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ნიუ ფარმ გრუპი“, საქართველო, თბილისი, 0119, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

09/07/2020

ტექსტის გადახედვის თარიღი: 09/2023

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა