ლიზობაქტი ქომფლით სპრეი
Lysobact COMPLETE Spray®
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებამდე; ლიზობაქტი ქომფლით სპრეი გამოყენების წესი;
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- cetylpyridinium + lysozyme + ლიდოკაინი (lidocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- (20მგ + 1.5მგ + 0.5მგ)/მლ 30მლ ორომუკოზური სპრეი 6 წლის ასაკიდან, ხსნარი, ქარვისფერი მინის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, ბოსნია და ჰერცეგოვინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046100
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2026, მოქმედებს 5 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, JSC (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებამდე;
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი გამოყენების წესი;
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მიღების მეთოდი
პირველად გამოყენებამდე სპრეის დგუშს უნდა მოეხსნას პლასტიკური თავსახური;
სპრეის აპლიკატორის მილი უნდა დატრიალდეს ზემოთ, საწყისი პოზიციიდან მარჯვენა კუთხით (სურ.1)
სურათი 1
ამის შემდეგ, სუსტი ზეწოლით აპლიკატორი უნდა დამაგრდეს სპრეის დგუშზე;
სპრეის პირველად გამოყენებამდე სპრეის დგუშზე ზეწოლა უნდა მოხდეს რამდენჯერმე, რათა მოხდეს თანაბარი გამოფრქვევა
პირი უნდა გაიღოს ფართოდ, აპლიკატორი მიმართული უნდა იყოს სამკურნალო არისკენ, ხელის დაჭერა უნდა მოხდეს სპრეის დგუშზე იმდენჯერ, რამდენჯერაც განსაზღვრულია წამლის დოზირებით (სურათი 2);
სურათი 2
მედიკამენტის გამოფრქვევისას უნდა მოხდეს სუნთქვის შეკავება. არ უნდა მოხდეს გადაყლაპვა;
მედიკამენტის გამოყენების შემდეგ აპლიკატორი უნდა მობრუნდეს ქვემოთ, რაც კეტავს დოზატორს შემდგომი გაფრქვევისაგან.
ინფექციის გავრცელების შესაძლებლობის შესამცირებლად რეკომენდებულია, რომ ერთმა პერსონამ გამოიყენოს ერთი და იგივე სპრეის ბოთლი.
დოზირება
ერთი დოზისათვის აუცილებელია სპრეის დგუშზე ზეწოლა ხუთჯერ, პროცედურა შეიძლება გამეორდეს 3-6-ჯერ დღეში, მინიმალური ინტერვალებით 2 სთ დოზებს შორის.
სპრეის დგუშზე ერთხელ ზეწოლით თავისუფლდება 0,2 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 4 მგ ლისოზიმის ჰიდროქლორიდს, 0,3 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს და 0,1 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
სპეციალური შენიშვნა მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი არ შეიცავს შაქარს და ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება დიაბეტით დაავადებულებში.
მკურნალობის ხანგრლივობა
თუ 5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით ხსნარის გადაყლაპვისას პირდაპირ ბოთლიდან, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს წამლის შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, რა მედიკამენტია მიღებული. დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებია პირის ღრუს ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, ყლაპვის გაძნელება და ტოქსიკური ეფექტები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის გამოყენება ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენების შეწყვეტისას
მედიკამენტის გამოყენების უეცრად შეწყვეტა, არ იწვევს რაიმე საზიანო ეფექტს ორგანიზმზე.
დამატებითი კითხვების არსებობისას ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ლისოზიმის ჰიდროქლორიდის, ცეტილპირიდინის ქლორიდის, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის, ასევე ამიდის ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა კვერცხის ცილის მიმართ;
თუ პაციენტი 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
სიფრთხილის ზომები
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რათა მოიხსნას ტკივილი და გაღიზიანება.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი, განმეორებითი და უწყვეტი გამოყენებისათვის.
არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის 5 დღეზე მეტხანს გამოყენება, რადგან შეიძლება შეცვალოს პირის ღრუსა და ხახის ბუნებრივი მიკრობული ბალანსი.
თუ 5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება და/ან ვითარდება სიმპტომები (სხეულის მაღალი ტემპერატურა, ჩირქიანი ნახველი, ყლაპვის გაძნელება), საჭიროა ექიმთან მიმართვა.
თუ პაციენტს როდესმე აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები, არ უნდა გამოიყენოს ლიზობაქტი ქომფლით სპრეი.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (სახისა და ენის შეშუპება, მათ შორის სასუნთქი გზების), ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება), სისხლის მიმოქცევის გართულებები და ანაფილაქსიური შოკი.
გარდა ამისა, აღწერილ იქნა კანისა და ლორწოვანი გარსის სერიოზული რეაქციების იზოლირებული შემთხვევები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ზოგიერთი ასეთი მძიმე რეაქცია შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. თუ ვითარდება ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის სიმტომები, აუცილებელია მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტა.
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ყლაპვის გაძნელება, დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას ხსნარი არ უნდა მოხვდეს თვალებში. შემთხვევით მოხვედრისას საჭიროა თვალების ჩამობანა დიდი ხნის განმავლობაში, ამ დროს თვალი ღია უნდა იყოს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება ლიზობაქტი ქომფლით სპრეისთან ერთად
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია ეხება არა მარტო იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე, იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს მომავალში. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უხლეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეით მკურნალობისას დაუშვებელია, პირის ღრუს და/ან ხორხის დეზინფექციის მიზნით, ერთდროულად სხვა ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებების მიღება.
ლიდოკაინის შემცველობის გამო თავიდან უნდა იქნეს აცილებული ალცჰაიმერის დაავადების მსუბუქი ფორმების სამკურნალო მედიკამენტები (ქოლინესთერაზის ინჰიბიტორები). თუმცა, თეორიულად შესაძლებელია ლიდოკაინის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება, ის არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, რადგან ლიზობაქტი ქომფლით სპრეი გამოიყენება ადგილობრივად (ლორწოვან გარსებზე).
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ყლაპვის გაძნელება და საკვების სასუნთქ გზებში საკვების მოხვედრის რისკი, მედიკამენტში საანესთეზიო ნივთიერების არსებობის გამო. გარდა ამისა, არ შეიძლება საკვების და/ან სასმელის მიღება ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებისან ერთი საათის განმავლობაში. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებულია კბილების გახეხვა ან საღეჭი რეზინის დაღეჭვა, სანამ პირის ღრუ და/ან ხახა ანესთეზიის ქვეშაა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებისას დაუშვებელია, პირის ღრუს და/ან ყელის დეზინფექციის მიზნით, ერთდროულად სხვა ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებების მიღება.
ლიდოკაინის შემცველობის გამო ალცჰაიმერის დაავადების სუსტი ფორმის სამკურნალო მედიკამენტების (ქოლინესთერაზის ინჰიბიტორები) ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული. თუმცა, ლიდოკაინის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება თეორიულად შესაძლებელია, ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ლიზობაქტი ქომფლით სპრეი ადგილობრივად გამოიყენება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობა
გავლენა ავტომობილის მართვაზე
რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტები ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ცნობილი არ არის.
სხვა გაფრთხილებები
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს გლიცეროლს (85%), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის პრობლემები და დიარეა.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს პროპილენ გლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მსგავსი სიმპტომები.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატსა და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში, ანუ ფაქტობრივად თავისუფალია ნატრიუმისაგან.
გვერდითი მოვლენები
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის შენახვის წესი;
ჭარბი დოზა
ნიშნები და სიმპტომები
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის დოზის გადაჭარბებამ ხორხის არეში შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ადგილობრივი ანესთეზიის ეფექტის სუსტი რისკი, რომელიც შემდგომში იწვევს ყლაპვის რეფლექსის კონტროლის შემცირებას, სასუნთქ გზებში საკვების ასპირაციის საფრთხესთან ერთად. პირის ღრუს ლორწოვანის გარიზიანება შეიძლება აღინიშნოს რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას.
თუმცა ლიდოკაინის ბიოშეღწევადობა დაბალია, ზოგჯერ ის საკმარისია, რომ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა წამლის გადაყლაპვისას. ლიზობაქტი ქომფლით სპრეის შემთხვევაში, სპრეის ერთ ლიტრზე მეტი უნდა გადაიყლაპოს, რომ მიღწეულ იქნეს ლიდოკაინის საკმარისი რაოდენობა (0.5 გ ან მეტი) მნიშვნელოვანი ტოქსიკურობის გამოსაწვევად. ლიდოკაინის უკიდურესად მაღალმა კონცენტრაციებმა სისხლში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ლისოზიმის დოზის მწვავე გადაჭარბების დროს არ არის მოსალოდნელი რაიმე კლინიკური შედეგები.
ცეტილპირიდინის ქლორიდმა გადაყლაპვის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება კუჭ-ნაწლავის ლოროწოვანი გარსის გაღიზიანების გამო.
მკურნალობა
ლიდოკაინის დოზის გადაჭარბების მკურნალობა მოიცავს სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნებას და ადექვატური ვენტილაციის უზრუნველყოფას. ვენტილაცია უნდა შენარჩუნდეს ჟანგბადითა და ხელოვნური ან კონტროლირებადი სუნთქვით, საჭიროების შემთხვევაში. საჭიროა კონვულსიების შესაბამისი მკურნალობა (მაგ.: თიოპენტონით, დიაზეპამით და ა.შ.). დამხმარე კარდიოვასკულარული ზომების მიღება ხშირად საჭიროა. თუ განვითარდა პარკუჭების ფიბრილაცია ან გულის გაჩერება, საჭიროა ეფექტური კარდიოვასკულარული რეანიმაცია. ადრენალინი განმეორებითი დოზებით და ნატრიუმის ბიკარბონატი გამოყენებულ უნდა იქნეს რაც შეიძლება სწრაფად.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია: ლისოზიმი, ცეტილპირიდინი და ლიდოკაინი.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის ერთი მილილიტრი შეიცავს: ლისოზიმის ჰიდროქლორიდი 20 მგ (შეესაბამება 800.000 FIP ერთეულს), ცეტილპირიდინის ქლორიდი 1.5 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 0.5 მგ.
სპრეის დგუშზე ხელის ერთხელ დაჭერისას თავისუფლედება 0.2 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 4 მგ ლისოზიმის ჰიდროქლორიდს, 0.3 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს და 0.1 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: გლიცეროლი 85%, პროპილენგლიკოლი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ბაღის პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი არის უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი პიტნის სუნით.
შეფუთვის შემცველობა: 30 მლ ხსნარი ქარვისფერ მინის ბოთლში სპრეის დგუშითა და სპრეის აპლიკატორით.
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი
Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry JSC,
Jukićeva 53, 71 000 Sarajevo, Bosnia and Herzegovina
სს ბოსნალიეკ ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი,
იუკიჩევა 53, 71 000 სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი
2026 წლის თებერვალი
შენახვის პირობები
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
შენახვის ვადა: 36 თვე
დაუშვებელია ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები.
ათქ კოდი: R02AA.
ლისოზიმი არის მუკოპოლისაქარიდი, რომელიც მოქმედებს გრამდადებით ბაქტერიებზე, შესაძლოა გარდაქმნის უხსნად პოლისაქარიდებს უჯრედის კედელში ხსნად მუკოპეპტიდად. ის ასევე აქტიურია უმეტესობა გრამუარყოფითი ბაქტერიების, ვირუსების და სოკოების მიმართ. ლისოზიმს აქვს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ცეტილპირიდინი არის ანტისეპტიკური ნივთიერებაა მეოთხეული ამინების ნაერთების ჯგუფიდან. მას ბაქტერიციდული ეფექტი აქვს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრზე. ის მოქმედებს ბაქტერიულ უჯრედში შეღწევით უჯრედის მემბრანის გავლით, იწვევს უჯრედის შიგთავსის გაჟონვას, აზიანებს ბაქტერიის მეტაბოლიზმს და თრგუნავს უჯრედების ზრდას. ეს იწვევს ბაქტერიული უჯრედის სიკვდილს. ცეტილპირიდინი ავლენს ზედაპირზე აქტიურ თვისებებს. ის განსაკუთრებით აქტიურია პირის ღრუს და ხახის ლორწოვან გარსებზე.
ლიდოკაინი არის ადგილობრივი ამიდის ტიპის საანესთეზიო საშუალება. სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, ლიდოკაინი აქვეითებს ნერვული იპულსების წარმოქმნასა და გატარებას დეპოლარიზაციის დაქვეითებით.
ეს არის ნატრიუმის იონების მიმართ უჯრედის განვლადობის ზრდის ბლოკირების შედეგი, რაც იწვევს მემბრანის საწყის დეპოლარიზაციას. ლიდოკაინი ასევე აქვეითებს კალიუმისა და ნატრიუმის იონების მიმართ აქსონების განვლადობას მოსვენების დროს.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი გამოიყენება ადგილობრივად და აქვს ლოკალური ეფექტი პირისა და ყელის არეში.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ლიდოკაინი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსიდან. ლიდოკაინი ექსტენსიურ მეტაბოლიზმს გადის, სანამ მოხვდება სისტემურ ცირკულაციაში. რადგან ლიდოკაინის პრესისტემური მეტაბოლიზმი ექსტენსიურია, ლიდოკაინის ბიოშეღწევადობა შიგნით მიღების შემდეგ, დაახლოებით, 35%-ია.
არ არსებობს მონაცემები სამეცნიერო ლიტერატურაში ლისოზიმისა და ცეტილპირიდინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ აჩვენა განსაკუთრებული რისკი ადამიანებზე ფარმაკოლოგიური, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის სტანდარტული უსაფრთხოების ტესტების მიხედვით.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცეროლი 85%
პროპილენგლიკოლი
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი
პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი
ბაღის პიტნის არომატი
ნატრიუმის ჰიდროქსიდი
გაწმენდილი წყალი
შეუთავსებლობები
არ არის ცნობილი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი
- 3.1. გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი (20 + 1.5 + 0.5) მგ/მლ
ორომუკოზური სპრეი, ხსნარი
ლისოზიმი/ცეტილპირიდინი/ლიდოკაინი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ეს მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნეს ინსტრუქციაში მითითებულის შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლიზობაქტი ქომფლით სპრეი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებამდე;
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ლიზობაქტი ქომფლით სპრეი და მისი გამოყენება
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას: ლისოზიმის ჰიდროქლორიდს, ცეტილპირიდინის ქლორიდსა და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ რესპირატორულ (სასუნთქ) სისტემაზე: ყელის სამკურნალო პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა, როგორიცაა: სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანის ანთება), გინგივიტი (ღრძილების დაავადება) და აფთოზური წყლულები (პატარა ზომის წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე) და ა.შ.;
ადიუვანტური ადგილობრივი მკურნალობა ყელის ტკივილის, გაღიზიანებისა და ანთების დროს (როგორიცაა: ფარინგიტი, ფარინგოლარინგიტი, ტონზილიტი, ტონზილოფარინგიტი, და ა.შ.);
ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, ადგილობრივი მკურნალობა პირისა და ყელის არეში გარკვეულ ქირურგიულ პროცედურებამდე და/ან მის შემდეგ (როგორიცაა: ტონზილებზე ოპერაცია, ქვედა ყბაზე ოპერაცია, სტომატოლოგიური პროცედურები) და პირის და ყელის არეში ტრავმის ან აბსცესის შემთხვევაში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებამდე
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა მედიკამენტების მიმართ ან ჰქონდა ალერგიული რეაქციები გარკვეული მედიკამენტების მიმართ.
დაუშვებელია ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია ლისოზიმის ჰიდროქლორიდის, ცეტილპირიდინის ქლორიდის, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის, ასევე ამიდის ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა კვერცხის ცილის მიმართ;
თუ პაციენტი 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რათა მოიხსნას ტკივილი და გაღიზიანება.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი, განმეორებითი და უწყვეტი გამოყენებისათვის.
არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის 5 დღეზე მეტხანს გამოყენება, რადგან შეიძლება შეცვალოს პირის ღრუსა და ხახის ბუნებრივი მიკრობული ბალანსი.
თუ 5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება და/ან ვითარდება სიმპტომები (სხეულის მაღალი ტემპერატურა, ჩირქიანი ნახველი, ყლაპვის გაძნელება), საჭიროა ექიმთან მიმართვა.
თუ პაციენტს როდესმე აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები, არ უნდა გამოიყენოს ლიზობაქტი ქომფლით სპრეი.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (სახისა და ენის შეშუპება, მათ შორის სასუნთქი გზების), ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება), სისხლის მიმოქცევის გართულებები და ანაფილაქსიური შოკი.
გარდა ამისა, აღწერილ იქნა კანისა და ლორწოვანი გარსის სერიოზული რეაქციების იზოლირებული შემთხვევები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ზოგიერთი ასეთი მძიმე რეაქცია შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. თუ ვითარდება ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის სიმტომები, აუცილებელია მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტა.
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ყლაპვის გაძნელება, დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას ხსნარი არ უნდა მოხვდეს თვალებში. შემთხვევით მოხვედრისას საჭიროა თვალების ჩამობანა დიდი ხნის განმავლობაში, ამ დროს თვალი ღია უნდა იყოს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება ლიზობაქტი ქომფლით სპრეისთან ერთად
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია ეხება არა მარტო იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე, იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს მომავალში. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უხლეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეით მკურნალობისას დაუშვებელია, პირის ღრუს და/ან ხორხის დეზინფექციის მიზნით, ერთდროულად სხვა ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებების მიღება.
ლიდოკაინის შემცველობის გამო თავიდან უნდა იქნეს აცილებული ალცჰაიმერის დაავადების მსუბუქი ფორმების სამკურნალო მედიკამენტები (ქოლინესთერაზის ინჰიბიტორები). თუმცა, თეორიულად შესაძლებელია ლიდოკაინის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება, ის არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, რადგან ლიზობაქტი ქომფლით სპრეი გამოიყენება ადგილობრივად (ლორწოვან გარსებზე).
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ყლაპვის გაძნელება და საკვების სასუნთქ გზებში საკვების მოხვედრის რისკი, მედიკამენტში საანესთეზიო ნივთიერების არსებობის გამო. გარდა ამისა, არ შეიძლება საკვების და/ან სასმელის მიღება ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებისან ერთი საათის განმავლობაში. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებულია კბილების გახეხვა ან საღეჭი რეზინის დაღეჭვა, სანამ პირის ღრუ და/ან ხახა ანესთეზიის ქვეშაა.
ორსულობა და ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობა
სიფრთხილის ზომის სახით, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ორსულობის დროს.
ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტები ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ცნობილი არ არის.
სხვა გაფრთხილებები
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს გლიცეროლს (85%), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის პრობლემები და დიარეა.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს პროპილენ გლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მსგავსი სიმპტომები.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატსა და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში, ანუ ფაქტობრივად თავისუფალია ნატრიუმისაგან.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მიღების მეთოდი
პირველად გამოყენებამდე სპრეის დგუშს უნდა მოეხსნას პლასტიკური თავსახური;
სპრეის აპლიკატორის მილი უნდა დატრიალდეს ზემოთ, საწყისი პოზიციიდან მარჯვენა კუთხით (სურ.1)
სურათი 1
ამის შემდეგ, სუსტი ზეწოლით აპლიკატორი უნდა დამაგრდეს სპრეის დგუშზე;
სპრეის პირველად გამოყენებამდე სპრეის დგუშზე ზეწოლა უნდა მოხდეს რამდენჯერმე, რათა მოხდეს თანაბარი გამოფრქვევა
პირი უნდა გაიღოს ფართოდ, აპლიკატორი მიმართული უნდა იყოს სამკურნალო არისკენ, ხელის დაჭერა უნდა მოხდეს სპრეის დგუშზე იმდენჯერ, რამდენჯერაც განსაზღვრულია წამლის დოზირებით (სურათი 2);
სურათი 2
მედიკამენტის გამოფრქვევისას უნდა მოხდეს სუნთქვის შეკავება. არ უნდა მოხდეს გადაყლაპვა;
მედიკამენტის გამოყენების შემდეგ აპლიკატორი უნდა მობრუნდეს ქვემოთ, რაც კეტავს დოზატორს შემდგომი გაფრქვევისაგან.
ინფექციის გავრცელების შესაძლებლობის შესამცირებლად რეკომენდებულია, რომ ერთმა პერსონამ გამოიყენოს ერთი და იგივე სპრეის ბოთლი.
დოზირება
ერთი დოზისათვის აუცილებელია სპრეის დგუშზე ზეწოლა ხუთჯერ, პროცედურა შეიძლება გამეორდეს 3-6-ჯერ დღეში, მინიმალური ინტერვალებით 2 სთ დოზებს შორის.
სპრეის დგუშზე ერთხელ ზეწოლით თავისუფლდება 0,2 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 4 მგ ლისოზიმის ჰიდროქლორიდს, 0,3 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს და 0,1 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
სპეციალური შენიშვნა მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი არ შეიცავს შაქარს და ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება დიაბეტით დაავადებულებში.
მკურნალობის ხანგრლივობა
თუ 5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით ხსნარის გადაყლაპვისას პირდაპირ ბოთლიდან, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს წამლის შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, რა მედიკამენტია მიღებული. დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებია პირის ღრუს ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, ყლაპვის გაძნელება და ტოქსიკური ეფექტები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის გამოყენება ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენების შეწყვეტისას
მედიკამენტის გამოყენების უეცრად შეწყვეტა, არ იწვევს რაიმე საზიანო ეფექტს ორგანიზმზე.
დამატებითი კითხვების არსებობისას ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლიზობაქტი ქომფლით სპრეიმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდით მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია მათი სიხშირის მიხედვით შემდეგი სახით:
ძალიან ხშირი
(ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ხშირი
(ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში)
არახშირი
(ვლინდება 1,000-დან 1-10 პაციენტში)
იშვიათი
(ვლინდება 10,000-დან 1-10 პაციენტში)
ძალიან იშვიათი
(ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სიხშირე უცნობია
სიშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი: მწვავე სისტემური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდნენ ანაფილაქსიურ შოკს (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
სიხშირე უცნობია: ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
აღწერილ იქნა მულტიფორმული ერითემისა და სტივენს-ჯონსონის სინდრომის იზოლირებული (ერთეული) შემთხვევები (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ აღინიშნება რომელიმე გვერდითი ეფექტი, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაზლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის შენახვის წესი
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
შენახვის ვადა: 36 თვე
დაუშვებელია ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლიზობაქტი ქომფლით სპრეი
აქტიური ნივთიერებებია: ლისოზიმი, ცეტილპირიდინი და ლიდოკაინი.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის ერთი მილილიტრი შეიცავს: ლისოზიმის ჰიდროქლორიდი 20 მგ (შეესაბამება 800.000 FIP ერთეულს), ცეტილპირიდინის ქლორიდი 1.5 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 0.5 მგ.
სპრეის დგუშზე ხელის ერთხელ დაჭერისას თავისუფლედება 0.2 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 4 მგ ლისოზიმის ჰიდროქლორიდს, 0.3 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს და 0.1 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: გლიცეროლი 85%, პროპილენგლიკოლი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ბაღის პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
ლიზობაქტი ქომფლით სპრეის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლიზობაქტი ქომფლით სპრეი არის უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი პიტნის სუნით.
შეფუთვის შემცველობა: 30 მლ ხსნარი ქარვისფერ მინის ბოთლში სპრეის დგუშითა და სპრეის აპლიკატორით.
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი
Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry JSC,
Jukićeva 53, 71 000 Sarajevo, Bosnia and Herzegovina
სს ბოსნალიეკ ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი,
იუკიჩევა 53, 71 000 სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი
Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry JSC,
Jukićeva 53, 71 000 Sarajevo, Bosnia and Herzegovina
სს ბოსნალიეკ ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი,
იუკიჩევა 53, 71 000 სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი
2026 წლის თებერვალი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.