ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

რისებონი

Risebon

რეცეპტით35მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, ხერხემლის მოტეხილობების რისკის შესამცირებლად. დადგენილი პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობა, თეძოს მოტეხილობების რისკის შესამცირებლად (იხ. პუნქტი 5.1). ოსტეოპოროზის მკურნალობა მოტეხილობის მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში (იხ. პუნქტი 5.1).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
risedronic acid
ფორმა და შეფუთვა
35მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №4 (1X4)
მწარმოებელი
Adamed Pharma S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
ATC კოდი
M05BA07
რეგისტრაციის ნომერი
რ-046099
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2026, მოქმედებს 5 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Adamed Pharma S.A. (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარისებონი და სხვა წამალი ერთად

რისებონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, ხერხემლის მოტეხილობების რისკის შესამცირებლად. დადგენილი პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობა, თეძოს მოტეხილობების რისკის შესამცირებლად (იხ. პუნქტი 5.1).

ოსტეოპოროზის მკურნალობა მოტეხილობის მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში (იხ. პუნქტი 5.1).

მიღების წესი და დოზირება

დოზრება

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის ერთი 35 მგ-იანი ტაბლეტი პერორალურად კვირაში ერთხელ. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს კვირის ერთსა და იმავე დღეს.

რიზედრონატ ნატრიუმის შეწოვაზე გავლენას ახდენს საკვები, ამრიგად, ადეკვატური შეწოვის უზრუნველსაყოფად პაციენტებმა უნდა მიიღონ 35 მგ რისებონი:

საუზმის წინ: მინიმუმ 30 წუთით ადრე პირველი საკვების, სხვა სამკურნალო საშუალების ან სასმელის (ჩვეულებრივი წყლის გარდა) მიღებამდე.

პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ დოზის გამოტოვების შემთხვევაში, რისებონის ერთი 35 მგ-იანი ტაბლეტი უნდა მიიღონ იმ დღეს, როდესაც გაახსენდებათ. ამის შემდეგ პაციენტები უნდა დაუბრუნდნენ ერთი ტაბლეტის მიღებას კვირაში ერთხელ, იმ დღეს როდესაც ჩვეულებრივ იღებდნენ ტაბლეტს. ორი ტაბლეტის მიღება არ შეიძლება ერთსა და იმავე დღეს.

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ შეიძლება ჩაწუწვნა ან ჩაღეჭვა. იმისათვის რომ გაადვილდეს ტაბლეტის მოხვედრა კუჭში, 35 მგ-იანი რისობენის მიღება უნდა მოხდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, ერთი ჭიქა სუფთა წყლის დაყოლებით (≥120 მლ). პაციენტები არ უნდა დაწვნენ ტაბლეტის მიღებიდან 30 წუთი განმავლობაში (იხ. პუნქტი 4.4).

დამატებითი კალციუმი და D ვიტამინი უნდა იქნას გათვალისწინებული, თუ მათი მიღება საკვებთან ერთად არასაკმარისია.

ოსტეოპოროზის დროს ბისფოსფონატით მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა პერიოდულად უნდა გადაისინჯოს ინდივიდუალურად, პაციენტის მიხედვით, რისებონის სარგებლისა და პოტენციური რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებით 5 ან მეტი წლის განმავლობაში გამოყენების შემდეგ.

ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექტირება საჭირო არ არის, ვინაიდან ბიოშეღწევადობა, განაწილება და გამოყოფა მსგავსი იყო ხანდაზმულ პირებში (>60 წელი) ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებისას.

ეს ასევე, ნაჩვენებია ძალიან ხანდაზმულ, 75 წლის და მეტი ასაკის პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ პოპულაციაში.

თირკმლის უკმარისობა: დოზირების კორექცია საჭირო არ არის თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში. რიზედრონატ ნატრიუმის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) (იხ. პუნქტები 4.3 და 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

რიზედრონატ ნატრიუმი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის, მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო (აგრეთვე, იხ. პუნქტი 5.1).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ჰიპოკალციემია (იხ. პუნქტი 4.4).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ოფიციალური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა კლინიკური კვლევების დროს სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

რიზედრონატ ნატრიუმის III ფაზის ოსტეოპოროზის კვლევებში ყოველდღიური დოზირებით, აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება დაფიქსირდა პაციენტების 33% და 45%-ში, შესაბამისად. III ფაზის კვირაში ერთხელ კვლევაში პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების მონაწილეობით, აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება დაფიქსირდა პაციენტების 57% და 40%-ში, შესაბამისად. აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების რეგულარულ მომხმარებლებს შორის (კვირაში 3 ან მეტი დღე) რიზედრონატ ნატრიუმის მიმღებ პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის მხრივ გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო საკონტროლო პაციენტში მიღებული მონაცემებისა.

საჭიროების შემთხვევაში, რიზედრონატ ნატრიუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას ესტროგენის დანამატებთან ერთად (მხოლოდ ქალებისთვის).

პოლივალენტური კათიონების შემცველი მედიკამენტების ერთდროული მიღება (მაგ. კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და ალუმინი) ხელს შეუშლის 35 მგ-იანი რისებონის შეწოვას (იხ.პუნქტი 4.4).

რიზედრონატ ნატრიუმი არ მეტაბოლიზდება სისტემურად, არ აინდუცირებს ციტოქრომ P450-ის ფერმენტებს და აქვს დაბალი შეკავშირების ხარისხი ცილებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).

.განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

საკვები, სასმელი (ჩვეულებრივი წყლის გარდა) და სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავს პოლივალენტურ კათიონებს (როგორიცაა: კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და ალუმინი) ხელს უშლის ბისფოსფონატების შეწოვას და მათი მიღება არ შეიძლება 35 მგ-იან რისებონთან ერთად (იხ. პუნქტი 4.5). სასურველი ეფექტურობის მისაღწევად საჭიროა დოზირების რეკომენდაციების მკაცრი დაცვა (იხ. პუნქტი 4.2).

ბისფოსფონატების ეფექტურობა ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს უკავშირდება ძვლის მინერალების დაბალი სიმკვრივის და/ან გავრცელებული მოტეხილობის არსებობას.

დიდი ასაკი ან მოტეხილობის კლინიკური რისკ-ფაქტორები არ არის საკმარისი მიზეზები ოსტეოპოროზის ბისფოსფონატით მკურნალობის დასაწყებად.

ბისფოსფონატების, მათ შორის რიზედრონატის ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ძალიან ხანდაზმულ ასაკში (> 80 წელი) შეზღუდულია (იხ. პუნქტი 5.1).

ბისფოსფონატები იწვევს ეზოფაგიტს, გასტრიტს, საყლაპავის წყლულებს და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებს. ამრიგად, საჭიროა სიფრთხილე:

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ საყლაპავის დარღვევები, რომლებიც აფერხებენ საყლაპავში გავლას ან დაცლას, მაგ. სტრიქტურა ან აქალაზია;

პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა ტაბლეტის მიღებიდან მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში;

თუ რიზედრონატი ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აქტიური ან ბოლოდროინდელი საყლაპავის ან კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის პრობლემები (მათ შორის ცნობილი ბარეტის საყლაპავი).

ექიმებმა პაციენტების ყურადღება უნდა გაამახვილონ დოზირების ინსტრუქციის დაცვის მნიშვნელობაზე და სიფრთხილეზე საყლაპავის ნებისმიერი შესაძლო რეაქციის ყველა ნიშნისა და სიმპტომის გამოვლენისას. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ დროულად უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუკი გამოუვლინდებათ საყლაპავის გაღიზიანების სიმპტომები, როგორიცაა: დისფაგია, ყლაპვის დროს ტკივილი, რეტროსტერნალური ტკივილი ან ახალი/გაძლიერებული გულძმარვა.

ჰიპოკალციემიის მკურნალობა უნდა ჩატარდეს 35 მგ-იანი რისებონით თერაპიის დაწყებამდე. ძვლისა და მინერალური მეტაბოლიზმის სხვა დარღვევების (მაგ., პარათიროიდული დისფუნქცია, ჰიპოვიტამინოზი D) მკურნალობა უნდა ჩატარდეს 35 მგ-იანი რისებონით თერაპიის დაწყების დროს.

ყბის ოსტეონეკროზი, რომელიც ზოგადად უკავშირდება კბილის ამოღებას და/ან ადგილობრივ ინფექციას (ოსტეომიელიტის ჩათვლით), აღინიშნა კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას სქემებით, მათ შორის პირველადი ინტრავენურად შეყვანილი ბისფოფონატებით. ამ პაციენტებს შორის ბევრი, ასევე იღებდა ქიმიოთერაპიას და კორტიკოსტეროიდებს. ასევე, ყბის ოსტეონეკროზი აღინიშნა ოსტეოპოროზით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურ ბისფოსფონატებს.

თანმხლები რისკ-ფაქტორების (მაგალითად, კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, კორტიკოსტეროიდები, პირის ღრუს ჰიგიენის ცუდი დაცვა) მქონე პაციენტებში ბისფოსფონატებით მკურნალობის დაწყებამდე, განხილული უნდა იყოს სტომატოლოგიური გამოკვლევის ჩატარება შესაბამისი პროფილაქტიკური სტომატოლოგიური ჩარევით.

მკურნალობის პერიოდში ასეთმა პაციენტებს, თუ ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა აიცილონ ინვაზიური სტომატოლოგიური პროცედურები. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ყბის ოსტეონეკროზი, ბისფოსფონატით თერაპიის დროს, სტომატოლოგიურმა ქირურგიამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ სტომატოლოგიურ პროცედურებს, არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ბისფოსფონატით მკურნალობის შეწყვეტა ამცირებს ყბის ოსტეონეკროზის რისკს.

მკურნალი ექიმის კლინიკურმა შეფასებამ უნდა წარმართოს თითოეული პაციენტის მართვის გეგმა ინდივიდუალური სარგებელი/რისკის შეფასების საფუძველზე.

ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობები

ბისფოსფონატით თერაპიის დროს დაფიქსირდა ბარძაყის ძვლის ატიპიური სუბტროქანტერული და დიაფიზარული მოტეხილობები, პირველ რიგში, პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ ოსტეოპოროზის ხანგრძლივ მკურნალობას. ეს განივი ან მოკლე ირიბი მოტეხილობები შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერ ადგილას ბარძაყის ძვლის გასწვრივ, მცირე ციბრუტის ქვედა ნაწილიდან როკზედა მორჩის ზედა ნაწილამდე. ეს მოტეხილობები ვლინდება მცირე ტრავმების შემდეგ ან ტრავმის გარეშე, ხოლო ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ბარძაყის ან საზარდულის ტკივილი, რომელიც ხშირად უკავშირდება სტრესული მოტეხილობების ვიზუალიზაციას, ბარძაყის ძვლის სრულ მოტეხილობამდე რამდენიმე თვით ან კვირით ადრე. ხშირად მოტეხილობები ორმხრივია; ამიტომ კონტრალატერალური ბარძაყის ძვლის გამოკვლევა უნდა განხორციელდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბისფოსფონატით და გადაიტანეს ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ასევე, აღინიშნა ამ მოტეხილობების ცუდად შეხორცება. ბისფოსფონატით თერაპიის შეწყვეტა პაციენტებში, რომლებშიც არის ეჭვი, რომ აქვთ ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობა, უნდა იქნას განხილული პაციენტის მდგომარეობის გამოკვლევამდე, ინდივიდუალური სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.

ბისფოსფონატით მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტებმა შეატყობინონ ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის ნებისმიერი ტკივილის შესახებ და ამგვარი სიმპტომების მქონე ნებისმიერი პაციენტი უნდა შეფასდეს ბარძაყის ძვლის არასრული მოტეხილობის არსებობაზე.

ბისფოსფონატების გამოყენებისას მიღებულია შეტყობინებები გარეთა სასმენი არხის ოსტეონეკროზის შესახებ, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიისას. გარე სასმენი არხის ოსტეონეკროზის შესაძლო რისკ-ფაქტორები მოიცავს: სტეროიდების გამოყენებას და ქიმიოთერაპიას და/ან ადგილობრივ რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა - ინფექცია ან ტრავმა. გარეთა სასმენი არხის ოსტეონეკროზის განვითარების შესაძლებლობა გასათვალისწინებელია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბისფოსფონატებს და აღენიშნებათ სიმპტომები ყურის მხრივ, მათ შორის ყურის ქრონიკული ინფექციები.

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპ-ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტზე, ანუ პრაქტიკულად „თავისუფალია ნატრიუმისგან“.

გვერდითი მოვლენები

რიზედრონატ ნატრიუმი შეისწავლეს III ფაზაში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15000-ზე მეტმა პაციენტმა. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის და ჩვეულებრივ არ საჭიროებდა თერაპიის შეწყვეტას.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია III ფაზაში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ოსტეოპოროზით დაავადებულ პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებიც 36 თვემდე მკურნალობდნენ რიზედრონატ ნატრიუმით 5მგ/დღეში (n=5020) ან პლაცებოთი (n=5048) და სავარაუდოდ ჰქონდათ კავშირი რიზედრონატ ნატრიუმთან, ჩამოთვლილია ქვემოთ შემდეგი პირობითობის გამოყენებით (შემთხვევები პლაცებოსთან შედარებით მოცემულია ფრჩხილებში): ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥/1,000; <1/100); იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000);

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი: თავის ტკივილი (1.8% vs. 1.4%).

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

არახშირი: ირიტი*.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ხშირი: ყაბზობა (5.0% vs. 4.8%), დისპეფსია (4.5% vs. 4.1%), გულისრევა (4.3% vs. 4.0%), მუცლის ტკივილი (3.5% vs. 3.3%), დიარეა (3.0% vs. 2.7%);

არახშირი: გასტრიტი (0.9% vs. 0.7%), ეზოფაგიტი (0.9% vs. 0.9%), დისფაგია (0,4% vs. 0.2%), დუოდენიტი (0.2% vs. 0.1%), საყლაპავის წყლული (0.2% vs. 0.2%);

იშვიათი: გლოსიტი (<0.1% vs. 0.1%), საყლაპავის სტრიქტურა (<0.1% vs. 0.0%).

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:

ხშირი: ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (2.1% vs. 1.9%).

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები:

იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის შეცვლილი სინჯები*.

  • არ დაფიქსირებულა შესაბამისი შემთხვევები III ფაზის ოსტეოპოროზის კვლევებში, სიხშირე ეფუძნება ადრეულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილ გვერდით მოვლენებს/ ლაბორატორიულ /განმეორებით კვლევის შედეგებს.

ერთწლიან, ორმაგ-ბრმა, მულტიცენტრულ კვლევაში, რომელშიც შედარებულია რიზედრონატ ნატრიუმი 5 მგ/დღეში (n=480) და რიზედრონატ ნატრიუმი კვირაში 35 მგ (n=485), ოსტეოპოროზით დაავადებულ პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, საერთო უსაფრთხოების და ტოლერანტობის პროფილები მსგავსი იყო. აღინიშნა შემდეგი დამატებითი გვერდითი ეფექტები, რომელიც მკვლევარის აზრით სავარაუდოდ დაკავშირებულია პრეპარატთან (მეტი 35 მგ რიზედრონატის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე 5 მგ რიზედრონატ ნატრიუმის ჯგუფში): დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ (16% vs. 1.0%) და ტკივილი (1.2% vs. 0.8%).

ოსტეოპოროზის მქონე მამაკაცების მონაწილეობით ჩატარებულ 2 წლიან კვლევაში, საერთო უსაფრთხოება და ტოლერანტობა მსგავსი იყო სამკურნალო და პლაცებოს ჯგუფებს შორის. გვერდითი მოვლენები ემთხვეოდა ქალებში აღნიშნულ მოვლენებს.

ლაბორატორიული დასკვნები: ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა შრატისმიერი კალციუმისა და ფოსფატის ადრეული, გარდამავალი, ასიმპტომური და მსუბუქი შემცირება.

შემდეგი დამატებითი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს (სიხშირე უცნობია):

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

ირიტი, უვეიტი, ორბიტალური ანთება.

ყბის ოსტეონეკროზი.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

მომატებული მგრძნობელობა და კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, გენერალიზებული გამონაყარი, ჭინჭრის ციება და კანის ბულოზური რეაქციები, ზოგიერთი მწვავე, მათ შორის სტივენს ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის იზოლირებული შემთხვევები და ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი.

თმის ცვენა.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ანაფილაქსიური რეაქცია.

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ:

სერიოზული დარღვევები ღვიძლის მხრივ. დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობაში პაციენტებს მკურნალობდნენ სხვა საშუალებებით, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ დარღვევებს ღვიძლის მხრივ.

ძალიან იშვიათი: გარე სასმენი არხის ოსტეონეკროზი (ბისფოსფონატის კლასის გვერდითი მოვლენა).

პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს დაფიქსირდა შემდეგი რეაქციები (სიხშირე -იშვიათი): ბარძაყის ძვლის ატიპიური სუბტროქანტერული და დიაფიზარული მოტეხილობები (ბისფოსფონატის კლასის გვერდითი მოვლენა).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შედეგ. ეს საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობა. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭო გვერდითი რეაქციის სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტში

იერუსალიმის ხეივანი 181C

02-222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი რეაქციების შესახებ შეიძლება ეცნობოს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.

ჭარბი დოზა

რიზედრონატ ნატრიუმით დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

შეიძლება მოსალოდნელი იყოს შრატში კალციუმის შემცირება დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემდეგ. ჰიპოკალციემიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება, ასევე აღინიშნოს ზოგიერთ ამ პაციენტში.

უნდა მოხდეს რძის ან ანტაციდების მიღება, რომლებიც შეიცავს მაგნიუმს, კალციუმს ან ალუმინს, რიზედრონატთან შესაკავშირბლად და რიზედრონატ ნატრიუმის შეწოვის შესამცირებლად. მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განხილული იყოს კუჭის ამორეცხვა, არააბსორბირებული რიზედრონატ ნატრიუმის გამოსადევნად.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბისფოსფონატები, ათქ კოდი: M05BA07.

რიზედრონატ ნატრიუმი არის პირიდინილის ბისფოსფონატი, რომელიც უკავშირდება ძვლის ჰიდროქსიაპატიტს და აინჰიბირებს ოსტეოკლასტებით განპირობებულ ძვლის რეზორბციას. ძვლის რემოდელირება მცირდება, მაშინ როცა ოსტეობლასტების აქტივობა და ძვლის მინერალიზაცია ნარჩუნდება. პრეკლინიკური კვლევების დროს, რიზედრონატი ნატრიუმმა გამოავლინა ძლიერი ანტი-ოსტეოკლასტური და ანტირეზორბციული მოქმედება და დოზა-დამოკიდებული ძვლის მასის გაზარდა და ჩონჩხის ბიომექანიკური სიმტკიცე. რიზედრონატ ნატრიუმის აქტივობა დადასტურდა ფარმაკოდინამიკური და კლინიკური კვლევების დროს ძვლის რემოდელირების ბიოქიმიური მარკერების გაზომვით. პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების კვლევების დროს, ძვლის რემოდელირების ბიოქიმიური მარკერების შემცირება დაფიქსირდა 1 თვის განმავლობაში და მაქსიმუმს მიაღწია 3-6 თვეში. ძვლის რემოდელირების ბიოქიმიური მარკერების შემცირება მსგავსი იყო 35 მგ დოზის და 5 მგ/დღეში დოზის გამოყენებისას 12 თვის განმავლობაში.

ოსტეოპოროზით დაავადებულ მამაკაცებში ჩატარებული კვლევის დროს, ძვლის რემოდელირების ბიოქიმიური მარკერების შემცირება ყველაზე ადრეულ ეტაპზე, უკვე მე-3 თვეზე დაფიქსირდა და გრძელდებოდა 24 თვის განმავლობაში.

ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის პერიოდში:

რიგი რისკ-ფაქტორები უკავშირდება ოსტეოპოროზს პოსტმენოპაუზის პერიოდში, მათ შორის: ძვლის დაბალი მასა, ძვლის დაბალი მინერალური სიმკვრივე, ადრეული მენოპაუზა, მოწევა ანამნეზში და ოსტეოპოროზის ოჯახური ანამნეზი. ოსტეოპოროზის კლინიკური შედეგია მოტეხილობები. მოტეხილობების რისკი იზრდება რისკ-ფაქტორების რაოდენობასთან ერთად.

ხერხემლის წელის ნაწილის BMD-ის (ძვლის მინერალური სიმკვრივის) საშუალო ცვლილების ზემოქმედებაზე დაყრდნობით, ნაჩვენებია, რომ რისებონი 35 მგ (n=485) იყო 5 მგ/დღეში რისებონის ექვივალენტური (n=480) ერთწლიან, ორმაგ-ბრმა, მულტიცენტრულ კვლევაში, სადაც მონაწილეობნდენ ოსტეოპოროზის მქონე პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალები.

რიზედრონატ ნატრიუმის კლინიკურმა პროგრამამ, რომელიც დღეში ერთხელ ინიშნებოდა, შეისწავლა რიზედრონატ ნატრიუმის მოქმედება თეძოს და ხერხემლის მოტეხილობების რისკზე და მოიცავდა ადრეულ და გვიან პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებს მოტეხილობით და მის გარეშე. შესწავლილი იქნა ყოველდღიური დოზები 2.5 მგ და 5 მგ და ყველა ჯგუფმა, მათ შორის საკონტროლო ჯგუფებმა, მიიღეს კალციუმი და ვიტამინი D (თუ საწყისი დონე დაბალი იყო). ხერხემლისა და თეძოს ახალი მოტეხილობების აბსოლუტური და შედარებითი რისკი შეფასდა დროში პირველი მოვლენის ანალიზის გამოყენებით.

ორ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (n=3661) მონაწილეობდნენ პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი 85 წლამდე ასაკის ქალები, რომლებსაც საწყის ეტაპზე აღენიშნებოდათ ხერხემლის მოტეხილობები. რიზედრონატ ნატრიუმი 5 მგ/დღეში, 3 წლის განმავლობაში, ამცირებდა ხერხემლის ახალი მოტეხილობების რისკს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ქალებში, შესაბამისად, მინიმუმ 2 ან მინიმუმ 1 ხერხემლის მოტეხილობით, შედარებითი რისკის შემცირება იყო 49% და 41%, შესაბამისად (ხერხემლის ახალი მოტეხილობების სიხშირე რიზედრონატ ნატრიუმის მიღებისას 18.1% და ძვლის მინერალური სიმკვრივე 11.3%, პლაცებოს შემთხვევაში - 29.0% და16.3%, შესაბამისად). მკურნალობის ეფექტი აღინიშნა მკურნალობის პირველი წლის ბოლოს. სარგებელი აღინიშნა, ასევე მრავალი მოტეხილობის მქონე ქალებში საწყის ეტაპზე. რიზედრონატ ნატრიუმი 5 მგ ყოველდღიური დოზით, ასევე ამცირებდა წლიური სიმაღლის კარგვას საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

ორ შემდგომ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობდნენ პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალები 70 წლის ზემოთ, საწყის ეტაპზე ხერხემლის მოტეხილობით ან მის გარეშე. კვლევაში ჩაერთნენ 70-79 წლის ქალები ბარძაყის ყელის BMD-ის (ძვლის მინერალური სიმკვრივის) T-ქულით <-3 SD (მწარმოებლის დიაპაზონი, ანუ -2,5 SD NHANES III-ის გამოყენებით) და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით. 80 წელზე მეტი ასაკის ქალები შეიძლება ჩაერთონ კვლევაში, როგორც მინიმუმ ერთი თეძოს მოტეხილობის არა-ჩონჩხის რისკ-ფაქტორის ან ბარძაყის ყელის ძვლის ქსოვილის დაბალი მინერალური სიმკვრივის საფუძველზე. რიზედრონატი ეფექტურობის სტატისტიკური მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი სამკურნალო ჯგუფი - 2.5 მგ და 5 მგ გაერთიანებულია. შემდეგი შედეგები ემყარება მხოლოდ ქვეჯგუფების აპოსტერიორულ ანალიზს, რომელიც განისაზღვრება კლინიკური პრაქტიკით და ოსტეოპოროზის ამჟამინდელი განსაზღვრით:

პაციენტთა ქვეჯგუფში, სადაც ბარძაყის ყელის BMD-ის T-ქულა იყო <-2.5SD (NHANES III) და Icast-ზე აღინიშნებოდა ხერხემლის ერთი მოტეხილობა მაინც საწყის ეტაპზე, რიზედრონატი ნატრიუმის მიღებამ 3 წლის განმავლობაში შეამცირა თეძოს მოტეხილობის რისკი 46%-ით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (თეძოს მოტეხილობების სიხშირე კომბინირებულ რიზედრონატ ნატრიუმის 2.5 და 5 მგ ჯგუფებში იყო 3.8%, პლაცებოს ჯგუფში - 7.4%);

მონაცემები უჩვენებს, რომ ამაზე უფრო შეზღუდული დაცვა შეიძლება აღინიშნოს ძალიან ხანდაზმულ პაციენტებში (>80 წლის). ეს შეიძლება განპირობებული იყოს არა-ჩონჩხური ფაქტორების მზარდი მნიშვნელობით თეძოს მოტეხილობისთვის, ასაკის მატებასთან ერთად.

ამ კვლევებში, მონაცემების ანალიზი მოხდა მეორადი საბოლოო წერტილის სახით და აჩვენა ხერხემლის ახალი მოტეხილობის რისკის შემცირება პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ბარძაყის ყელის დაბალი BMD ხერხემლის მოტეხილობის გარეშე და პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ბარძაყის ყელის დაბალი BMD ხერხემლის მოტეხილობით ან მის გარეშე.

რიზედრონატ ნატრიუმის 5 მგ დღეში მიღებამ 3 წლის განამვლობაში გაზარდა ძვლის მინერალური სიმკვრივე (BMD) წელის, ხერხემლის, ბარძაყის ყელის, ციბრუტისა და მაჯის არეში კონტროლთან შედარებით და შეინარჩუნა ძვლის სიმკვრივე სხივური ძვლის შუა ნაწილში.

ერთწლიანი თერაპიის შემდგომ პერიოდში, რიზედრონატ ნატრიუმის 5 მგ დღეში დოზით 3 წლიანი მკურნალობის შემდეგ, აღინიშნა რიზედრონატ ნატრიუმის ძვლის რემოდელირების სიჩქარეზე დამთრგუნველი ეფექტის სწრაფი შექცევა.

პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების ძვლის ბიოფსიის ნიმუშებმა, რომლებიც მკურნალობდნენ რიზედრონატ ნატრიუმით 5 მგ დღეში 2-3 წლის მანძილზე, აჩვენა ძვლის რემოდელირების ზომიერი შემცირება. რიზედრონატ ნატრიუმით მკურნალობის დროს წარმოქმნილ ძვალს ჰქონდა ნორმალური ფენოვანი სტრუქტურა და ძვლის მინერალიზაცია. ეს მონაცემები, ოსტეოპოროზის მქონე ქალებში, ოსტეოპოროზთან დაკავშირებული ხერხემლის მოტეხილობების სიხშირის შემცირებათან ერთად, როგორც ჩანს, არ უჩვენებს მავნე გავლენას ძვლის ხარისხზე.

რიგი ზომიერი და მწვავე კუჭ-ნაწლავის ჩივილების მქონე რიგი პაციენტების ენდოსკოპიურმა დასკვნებმა, როგორც რიზედრონატ ნატრიუმის, ასევე საკონტროლო ჯგუფის პაციენტებში არ აჩვენა არანაირი კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ან საყლაპავის წყლულის მკურნალობასთან დაკავშირებული მტკიცებულება, თუმცა დუოდენიტი იშვიათად აღინიშნებოდა რიზედრონატ ნატრიუმის ჯგუფში.

ოსტეოპოროზის მკურნალობა მამაკაცებში

რიზედრონატი ნატრიუმმა დოზით 35 მგ კვირაში ერთხელ აჩვენა ეფექტურობა ოსტეოპოროზის მქონე მამაკაცებში (ასაკის დიაპაზონი 36-დან 84 წლამდე), ორ წლიან, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, 284 პაციენტის მონაწილეობით (რიზედრონატ ნატრიუმი 35 მგ n=191). ყველა პაციენტმა დამატებით მიიღო კალციუმი და ვიტამინი D.

რიზედრონატ ნატრიუმით მკურნალობის დაწყებიდან უკვე 6 თვის შემდეგ დაფიქსირდა BMD–ის მომატება. რიზედრონატ ნატრიუმის 35 მგ კვირაში ერთხელ მიღებამ გამოიწვია BMD–ის საშუალო ზრდა წელის, ხერხემლის, ბარძაყის ყელის, ციბრუტისა და მთლიანი მენჯის არეში პლაცებოსთან შედარებით, 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ. მოტეხილობის სააწინააღმდეგო ეფექტურობა ამ კვლევაში არ გამოვლინდა.

რიზედრონატ ნატრიუმის ეფექტი ძვალზე (BMD–ის ზრდა და BTM-ის შემცირება) მსგავსია მამაკაცებსა და ქალებში.

პედიატრიული პოპულაცია

რიზედრონატ ნატრიუმის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეისწავლებოდა 3 წლიან კვლევაში (რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი, მულტიცენტრული, პარალელური ჯგუფური კვლევა, ერთწლიანი ხანგრძლივობით, რასაც მოჰყვა 2 წლიანი ღია მკურნალობა) 4-დან 16 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ოსტეოგენეზით. ამ კვლევის დროს, 10-30 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტები დღეში იღებდნენ რიზედრონატის 2.5 მგ-ს, ხოლო 30 კგ-ზე მეტი წონის პაციენტები იღებდნენ რიზედრონატს 5 მგ/დღეში დოზით.

მისი ერთწლიანი, რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი ფაზის დასრულების შემდეგ, აღინიშნა წელის BMD–ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა რიზედრონატის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით; თუმცა, რიზედრონატის ჯგუფში აღინიშნა პაციენტთა მეტი რაოდენობა მინიმუმ 1 ახალი მორფომეტრული (რენტგენით გამოვლენილი) ხერხემლის მოტეხილობა პლაცებოსთან შედარებით. ერთწლიანი ორმაგი-ბრმა პერიოდის განმავლობაში, პაციენტთა პროცენტული წილი, რომლებმაც განაცხადეს კლინიკური მოტეხილობების შესახებ, შეადგენდა 30.9%-ს რიზედრონატის ჯგუფში და 49.0%-ს - პლაცებოს ჯგუფში.ღია პერიოდში, როდესაც ყველა პაციენტი იღებდა რიზედრონატს (12 თვიდან 36 თვემდე), კლინიკური მოტეხილობები დაფიქსირდა პაციენტთა 65.3%-ში, რომლებიც თანვდაპირველად რანდომიზირდნენ პლაცებოს ჯგუფში და პაციენტთა 52.9%-ში, რომლებიც თანვდაპირველად რანდომიზირდნენ რიზედრონატის ჯგუფში. საერთო ჯამში, შედეგები არასაკმარისია რიზედრონატ ნატრიუმის გამოყენების მხარდასაჭერად პედიატრულ პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის ოსტეოგენეზის დროს.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

პერორალური დოზის მიღების შემდეგ შეწოვა შედარებით სწრაფია (tmax ~1 სთ) და არ არის დოზაზე დამოკიდებული გამოკვლეულ დიაპაზონში (ერთჯერადი დოზის კვლევა, 2.5-30 მგ; მრავალჯერადი დოზის კვლევები, 2.5-5 მგ დღეში და კვირაში 50 მგ-მდე დოზა). ტაბლეტის საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა არის 0.63% და მცირდება რიზედრონატ ნატრიუმის საკვებთან ერთად მიღებისას. ბიოშეღწევადობა მსგავსი იყო მამაკაცებსა და ქალებში.

განაწილება

განაწილების საშუალო სტაბილური მოცულობა არის 6.3 ლ/კგ ადამიანებში. პლაზმურ ცილებთან შეკავშირება დაახლოებით შეადგენს 24%-ს.

მეტაბოლიზმი

რიზედრონატ ნატრიუმის სისტემური მეტაბოლიზმის დადასტურება არ არსებობს.

გამოყოფა

შეწოვილი დოზის დაახლოებით ნახევარი გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში, ხოლო ინტრავენური დოზის 85% გამოიყოფა შარდთან ერთად 28 დღის შემდეგ. თირკმლის საშუალო კლირენსი არის 105 მლ/წთ და საშუალო საერთო კლირენსი არის 122 მლ/წთ, ამასთან, განსხვავება სავარაუდოდ უკავშირდება კლირენსს ძვალში ადსორბციის გამო. თირკმლის კლირენსი არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე და არსებობს ხაზოვანი კავშირი თირკმლის კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის.

შეუწოველი რიზედრონატ ნატრიუმი გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად შეუცვლელი სახით. პერორალური მიღების შემდეგ კონცენტრაცია-დროის პროფილი გვიჩვენებს გამოყოფის სამ ფაზას, რომლის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდია 480 საათი.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ლევომეპრომაზინს აქვს ხაზოვანი კინეტიკა 10-300 ნგ/მლ ინტერვალში.

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმულები

დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

აცეტილსალიცილის მჟავის/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მომხმარებლები

აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების რეგულარულ მომხმარებლებს შორის (კვირაში 3 ან მეტი დღე) რიზედრონატ ნატრიუმის მიმღებ პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის მხრივ გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო საკონტროლო პაციენტში მიღებული მონაცემებისა.

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ტოქსიკოლოგიური კვლევების დროს ვირთაგვებსა და ძაღლებში აღინიშნა რიზედრონატ ნატრიუმის დოზა-დამოკიდებული ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე, პირველ რიგში, ვირთაგვებში ფერმენტების მომატების გამო ჰისტოლოგიური ცვლილებებით. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. სათესლე ჯირკვალზე ტოქსიკურობა აღინიშნა ვირთაგვებსა და ძაღლებში, იმ დოზებით ზემოქმედებისას, რომელიც აღემატება ადამიანზე თერაპიულ ზემოქმედებას. მღრღნელებში ხშირად აღინიშნებოდა დოზა-დამოკიდებული ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება. მსგავსი ეფექტები აღინიშნებოდა სხვა ბისფოსფონატების გამოყენების დროსაც. ქვედა სასუნთქ გზებზე მოქმედებები ასევე აღინიშნებოდა მღრღნელებზე ჩატარებულ ხანგრძლივ კვლევებში, თუმცა ამ დასკვნების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების დროს, ზემოქმედებისას, რომელიც უტოლდებოდა კლინიკურ ზემოქმედებას, აღინიშნა ნამკურნალები ვირთაგვების ნაყოფის გულ-მკერდის და/ან თავის ქალის ოსიფიკაციის ცვლილებები და ჰიპოკალციემია და სიკვდილიანობა ორსულ მდედრებში, რომლებისთვისაც დაშვებული იყო მშობიარობა. არ გამოვლენილა ტერატოგენეზის მტკიცებულება ვირთაგვში 3.2 მგ/კგ/დღეში და ბოცვრებში 10 მგ/კგ/დღეში დოზების გამოყენებისას, თუმცა მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ მცირე რაოდენობის ბოცვრებზე.

დედის ტოქსიკურობამ ხელი შეუშალა უფრო მაღალი დოზების ტესტირებას. გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენეზის შესახებ ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე განსაკუთრებული რისკი ადამიანისთვის.

ფარმაცევტული მონაცემები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ტაბლეტების ბირთვი:

ლაქტოზას მონოჰიდრატი,

მიკროკრისტალური ცელულოზა,

კროსპოვიდონი,

მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი:

ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172),

წითელი რკინის ოქსიდი (E 172),

ჰიპრომელოზა,

ჰიდროქსიპროპილცელულოზა,

სილიციუმი, კოლოიდური უწყლო,

ტიტანის დიოქსიდი (E171),

მაკროგოლი 400,

მაკროგოლი 8000.

  • 2. შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

  • 5 შეფუთვის სახე და შემადგენლობა

თეთრი პვქ/პვდქ ლამინატის და ალუმინის ფოლგის ბლისტერები მუყაოს კოლოფებში. შეფუთვაში მოთავსებული ბლისტერი შეიცავს 2, 4 ან 12 ტაბლეტებს.

შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის დროს

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Adamed Pharma S.A

მარიანა ადამკიევიჩის ქ. 6ა

05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი.

  • მწარმოებელი

წამლის ფორმისა და სამკურნალო საშუალების შეფუთვის მწარმოებელი:

Adamed Pharma S.A

შკოლნას ქ. 33

95-054 კსავეროვი, პოლონეთი.

სერიულ გამოშვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი:

Adamed Pharma S.A

მარშალ იოზეფ პილსუდკის ქ. 5

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

სამკურნალო საშუალების დასახელება

რისებონი, 35 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 35 მგ რიზედრონატ ნატრიუმს (32.5 მგ რიზედრონის მჟავის ექვივალენტური).

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: ლაქტოზას მონოჰიდრატი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 133.58 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პუნქტში.

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი, ღია ნარინჯისფერი მრგვალი ტაბლეტი.

კლინიკური მონაცემები

გამოყენების ჩვენება

ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, ხერხემლის მოტეხილობების რისკის შესამცირებლად. დადგენილი პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობა, თეძოს მოტეხილობების რისკის შესამცირებლად (იხ. პუნქტი 5.1).

ოსტეოპოროზის მკურნალობა მოტეხილობის მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში (იხ. პუნქტი 5.1).

დოზირება და მიღების წესი

დოზრება

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის ერთი 35 მგ-იანი ტაბლეტი პერორალურად კვირაში ერთხელ. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს კვირის ერთსა და იმავე დღეს.

რიზედრონატ ნატრიუმის შეწოვაზე გავლენას ახდენს საკვები, ამრიგად, ადეკვატური შეწოვის უზრუნველსაყოფად პაციენტებმა უნდა მიიღონ 35 მგ რისებონი:

საუზმის წინ: მინიმუმ 30 წუთით ადრე პირველი საკვების, სხვა სამკურნალო საშუალების ან სასმელის (ჩვეულებრივი წყლის გარდა) მიღებამდე.

პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ დოზის გამოტოვების შემთხვევაში, რისებონის ერთი 35 მგ-იანი ტაბლეტი უნდა მიიღონ იმ დღეს, როდესაც გაახსენდებათ. ამის შემდეგ პაციენტები უნდა დაუბრუნდნენ ერთი ტაბლეტის მიღებას კვირაში ერთხელ, იმ დღეს როდესაც ჩვეულებრივ იღებდნენ ტაბლეტს. ორი ტაბლეტის მიღება არ შეიძლება ერთსა და იმავე დღეს.

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ შეიძლება ჩაწუწვნა ან ჩაღეჭვა. იმისათვის რომ გაადვილდეს ტაბლეტის მოხვედრა კუჭში, 35 მგ-იანი რისობენის მიღება უნდა მოხდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, ერთი ჭიქა სუფთა წყლის დაყოლებით (≥120 მლ). პაციენტები არ უნდა დაწვნენ ტაბლეტის მიღებიდან 30 წუთი განმავლობაში (იხ. პუნქტი 4.4).

დამატებითი კალციუმი და D ვიტამინი უნდა იქნას გათვალისწინებული, თუ მათი მიღება საკვებთან ერთად არასაკმარისია.

ოსტეოპოროზის დროს ბისფოსფონატით მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა პერიოდულად უნდა გადაისინჯოს ინდივიდუალურად, პაციენტის მიხედვით, რისებონის სარგებლისა და პოტენციური რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებით 5 ან მეტი წლის განმავლობაში გამოყენების შემდეგ.

ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექტირება საჭირო არ არის, ვინაიდან ბიოშეღწევადობა, განაწილება და გამოყოფა მსგავსი იყო ხანდაზმულ პირებში (>60 წელი) ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებისას.

ეს ასევე, ნაჩვენებია ძალიან ხანდაზმულ, 75 წლის და მეტი ასაკის პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ პოპულაციაში.

თირკმლის უკმარისობა: დოზირების კორექცია საჭირო არ არის თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში. რიზედრონატ ნატრიუმის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) (იხ. პუნქტები 4.3 და 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

რიზედრონატ ნატრიუმი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის, მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო (აგრეთვე, იხ. პუნქტი 5.1).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ჰიპოკალციემია (იხ. პუნქტი 4.4).

ორსულობა და ლაქტაცია.

თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).

.განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

საკვები, სასმელი (ჩვეულებრივი წყლის გარდა) და სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავს პოლივალენტურ კათიონებს (როგორიცაა: კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და ალუმინი) ხელს უშლის ბისფოსფონატების შეწოვას და მათი მიღება არ შეიძლება 35 მგ-იან რისებონთან ერთად (იხ. პუნქტი 4.5). სასურველი ეფექტურობის მისაღწევად საჭიროა დოზირების რეკომენდაციების მკაცრი დაცვა (იხ. პუნქტი 4.2).

ბისფოსფონატების ეფექტურობა ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს უკავშირდება ძვლის მინერალების დაბალი სიმკვრივის და/ან გავრცელებული მოტეხილობის არსებობას.

დიდი ასაკი ან მოტეხილობის კლინიკური რისკ-ფაქტორები არ არის საკმარისი მიზეზები ოსტეოპოროზის ბისფოსფონატით მკურნალობის დასაწყებად.

ბისფოსფონატების, მათ შორის რიზედრონატის ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ძალიან ხანდაზმულ ასაკში (> 80 წელი) შეზღუდულია (იხ. პუნქტი 5.1).

ბისფოსფონატები იწვევს ეზოფაგიტს, გასტრიტს, საყლაპავის წყლულებს და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებს. ამრიგად, საჭიროა სიფრთხილე:

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ საყლაპავის დარღვევები, რომლებიც აფერხებენ საყლაპავში გავლას ან დაცლას, მაგ. სტრიქტურა ან აქალაზია;

პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა ტაბლეტის მიღებიდან მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში;

თუ რიზედრონატი ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აქტიური ან ბოლოდროინდელი საყლაპავის ან კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის პრობლემები (მათ შორის ცნობილი ბარეტის საყლაპავი).

ექიმებმა პაციენტების ყურადღება უნდა გაამახვილონ დოზირების ინსტრუქციის დაცვის მნიშვნელობაზე და სიფრთხილეზე საყლაპავის ნებისმიერი შესაძლო რეაქციის ყველა ნიშნისა და სიმპტომის გამოვლენისას. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ დროულად უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუკი გამოუვლინდებათ საყლაპავის გაღიზიანების სიმპტომები, როგორიცაა: დისფაგია, ყლაპვის დროს ტკივილი, რეტროსტერნალური ტკივილი ან ახალი/გაძლიერებული გულძმარვა.

ჰიპოკალციემიის მკურნალობა უნდა ჩატარდეს 35 მგ-იანი რისებონით თერაპიის დაწყებამდე. ძვლისა და მინერალური მეტაბოლიზმის სხვა დარღვევების (მაგ., პარათიროიდული დისფუნქცია, ჰიპოვიტამინოზი D) მკურნალობა უნდა ჩატარდეს 35 მგ-იანი რისებონით თერაპიის დაწყების დროს.

ყბის ოსტეონეკროზი, რომელიც ზოგადად უკავშირდება კბილის ამოღებას და/ან ადგილობრივ ინფექციას (ოსტეომიელიტის ჩათვლით), აღინიშნა კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას სქემებით, მათ შორის პირველადი ინტრავენურად შეყვანილი ბისფოფონატებით. ამ პაციენტებს შორის ბევრი, ასევე იღებდა ქიმიოთერაპიას და კორტიკოსტეროიდებს. ასევე, ყბის ოსტეონეკროზი აღინიშნა ოსტეოპოროზით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურ ბისფოსფონატებს.

თანმხლები რისკ-ფაქტორების (მაგალითად, კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, კორტიკოსტეროიდები, პირის ღრუს ჰიგიენის ცუდი დაცვა) მქონე პაციენტებში ბისფოსფონატებით მკურნალობის დაწყებამდე, განხილული უნდა იყოს სტომატოლოგიური გამოკვლევის ჩატარება შესაბამისი პროფილაქტიკური სტომატოლოგიური ჩარევით.

მკურნალობის პერიოდში ასეთმა პაციენტებს, თუ ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა აიცილონ ინვაზიური სტომატოლოგიური პროცედურები. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ყბის ოსტეონეკროზი, ბისფოსფონატით თერაპიის დროს, სტომატოლოგიურმა ქირურგიამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ სტომატოლოგიურ პროცედურებს, არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ბისფოსფონატით მკურნალობის შეწყვეტა ამცირებს ყბის ოსტეონეკროზის რისკს.

მკურნალი ექიმის კლინიკურმა შეფასებამ უნდა წარმართოს თითოეული პაციენტის მართვის გეგმა ინდივიდუალური სარგებელი/რისკის შეფასების საფუძველზე.

ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობები

ბისფოსფონატით თერაპიის დროს დაფიქსირდა ბარძაყის ძვლის ატიპიური სუბტროქანტერული და დიაფიზარული მოტეხილობები, პირველ რიგში, პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ ოსტეოპოროზის ხანგრძლივ მკურნალობას. ეს განივი ან მოკლე ირიბი მოტეხილობები შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერ ადგილას ბარძაყის ძვლის გასწვრივ, მცირე ციბრუტის ქვედა ნაწილიდან როკზედა მორჩის ზედა ნაწილამდე. ეს მოტეხილობები ვლინდება მცირე ტრავმების შემდეგ ან ტრავმის გარეშე, ხოლო ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ბარძაყის ან საზარდულის ტკივილი, რომელიც ხშირად უკავშირდება სტრესული მოტეხილობების ვიზუალიზაციას, ბარძაყის ძვლის სრულ მოტეხილობამდე რამდენიმე თვით ან კვირით ადრე. ხშირად მოტეხილობები ორმხრივია; ამიტომ კონტრალატერალური ბარძაყის ძვლის გამოკვლევა უნდა განხორციელდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბისფოსფონატით და გადაიტანეს ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ასევე, აღინიშნა ამ მოტეხილობების ცუდად შეხორცება. ბისფოსფონატით თერაპიის შეწყვეტა პაციენტებში, რომლებშიც არის ეჭვი, რომ აქვთ ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობა, უნდა იქნას განხილული პაციენტის მდგომარეობის გამოკვლევამდე, ინდივიდუალური სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.

ბისფოსფონატით მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტებმა შეატყობინონ ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის ნებისმიერი ტკივილის შესახებ და ამგვარი სიმპტომების მქონე ნებისმიერი პაციენტი უნდა შეფასდეს ბარძაყის ძვლის არასრული მოტეხილობის არსებობაზე.

ბისფოსფონატების გამოყენებისას მიღებულია შეტყობინებები გარეთა სასმენი არხის ოსტეონეკროზის შესახებ, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიისას. გარე სასმენი არხის ოსტეონეკროზის შესაძლო რისკ-ფაქტორები მოიცავს: სტეროიდების გამოყენებას და ქიმიოთერაპიას და/ან ადგილობრივ რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა - ინფექცია ან ტრავმა. გარეთა სასმენი არხის ოსტეონეკროზის განვითარების შესაძლებლობა გასათვალისწინებელია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბისფოსფონატებს და აღენიშნებათ სიმპტომები ყურის მხრივ, მათ შორის ყურის ქრონიკული ინფექციები.

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპ-ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტზე, ანუ პრაქტიკულად „თავისუფალია ნატრიუმისგან“.

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ოფიციალური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა კლინიკური კვლევების დროს სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

რიზედრონატ ნატრიუმის III ფაზის ოსტეოპოროზის კვლევებში ყოველდღიური დოზირებით, აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება დაფიქსირდა პაციენტების 33% და 45%-ში, შესაბამისად. III ფაზის კვირაში ერთხელ კვლევაში პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების მონაწილეობით, აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება დაფიქსირდა პაციენტების 57% და 40%-ში, შესაბამისად. აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების რეგულარულ მომხმარებლებს შორის (კვირაში 3 ან მეტი დღე) რიზედრონატ ნატრიუმის მიმღებ პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის მხრივ გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო საკონტროლო პაციენტში მიღებული მონაცემებისა.

საჭიროების შემთხვევაში, რიზედრონატ ნატრიუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას ესტროგენის დანამატებთან ერთად (მხოლოდ ქალებისთვის).

პოლივალენტური კათიონების შემცველი მედიკამენტების ერთდროული მიღება (მაგ. კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და ალუმინი) ხელს შეუშლის 35 მგ-იანი რისებონის შეწოვას (იხ.პუნქტი 4.4).

რიზედრონატ ნატრიუმი არ მეტაბოლიზდება სისტემურად, არ აინდუცირებს ციტოქრომ P450-ის ფერმენტებს და აქვს დაბალი შეკავშირების ხარისხი ცილებთან.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ორსულ ქალებში რიზედრონატ ნატრიუმის გამოყენების შესახებ არ არსებობს ადეკვატური მონაცემები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პუნქტი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.

ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რიზედრონატ ნატრიუმი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

რისებონის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში ან მეძუძურ ქალებში.

  • 7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

რისებონს არ აქვს გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

  • 8 გვერდითი მოვლენები

რიზედრონატ ნატრიუმი შეისწავლეს III ფაზაში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15000-ზე მეტმა პაციენტმა. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის და ჩვეულებრივ არ საჭიროებდა თერაპიის შეწყვეტას.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია III ფაზაში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ოსტეოპოროზით დაავადებულ პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებიც 36 თვემდე მკურნალობდნენ რიზედრონატ ნატრიუმით 5მგ/დღეში (n=5020) ან პლაცებოთი (n=5048) და სავარაუდოდ ჰქონდათ კავშირი რიზედრონატ ნატრიუმთან, ჩამოთვლილია ქვემოთ შემდეგი პირობითობის გამოყენებით (შემთხვევები პლაცებოსთან შედარებით მოცემულია ფრჩხილებში): ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥/1,000; <1/100); იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000);

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი: თავის ტკივილი (1.8% vs. 1.4%).

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

არახშირი: ირიტი*.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ხშირი: ყაბზობა (5.0% vs. 4.8%), დისპეფსია (4.5% vs. 4.1%), გულისრევა (4.3% vs. 4.0%), მუცლის ტკივილი (3.5% vs. 3.3%), დიარეა (3.0% vs. 2.7%);

არახშირი: გასტრიტი (0.9% vs. 0.7%), ეზოფაგიტი (0.9% vs. 0.9%), დისფაგია (0,4% vs. 0.2%), დუოდენიტი (0.2% vs. 0.1%), საყლაპავის წყლული (0.2% vs. 0.2%);

იშვიათი: გლოსიტი (<0.1% vs. 0.1%), საყლაპავის სტრიქტურა (<0.1% vs. 0.0%).

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:

ხშირი: ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (2.1% vs. 1.9%).

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები:

იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის შეცვლილი სინჯები*.

  • არ დაფიქსირებულა შესაბამისი შემთხვევები III ფაზის ოსტეოპოროზის კვლევებში, სიხშირე ეფუძნება ადრეულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილ გვერდით მოვლენებს/ ლაბორატორიულ /განმეორებით კვლევის შედეგებს.

ერთწლიან, ორმაგ-ბრმა, მულტიცენტრულ კვლევაში, რომელშიც შედარებულია რიზედრონატ ნატრიუმი 5 მგ/დღეში (n=480) და რიზედრონატ ნატრიუმი კვირაში 35 მგ (n=485), ოსტეოპოროზით დაავადებულ პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, საერთო უსაფრთხოების და ტოლერანტობის პროფილები მსგავსი იყო. აღინიშნა შემდეგი დამატებითი გვერდითი ეფექტები, რომელიც მკვლევარის აზრით სავარაუდოდ დაკავშირებულია პრეპარატთან (მეტი 35 მგ რიზედრონატის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე 5 მგ რიზედრონატ ნატრიუმის ჯგუფში): დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ (16% vs. 1.0%) და ტკივილი (1.2% vs. 0.8%).

ოსტეოპოროზის მქონე მამაკაცების მონაწილეობით ჩატარებულ 2 წლიან კვლევაში, საერთო უსაფრთხოება და ტოლერანტობა მსგავსი იყო სამკურნალო და პლაცებოს ჯგუფებს შორის. გვერდითი მოვლენები ემთხვეოდა ქალებში აღნიშნულ მოვლენებს.

ლაბორატორიული დასკვნები: ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა შრატისმიერი კალციუმისა და ფოსფატის ადრეული, გარდამავალი, ასიმპტომური და მსუბუქი შემცირება.

შემდეგი დამატებითი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს (სიხშირე უცნობია):

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

ირიტი, უვეიტი, ორბიტალური ანთება.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:

ყბის ოსტეონეკროზი.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

მომატებული მგრძნობელობა და კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, გენერალიზებული გამონაყარი, ჭინჭრის ციება და კანის ბულოზური რეაქციები, ზოგიერთი მწვავე, მათ შორის სტივენს ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის იზოლირებული შემთხვევები და ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი.

თმის ცვენა.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ანაფილაქსიური რეაქცია.

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ:

სერიოზული დარღვევები ღვიძლის მხრივ. დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობაში პაციენტებს მკურნალობდნენ სხვა საშუალებებით, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ დარღვევებს ღვიძლის მხრივ.

ძალიან იშვიათი: გარე სასმენი არხის ოსტეონეკროზი (ბისფოსფონატის კლასის გვერდითი მოვლენა).

პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს დაფიქსირდა შემდეგი რეაქციები (სიხშირე -იშვიათი): ბარძაყის ძვლის ატიპიური სუბტროქანტერული და დიაფიზარული მოტეხილობები (ბისფოსფონატის კლასის გვერდითი მოვლენა).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შედეგ. ეს საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობა. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭო გვერდითი რეაქციის სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტში

იერუსალიმის ხეივანი 181C

02-222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი რეაქციების შესახებ შეიძლება ეცნობოს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.

  • 9 დოზის გადაჭარბება

რიზედრონატ ნატრიუმით დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

შეიძლება მოსალოდნელი იყოს შრატში კალციუმის შემცირება დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემდეგ. ჰიპოკალციემიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება, ასევე აღინიშნოს ზოგიერთ ამ პაციენტში.

უნდა მოხდეს რძის ან ანტაციდების მიღება, რომლებიც შეიცავს მაგნიუმს, კალციუმს ან ალუმინს, რიზედრონატთან შესაკავშირბლად და რიზედრონატ ნატრიუმის შეწოვის შესამცირებლად. მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განხილული იყოს კუჭის ამორეცხვა, არააბსორბირებული რიზედრონატ ნატრიუმის გამოსადევნად.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბისფოსფონატები, ათქ კოდი: M05BA07.

რიზედრონატ ნატრიუმი არის პირიდინილის ბისფოსფონატი, რომელიც უკავშირდება ძვლის ჰიდროქსიაპატიტს და აინჰიბირებს ოსტეოკლასტებით განპირობებულ ძვლის რეზორბციას. ძვლის რემოდელირება მცირდება, მაშინ როცა ოსტეობლასტების აქტივობა და ძვლის მინერალიზაცია ნარჩუნდება. პრეკლინიკური კვლევების დროს, რიზედრონატი ნატრიუმმა გამოავლინა ძლიერი ანტი-ოსტეოკლასტური და ანტირეზორბციული მოქმედება და დოზა-დამოკიდებული ძვლის მასის გაზარდა და ჩონჩხის ბიომექანიკური სიმტკიცე. რიზედრონატ ნატრიუმის აქტივობა დადასტურდა ფარმაკოდინამიკური და კლინიკური კვლევების დროს ძვლის რემოდელირების ბიოქიმიური მარკერების გაზომვით. პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების კვლევების დროს, ძვლის რემოდელირების ბიოქიმიური მარკერების შემცირება დაფიქსირდა 1 თვის განმავლობაში და მაქსიმუმს მიაღწია 3-6 თვეში. ძვლის რემოდელირების ბიოქიმიური მარკერების შემცირება მსგავსი იყო 35 მგ დოზის და 5 მგ/დღეში დოზის გამოყენებისას 12 თვის განმავლობაში.

ოსტეოპოროზით დაავადებულ მამაკაცებში ჩატარებული კვლევის დროს, ძვლის რემოდელირების ბიოქიმიური მარკერების შემცირება ყველაზე ადრეულ ეტაპზე, უკვე მე-3 თვეზე დაფიქსირდა და გრძელდებოდა 24 თვის განმავლობაში.

ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის პერიოდში:

რიგი რისკ-ფაქტორები უკავშირდება ოსტეოპოროზს პოსტმენოპაუზის პერიოდში, მათ შორის: ძვლის დაბალი მასა, ძვლის დაბალი მინერალური სიმკვრივე, ადრეული მენოპაუზა, მოწევა ანამნეზში და ოსტეოპოროზის ოჯახური ანამნეზი. ოსტეოპოროზის კლინიკური შედეგია მოტეხილობები. მოტეხილობების რისკი იზრდება რისკ-ფაქტორების რაოდენობასთან ერთად.

ხერხემლის წელის ნაწილის BMD-ის (ძვლის მინერალური სიმკვრივის) საშუალო ცვლილების ზემოქმედებაზე დაყრდნობით, ნაჩვენებია, რომ რისებონი 35 მგ (n=485) იყო 5 მგ/დღეში რისებონის ექვივალენტური (n=480) ერთწლიან, ორმაგ-ბრმა, მულტიცენტრულ კვლევაში, სადაც მონაწილეობნდენ ოსტეოპოროზის მქონე პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალები.

რიზედრონატ ნატრიუმის კლინიკურმა პროგრამამ, რომელიც დღეში ერთხელ ინიშნებოდა, შეისწავლა რიზედრონატ ნატრიუმის მოქმედება თეძოს და ხერხემლის მოტეხილობების რისკზე და მოიცავდა ადრეულ და გვიან პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებს მოტეხილობით და მის გარეშე. შესწავლილი იქნა ყოველდღიური დოზები 2.5 მგ და 5 მგ და ყველა ჯგუფმა, მათ შორის საკონტროლო ჯგუფებმა, მიიღეს კალციუმი და ვიტამინი D (თუ საწყისი დონე დაბალი იყო). ხერხემლისა და თეძოს ახალი მოტეხილობების აბსოლუტური და შედარებითი რისკი შეფასდა დროში პირველი მოვლენის ანალიზის გამოყენებით.

ორ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (n=3661) მონაწილეობდნენ პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი 85 წლამდე ასაკის ქალები, რომლებსაც საწყის ეტაპზე აღენიშნებოდათ ხერხემლის მოტეხილობები. რიზედრონატ ნატრიუმი 5 მგ/დღეში, 3 წლის განმავლობაში, ამცირებდა ხერხემლის ახალი მოტეხილობების რისკს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ქალებში, შესაბამისად, მინიმუმ 2 ან მინიმუმ 1 ხერხემლის მოტეხილობით, შედარებითი რისკის შემცირება იყო 49% და 41%, შესაბამისად (ხერხემლის ახალი მოტეხილობების სიხშირე რიზედრონატ ნატრიუმის მიღებისას 18.1% და ძვლის მინერალური სიმკვრივე 11.3%, პლაცებოს შემთხვევაში - 29.0% და16.3%, შესაბამისად). მკურნალობის ეფექტი აღინიშნა მკურნალობის პირველი წლის ბოლოს. სარგებელი აღინიშნა, ასევე მრავალი მოტეხილობის მქონე ქალებში საწყის ეტაპზე. რიზედრონატ ნატრიუმი 5 მგ ყოველდღიური დოზით, ასევე ამცირებდა წლიური სიმაღლის კარგვას საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

ორ შემდგომ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობდნენ პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალები 70 წლის ზემოთ, საწყის ეტაპზე ხერხემლის მოტეხილობით ან მის გარეშე. კვლევაში ჩაერთნენ 70-79 წლის ქალები ბარძაყის ყელის BMD-ის (ძვლის მინერალური სიმკვრივის) T-ქულით <-3 SD (მწარმოებლის დიაპაზონი, ანუ -2,5 SD NHANES III-ის გამოყენებით) და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით. 80 წელზე მეტი ასაკის ქალები შეიძლება ჩაერთონ კვლევაში, როგორც მინიმუმ ერთი თეძოს მოტეხილობის არა-ჩონჩხის რისკ-ფაქტორის ან ბარძაყის ყელის ძვლის ქსოვილის დაბალი მინერალური სიმკვრივის საფუძველზე. რიზედრონატი ეფექტურობის სტატისტიკური მნიშვნელობა პლაცებოსთან შედარებით მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი სამკურნალო ჯგუფი - 2.5 მგ და 5 მგ გაერთიანებულია. შემდეგი შედეგები ემყარება მხოლოდ ქვეჯგუფების აპოსტერიორულ ანალიზს, რომელიც განისაზღვრება კლინიკური პრაქტიკით და ოსტეოპოროზის ამჟამინდელი განსაზღვრით:

პაციენტთა ქვეჯგუფში, სადაც ბარძაყის ყელის BMD-ის T-ქულა იყო <-2.5SD (NHANES III) და Icast-ზე აღინიშნებოდა ხერხემლის ერთი მოტეხილობა მაინც საწყის ეტაპზე, რიზედრონატი ნატრიუმის მიღებამ 3 წლის განმავლობაში შეამცირა თეძოს მოტეხილობის რისკი 46%-ით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (თეძოს მოტეხილობების სიხშირე კომბინირებულ რიზედრონატ ნატრიუმის 2.5 და 5 მგ ჯგუფებში იყო 3.8%, პლაცებოს ჯგუფში - 7.4%);

მონაცემები უჩვენებს, რომ ამაზე უფრო შეზღუდული დაცვა შეიძლება აღინიშნოს ძალიან ხანდაზმულ პაციენტებში (>80 წლის). ეს შეიძლება განპირობებული იყოს არა-ჩონჩხური ფაქტორების მზარდი მნიშვნელობით თეძოს მოტეხილობისთვის, ასაკის მატებასთან ერთად.

ამ კვლევებში, მონაცემების ანალიზი მოხდა მეორადი საბოლოო წერტილის სახით და აჩვენა ხერხემლის ახალი მოტეხილობის რისკის შემცირება პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ბარძაყის ყელის დაბალი BMD ხერხემლის მოტეხილობის გარეშე და პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ბარძაყის ყელის დაბალი BMD ხერხემლის მოტეხილობით ან მის გარეშე.

რიზედრონატ ნატრიუმის 5 მგ დღეში მიღებამ 3 წლის განამვლობაში გაზარდა ძვლის მინერალური სიმკვრივე (BMD) წელის, ხერხემლის, ბარძაყის ყელის, ციბრუტისა და მაჯის არეში კონტროლთან შედარებით და შეინარჩუნა ძვლის სიმკვრივე სხივური ძვლის შუა ნაწილში.

ერთწლიანი თერაპიის შემდგომ პერიოდში, რიზედრონატ ნატრიუმის 5 მგ დღეში დოზით 3 წლიანი მკურნალობის შემდეგ, აღინიშნა რიზედრონატ ნატრიუმის ძვლის რემოდელირების სიჩქარეზე დამთრგუნველი ეფექტის სწრაფი შექცევა.

პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების ძვლის ბიოფსიის ნიმუშებმა, რომლებიც მკურნალობდნენ რიზედრონატ ნატრიუმით 5 მგ დღეში 2-3 წლის მანძილზე, აჩვენა ძვლის რემოდელირების ზომიერი შემცირება. რიზედრონატ ნატრიუმით მკურნალობის დროს წარმოქმნილ ძვალს ჰქონდა ნორმალური ფენოვანი სტრუქტურა და ძვლის მინერალიზაცია. ეს მონაცემები, ოსტეოპოროზის მქონე ქალებში, ოსტეოპოროზთან დაკავშირებული ხერხემლის მოტეხილობების სიხშირის შემცირებათან ერთად, როგორც ჩანს, არ უჩვენებს მავნე გავლენას ძვლის ხარისხზე.

რიგი ზომიერი და მწვავე კუჭ-ნაწლავის ჩივილების მქონე რიგი პაციენტების ენდოსკოპიურმა დასკვნებმა, როგორც რიზედრონატ ნატრიუმის, ასევე საკონტროლო ჯგუფის პაციენტებში არ აჩვენა არანაირი კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ან საყლაპავის წყლულის მკურნალობასთან დაკავშირებული მტკიცებულება, თუმცა დუოდენიტი იშვიათად აღინიშნებოდა რიზედრონატ ნატრიუმის ჯგუფში.

ოსტეოპოროზის მკურნალობა მამაკაცებში

რიზედრონატი ნატრიუმმა დოზით 35 მგ კვირაში ერთხელ აჩვენა ეფექტურობა ოსტეოპოროზის მქონე მამაკაცებში (ასაკის დიაპაზონი 36-დან 84 წლამდე), ორ წლიან, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, 284 პაციენტის მონაწილეობით (რიზედრონატ ნატრიუმი 35 მგ n=191). ყველა პაციენტმა დამატებით მიიღო კალციუმი და ვიტამინი D.

რიზედრონატ ნატრიუმით მკურნალობის დაწყებიდან უკვე 6 თვის შემდეგ დაფიქსირდა BMD–ის მომატება. რიზედრონატ ნატრიუმის 35 მგ კვირაში ერთხელ მიღებამ გამოიწვია BMD–ის საშუალო ზრდა წელის, ხერხემლის, ბარძაყის ყელის, ციბრუტისა და მთლიანი მენჯის არეში პლაცებოსთან შედარებით, 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ. მოტეხილობის სააწინააღმდეგო ეფექტურობა ამ კვლევაში არ გამოვლინდა.

რიზედრონატ ნატრიუმის ეფექტი ძვალზე (BMD–ის ზრდა და BTM-ის შემცირება) მსგავსია მამაკაცებსა და ქალებში.

პედიატრიული პოპულაცია

რიზედრონატ ნატრიუმის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეისწავლებოდა 3 წლიან კვლევაში (რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი, მულტიცენტრული, პარალელური ჯგუფური კვლევა, ერთწლიანი ხანგრძლივობით, რასაც მოჰყვა 2 წლიანი ღია მკურნალობა) 4-დან 16 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ოსტეოგენეზით. ამ კვლევის დროს, 10-30 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტები დღეში იღებდნენ რიზედრონატის 2.5 მგ-ს, ხოლო 30 კგ-ზე მეტი წონის პაციენტები იღებდნენ რიზედრონატს 5 მგ/დღეში დოზით.

მისი ერთწლიანი, რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი ფაზის დასრულების შემდეგ, აღინიშნა წელის BMD–ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა რიზედრონატის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით; თუმცა, რიზედრონატის ჯგუფში აღინიშნა პაციენტთა მეტი რაოდენობა მინიმუმ 1 ახალი მორფომეტრული (რენტგენით გამოვლენილი) ხერხემლის მოტეხილობა პლაცებოსთან შედარებით. ერთწლიანი ორმაგი-ბრმა პერიოდის განმავლობაში, პაციენტთა პროცენტული წილი, რომლებმაც განაცხადეს კლინიკური მოტეხილობების შესახებ, შეადგენდა 30.9%-ს რიზედრონატის ჯგუფში და 49.0%-ს - პლაცებოს ჯგუფში.ღია პერიოდში, როდესაც ყველა პაციენტი იღებდა რიზედრონატს (12 თვიდან 36 თვემდე), კლინიკური მოტეხილობები დაფიქსირდა პაციენტთა 65.3%-ში, რომლებიც თანვდაპირველად რანდომიზირდნენ პლაცებოს ჯგუფში და პაციენტთა 52.9%-ში, რომლებიც თანვდაპირველად რანდომიზირდნენ რიზედრონატის ჯგუფში. საერთო ჯამში, შედეგები არასაკმარისია რიზედრონატ ნატრიუმის გამოყენების მხარდასაჭერად პედიატრულ პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის ოსტეოგენეზის დროს.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

პერორალური დოზის მიღების შემდეგ შეწოვა შედარებით სწრაფია (tmax ~1 სთ) და არ არის დოზაზე დამოკიდებული გამოკვლეულ დიაპაზონში (ერთჯერადი დოზის კვლევა, 2.5-30 მგ; მრავალჯერადი დოზის კვლევები, 2.5-5 მგ დღეში და კვირაში 50 მგ-მდე დოზა). ტაბლეტის საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა არის 0.63% და მცირდება რიზედრონატ ნატრიუმის საკვებთან ერთად მიღებისას. ბიოშეღწევადობა მსგავსი იყო მამაკაცებსა და ქალებში.

განაწილება

განაწილების საშუალო სტაბილური მოცულობა არის 6.3 ლ/კგ ადამიანებში. პლაზმურ ცილებთან შეკავშირება დაახლოებით შეადგენს 24%-ს.

მეტაბოლიზმი

რიზედრონატ ნატრიუმის სისტემური მეტაბოლიზმის დადასტურება არ არსებობს.

გამოყოფა

შეწოვილი დოზის დაახლოებით ნახევარი გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში, ხოლო ინტრავენური დოზის 85% გამოიყოფა შარდთან ერთად 28 დღის შემდეგ. თირკმლის საშუალო კლირენსი არის 105 მლ/წთ და საშუალო საერთო კლირენსი არის 122 მლ/წთ, ამასთან, განსხვავება სავარაუდოდ უკავშირდება კლირენსს ძვალში ადსორბციის გამო. თირკმლის კლირენსი არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე და არსებობს ხაზოვანი კავშირი თირკმლის კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის.

შეუწოველი რიზედრონატ ნატრიუმი გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად შეუცვლელი სახით. პერორალური მიღების შემდეგ კონცენტრაცია-დროის პროფილი გვიჩვენებს გამოყოფის სამ ფაზას, რომლის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდია 480 საათი.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ლევომეპრომაზინს აქვს ხაზოვანი კინეტიკა 10-300 ნგ/მლ ინტერვალში.

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმულები

დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

აცეტილსალიცილის მჟავის/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მომხმარებლები

აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების რეგულარულ მომხმარებლებს შორის (კვირაში 3 ან მეტი დღე) რიზედრონატ ნატრიუმის მიმღებ პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის მხრივ გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო საკონტროლო პაციენტში მიღებული მონაცემებისა.

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ტოქსიკოლოგიური კვლევების დროს ვირთაგვებსა და ძაღლებში აღინიშნა რიზედრონატ ნატრიუმის დოზა-დამოკიდებული ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე, პირველ რიგში, ვირთაგვებში ფერმენტების მომატების გამო ჰისტოლოგიური ცვლილებებით. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. სათესლე ჯირკვალზე ტოქსიკურობა აღინიშნა ვირთაგვებსა და ძაღლებში, იმ დოზებით ზემოქმედებისას, რომელიც აღემატება ადამიანზე თერაპიულ ზემოქმედებას. მღრღნელებში ხშირად აღინიშნებოდა დოზა-დამოკიდებული ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება. მსგავსი ეფექტები აღინიშნებოდა სხვა ბისფოსფონატების გამოყენების დროსაც. ქვედა სასუნთქ გზებზე მოქმედებები ასევე აღინიშნებოდა მღრღნელებზე ჩატარებულ ხანგრძლივ კვლევებში, თუმცა ამ დასკვნების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების დროს, ზემოქმედებისას, რომელიც უტოლდებოდა კლინიკურ ზემოქმედებას, აღინიშნა ნამკურნალები ვირთაგვების ნაყოფის გულ-მკერდის და/ან თავის ქალის ოსიფიკაციის ცვლილებები და ჰიპოკალციემია და სიკვდილიანობა ორსულ მდედრებში, რომლებისთვისაც დაშვებული იყო მშობიარობა. არ გამოვლენილა ტერატოგენეზის მტკიცებულება ვირთაგვში 3.2 მგ/კგ/დღეში და ბოცვრებში 10 მგ/კგ/დღეში დოზების გამოყენებისას, თუმცა მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ მცირე რაოდენობის ბოცვრებზე.

დედის ტოქსიკურობამ ხელი შეუშალა უფრო მაღალი დოზების ტესტირებას. გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენეზის შესახებ ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე განსაკუთრებული რისკი ადამიანისთვის.

ფარმაცევტული მონაცემები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ტაბლეტების ბირთვი:

ლაქტოზას მონოჰიდრატი,

მიკროკრისტალური ცელულოზა,

კროსპოვიდონი,

მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი:

ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172),

წითელი რკინის ოქსიდი (E 172),

ჰიპრომელოზა,

ჰიდროქსიპროპილცელულოზა,

სილიციუმი, კოლოიდური უწყლო,

ტიტანის დიოქსიდი (E171),

მაკროგოლი 400,

მაკროგოლი 8000.

  • 2. შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

  • 5 შეფუთვის სახე და შემადგენლობა

თეთრი პვქ/პვდქ ლამინატის და ალუმინის ფოლგის ბლისტერები მუყაოს კოლოფებში. შეფუთვაში მოთავსებული ბლისტერი შეიცავს 2, 4 ან 12 ტაბლეტებს.

შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის დროს

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Adamed Pharma S.A

მარიანა ადამკიევიჩის ქ. 6ა

05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი.

  • მწარმოებელი

წამლის ფორმისა და სამკურნალო საშუალების შეფუთვის მწარმოებელი:

Adamed Pharma S.A

შკოლნას ქ. 33

95-054 კსავეროვი, პოლონეთი.

სერიულ გამოშვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი:

Adamed Pharma S.A

მარშალ იოზეფ პილსუდკის ქ. 5

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა